Home რუბრიკები საზოგადოება ღმერთგამწყრალი

ღმერთგამწყრალი

754

ჭირი მომჭამონ!.. უბედურება ის არის, ეგეთი ახალგაზრდების, ყელიდან სიმყრალე რომ ამოსდით, ნამეტანი სიმრავლეა საქართველოში!.. გესმის, კაცო?! თავი სახალხო პოეტი მეგონა და თურმე * ვყოფილვარ!”

რას ამბობენ თინა მახარაძის ბჟუტურზე გურანდა გაბუნია და ჯანსუღ ჩარკვიანი

რა გასაკვირია, მაღალ ღმერთს უმალ რომ შეემჩნია ამ ახალგაზრდა ქალის ნამეტანიქალაბიჭობა”, ნამეტანი აღვირახსნილობა, ბილწსიტყვაობა, “თავისუფალი”, ქალისთვის შეუფერებელი ქცევა და მკაცრად გასწყრომოდა მას?! ჰოდა, მორჩა მსახიობ თინა მახარაძისთვის ქალური კდემამოსილება, სისადავე, სინაზე, სათნოებაგნებავთ, თავდაჭერილობა მსახიობისა, რომელსაც, როგორც ამბობენ (მე არ მინახავს), საკმაოდ საინტერესო როლი ჰქონია სერიალჩემი ცოლის დაქალებში”… დადის იგი და უსაშველოდ, მამაკაცს რომ შეშურდება, ისე იგინება შინ და გარეთ

რა გაეწყობა, “თავისუფალ” ქცევას ეთაყვანება… ჰოდა, წერს სოციალურ ქსელებში “თავისუფლად”, უკანმოუხედავად, აღარც ოჯახს სცემს პატივს, აღარც მშობლებს, აღარც თავის პროფესიას, რომლის უკან დგანან ვერიკო ანჯაფარიძე და სესილია თაყაიშვილი, მედეა ჩახავა და მედეა ჯაფარიძე, სოფიკო ჭიაურელი და… მრავალი სხვა, ვისაც “საბჭოთა მსახიობი” ერქვა, თუმცა სახელ-დიდება უკეთური ყოფაქცევით არ მოუპოვებია, ღვთით ბოძებულ ნიჭიერებას ქართულ თეატრსა და კინოს ახმარდა. და, თუ ცენზურა იმის უფლებას არ იძლეოდა, რომ რადიოში, ტელევიზიასა და პრესაში ერთმანეთისთვის ყლეები და ნაბოზვარები გვეძახა, შავდებოდა ამითი რამე?! პირიქით! თუ ასე “უცენზურო” წერა სჯობდა, წაიკითხეთ, ბატონო, აქვე თინა მახარაძის ბჟუტური და თავად განსაჯეთ.

მოკლედ, მსახიობი თინა მახარაძე “რუსთავი 2”-ის თემაზე სოციალურ ქსელში ვრცელ პოსტს აქვეყნებს (ტექსტის შინაარსსა და სტილს უცვლელად გთავაზობთ):

ამ ისტორიის დაწერას აბსოლუტურად სხვა პათოსით ვაპირებდი, მაგრამ ეს ის დროა, რომელიც სტილისტურად გამართული ლიტერატურისა და სენტიმენტების არ არის.

დღეს, ლანა ღოღობერიძის საღამოზე (რომელიც ისე ჰგავს ბებიაჩემს და ისე მომწონს), სადაც უკრავდა მანანა მენაბდე (რომელიც ისე ჰგავს არავის და ისე მიყვარს), იჯდა *ექალა გურანდა გაბუნია, რომელიც, მახსოვს, გადაღებას აჩერებდა ხოლმე იმპერატიული განაცხადით: “პრავიწელსტვა ზვანიტდა ეკა ბესელიას ეჭორავებოდა გაგანია სეტზე, და იჯდა * ჯანსუღ ჩარკვიანი, რომელიც იმიტომ კი არ არის *, რომ დაბერდა და გამო*ლევდა, არამედ იმიტომ, რომ თხემით ტერფამდე * იყო ყოველთვის და წინა სასიკვდილო აგონიაში მით უფრო სულით ხორცამდე *ედ იქცა, რომელიც, თავის მხრივ, მთელ ხმაზე ლანძღავდა ჩემს შეყვარებულს პირსინგებისა და სეპტუმის გამო და დაჟინებით სთხოვდა, _ კაცობა უკვე დაკარგე და ბარემ პომადაც წაისვიო, და, ამასთან გვერდით მჯდომ მაია ფანჯიკიძეს ჩემზე ეძალავებოდა _ გინდა თუ არა, შენ გეცოდინება, ეს ხომ ის გოგოა, გოგოები რომ მოსწონსო (ამ დროს მე და დიმუ ვიღიმოდით, ერთმანეთს ვკოცნიდით და ვუსმენდით პასტერნაკს, ბროდსკის, ვერლენს, ედგარ პოსა და ანა კალანდაძეს).

თავისთავად ეს ამბავი, თავისი მოქმედი პირებით, ამაზრზენია და შესაბრალისი, მაგრამ ეს ის დროა, როცა შემწყნარებლობის, დათმინებისა და კომპრომისების დრო არ არის.

ეს ის დროა, როცა თქვენი კეთილი ნება, თქვენი ცხოვრება, თქვენი მომავალი უნდა მართონ ჯანსუღებმა, გურანდებმა, ბესელიებმა, ხალვაშებმა და წმინდა წყლის ყლეებმა.

და ეს არ უნდა გინდოდეთ!

და თუ ეს არ გინდათ, გამოდით ხვალრუსთავი 2”-ის დასაცავად.

აქრუსთავი 2”-ზე კი არა, თქვენს პირად არჩევანზე, პირად სივრცეზე, თქვენს პირად ეპოქაზეა ლაპარაკი.

მომიტევეთ ჰეროიკული განწყობა, გაუმართავი ტექსტი, მომიტევეთ 25 წელი და ახალგაზრდული გამწარება (რაც იმას ნიშნავს, რომ, თუ დავბერდები, არ გამოვყლევდები), მომიტევეთ თავისუფლება, როგორც წესი, როგორც არჩევანი იმიტომ, რომ არ არსებობს სხვა წესი, გარდა კეთილი ნებისა და გარდა თავისუფლებისა _ ჩვენი და სხვისი”.

ა, რავარია!..

აკი, სიტყვის თავისუფლება არ არის საქართველოშიო, აკი, დაღუპულია ჩვენი საქმეო… ჯავრობს “თავისუფლებას” მონატრებული თინათინი,_ მოდით “რუსთავი 2”-ის დასაცავადო,_ იწვევს იგი ნამეტანი “დაჩაგრული” ტელეარხის თაყვანისმცემლებს, რომლებსაც “თავისუფალი” ბჟუტური არ სწყინდებათ ტელესივრცეში.

ვიფიქრე, დავურეკავ ქალბატონ გურანდა გაბუნიას და ბატონ ჯანსუღ ჩარკვიანს და შევეკითხები, ხომ არ წაგიკითხავთ მახარაძის “შედევრი”-მეთქი.

_ აბა, რა გითხრათ, _ მეუბნება ქალბატონი გურანდა, _ არ მიკვირს თინა მახარაძის უცენზურო ბოდვა. მე ხომ სერიალიჩემი ცოლის დაქალებისწორედ იმიტომ დავტოვე, რომ ამთავისუფალიქალბატონის ნამეტანითავისუფალიფრაზები გავიგონე რამდენიმეჯერიქვე ჩანდა, მაგის დაქალებიც რათავისუფლებიარიანრას ვიზამთ, მაგისთანებისთვის ახლა ადვილია ცხოვრება, მაგრამ კაცმა არ იცის, ვის რას უმზადებს იგი.

ჯანსუღ ჩარკვიანს  არ სურდა გამოხმაურება, მაგრამ ბოლოს დავითანხმე და ასეთი რამ ჩამაწერინა ტელეფონით:

_ ლანა ღოღობერიძის საღამოზე ერთი “ქალაბიჭა” ტიპი შევამჩნიე და უმალ ჩემს “სიცილნათელებს” ერთკუპლეტიანი ექსპრომტი მივუმატე ხევსურულ მოტივზე:

მიხარის, კარგად შაგყურებ,

მსურს, გემოვნება

ჩაგიცხრო,

ბიჭავ, გიხდების საყურე,

იქნებ, პომადაც წაიცხო?!

ჩემ გვერდით მაია ფანჯიკიძე იჯდა, წავუკითხე და თან იმ “ქალაბიჭასკენ” გავახედე ღიმილით… ეგ იყო და ეგ!.. ნამეტანი წყენია მის მეწყვილეს!.. ჭირი მომჭამონ!.. უბედურება ის არის, ეგეთი ახალგაზრდების, ყელიდან სიმყრალე რომ ამოსდით, ნამეტანი სიმრავლეა საქართველოში!.. გესმის, კაცო?! თავი სახალხო პოეტი მეგონა და თურმე ყ*ე ვყოფილვარ!.. რა საქმეა?!.. _ თავისებურად ოხუნჯობს ჯანსუღი, მართლაც გამორჩეული პოეტი და მამულიშვილი.

რა ვქნათ, თუკი დღევანდელ საქართველოში თინა მახარაძისნაირებს _ “თავისუფალ ახალგაზრდებს” _ ახალთაობის ისეთი მწერლები და პოეტები უფრო “ევასებათ”, საკუთარ დედაზე რომ უდგებათ უნიტაზზე ჩამოჯდომისას, “ევასებათ” საყურეებიანი და პომადაწაცხებული “ბიჭუნები”. ჰოდა, ჯანსუღ ჩარკვიანზე კარგს რას იტყვიან, რომელიც საქართველოს მომავალს უტოვებს გულზე ამოსატვიფრ შეგონებას: “თავისუფლება ისე არ მოდის, თავისუფლება ლომთა ხვედრია!”

ლომებისადღა არიან?! _ საკითხავი ეს არის სწორედ!

ვილენ მარდალეიშვილი

1 COMMENT

  1. ეს რუსთვი2 აი ამიტომაც უნდა გასუფთავდეს ამ გოგოსნაირებისაგან,რომლებიც მრავლად არიან ამ არხზე,გახრწნილი ეს რა მსახიობიაა, რას აკეთებს ზუსტად რაც ცხოვრებაშია როლიც მასეთი ააქვს ,ნუ ეწყინებათ ჩვენს მართლაც სათაყვანებელ მსახიობებს რომ მათაც მსახიობი ქვიათ და თინა მახარაძესაც

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here