Home რუბრიკები პოლიტიკა კახა კალაძე: წინა და იმის წინა ხელისუფლებაც თანამშრომლობდა “გაზპრომთან”

კახა კალაძე: წინა და იმის წინა ხელისუფლებაც თანამშრომლობდა “გაზპრომთან”

486

ვიცეპრემიერმა, ენერგეტიკის მინისტრმა კახა კალაძემგაზპრომზედასმული შეკითხვის საპასუხოდ განაცხადა, რომ საქართველოს ყველა ხელისუფლება თანამშრომლობდაგაზპრომთანდა ამით პრობლემა არ შექმნილა. რაც შეეხება ოპოზიციის მოთხოვნას, რომ კახა კალაძე პარლამენტში მივიდეს დაგაზპრომზედასმულ შეკითხვებს უპასუხოს, კახა კალაძემ საპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენლები თავისთან, ენერგეტიკის სამინისტროში მიიპატიჟა.

“მე ყოველდღიურ რეჟიმში ვმუშაობ. თავისუფლად შეუძლიათ, მობრძანდნენ ენერგეტიკის სამინისტროში. გუშინ მოვუსმინე გარკვეული პარტიების განცხადებებს. შემიძლია, გითხრათ, რომ ღია კარს ამტვრევენ. აბსოლუტურად გაუგებარია, გაუმართლებელია მათი განცხადებები. კიდევ ერთხელ მინდა, განვმარტო, რომ აღმოსავლეთი ევროპა, დასავლეთი ევროპა, აზიის ქვეყნები, კავკასის ქვეყნები, წლებია, თანამშრომლობენ “გაზპრომთან”. ჩვენი ხელისუფლება, წინა და იმის წინა ხელისუფლებაც თანამშრომლობდა “გაზპრომთან” და ვფიქრობ, პრობლემა არ შექმნილა. დღეს რატომ წამოიწია ეს საკითხი, როდესაც ჩვენ ყოველწლიურ რეჟიმში ვახორციელებთ ამ კომპანიასთან მოლაპარაკებას და ყოველწლიურად შემოგვაქვს ბუნებრივი აირი რუსეთიდან? ვფიქრობ, გაუგებარია ეს განცხადებები. კიდევ ერთხელ განვმარტავ, რომ ვთანამშრომლობთ “ინტერრაოსთან”, შემოგვაქვს ელექტროენერგია რუსეთიდან. მაშინაც კი, როდესაც საომარ პირობებში ვიმყოფებოდით, 2008 წელს, ბუნებრივი აირიც, ელექტროენერგიაც რუსეთიდან შემოგვქონდა და პრობლემა და კითხვა არ გაჩენილა და რატომ ჩნდება დღეს? წინა ხელისუფლების ხერხემალი ღიად ამბობდა, რომ რუსულ ფულს სუნი არ აქვს ინვესტიციების დროს. ჩვენ გვაქვს კარგი მეგობრული ურთიერთობა და ენერგეტიკულ მიმართულებას ნუ გავაპოლიტიკურებთ. ნუ გადავიყვანთ ამ ყველაფერს პოლიტიკურ ჭრილში. ეს ურთიერთობები წლების წინ იყო, არის და მომავალშიც იქნება”, _ განაცხადა კალაძემ.

კითხვაზე, იყო თუ არა საქმის კურსში ქვეყნის პრემიერმინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ან ყოფილი პრემიერი ბიძინა ივანიშვილი, როცა კახა კალაძე “გაზპრომის” წარმომადგენლებთან მართავდა შეხვედრას, ენერგეტიკის მინისტრმა აღნიშნა, რომ ეს არის დარგში არსებული თანამშრომლობა.

 

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here