Home რუბრიკები პოლიტიკა გიორგი ვოლსკი: ამ გუნდის წევრობა პაპუაშვილს ავალებს, რომ გარკვეულწილად გამოხატოს პოლიტიკურად ანგაჟირებული...

გიორგი ვოლსკი: ამ გუნდის წევრობა პაპუაშვილს ავალებს, რომ გარკვეულწილად გამოხატოს პოლიტიკურად ანგაჟირებული პოზიცია

461

საპარლამენტო უმრავლესობის ერთერთმა ლიდერმა გიორგი ვოლსკიმ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ფინანსური ზედამხედველობის სააგენტოს მუშაობის შეჩერების თაობაზე საკონსტიტუციო სასამართლომ პოლიტიკურად ანგიჟირებული გადაწყვეტილება მიიღო.

“იურისტი არ ვარ, მაგრამ ერთი შეხედვით ჩანს, რომ გარკვეულწილად ეს იყო პოლიტიკურად ანგაჟირებული გადაწყვეტილება, რადგან საკონსტიტუციო დარღვევებზე აქამდე არც ერთ იურისტს არ განუცხადებია, ისევე, როგორც საერთაშორისო ორგანიზაციებს, რომლებიც ღრმად არიან ჩახედულნი ამ საკითხში. იკვეთება, რომ საკონსტიტუციო სასამართლოც მნიშვნელოვანწილად მოდის იმ გუნდიდან, რომლის მიმართაც არასდროს ჰქონიათ რაიმე შენიშვნა. ვფიქრობ, ამ გუნდის წევრობა პაპუაშვილს ავალებს, რომ გარკვეულწილად გამოხატოს პოლიტიკურად ანგაჟირებული პოზიცია, რომელსაც კავშირი არ აქვს სამართლებრივ საკითხებთან. შეიძლება, მწვავე განცხადებას ვაკეთებ, მაგრამ ეს ყველაფერი ჩემი და ბევრი ჩემი კოლეგის გადმოსახედიდან სწორედ ასე ჩანს”, _ განაცხადა გიორგი ვოლსკიმ.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here