Home რუბრიკები საზოგადოება როდემდე, ქართველნო, როდემდე?

როდემდე, ქართველნო, როდემდე?

570

ქვეყანა კვლავ უფსკრულში მიექანება და მდგომარეობის გამოსასწორებლად თითქმის არაფერი კეთდება

საქართველო და მსოფლიოსრედაქციას

უდავო ფაქტია, რომ საქართველოს ყოველი ისტორიული ძნელბედობის ჟამს ქვეყნის გადარჩენის საქმეში უდიდეს როლს ასრულებდნენ კოლხეთიეგრისისამეგრელოს უკვდავი მამულიშვილები: აიეტის, ქუჯის, გიორგი ჭყონდიდელის, ცოტნე დადიანის, ლავრენტი ბერიასა და სხვა მრავალთა სახით.

დღეს, ქართველი ერისა და ქართული სახელმწიფოებრიობის ყველაზე დიდი ძნელბედობის ჟამს, თქვენს გაზეთთან ერთად მრავალი პატრიოტი, სახელმწიფოებრივად მოაზროვნე იღვწის ქვეყნის გადარჩენის გზის მოსაძებნად. თავხედობად თუ არ ჩამითვლით, მინდა, ამ საკითხზე ჩემი თვალსაზრისი შემოგთავაზოთ თქვენს დიდებულ გაზეთში გამოსაქვეყნებლად.

 1987 წლიდან დღემდე საქართველოში დატრიალებული ტრაგიკული მოვლენების ანალიზმა გვიჩვენა, რომ საქართველო ამჟამად წააგავს იმ პატარა გემს, რომელიც, ოცდახუთი წელია, უკომპასოდ დარჩენილი, მსოფლიო ოკეანის აზვირთებულ ტალღებში მცურავ უზარმაზარ აისბერგებს შორის აქეთ-იქით ეხეთქება და დღემდე გამოსავალი გზა ვერ უპოვია. გემის წინა ორი კაპიტნის აშკარა ანტიეროვნული ქმედებების შედეგად, გემის ბორტზე მყოფთა უმრავლესობა ღია ზღვაში შესვლისთანავე დაიღუპა, ზოგმა უცხო ქვეყნებს მიაშურა, სადაც გაუსაძლის და მონურ პირობებში ცხოვრობენ. გემზე დარჩენილნი, იშვიათი გამონაკლისის გარდა, სამუშაო ადგილების არარსებობის გამო გაზარმაცებული, იმედდაკარგული, გათითოკაცებული, ხელჩაქნეული, სხვისი ხელის შემყურე, სიცოცხლისა და ოჯახის შესანარჩუნებლად ყველაფრის მკადრებელი, ყველაფერზე წამსვლელი და ყველაფერზე თვალებდამხუჭველი, შიმშილ-სიცივითა და უწამლობით გაუსაძლის მდგომარეობაში იმყოფება. გემის წინა ორი კაპიტანი თავიანთი “მოღვაწეობის” პერიოდში “ეკიპაჟის” წევრებთან ფარული შეთანხმებით ურთიერთის მიმართ მოჩვენებითი კრიტიკითა და ლანძღვა-გინებით ხალხს თვალებში ნაცარს აყრიდა. ამასობაში გემს აფხაზეთით ცხვირ-პირი აქვს მონგრეული, რაჭაში და შიდა ქართლში გვერდები აქვს შენგრეული, სასიკვდილო ტკივილს ვეღარ გრძნობს სამცხე-ჯავახეთში, ქვემო ქართლსა და აჭარაში. სახარბიელო სიტუაცია არც კახეთში გვაქვს. ამ მდგომარეობით გულშეძრული, 25 წელია, გამოსავალი გზების ძიებაში აქეთ-იქით ვაწყდებით; ხან აქ, ხან იქ გაიელვებს იმედის ნაპერწკალი, მაგრამ ულმობელ ცივ ღამეში უკვალოდ ქრება.

ზნეობრივი გადაგვარების ფონზე ქვეყანაში მომრავლდნენ ანტიეროვნული, ანგარებიანი, გაუმაძღარი ცრუმამულიშვილები და ფარისევლები, როგორც საერო, ისე სასულიერო ცხოვრებაში. ქვეყანა სრული ქაოსის, განუკითხაობის, უსამართლობის, ძალადობისა და გარყვნილების ჭაობში იძირება, იღუპება ყოველივე ქართული, ეროვნული ფასეულობაღირებულებები, რაც იმაზე მიუთითებს, რომ დღეს ქვეყანას მართავს ხელისუფლება, რომელიც გარეშე თუ შინაური მტრული ძალების შეკვეთებს ქართველი ხალხის ნების წინააღმდეგ უყოყმანოდ ასრულებს და მათგან გათამამებული, ფლანგავს სახელმწიფო ბიუჯეტს _ შეუსაბამოდ დიდი და გაზრდილი ხელფასებით, უკანონო პრემიების მიღებით, უცხოეთში მრავალრიცხოვანი და არაფრის მომცემი მივლინებებით. ქვეყანა კვლავ უფსკრულში მიექანება და მდგომარეობის გამოსასწორებლად თითქმის არაფერი კეთდება.

როდემდე, ქართველნო, როდემდე?!

ამ მძიმე სოციალურ-ეკონომიკური, პოლიტიკური და სულიერი მდგომარეობიდან გამოყვანის ერთ-ერთ გზად, ჩემი სუბიექტური მოსაზრებით, ხომ არ აჯობებდა, ვიდრე საქართველოში ჯერ კიდევ გვყავს ჭეშმარიტი მამულიშვილები, გვაქვს საკმაო სამეცნიერო პოტენციალი, საერო-სასულიერო ფილოსოფიური აზროვნების, წარსულის დადებითი და უარყოფითი გამოცდილების განსჯის უნარი, საკმაო ბუნებრივი რესურსები და ცალკეულ ქართველ ბიზნესმენთა ხელში დაგროვილი მატერიალური შესაძლებლობები, ვიდრე ჯერ კიდევ შეიძლება ქართველი ერისა და სახელმწიფოს გადარჩენა, ყველა ეს რესურსი, ძალები და საშუალებები საქართველოს გეოპოლიტიკური მნიშვნელობის ჭრილში მიგვემართა 25 წლის წინათ დაკარგული კომპასის შესაქმნელად, ანუ _ საქართველოს სახელმწიფოს საშინაოსაგარეო პოლიტიკისა და სახალხო მეურნეობის წამყვანი დარგების აღორძინებაგანვითარების ისეთი მიმდინარე და პერსპექტიული კომპლექსური გეგმის შესამუშავებლად, რომელიც ერთნაირად ხელსაყრელი და მიმზიდველი იქნება არა მხოლოდ ჩვენთვის, არამედ მეზობელი თუ შორეული დაინტერესებული სახელმწიფოებისთვისაც კი. ამის ამოსავალი წერტილი, ქვაკუთხედი და უცილობელი პირობა იქნება ის, რომ საქართველო თავისი სუვერენიტეტის გათვალისწინებით, გაეროს, ევროსაბჭოს, რუსეთისა და სხვა მეგობარი სახელმწიფოების მორალური მხარდაჭერით, არ დაუშვებს თავის საბჭოთა კავშირის დროინდელ სახელმწიფო საზღვრებში უცხო ქვეყნის სამხედრო ძალებს, რომ საქართველოს ტერიტორია არ იქნება გამოყენებული უცხო ქვეყნის სამხედრო ძალების მიერ სხვა ქვეყნის წინააღმდეგ და რომ თვით საქართველო არ შეუქმნის რაიმე საფრთხეს და ყველა დაინტერესებულ ქვეყანასთან განახორციელებს მშვიდობიან, კეთილმეზობლურ, ურთიერთხელსაყრელ თანასწორუფლებიან, ყოვლისმომცველ პოლიტიკას ჩარჩოხელშეკრულებების გაფორმებით.

ასეთი გეგმის გარეშე საუბარი იდეაზე, იდეოლოგიაზე, სახელმწიფოსა და ხალხის საერთო მიზანზე, ჯანსაღი სამოქალაქო საზოგადოების არსებობასა და მომავალი თაობის ეროვნული სულისკვეთებით აღზრდაზე, რბილად რომ ვთქვათ, თავის მოტყუებაა და მეტი არაფერი. აღნიშნული გეგმა, რომლის განხორციელება გარანტირებული იქნება სახელმწიფოს მიერ სამართლიანი კანონების მიღებით და ამოქმედებით, გონს მოიყვანს დღემდე ბრბოს მდგომარეობაში მყოფ მოსახლეობას, დაუსახავს მათ ცხოვრების მიზანს და აღუძრავს იმედს უკეთესი მომავლისას; ბოლოს მოუღებს ქვეყანაში გამეფებულ ქაოსს, დღევანდელი ხელისუფლების უპასუხისმგებლობასა და დანაშაულებრივ ქმედებებს, ურთიერთ დაპირისპირებას, ინფორმაციის ყველა საშუალებაში განუკითხაობას, მავნებლობას, დაქირავებული ჯაშუშების დაუსჯელად თარეშს, ქართული ეროვნული ტრადიციების, ზნეჩვეულებების, მორალის, მეცნიერების, კულტურის, ხელოვნებისა და სულიერების წინააღმდეგ მიმართულ დანაშაულებრივ ქმედებებს. ბოლოს მოუღებს გარყვნილების, ძალადობის, უტიფრობის, დაუსჯელობის სინდრომის რეკლამირებას, განსაკუთრებით _ ტელეკომპანიარუსთავი 2”-ისა და სხვა ტელევიზიების მხრიდან და შექმნის ქვეყანაში ნორმალური, სამართლიანი, ღირსეული ცხოვრების პირობებს.

ყოველივე ამის შესახებ 2008 წლიდან მივმართავდი ქვეყნის სახელმწიფო და საზოგადო მოღვაწეებს, ინტელიგენციის წარმომადგენლებს. აღნიშნული გეგმის მომზადების პროცედურების შესახებ 2012 წლის 28 აგვისტო _ 5 სექტემბრის 32-ე ნომერში გაზეთმა “საქართველო და მსოფლიომ” გამოაქვეყნა ჩემი წერილი. დეტალურად კი აღწერილი მაქვს ჩემს წიგნში “საქართველო, უპირველეს ყოვლისა” (მოკლე ისტორიული მიმოხილვა საქართველოს წარსულის აწმყოსა და მომავლის შესახებ) თბილისი, 2015 წელი. ქვეთავები: 19, 20, 22, 23, 24, 30, 31, 37. ჩემი თხოვნა იყო და კვლავ ძალაში რჩება, თუ სხვას უკეთესი მოსაზრება არ აქვს, განხილული იქნას ჩემი წინადადება და, თუ მასში მცირე რაციონალური მარცვალი მაინც აღმოჩნდება, მეცნიერულ დონეზე დახვეწილი წარვუდგინოთ საზოგადოებას, ან იქნებ ამან სხვა უკეთესი გზა გვიჩვენოს. სამწუხაროდ, დღემდე “არსაიდან არს გამოძახილი, ირგვლივ კიდიდან კიდემდისინა, კვლავ დგას სიჩუმე, ვით მკვდართა ძილი”.

როდემდე, ქართველნო, როდემდე?!

მზად ვარ, ყველა წამოჭრილ კითხვაზე გავცე პასუხი ამომწურავად. ჯერი თქვენზეა, მეცნიერ-მამულიშვილნო, ერისა და ღვთის მსახურნო!

პატივისცემით,

რევაზ კიბორძალიძე,

შრომის, ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანიპოლკოვნიკი

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here