Home რუბრიკები ბლოგი ამერიკული სიცრუის მანქანა ახალი ძალით ამუშავდება

ამერიკული სიცრუის მანქანა ახალი ძალით ამუშავდება

638

8 ოქტომბერს ამერიკულმა ტელეარხმა CNN-მა გაავრცელა ინფრომაცია იმის შესახებ, თითქოს 4 რუსული რაკეტა სირიის ნაცვლად ირანში ჩამოვარდა

CNN-ის რეპორტაჟში, ერთ-ერთი წყარო ირანში შესაძლო მსხვერპლის შესახებაც კი საუბრობდა.

იხილეთ ვიდეო: https://www.youtube.com/watch?t=4&v=pxJqno0XObs

სულ რაღაც რამდენიმე საათში, აშშ-ის ოფიციალური პირები   ვერ ადასტურებენ ინფორმაციას ირანის ტერიტორიაზე რუსული რაკეტების აფეთქების შესახებ. სახელმწიფო დეპარტამენტის ოფიციალურმა წარმომადგენელმა ჯონ კირბიმ განაცხადა, რომ არ ფლობდა ამის შესახებ არანაირ ინფორმაციას

უფრო მეტიც, იგივე დღეს ირანის თავდაცვის სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა განაცხადა, რომ ირანში არ ფლობდნენ არანაირ ინფორმაციას რუსული რაკეტების შესახებ.

ეს არ არის დეზინფორმაციის პირველი შემთხვევადასავლეთის მასობრივი ინფორმაციის საშუალებები რეგულარულად აწარმოებენ ინფორმაციულ ომს რუსეთის წინააღმდეგ და ხელოვნურად სურთ სხვადასხვა ქვეყნების მოსახლეობის გადაკიდება დააქეზებენ მათ რუსეთის წინააღმდეგ.

ყველასათვის კარგად არის ცნობილი: მსგავსი ტყუილი, რომელიმე რუსულ მედიასაშუალებას რომ გაევრცელებინა დასავლეთი ოფიციალურ განგაშს ატეხდა და ყველა საშუალებას მოხანახვდა იმისთვის, რომ მთელი მსოფლიოსთვის ეცნობა ამის შესახებ, თუმცა ამჯერად საქმე სხვანაირადაა და არა რუსულ, არამედ სწორედ დასავლურ მედიასაშუალებას- CNN-ს ეხება, მათ კი ყველაფერი ეპატიება…

ცნობილია, რომ 2015 წელს, სააგენტო როიტერმა დააანონსა ახალი კვლევის შედეგები, რომლის თანახმადაც აშშ აგებს ინფორმაციულ ომს რუსეთთან. კვლევის ავტორები არიან ენდერს უიმბუში და ელისაბედ პორტალი, რომლებიც ითვლებიან საკმაოდ კარგ სპეციალისტებად ამერიკული პროპაგანდის სფეროში. გამომდინარე აქედან, შტატებში თვლიან, რომ ამერიკული პროპაგანდა ახალიძალით უნდა მოედოს მსოფლიოს, წინააღმდეგ შემთხვევაში დიდ პრობლემებს წააწყდებიან.

აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტი 2 მილიარდ დოლარამდე ითხოვს ბიუჯეტის გაზრდას აღნიშნულის დასაფინანსებლად.

უფრო მეტიც, ამერიკელებს უკვე რუსულენოვანი მაუწყებლობის შექმნა სურთ პოსტ საბჭოთა სივრცის ქვეყნებში, რათა უკრაინის, საქართველოს და სხვა ქვეყნების მოსახლეობამდე თეთრი სახლიდან მოწოდებული სიმართლის ტყავში შეფუთული დეზინფორმაცია და ამერიკული პროპაგანდა კიდევ უფრო ადვილად მიიტანონ.

 

                                                            კონსტანტინე ჩიკვილაძე

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here