Home რუბრიკები პოლიტიკა ბიძინა ივანიშვილი _ “მწყემსი”, “მგზავრი” თუ “მგელი”?

ბიძინა ივანიშვილი _ “მწყემსი”, “მგზავრი” თუ “მგელი”?

1009

შემიძლია, პირდაპირ ასე დავიწყო: მართლა ყელში ამოვიდა მონური ფსიქოლოგიის, უფრო ზუსტად, გონებაგანუვითარებელთა ბოგინი ბედკრულ საქართველოში, უკვე 3 ათეული წელიწადია! მერე კი მავანს უკვირს, რატომ ვართ ასეთ დღეში და სვამს კითხვას: გვეშველება რამე?

რა თქმა უნდა, არა! ვიდრე ამ ქვეყანაში საგრძნობლად ბევრია “ცხვრის” ფსიქოლოგიის ადამიანები.

არგუმენტი? _ ინებეთ: ბიძინამ დიქტატურა დაამხო! ბიძინამ წაკუზულები წელში გაგვმართა! ბიძინამ უკანალიდან ხელკეტები გამოგვიღო! ბიძინამ მანიაკები მოგვაშორა!” და რა ვიცი, კიდევ რა გროტესკულ შეფასებებს აღარ იგონებენბიძინომანებიიმ დამსხურების აღსანიშნავად, რომელიც ბიძინას მიუძღვის ქართველი ხალხის წინაშე 2012 წლის ოქტომბრის არჩევნების მოგების გამო

ყურადღება მიაქციეთ: სიტყვა დამსახურება ბრჭყალებში არ ჩამისვამს, რადგან ადამიანი მართლა ბრმა უნდა იყოს, რომ არ აღიაროს ბიძინა ივანიშვილის დიდი დამსახურება სააკაშვილის მანიაკთა რეჟიმის დამხობაში და მისი უდიდესი წვლილი იმაში, რომ მანიაკებთან და სადისტებთან ბრძოლამ ჩვენს ქვეყანას კიდევ ერთხელ არ მოუტანა სისხლიანი პერიოდი!

მაგრამ აძლევს თუ არა ყოველივე ეს მავანს უფლებას, რომ ბიძინა ივანიშვილის, მის მიერ დასმული პრემიერისა თუ, საზოგადოდ, “ქართული ოცნებისკოალიციის ნებისმიერი კრიტიკა, თითოეული სიტყვა, რომელიც მიმართულია ივანიშვილის უნებლიე შეცდომისა თუ უზნეო და გაუმართლებელი ნაბიჯის წინააღმდეგ, შეაფასოს, როგორცხალხის უმადურობა”?

რა თქმა უნდა, ამის უფლება არავის აქვს!

გავიხსენოთ ბიძინა ივანიშვილის სიტყვები “ოცნების” ხელისუფლების დამყარების პირველივე დღეებში: ჩვენ უნდა გამოვიდეთ მესიანიზმის ეპოქიდან. ჩვენ აღარ გვჭირდება მესიები!”

არადა, სინამდვილეში “მესია-ბიძინას” კონტურები ჯერ კიდევ მაშინვე გამოიკვეთა და ამ 3 წლის განმავლობაში იგი უფრო და უფრო მკვეთრ და შემაშფოთებელ სახეს იძენს.

საკმარისია, სულ ოდნავი საყვედური წამოსცდეს ვინმესმესიამილიარდერისმიმართით, რომ იმ წამს, თუნაციონალების აგენტადარა, “უმადურად” “დაუნახავადდაუღირსადაუცილებლად მონათლავენ.

ეგ კი არა, ბოლო დროს კიდევ უფრო გასაოცარი ტენდენცია შეინიშნება. კერძოდ, არათუ უშუალოდ ბიძინას მიმართ გამოხატული უკმაყოფილების შემთხვევაში, არამედ ზოგადი, ასე ვთქვათ, ადამიანური “წუწუნის” შემთხვევშიც კი, იმ წამს ისეთ მონსტრს დახატავენ შენგან და ისე აგაგდებენ ნამუსზე, ცოტა ნებისყოფა თუ არ გაქვს, აუცილებლად შეგრცხვება და შეიძლება, პატიებაც კი სთხოვო იმას, ვინც “უკანალიდან ხელკეტი გამოგაძრო” და “ურჩხული სააკაშვილი მოგაშორა”.

ანუ, ცხვრის ფსიქოლოგიისმქონე ადამიანების აზრით, ის, რომ ვინმემ რამე საიდანღაცგამოგიღო”, გავალდებულებს, მთელი ცხოვრება მხოლოდ კარგი ილაპარაკო მასზე და სხვა არანაირ შენს გაჭირვებაზე არავითარ შემთხვევაში ხმა აღარ ამოიღო.

კარგი, პრინციპში, აქაც არის ლოგიკა, ასეც შეიძლება მოიქცე ადამიანი _ ვინც ერთხელ სიკეთე გაგიკეთა, იმის მადლიერი იყო მთელი ცხოვრება, მაგრამ ეს, ალბათ, იმ შემთხვევაში, თუკი ამ ვინმემ სიკეთე გაგიკეთა, “ქვაზე დადო” და წავიდა…

მაგრამ, როდესაც ესკეთილიარ გეშვება, თავისი გაკეთებული სიკეთის სანაცვლოდ ქვეყნის მართვას ითხოვს, შენს ბედს იბარებს, პასუხისმგებლობებს კისრულობს, მაშინ რაღა უნდა ვქნათ?

მესმის, “ცხვრებს” გაუკვირდებათ, _ “პასუხისმგებლობა” რაღა შუაშიაო? ასეთმა ხალხმა ხომ მართლაც არ იცის, რას ნიშნავს სახელმწიფოს მართვის დაკისრება… მათ ეს “მწყემსის” მიერ “ფარისგან” ყველის, მატყლისა და სხვა სარგებლის მიღება ჰგონიათ მხოლოდ! არადა, მწყემსსაც რომ აქვს ვალდებულებები და პასუხისმგებლობები “ცხვრების” მიმართ, ამაზე ისინი არ ფიქრობენ ან, უბრალოდ, ისეთი შეზღუდული გონება აქვთ, რომ ამ მიმართულებით ფიქრი არც კი შეუძლიათ და არც გამოსდით.

არადა, თანამედროვე “რესპუბლიკური” ტიპის სახელმწიფო ხომ, პირველ რიგში, სწორედ ამას ნიშნავს _ “მწყემსს” გაცილებით დიდი და მეტი ვალდებულებები ეკისრება “ცხვრების” მიმართ, ვიდრე პირიქით. “მწყემსი” ამ შემთხვვევაში “ცხვრების” დაქირავებული პირი უნდა იყოს და არა ის, ვის ნებასაც “ფარა” უსიტყვიდ ემორჩილება. რაც უნდა “გამოუღოს” ამ მწყემსმა კონკრეტულ ცხვრებს საიდანმე ან რაც არ უნდა ფათერაკს აარიდოს წარსულში, ეს მაინც ასეა!

სულ სხვაა “მგზავრი”, რომელიც ცუდი “მწყემსის” მიერ უფსკრულის პირას მიყვანილ “ფარას” შეამჩნევს, გადარჩენს და მერე სხვა “მწყემსს” მიაბარებს, თავად კი გზას გააგრძელებს! აი, მისი მართლაც შეიძლება ცხოვრების ბოლომდე მადლობელი იყო! მაგრამ, როდესაც ეს “მგზავრი” თავად მოინდომებს “მწყემსობას” და იმ მისგან გაგდებულ უპასუხიხმგებლო “მწყემსს” ჩაანაცვლებს, მაშინ უკვე სრული უფლება აქვს ნებისმიერ “ცხვარს”, მას მკაცრად მოსთხოვოს პასუხი ყველაფერზე _ თითოეული “ცხვრის” ბედზე, მიუხედავად იმისა, რა სიკეთეები გაუკეთა მან წარსულში ამ “ცხვრის ფარას”!

ნურავინ დაიწყებს ახლა, თითქოს ბიძინა “მგზავრია” და პოლიტიკიდან წავიდა. როდესაცმგზავრიგაგდებულის ადგილზემწყემსადიმმსახურსდასვამს, რომელთან ერთადაცმგზავრობდა”, მაშინ ამას წასვლა არ ჰქვია და ეს კიდევ უფრო უარესია იმ შემთხვევაზე, მას თავად რომ ეკისრა მწყემსობა!

სწორედაც პასუხისმგებლობის თავიდან აცილების უზნეო მცდელობაა ეს და არა “ქვაზე დადებული მადლი”!

აი, მართლაც რომ ჩატარებულიყო არჩევნები, რომელშიც ბიძინა ივანიშვილის ხელდასხმული არც ერთ პერსონა ან პოლიტიკური ძალა არ მიიღებდა მონაწილეობას, მაშინ კი, ბატონო!

მაგრამ, თუკიმწყემსობაიტვირთე, შესაბამისად, უნდა გესმოდეს, რომ ეს, პირველ რიგში, მომავალი პასუიხისმგებლობებია და არა წარსულის გამო მადლობების მოსმენა ცხოვრების ბოლომდე.

რა თქმა უნდა, მთელი ეს მონაკვეთი ამ პუბლიკაციისა, ალეგორიაა, უფრო ზუსტად, ალეგორიის მცდელობა! “მცდელობა” იმიტომ, რომ დღევანდელი ქართველი საზოგადოების არც ისე უმნიშვნელო ნაწილი მართლაც ცხვარია და ეს ალეგორია, მათი წყალობით, უკვე რეალობად გვეჩხირება თვალში.

უკვე ისეთი შთაბეჭდილება მრჩება, მგონია, ბიძინა ივანიშვილთან ჩვეულებრივი მათხოვარიც რომ მივიდეს და მოწყალება, თუნდაც 20 თეთრი სთხოვოს, აუცილებლად გამოხტება ვინმე ვაზელინით გაპოხილი ტუტუცი და მათხოვარს შეუტევს: _არ გრცხვენია, შე უმადურო, კაცმა უკანალიდან ხელკეტი გამოგიღო და შენ კიდე მოწყალებას სთხოვო?!

მთავარი პრობლემა კი მაინც ის არის, რომ “მესიობაზე უარის მთქმელი” ბიძინა, სინამდვილეში, ძალიან “ღირსეულად” იფერებს მესიობას და ძალიანაც აფასებს, აი, ასეთ მლიქვნელებს გარშემო.

თევზი რომ თავიდან ყროლდება, ეს ხომ სულაც არ არის ახალი ამბავი! სწორედ ასეთივე ჭეშმარიტებაა ისიც, რომ, თუკი “ხელმწიფის” კარზე მლიქვნელობაა გამეფებული, ეს მხოლოდ იმას ნიშნავს, რომ ამ “ხელმწიფეს” ეს მლიქვნელობა ძალიანაც მოსწონს და ახალისებს მას…

ამიტომაც დასაფიქრებელია, რას ემსახურება სიტუაცია, რომელიც სადღეისოდ არის შექმნილი ქვეყანაში? იმას ხომ არა, რომცუდთაგან უარესითშეგვაშინონ და საბოლოოდ მიგვიყვანონ იმ აზრამდე, რომ 2016 წლის არჩევნებზე, გვერჩივნოს, ისევ ის ცუდი შევინარჩუნოთ სხვა უარესის შიშით?

ანუ შთაბეჭდილება ასეთია: მადლობა უნდა ვთქვათ, ბიძინა, “მგზავრი” და “მწყემსი” კი არა, სულაც “მგელი” რომ არ აღმოჩნდა და მისი წინამორბედი “მგელი” მხოლოდ იმიტომ რომ არ გააგდო, მერე “ცხვრები” თავად რომ შეეჭამა…

ასეთ შემთხვევაში, რაღა თქმა უნდა, გამოდის, უნდა გვიხაროდეს, რომ “უპასუხისმგებლო მწყემსის” ხელში ვართ და არა “სისხლისმსმელი მგლისა”…

თუმცა, ნეტავ, როდემდე შეიძლება გაგრძელდეს ჩვენი ქვეყნისათვის უკვე ჩვეული ეს მდგომარეობა?

ანუ ის ვითარება, როდესაც ვინმეს მადლობას მხოლოდ იმისთვის ვეუბნებით, რომ ის მგელი არ არის და არ გვჭამს.

ნეტავ, ოდესმე ჩამოყალიბდება საქართველოში ის საზოგადოება, რომელიც ვინმეს წარსულ დამსახურებებს წარსულში მიუჩენს ადგილს, ხოლო მომავალს მისგან გამიჯნულად, რეალურად, პასუხისმგებლობით მიუდგება?

თუმცა, ჩვენ ხომ ის ხალხი ვართ, რომელიც დღემდე მეთორმეტე საუკუნეში მუსლიმანური ზესახელმწიფოების გაერთიანებიული კოალიციის დამარცხებითვმხედრობთ”, ერთი საუკუნის წინათ ამოსულიმთაწმინდის მთვარით” “ვპოეტობთდა 81-ში აღებული ევროპის თასითვფეხბურთელობთ”…

ჰო, კიდევ საუკუნეზე მეტია, უბრალოდ, თითქოს მოვალეობის მოხდის მიზნით ვსვამთ ერთსა და იმავე კითხვას: “ოხ, ღმერთო ჩემო, სულ ძილი, ძილი! როსღა გვეღირსოს ჩვენ გაღვიძება?”. მერე კი მეორე გვერდზე გადავბრუნდებით და ხვირნვას განვაგრძობთ, მორიგი “მესიის” მოლოდინში.

ბაკურ სვანიძე

1 COMMENT

  1. ყველა სიტყვაში გეთანხმები,ოღონდ ეგ „მოხიბლული“ხალხი ასეთ სტატიებს არ კითხულობენ და თუ წაიკითხეს,მე მგონია ვერც იგებენ რას ერჩი:)))

  2. მართალი ხართ ბატონო ბაკურმაგრამ რაც გიდატ ის დაარქვით ბიძინას მგზავრი, მგელი ტურა მე ერთი ხალსი გავრცელებული ამბავი მახსენდება. სტუმარს დიასახლისი ქტმის ბარკალს რომ გადაუღებს მირთვით ბატონოო, სტუმარიც ზრდილობისთვის აგვიანებს ბარკლის შეჭმას იქვე მყოფი მასპინზლის ბავშვი მრავალჯერ დაუსვამს სტუმარს კითხვას\\\’\\\’\\\’\\\’ბიძია გინდა ბარკალი???/ გულშეღონებული სტუმარი მოუბრუმდება და ეტყვის \\\’\\\’ თუ მაცლი ბიძია კი მიინდა თუ არა და აგერა და ჭამეო\\\’\\\’ ისეა ახლა ბიძინას საქმე ვაცალოთ თან ის მამალიჩ ნახევარი მისი მოტანილია და უმადურაობ იქნება სწორედ ჩვენგან იმ ბავშვივიტ მოქცევა

  3. ბაკურ,როგორც ყოველთვის ყველაფერში მართალი ხარ, ახლაც.ნათია,მაც ვფიქრობდი ყრუები და ბრმები არიანთქო,მაგრამ ერთხელ თინა ხიდაშელს ისეთი რეაქცია ჰქონდა გაზეთებში დაწერილზე,რომ მივხვდი ყველაფერს კითხულობან,ყველაფერი კარგად იციან,მაგრამ მაპატიეთ და ერთ ადგილზე ჰკიდიათ.ვერ უყურებთ, ახალ თინა ხიდაშელს-თამარს, როგორ დაჰყვებიან,რომ ხალხმა არ გაბედოს და მაგათ საწინააღმდეგოდ არ გადაწყვიტონ არაფერი.მე მგონია მაინც გააყალბებენ არჩევნებს საგარეჯოში,მაგრამ ჯერჯერობით უზნეობის პიკს მიაღწიეს უკვე.ჯამრთელობის მინისტრი,რომელსაც ხალხი ასეთუ ისე პატივს სცემდა,ისიც კი გასვარეს.არ მოიქცეოდა მათ ჭკუაზე და მისი აჯობებდა,მოხსნიდნენ ,ალბათ.ივანიშვილმა მართლაც რომ მოგვაშორა სააკაშვილი,მაგრამ არა მის მიერ დანერგილი რეჟიმი.მან მხოლოდ თავის პირად მტერზე იძია შური და დანარჩენი ძალიანაც აწყობს.ეს იმას მაგონებს,ზოგიერთი ლამაზი ქალი მახინჯი დაქალების გარემოცვას რომ ირჩევს,თავისი სილამაზის უფრო წარმოსაჩენად.ეს კაცი კენწეროშია და სხვები დაბლიდან შეჰყურენებ და პოლიხრონიონს უგალობენ-სეთურის იდეოლოგია/დათა თუთაშხია/.

  4. ბატონო ბაკურ ცხვრების თემასთან თქვენმა არშიყობამ ის შედეგი გამოიღო, რომ საკუთარი თავი შეიყვანეთ ჩიხში. თქვენ წერთ – \\\”არადა, თანამედროვე “რესპუბლიკური” ტიპის სახელმწიფო ხომ, პირველ რიგში, სწორედ ამას ნიშნავს _ “მწყემსს” გაცილებით დიდი და მეტი ვალდებულებები ეკისრება “ცხვრების” მიმართ, ვიდრე პირიქით. “მწყემსი” ამ შემთხვვევაში “ცხვრების” დაქირავებული პირი უნდა იყოს და არა ის, ვის ნებასაც “ფარა” უსიტყვიდ ემორჩილება\\\”. ვინ გაძალებდათ ამ ცხვრის ფარის პასაჟების განვითარებას, თუ ბოლოს უნდა გეთქვათ \\\”ამ შემთხვევაში\\\” … შეიძლება არ დამეთანხმოთ მაგრამ, ვერცერთ შემთხვევაში მწყემსი ცხვრების მიერ დაქირავებული ვერ იქნება! თუ ადამიანებზე ლაპარაკობთ დაანებეთ თავი ამუაზრო შედარებებს. თქვენ არც ქრისტე ხართ, \\\”დაჟე\\\” ეზოპეც კი არ ხართ, რომ შეძლოთ იგავის ენაზე ელაპარაკთ ხალხს ანუ თქვენი გაგებით ცხვრებს!

  5. უსახელო კომენტატორს – მგონი მართლა ავად ხართ თქვენ… იწყებთ რომ მართალი ვარ… მაგრამ მაინც ამთავრებთ სიტყვებით \\\”ვაცალოთ\\\” \\\”უმადურობა\\\”… აი, მე მგონი მართლა გამოლოცვა გჭირდებათ ხალხო… საშინელებაა… რა გჭირთ ტვინში?

  6. აი, მართლა გაოგნებული ვარ… ამხელა პუბლიკაცია წაიკითხეთ ამ თემაზე, თან ამბობთ რომ მართალი ვარ და თან ბოლოს ამინც \\\”მესიის\\\” წინაშე ცახცახებთ და აცხადებთ რომ ამა თუ იმ შემთხვევაში \\\”უმადურები\\\” გამოვალთ… ვაიმ,ე, რა ცუდია საზოგადოების დიიდ ნაწილი თუა ასსე შებოჭშილად მოაზროვნე… არც ერთ შემთევვაშ არანაირი \\\”უმადურები\\\” არ გამოვალთ! ადამიანმა თ აიღო ქვეყნის მართვა უნდა მართოს და უნდა მოეთხოვოს… მიუხედავად იმისა, თვითონმ მოიტანა \\\”ქათამი\\\” თუ სხვამ… თუმცა სწორედ ეს წერია ამსიგრძე პუბლიკაციაში, თქვენ ის წაიკითეთ და მაინც იგივეს გაიოძახით… ვაიმე! რა გვეშველება მართლა თუკი საზოგადოების დიიდ ნაწილი აზროვნებს ასე საშინლად?

  7. ჯანსაღი კრიტიკა აუცილებელია, მლიქვნელობამ და ვაზელინობამ, მედროვეობამ დაღუპა ქვეყანა და ვერ გაიმართა წელში 25 წელია. ჯანსაღ კრიტიკას კარგი გამგონი სჭირდება. დასასაქმებელი ბიძაშვილმამიდაშვილახლობელი კიდევ არ დაელიათ და სანამ სახელმწიფოებრივ აზროვნებას არ დავიწყებთ, მანამდე არაფერი არ შეიცვლება. ხათრით არჩეულებმა კიდევ ნარმანია_მარგველაშვილებმა, კბილაშვილ_ნაცვლიშვილებმა \\\”ააყვავეს\\\” ქვეყანა და \\\”აღადგინეს\\\” სამართლიანობა!!! დასკვნა: სულელები ვერც საკუთარ, ვერც სხვის შეცდომებზე ვერ სწავლობენ და ნუ ვიქნებით სულელები.

  8. ზუსტად ის სინამდვილეა მოცემული ამ პუბლიკაციაში რაც დღეს ხდება,რა სიზუსტით აღწერა ამ ადამიანმა ის რაც მოხდა და ხდება,ბევრს ამის გაგონება და დანახვაც არ უნდა მაგრამ სიმართლეს ვერ გავექცევით,აკრიტიკებენ ამ პუბლიკაციის დამწერს სიმართლის გადმოცემისთვის,მაგრამ არა უშავს,იცის მაგ ადამიანმა თუ რა მწარეა სიმართლე,მან დაწერა ის რაც სინამდვილეში ხდება დღეს, ქნა მადლი \\\”ქვაზე დადო\\\” და წავიდა……ჩვენ კი ამით თვალის გახელისკენ მოგვიწოდა,მაგრამ ბრმას როდი იყო თვალები ეხილებოდა?ვისაც არ გჯერათ ბ-ონ სვანიძის იმ ქვით გიტეხიათ თავი(ეს ისე სხვათაშორის,მწარე კომენტარებისთვის)

  9. არჩილ ხოფერია – ცხვრის აზროვნების კლასიკური მაგალითი ხართ 🙂 სხვა რომ ვერაფერი მოიფიქრეთ, გამწარებული ცდილობთ მტკიცებას რომ \\\”ჩიხში შევედი\\\” 🙂 ის, რტაც თქვენნაირი ცხვრებისთვის \\\”ჩიხია\\\”, ნორმალურად მოაზროვნეებიოსთვის აბოლუტუურად გასაგები \\\”სწორი ტრასაა\\\” 🙂 ასე რომ ნუ გაწიწმატდებით ასე. პლიუს ამას არც \\\”ეზოპეობას\\\” იჩემებს აქ ვინმე და მით უფრო – \\\”არც ქრისტეობას\\\”! ვისაც ამესიებთ ისიც გვეყოიფა… მაინც რატომ გაქვთ ეს მიდრეკილება რომ მაინცადამაინც \\\”მესიობა\\\” დააბრალოთ ვინმეს? უბრალოდ და მარტივად რომ აღიქვათ მოვლენები არ გამოგდით? ჰო, კიდევ ხალხს \\\”ცხვარს\\\” არავინ უწოდებს! ცხვარს მე კონკრეტულად თქვენნაირ გიონებაშეზღუდულებს ვუწოდებ და არა \\\”ხალხს\\\”.., აი თქვენ თუ მხოლოდ თქვენი თავი და თქვენნაირები მიგაჩნიათ \\\”ხალხად\\\” და სხვებს აინუნშიც არ აგდებთ – ეგ სხვა თემაა 🙂 ასე რომ შეეშცვით ამ დებილური კომენტარების წერას ბატონო არჩლ და წინ იყურეთ 🙂 კიდევ ერთელ კარგად დაიჯმახსოვრეთ – რაც თქვენი ტვინისთვის\\\”ჩიხია\\\”, ის ნორმალური ადამიანებისთვის კაი მოასფალტებული გზაა… ასე რომ მშვიდად იყავით 🙂

  10. ბატონო ბაკურ ამ კომენტარებს თქვენი სახელით არა მგონია თქვენ წერდეთ! არ ვარ მე თქვენზე ასეთი მდაბალი შეხედულების. თვითონ რომც მითხრათ მაინც არ დაგიჯერებთ! მოასფალტებულ გზაზე სიარული ძალიან საშიშია, განსაკუთრებით უმუხრუჭო \\\”სამოკატით\\\”! სულ კარგად გიხილეთ შორიდან!

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here