მთავარი პოლიტიკა “ბირთვული კლუბი” _ ვის რამდენი ბირთვული იარაღი აქვს მსოფლიოში

“ბირთვული კლუბი” _ ვის რამდენი ბირთვული იარაღი აქვს მსოფლიოში

2753
გააზიარეთ

ოფიციალური მონაცემებით, ამჟამად ბირთვული იარაღი აქვს 9 ქვეყანას _ აშშ, რუსეთს, დიდ ბრიტანეთს, საფრანგეთს, ჩინეთს, ინდოეთს, პაკისტანს, კსდრსა და ისრაელს. მათ გარდა, ნატოს წევრი და აშშის მოკავშირე რამდენიმე სახელმწიფოს ტერიტორიაზე განლაგებულია აშშის ატომური იარაღი, რომელიც განსაკუთრებულ ვითარებაში შეიძლება გამოიყენონ. ეს ქვეყნებია: გერმანია, იტალია, თურქეთი, ბელგია, ჰოლანდია, კანადა, აგრეთვე, იაპონია და სამხრეთი კორეა.

ბირთვული იარაღის სახეობები

მსოფლიოში არსებობს ბირთვული იარაღის ორი სახეობა: ატომური _ ერთფაზიანი ასაფეთქებელი მოწყობილობა, რომლიდანაც ენერგია გამოდის პლუტონიუმის ან ურან 235-ის მძიმე ბირთვების გახლეჩვის შედეგად; თერმობირთვული (წყალბადის) _ 2-ფაზიანი ასაფეთქებელი მოწყობილობა. პირველ ფაზაში ენერგია ჩნდება მძიმე ბირთვების გახლეჩვით, მეორე ფაზაში გახლეჩვის რეაქციას უერთდება თერმობირთვული სინთეზის ფაზა.

შექმნის ისტორია

1889 წელს ცოლ-ქმარმა პიერ და მარია კიურებმა აღმოაჩინეს, რომ ურანის ბირთვების გაყოფის უზარმაზარი ენერგიის გამოყოფა შეიძლებოდა. მოგვიანებით ერნესტ რეზერფორდმა შეისწავლა ატომის ძირითადი მახასიათებლები. ერნესტ უოლტონმა და ჯონ კოკროფტმა კი პირველებმა გახლიჩეს ატომური ბირთვი.1934 წელს კი მეცნიერმა ლეო სილარდმა დააპატენტა ატომური ბომბი და ამით სათავე დაუდო მასობრივი ნგრევის იარაღის შექმნას მსოფლიოში. ბირთვული იარაღის შექმნის მიზეზი მარტივია: მტრების დამონება-განადგურება და მსოფლიოზე ბატონობა.

ბირთვული იარაღის წარმოებას აქვს ერთი დიდი პრობლემა _ ნარჩენების უტილიზაცია, რაც ადამიანს და სრულიად კაცობრიობას საფრთხეს უქმნის.

ბირთვული იარაღის მქონე ქვეყნები:

ჯგუფს ქვეყნებისა, რომლებსაც აქვთ ბირთვული იარაღი, პირობითად “ბირთვულ კლუბს” უწოდებენ. ბირთვული იარაღის გაუვრცელებლობის შეთანხმების (1968 წ.) მიხედვით ბირთვული იარაღის მქონე ქვეყნად ითვლება სახელმწიფო, რომელმაც ბირთვული იარაღი ააფეთქა 1967 წლის 1 იანვრამდე ასეთი კი სულ 5 სახელმწიფოა:

1. აშშ; 2. რუსეთი (რომელმაც მემკვიდრეობით მიიღო ბირთვულ იარაღი სსრკ-ს დაშლის შემდეგ). 3. საფრანგეთი; 4. დიდი ბრიტანეთი; 5. ჩინეთი.

არალეგიტიმური მფლობელები:

1. ინდოეთი; 2. ჩრდ. კორეა; 3. პაკისტანი; 4. ისრაელი. ეს სია სრული არ არის. ბევრ ქვეყანას ჰქონდა ბირთვული პროგრამის განხორციელების სურვილი, მაგრამ ზესახელმწიფოების ზემოქმედებით უარი თქვეს, თუმცა, ზოგიერთი მაინც განაგრძობს ამ პროგრამაზე მუშაობას. ზოგიერთ სახელმწიფოს კი ბირთვული იარაღი სხვა ქვეყნებმა მიაწოდეს. მაგალითად, აშშ-მა.

1968 წელს გაფორმდა შეთანხმება ბირთვული იარაღის გაუვრცელებლობის შესახებ, 1986 წელს კი _ ბირთვული გამოცდების ჩატარების აკრძალვაზე, მაგრამ ამ ხელშეკრულებებს ბევრი ქვეყანა არ შეუერთდა, რაც დღესაც უქმნის საფრთხეს მსოფლიოს.

თუმცა, რაოდენ პარადოქსულიც უნდა იყოს, დღეს ბირთვული იარაღი არის მშვიდობის საწინდარი, შემაკავებელი ფაქტორი, რომელიც თავდასხმისგან იცავს, სწორედ ამიტომ ცდილობს ბირთვული იარაღის ხელში ჩაგდებას მსოფლიოს ბევრი ქვეყანა.

* აშშის ბირთვული იარაღის არსენალის საფუძველია ბალისტიკური რაკეტები, რომლებითაც წყალქვეშა ნავებია აღჭურვილი. სპეციალისტთა შეფასებით, ამჟამად აშშ სულ 7315 ბირთვული ქობინი აქვს, მათ შორის _ 2104 აქტიური.

* რუსეთის შეიარაღებული ძალების არსენალშია 8000 ბირთვული ქობინი, მათ შორის, 1603 _ აქტიური. ბირთვული იარაღით აღჭურვილია სარაკეტო ჯარები, საზღვაო სტრატეგიული ძალები და სტრატეგიული ავიაცია.

* დიდ ბრიტანეთს სულ 225 ბირთვული ქობინი აქვს, მათ შორის 160 აქტიური.

* საფრანგეთის არსენალში 300 ბირთვული ქობინია, მათ შორის 290 _ აქტიური.

* ჩინეთი 400 ბირთვული ქობინის მფლობელია (290 აქტიური).

* ინდოეთს 90 აქტიური ბირთვული ქობინი აქვს (სულ _ 110).

* პაკისტანის არსენალში სულ 120 ბირთვული ქობინია, მათ შორის აქტიურია 100.

* კორეის სახალხოდემოკრატიული რესპუბლიკა 10 ბირთვული ქობინის მფლობელია, მათ შორის 5 აქტიურის.

* ისრაელს კაქვს 220 ბირთვული ქობინი, მათ შორის 80 _ აქტიური.

გააზიარეთ

1 COMMENT

  1. მეშინია რომ აგვაფეთქონ მაგრამ გავიგე რომ არსებობს სხვა ბირთვული იარაღი.

დატოვეთ კომენტარი

Please enter your comment!
Please enter your name here