Home რუბრიკები პოლიტიკა ნატოს ერთ-ერთი წევრი ქვეყნის პრემიერმა მხარი დაუჭირა რუსეთის მოქმედებებს სირიაში

ნატოს ერთ-ერთი წევრი ქვეყნის პრემიერმა მხარი დაუჭირა რუსეთის მოქმედებებს სირიაში

734

ნატოს რიგებში განხეთქილებაა. გერმანული გამოცემა Wirtshafts Nacchrichten იუწყება, რომ სლოვაკეთის პრემიერმინისტრმა რობერტ ფიცომ მხარი დაუჭირა რუსეთის სამხედროკოსმოსური ძალების მოქმედებას სირიაში.

“რობერტ ფიცომ განაცხადა, რომ მისთვის სულერთია, ვინ მიაღწევს წარმატებას “ისლამურ სახელმწიფოსთან” ბრძოლაში _ აშშ თუ რუსეთი, რადგან შედეგი ერთი და იგივე იქნება. ამასთანავე, ფიცომ მოუწოდა, სირიის კრიზისის მოგვარებაში ჩართონ პრეზიდენტი ბაშარ ასადიც. გერმანიის პოლიტიკასთან ურთიერთობის უსიამოვნო გამოცდილების შემდეგ, როგორც ჩანს, სლოვაკეთის პოლიტიკურმა ელიტამ გადაწყვიტა, მხარი დაუჭიროს რუსეთის ჩარევას სირიის საქმეებში”, _ წერს გერმანული გამოცემა.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here