Home რუბრიკები საზოგადოება სპეციალური განცხადება

სპეციალური განცხადება

569

13-14 ნოემბერს თბილისში გაიმართება საერთაშორისო კავკასიური მედიაფორუმი თემაზე: “მსოფლიო რყევების ეპოქაში: ვინ გაუძლებს?”

აზერბაიჯანის, სომხეთის, საქართველოსა და რუსეთის წამყვანი მედიასაშუალებების ხელმძღვანელები, მედიის სფეროს ექსპერტები და ახალგაზრდა ჟურნალისტები დისკუსიების, მრგვალი მაგიდებისა და ტრენინგების ფორმატში ორი დღის განმავლობაში იმსჯელებენ თანამედროვე საერთაშორისო დღის წესრიგის აქტუალურ საკითხებზე, აგრეთვე, სამხრეთ კავკასიის მედიასივრცეზე მსოფლიოსა და რეგიონული კრიზისების გავლენის შესახებ.

ფორუმის საქმიან ნაწილში წამყვანი რეგიონული მასმედიის მთავარი რედაქტორები და ექსპერტები განიხილავენ თანამედროვე პოლიტიკის, ეკონომიკის, საერთაშორისო ურთიერთობების ყველაზე მნიშვნელოვან ტენდენციებს და შეეცდებიან პასუხის პოვნას შეკითხვაზე: ვინ გაძლებს რყევების ეპოქაში?

სასწავლო ბლოკის ფარგლებში წამყვანი მედიაექსპერტები რეპორტაჟული ჟურნალისტიკისა და წარმატებული ინტერვიუს საიდუმლოებაზე მოუყვებიან საქართველოს, აზერბაიჯანისა და სომხეთის ახალგაზრდა ჟურნალისტებს, აუხსნიან მათ სოციალური ქსელების, როგორც ახალი მასობრივი მედიასაშუალებების, სპეციფიკას, განიხილავენ სამხრეთ კავკასიის მედიასახის ჩამოყალიბების თანამედროვე მექანიზმებს.

მრგვალი მაგიდის _ “დიდი სამამულო ომი და ჟურნალისტის ეთიკა” _ ფარგლებში მედიაფორუმის მონაწილეები განიხილავენ დიდი სამამულო ომის ისტორიული მოვლენების ასახვის თანამედროვე ტენდენციებს რეგიონის საინფორმაციო სივრცეში.

საერთაშორისო კავკასიური ფორუმის სპეციალური სტუმრები:

ვლადიმერ სუნგორკინი _ გაზეთ “კომსომოლსკაია პრავდას” მთავარი რედაქტორი;

ევგენი სატანოვსკი _ ახლო აღმოსავლეთის ინსტიტუტის პრეზიდენტი, აღმოსავლეთმცოდნე, ეკონომისტი;

ევგენი პრიმაკოვი _ ტელეარხ “როსია 24-”ის პროგრამა “მეჟდუნაროდნოე ობოზრენიეს” ავტორი და წამყვანი;

ვიტალი ლეიბინი _ ჟურნალ “რუსკი რეპორტიორის” მთავარი რედაქტორი;

მედიაფორუმის დასრულების შემდეგ მის მონაწილეებს გადაეცემათ სპეციალური სერტიფიკატები.

მედიაფორუმის მუშაობაში მონაწილეობის მისაღებად ვიწვევთ ქართული მედიის ახალგაზრდა წარმომადგენლებს (20-დან 35 წლამდე, მასმედიაში მუშაობის გამოცდილებით). სამუშაო ენები _ ქართული და რუსული.

მედიაფორუმში მონაწილეობის შესახებ განაცხადები მიიღება 2015 წლის 9 ნოემბრამდე.

საორგანიზაციო კომიტეტი.

საკონტაქტო პირი _ თათია ვაშაკიძე.

ტელ.: 2343295; 591882104.

ელფოსტა: Geworld@mail.ru

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here