Home რუბრიკები პოლიტიკა მიხეილ სააკაშვილი: ქალი რომ დაიბრიდოს, აჯობებს, თან შვილიანი თუ იქნება, დედა უკეთესი...

მიხეილ სააკაშვილი: ქალი რომ დაიბრიდოს, აჯობებს, თან შვილიანი თუ იქნება, დედა უკეთესი იქნება. მაგარი ბომბი გამოვა!

546

უკრაინულმავიკილიქსმასააკაშვილისა და ბოკერიას შეხვედრის დეტალებზე ინფორმაცია გაავრცელა. მიხეილ სააკაშვილი გიგა ბოკერიას სტამბოლის ათათურქის სახელობის აეროპორტში 22 ოქტომბერს, 06:18 საათზე, შეხვდა და კონკრეტული დავალებები გასცა. გთავაზობთ უკრაინული მედიასაშუალების მიერ გავრცელებულ ინფორმაციას

მ.ს. _ მიხეილ სააკაშვილი, საქართველოს ექსპრეზიდენტი, ოდესის ოლქის გუბერნატორი; გ.ბ. _ გიგა ბოკერია, უშიშროების საბჭოს ყოფილი მდივანი, “ნაციონალური მოძრაობის” ლიდერი.

მ.ს.:  _ პასადკაზე დამაგვიანდება, ცოტა დრო დამრჩა! მოიცა რა, მე გადავიხდი!

გ.ბ.: _ კაი უკვე, მიშა, ბარათი მივეცი უკვე! კიდევ გეუბნები, ის ბიჭები მზად მყავს, თორმეტივე, მაგრად გადაუვლიან, მიანგრევენ ყველაფერს. ერთი კი არის, ეს უნდა იცოდე, მსხვერპლი შეიძლება იყოს!

მ.ს.: _ მერე იყოს, ეგ არ  გვინდა! ნიკა არ დააინვალიდონ, დაასისხლიანონ მხოლოდ, ასე ეფექტური იქნება. ქალი რომ დაიბრიდოს, აჯობებს, თან შვილიანი თუ იქნება, დედა, უკეთესი იქნება. უნდა შეარჩიო ეგეთი კოლექტივიდან!  მაგარი ბომბი გამოვა. პინგვინას ქოცების თავდასხმა თავისუფალ მედიაზე მთელ მსოფლიოს შეძრავს. ესე გაუშვებთ. ყველაფერი უნდა დაფიქსირდეს კამერაზე აუცილებლად. გვარამია გმირად უნდა ვაქციოთ, დაღუპული დედით კი მთელ საქართველოს დავაყენებთ ფეხზე. ბიჭო, შენი ნიღბიანები დროზე უნდა გაძვრენ მერე იქიდან, შეუმჩნევლად. ეს კარგად გათვალე!

 გ.ბ.: _ მიშა,  ეგ რაც ვილაპარაკეთ, არავინ იცის, ნიკასაც არ ვეტყვი. რო გაბაზრდეს, ჩაგვეშლება. მე პირდაპირი კონტაქტი ბიჭებთან არ მაქვს, გაგუშა არის მაგათთან, ამიტომ არსად გამოვჩნდებით. სცენარი უკვე გავლილი გვაქვს, ოპერატორი  “რუსთავი 2”-დან იქნება, იმას ეცოდინება, რომ ყველაფერი უნდა დააფიქსიროს. მაგას არ ახლებენ ხელს. მერე ყველა თურქეთში გადავა. სულ ამაზე 160 გვინდა და.

მ.ს.: _ მოიცა, ხომ გითხარი, ბეჟო გადაწყვიტავს-მეთქი, ეხლა ეგ თბილისში არ არის. ზურა გააფრთხილებს და მაგ თანხას მოგიტანენ. მთავარია, ყველაფერი სწორად ააგო. “რუსთავის” დარბევას და მსხვერპლს გადავაყოლებთ მაგ ნაბიჭვრებს. ვინ არის მოძალადე, დაინახავს ყველა, მონაგონი იქნება ის კადრები, რაც გამივრცელეს. ხო, გიორგი ნახე რა, გიგა! ჩემგან მადლობა უთხარი  და სთხოვე, რეაგირება გააკეთოს. განცხადებით გამოვიდეს, ელჩები მოიწვიოს, კაროჩე, ატეხოს რა ამბავი, თავისუფალი მედიის დაცვა, კონსტიტუცია… უკმაყოფილოს არ დავტოვებთ, იცის მაგან!

გ.ბ.: _ მარგველას  ვნახავ დილიდან, ჩაფრენისთანავე. ამოძრავდება  და გამოვა, აბა, რას იზამს. რეალურად ეს  ჩვენი გეგმა გადაარჩენს “რუსთავსაც” და “მოძრაობასაც”. თანხა როგორც მოვა, დავიწყებთ.

მ.ს.: _  შენ შეეცადე, სასამართლომდე გააკეთო ყველაფერი, მერე სასამართლო  აღარც ჩატარდება.

გ.ბ.: _ მე მგონი, მოვასწრებთ! ის ურთმელიძე,  მოსამართლე რომ არის, ნაწყენი ყოფილა ადეიშვილზე და იმიტომ დათანხმდა. სასამართლოში ყველა ჩვენია თითქმის  და გამოაძვრინეს ეგ ტიპი. მაგას დავაშინებთ კარგად, ვიცი, როგორც! ზაზა მეიშვილი და შავლიაშვილი  უზენაესიდან აქტიურად არიან ჩართული, ზურას მიყავს ეგ თემა. მთავარია, რაც დაიგეგმა, გაკეთდეს და,  როგორც შენ თქვი, სასამართლოს აზრი აღარ ექნება.

მ.ს.: _ До побачаня, Гига! თამრიკოს ბოდიში გადაეცი, ვერ გამოვემშვიდობე!

გ.ბ.: _ აუცილებლად! აბა, მშვიდობით მგზავრობა!

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here