Home რუბრიკები ბლოგი Associated Press: დასავლეთმა წლების მანძილზე უნდა არჩინოს უკრაინა

Associated Press: დასავლეთმა წლების მანძილზე უნდა არჩინოს უკრაინა

597

დასავლეთის ქვეყნების გათვლები იმის შესახებ, რომ უკრაინა სოფლის მეურნეობის ხარჯზე აღადგენს საკუთარ ეკონომიკას  შორსაა რეალობისგან.    

ეკონომიკური სიტუაცია ქვეყანაში მეტყველებს იმაზე, რომ უკრაინა კიდევ მრავალი წლის მანძილზე იქნება დამოკიდებული აშშ-სა და ევროკავშირის დახმარებაზე.

დასავლეთის ქვეყნების იმედები იმის შესახებ, რომ უკრაინა უახლოეს დროს შეძლებს ეკონომიკის აღდგენას, ნელ-ნელა ქრება,- გადმოგვცემს  Associated Press.

აშშ-ს ეიმედება, რომ უკრაინა სოფლის მეურნეობის ხარჯზე შეძლებს დანგრეული ეკონომიკის აღდგენას. თუმცა, სინამდვილეში, რეგიონებს, რომლებიც „სოფლის მეურნეობის რენესანსისთვის“ არიან გათვლილნი ახალგაზრდობა მასიურად ტოვებს, სამუშაო ადგილების არარსებობის გამო, ასევე ხშირია ელექტროენერგიის გათიშვები და ხშირია მექრთამეობის ფაქტები.

“ნათელია, რომ უკრაინა, კიდევ მრავალი წლის მანძილზე იქნება დამოკიდებული აშშ-ის და ევროკავშირის ფინანსურ დახმარებაზე,“- აღნიშნავს სააგენტო.

ახლახან, უკრაინას აშშ-ის ვაჭრობის მინისტრი პენი პრიცკერი სტუმრობდა. მისი ვიზიტის მიზანი იყო გაეწია კონსულტაციები ანტიკორუფციული და იურიდიული რეფორმების გატარებაში, რომლებიც დაეხმარებოდა უკრაინას ინვესტიციების მოზიდვაში და შესაბამისად,  მისცემდა დასავლეთს საშუალებას  შეამციროს დახმარების მოცულობა უკრაინისთვის.

სინამდვილეში, უკრაინა მრავალი პრობლემის წინაშე დგას: პროგნოზების მიხედვით, წელს, ქვეყნის ეკონომიკა შემცირდება 10%-ით, მსხვილი სამრეწველო ცენტრები მდებარეობენ უკრაინის ხელისუფლების მიერ არაკონტროლირებად ტერიტორიაზე, კორუფციასთან ბრძოლა არ წარმოებს მაღალი ეშელონების წარმომადგენლების მიმართ, ის არ ეხება ცნობად სახეებს, ხოლო ოლიგარქები კი კვლავაც ხელშეუხებელნი არიან.რუსეთთან, ყველაზე დიდ პარტნიორთან, ვაჭრობის მოცულობა ნელ-ნელა ეცემა:  ექსპორტი ამ ქვეყანაში, ამა წლის იანვარ-აგვისტოს განმავლობაში,  თითქმის ორჯერ შემცირდა, შარშანდელთან შედარებით. ასევე მცირდება ექსპორტი ევროკავშირსა და აშშ-ში.

ამავდროულად, უკრაინის ფინანსთა მინისტრი ნატალია იარესკო აცხადებს, რომ უკრაინის ეკონომიკის მთავარი მიზანი არა რუსეთთან სავაჭრო ურთიერთობების აღდგენაა, არამედ პოლონეთის მაგალითზე ისეთი ეკონომიკის შექმნა, რომელსაც მეტად ევროპული და გლობალური ინტეგრაცია ექნებოდა.

“არა მგონია, ოდესმე რუსეთთან ვაჭრობის დონე ძველ მაჩვენებლებს გაუტოლდეს. ჩვენ ვაპირებთ ექსპორტს აზიაში, ევროპაში, ახლო აღმოსავლეთსა და ჩრდილო აფრიკაში,“- აცხადებს იარესკო, „ასოშიეიტედ პრესთან“ საუბარში.  

 

                    მასალა მოამზადა კონსტანტინე ჩიკვილაძემ

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here