Home რუბრიკები საზოგადოება საქართველოს ფეხბურთის ფედერაციას უეფას, კონტრაქტორებისა და ბანკების დიდი ვალი აქვს

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციას უეფას, კონტრაქტორებისა და ბანკების დიდი ვალი აქვს

474

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციაში კერძო აუდიტორული კომპანია მუშაობს. როგორც 20 ოქტომბერს გამართულ პრესკონფერენციაზე ფედერაციის პრეზიდენტმა ლევან კობიაშვილმა განაცხადა, კერძო აუდიტორული კომპანიის შეყვანა ფედერაციაში განპირობებულია იმ მძიმე ფინანსური მდგომარეობით, რომელიც დახვდა. ფედერაციას ვალი აქვსვითიბი ბანკის”, უეფას, კონტრაქტორების. გარდა ამისა, არჩევნებამდე ერთი თვით ადრე გაურკვეველი შეთანხმებებია დადებული სხვადასხვა კომპანიასთან

“ეს დავალიანებები, დადებული ხელშეკრულებები სერიოზულ კითხვებს აჩენს, რომ თანხები არამიზნობრივად გაიფლანგა. “ვითიბი ბანკთან” ფედერაციას აქვს 3 მილიონი ლარის დავალიანება. ვსწავლობთ, რა მიზნით მოხდა ამ თანხის აღება და დახარჯვა. ბანკთან ვაწარმოებთ მოლაპარაკებებს, რათა მოხერხდეს გადავადება ან გრაფიკით დაფარვა. უეფასთან არის 2 მილიონი ევროს ოდენობით დავალიანება. ეს თანხა უეფა-ს უნდა გადმოერიცხა 2016 წელს, მაგრამ ფედერაციის ყოფილმა ხელმძღვანელობამ მიმართა უეფას და ეს თანხა დაგეგმილზე ადრე გადმოირიცხა იმ მიზნით, რომ კლუბებს დახმარებოდნენ. კლუბებს ეს თანხები რეალურად გადაურიცხეს, თუმცა გადარიცხულია 2 მილიონზე ნაკლები თანხა, დანარჩენი კი სად წავიდა, ჩვენთვის უცნობია. ამავე ორგანიზაციასთან არსებობს 480 000 ევროს ოდენობით დავალიანება, იქიდან გამომდინარე, რომ სუპერთასის ბილეთების გაყიდვიდან ეს თანხა ფედერაციას უეფასთვის არ გადაურიცხავს. სად არის ეს თანხა, ჩვენთვის უცნობია. ჩვენ ვიყავით უეფაში, გავმართეთ ამ უხერხულ საკითხებზე საუბარი და ვაწარმოებთ მოლაპარაკებებს. ერთ-ერთ ტელეკომპანიასთან გაფორმებულია ორწლიანი ხელშეკრულება, რომელიც სოლიდურ თანხებს ითვალისწინებს. ეს ხელშეკრულება გაფორმდა არჩევნებამდე ერთი თვით ადრე და საინტერესოა, ფედერაციის პრეზიდენტმა, რომელიც არჩევნებში მონაწილეობას საერთოდ არ გეგმავდა, რატომ მიიღო გადაწყვეტილება, რომ ხელშეკრულება ორი წლის ვადით გაფორმებულიყო. ასევე, გაფორმებულია ხელშეკრულებები სხვადასხვა კომპანიათან საპიარო საკითხებზე, თუმცა ვის ხმარდებოდა ეს პიარი და ვისთვის იყო გათვალისწინებული, უცნობია. საგულისხმოა, რომ ამ ხელშეკრულებებში ნახსენებია სიტყვა კონფიდენციალური, შესაბამისად, ამაზე საჯაროდ ვერ ვისაუბრებთ. ეჭვი გვაქვს, რომ თანხები არამიზნობრივად არის დახარჯული, რაც შესწავლას საჭიროებს”, _ განაცხადა კობიაშვილმა. 

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here