Home რუბრიკები საზოგადოება მამა ელიზბარი (დიაკონიძე): “რუსთავი 2” კი არ უნდა დახურო, ის შემკვეთები უნდა...

მამა ელიზბარი (დიაკონიძე): “რუსთავი 2” კი არ უნდა დახურო, ის შემკვეთები უნდა გაასამართლო და დასაჯო, რომლებსაც ეს ტელევიზია ემსახურება

673

ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებზესაქართველო და მსოფლიოსბერძნული მართლმადიდებელი ეკლესიის სლავური მიტროპოლიის გენერალური მდივანი ირლანდიასა და დუბლინში მამა ელიზბარ დიაკონიძე ესაუბრება.

_ მამა ელიზბარ, ყოფილი ხელისუფლების მმართველობის პერიოდში ჩადენილი სასტიკი წამებისა და გაუპატიურების კადრები უკრაინული ვებგვერდის შემდეგ ქართულმა საინფორმაციო საშუალებებმაც გაავრცელეს. მათი საჯარო ჩვენება ქუჩებშიც მოეწყო. როგორია თქვენი, როგორც სასულიერო პირის, პოზიცია: უნდა ენახა თუ არა მოსახლეობას ეს კადრები?

_ ეს კადრები საერთოდ არ უნდა არსებობდეს, მაგრამ, რადგან არსებობს, დიახ, უნდა აჩვენონ, რათა ყველამ გაიგოს, რა ხდებოდა სინამდვილეში და ვისთან გვქონდა საქმე. ვიღაცებმა რომ დაიწყეს, ვაიმე, ისეთი ამაზრზენი კადრებია, გული წამივიდაო, იმას არ წაუვიდა გული, ვისაც ეს გაუკეთეს, ვისაც ასე სასტიკად მოექცნენ?! დღეს რომ ტელეკომპანიარუსთავი 2”-ის წინ დგანან და ამ ხელისუფლებას უზნეობაში ადანაშაულებენ, უზნეობის ჩამდენები ხომ თავად არიან?! ვანო ჯავახიშვილს მინდა ვკითხო: რატომ რყვნის ეს ტელევიზია თავის შოუებიანად ერს და ქვეყანას და რატომ აშარჟებს ყოველივე ქართულს? ერთხელ მაინც მიუდვია სხეულზე ელექტროშოკი და უგრძნია, ეს რა არის?

როდესაც ტელეკომპანია “იმედი” დაარბიეს, ნიკა გვარამია პროკურორი გახლდათ და ძალიანაც ამართლებდა მთავრობის ნაბიჯებს. ახლა კი, როცა თვითონ არის მედიაკომპანიის დირექტორი, თურმე მთავრობაა მასთან დამნაშავე. ეს ტელეკომპანია სააკაშვილისა და ჩვენი ქვეყნის მტრების წისქვილზე ასხამს წყალს. დიახ, ისინი პროფესიონალები არიან, ოღონდ პროფესიონალები სიკეთის ნაგვად წარმოჩენაში. თუმცა, უნდა ვთქვა, რომ მაინც არ მიმაჩნია მართებულად “რუსთავი 2”-ზე მიტანილი ეს იერიში. ქართველებს ერთი კარგი გამოთქმა გვაქვს: კაცი ცხენს ვერ მოერია და უნაგირი დაამტვრიაო. “რუსთავი2” კი არ უნდა დახურო, ის შემკვეთები უნდა გაასამართლო და დასაჯო, რომლებსაც ეს ტელევიზია ემსახურება.

_ ხელისუფლება ამბობს, რომ ტელეკომპანია არ დაიხურება. მიმდინარეობს სასამართლო დავა ტელეკომპანიასა და კერძო პირს შორის

_ გასაგებია, მაგრამ ამ საქციელს “ნაციონალური მოძრაობა” ისე აპიარებს, ხელისუფლება თითქოს ტელეკომპანიას არბევს. ის დასაჯე, ვინც ამათ ფულს უხდის, რათა ნიკა გვარამიამ ასე ვეღარ იტატყანოს. გვარამია ამ ტელევიზიის მფლობელია, რატომ ლაპარაკობს ამდენს? ისიც ტელეკომპანიის ისეთივე ჩვეულებრივი დაქირავებული თანამშრომელია, როგორც ტელევიზიის დამლაგებელი, უბრალოდ, ის სხვებზე მაღალ ხელფასს იღებს, რადგან მეტი მოვალეობა აკისრია. და საერთოდ, ეს სიტუაცია სოფლის საპირფარეშოს მაგონებს. ქართველები სოფლის ტუალეტს ჩეჩმას ეძახიან, როდესაც ეს ჩეჩმა ამოივსება, დაფლავენ ხოლმე. ეს ხდება ახლა _ ეს ტუალეტი უფრო სუფთა ადგილზე გადადის. როგორც გინდათ, ისე შემიფასეთ ეს ნათქვამი.

_ ხელისუფლებაშიქართული ოცნებისმოსვლიდან 3 წლის შემდეგნაციონალური მოძრაობაკვლავ მთავრობაში დაბრუნებით იმუქრება. რატომ ბედავს ამდენს პოლიტიკური ძალა, რომელმაც უამრავი დანაშაული ჩაიდინა და, როგორც ამჟამინდელი ხელისუფლების წარმომადგენლები ამბობენ, პოლიტიკაში დარჩენის მორალური უფლებაც აღარ აქვს?

_ ჩვენი ხელისუფლება იმ უნიათო კაცს მაგონებს, კახპა ცოლს საყვარელთან რომ შეუსწრებს, მაგრამ მაინც თვითონ იმალება, იქით ეშინია. დღეს რესპუბლიკელები და მათთან დაახლოებული ძალები, ამერიკის შეერთებული შტატებისა და იმ ქვეყნების ზურგს არიან ამოფარებული, რომლებიც ვითომ მათ საყრდენ კედლად დგანან, მაგრამ სინამდვილეში ეს კედელი ხელს უშლის აჟამინდელ ხელისუფლებას, ნაციონალების მიმართ სამართლიანად იმოქმედოს.

_ წამებისა და გაუპატიურების კადრების გავრცელების შემდეგ რატომ უნდა იცავდეს საერთაშორისო საზოგადოება ნაციონალებს?

_ ყველას კარგად მოეხსენება, “ნაციონალური მოძრაობისწევრები რა გათახსირებულები არიან. ნაციონალებს ყველა უცხოელი თანამდებობის პირი ან მოსყიდული ჰყავდათ, ან _ დაშანტაჟებული. საქართველოში ჩამოსულ დიპლომატებს დაპატიჟებდნენ რესტორანში, დაათრობდნენ, შემდეგ სასტუმროში შეუგზავნიდნენ ქალებს და ფოტოებს უღებდნენ. ჩემი ინფორმაციით, რამდენიმე ელჩს გადაუღეს გარყვნილების ამსახველი ვიდეოები და მათ დღემდე აშანტაჟებენ.

ნაციონალები გარყვნილების ჭაობში გაზრდილი წურბელები არიან, მათთვის ეს უცხოელები შესანიშნავიმეწველი ძროხებიიყვნენ.

_ მამაო, მართებული იყო პატრიარქის მიერ ემიგრანტი ქალების მიმართ გამოთქმული მოსაზრება? ხომ არ აჯობებდა, საპატრიარქომ ხელისუფლებას მოუწოდოს, შექმნას პირობები ემიგრანტი ქალების შინ დასაბრუნებლად?

_ პატრიარქს არ გაუკრიტიკებია ემიგრანტი ქალები, მან ფაქტი გააკრიტიკა. პატრიარქმა ხელისუფლებასაც ბევრჯერ მოუწოდა. როდესაც 2012 წელს ამ ხელისუფლებამ არჩევნებში გაიმარჯვა, ჩემმა ორგანზიაციამ _ “წმინდა გიორგის სადროშომ” და “მონარქისტულმა კავშირმა” გადავწყვიტეთ, აქცია გაგვემართა _ ახალი ხელისუფლების მოსვლასაც მივსალმებოდით და მთავრობისთვის მოგვეთხოვა, ისეთი პირობები შეექმნა ქვეყანაში, ემიგრანტები შინ დაბრუნებულიყვნენ. აქციაში მონაწილეობა ემიგრანტების ოჯახის წევრებსაც ვთხოვეთ და იცით, რამდენი კაცი მოვიდა? _ მხოლოდ ერთი! ახლა კი საპატრიარქოსთან კარგად მივიდნენ და აყაყანდნენ. კარგად იცით, როგორ ვგმობ ეკლესიაში ჩაბუდებულ სიბილწეს, მაგრამ ვიღაცებს, მათ შორის, ამ ხელისუფლების ზოგიერთ წარმომადგენელსაც, ხელს აძლევს, პატრიარქის გასვრა. ამის მოთავეები რესპუბლიკური პარტიის წევრები არიან. მათ ეკლესია არაფრად მიაჩნიათ.

_ რატომ ფიქრობთ ასე?

_ დააკვირდით რესპუბლიკელების გამოსვლებს, მათ განცხადებებს და დარწმუნდებით. ახლა სურთ, საგარეჯოშიც თავიანთი კანდიდატი გაიყვანონ. რესპუბლიკელების კანდიდატს, თამარ ხიდაშელს, მინისტრები დაჰყვებიან და საარჩევნო კამპანიის ჩატარებაში ეხმარებიან. მაგალითად, განათლების მინისტრი თამარ სანიკიძე, ენერგეტიკის მინისტრის მოადგილე, ჯანდაცვის მინისტრი დავით სერგეენკოც გვერდზე დაუდგა. სერგეენკოს საავადმყოფო კი არ უნახავს საგარეჯოში, პირდაპირ შეკრიბა ექიმები და გამოუცხადა, მხარი თამარ ხიდაშელს დაუჭირეთო. რა თქმა უნდა, არავის დამუქრებია, მაგრამ კარგად იცით, ჩვენთან მინისტრის ნათქვამი რასაც ნიშნავს…

 საგარეჯოში რესპუბლიკური პარტიიდან ურეკავენ ოჯახებს, რომლებსაც ჯარში ჰყავთ ოჯახის წევრი ან ახლობელი და ეუბნებიან, ხომ იცით, თავდაცვის მინისტრი რომ ჩვენია, და ძალიან დიდი პრობლემები შეგექმნებათ, თუ არჩევნებში ირმა ინაშვილს დაუჭერთ მხარსო. გამოდის, რასაც ყოფილი ხელისუფლების მმართველობის დროს რესპუბლიკელები გმობდნენ, ახლა თვითონ აკეთებენ. საგარეჯოს რაიონში მე მხარს ვუჭერ მიხეილ ანდღულაძეს, რომელიც დამოუკიდებლად იყრის კენჭს. ის საუკეთესო ქართველი და 5 შვილის მამაა. კარგი ოჯახის შვილია და იცის შრომის, ბრძოლის, მამაშვილობის ფასი. სხვათა შორის, მისი ინიციატივით დაარსდა საგარეჯოში საზოგადოებრივი დარბაზი, რომელიც ხალხთან კომუნიკაციის საუკეთესო საშუალებაა…

ასეთივე სურათია საქართველოს სხვა რაიონებშიც, მაგალითად, დუშეთში. სტიქია რომ მოხდა, გრიგოლ ხანძთელის სახელობის ფონდ “ტაოს” ეგიდით, იქ ჰუმანიტარული ტვირთი ჩავიტანეთ. გამგეობას და მაჟორიტარ დეპუტატ ირაკლი ტრიპოლსკის სოფლების სია ვთხოვეთ _ სად რა იყო გასაკეთებელი. მხარში ამომიდგა ტრიპოლსკი, მაგრამ იქ ისეთი გორდიას კვანძი იყო დახლართული, ვერ გავხსენით. დუშეთის ახლანდელი გამგებელი ვაჟა ჩოხელი ნაციონალებისდროინდელი გამგებელია. უკანა ფშავის სოფელ ახადს გზა არ აქვს, სოფელი დაცლილია, ხალხს დავპირდი ამ გზის გაკეთებას და გამგებელიც დამეთანხმა, გეგმა უნდა მიმეტანა, მაგრამ მოგვიანებით უარი მითხრა, _ ტენდერი უნდა გამოვაცხადოო. წმინდა გიორგის სალოცავში სიტყვა თქვა და გატეხა.

ხელთ მაქვს მაქვს საბუთები, რომელი ტენდერები აქვს დუშეთის გამგეობას დარღვევით ჩატარებული. აუდიტორი, ვინც ამ სატენდერო სამუშაოებზე დასკვნა გამოიტანა, გვარად მიღდისელი, სამსახურიდან გაათავისუფლეს. ტენდერის პირობებს ტორტების მცხობელი ქალბატონი ადგენს, რადგან მისი მეუღლე სატენდერო კომისიის წევრია. გამგეობა ისეთ პირობებს უქმნიდა ტენდერის მონაწილეებს, როგორიც მისთვის სასურველ კომპანიას აძლევდა ხელს. მაგალითად, ასეთი იყო შპს “სოტრი”, რომელიც 11 ტენდერში მონაწილეობდა და ექვსში გაიმარჯვა, საყურადღებოა, რომ 5 ტენდერში მარტო მონაწილეობდა.

 საშინელება ხდება საქართველოს მასშტაბით, მაგრამ, ნუ მიწყენენ დუშელები და, ამჯერად დუშეთში წავაწყდი სამართალდარღვევასაც და სინდისის დარღვევასაც. ქრისტეს სახლი უნდა დავასუფთავოთ, ყველა უნდა ვამხილოთ. ჩემთვის ქრისტეს სახლი ჩემი სამშობლოა.

ესაუბრა შორენა ცივქარაშვილი

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here