Home რუბრიკები ისტორია სტალინი _ დიდი მხედართმთავარი

სტალინი _ დიდი მხედართმთავარი

844

10 სტალინური დარტყმა

ათი სტალინური დარტყმიდან ერთ-ერთი _ ბელორუსიის გათავისუფლებისთვის ბრძოლა, გაუგონარი თავისი მასშტაბებითა და მოხერხებულობით, ბრძოლის წარმოების უბრწყინვალესი შედევრია.

სტალინმა არა მხოლოდ ჰიტლერს ჩაუტარა ბრძოლის მასტერკლასი, არამედ ზედიზედ იგებდა პოლიტიკურ ბრძოლებს იმჟამინდელი მსოფლიო პოლიტიკის ვეშაპებთან. ამის ნათელი მაგალითია ბელორუსიის გასათავისუფლებლად გამართული ბრძოლებისას სტალინის, რუზველტისა და ჩერჩილის ჯგუფური თუ ინდივიდუალური პოლიტიკურდიპლომატიური დაპირისპირებები, რომლებიც ყოველთვის სტალინის აშკარა უპირატესობით მთავრდებოდა. ეს საბოლოოდ დიდი სამამულო ომის დამთავრების შემდეგ გამოჩნდა.

დარტყმა # 4

წინა მოწვევის პარლამენტში, ერთი მიკროფონმომარჯვებული ჟურნალისტი დარბოდა და ყველას ეკითხებოდა, _ ვინ არისო მისაბაძი პოლიტიკოსი მსოფლიოს მასშტაბით. პოლიტიკასა და დიპლომატიასთან მწყრალად მყოფი ჩვენი დეპუტატები ამაყად ამბობდნენ, რომ მათთვის მისაბაძი და აღიარებული პოლიტიკოსები არიან: უინსტონ ჩერჩილი; შარლ დე გოლი, ოლივერ კრომველი, ზბიგნევ ბზეჟინსკი, ალენ დალესი, ჯეიმს ბეიკერი და სხვ. არც ერთმა ქართველმა დეპუტატმა არ თქვა, რომ მოსწონს სტალინი.

და გგონიათ, ძვირფასო მკითხველო, რომ ამ დეპუტატებმა იციან ჩამოთვლილ პოლიტიკოსთაგან რომელიმეს ბიოგრაფია _ ან წარმატება, ან წარუმატებლობა? _ არა! მაგრამ მერე რა, ისინი ხომ დეპუტატები არიან, დღეს მნიშვნელოვანი სტატუსის მფლობელები.

შეიძლება, დამწყებმა ჟურნალისტმა წამოროშოს, სტალინი რა პოლიტიკოსი და მხედართმთავარი იყოო, მაგრამ განა ეს შეიძლება თქვას ქვეყნის პოლიტიკური ელიტის წარმომადგენელმა?

ბელორუსიის გათავისუფლების ოპერაცია სტალინმა ომის დაწყებიდან ზუსტად 3 წლის შემდეგ დაგეგმა _ 22 ივნისს, Gგერმანიისთვის საბედისწერო დღეს, და ოპერაციასბაგრატიონიუწოდა.

სტალინის ბრძანებით, ბელორუსიის გასათავისუფლებლად თავი მოუყარეს ბალტიისპირეთის პირველ (ბაგრამიანი), ბელორუსიის მესამე (ჩერნიახოვსკის), ბელორუსიის მეორე (პეტროვის) და ბელორუსიის პირველ (როკოსოვსკის) არმიებს. ფრონტს შეუერთდა ანაპის სამხედრო ფლოტილია, შორეული მოქმედების ავიაცია და 140 000 ბელორუსი პარტიზანი. მსოფლიოში ჯერ არნახულ სამხედრო ოპერაციაში მონაწილეობდა 1 400 000 კაცი, 31 000 ზარბაზანი, 5 200 ტანკი და 4 საჰაერო არმია 5 000 თვითმფრინავით.

მოწინააღმდეგე ფელდმარშალ ერნსტ ბუშის ხელმძღვანელობით განაგებდა 63 დივიზიას და 3 ბრიგადას, მთლიანი შემადგენლობა 1 200 000 კაცით განისაზღვრებოდა. მათ ჰქონდათ 9 635 ზარბაზანი, 912 ტანკი 1342 თვითმფრინავი.

1944 წლის 18 ივნისს სტალინმა გამოიძახა თავისი წარმომადგენელი ბელორუსიის მიმართულებით _ ვასილევსკი, რომელმაც დაწვრილებით აუხსნა ფრონტებზე არსებული მდგომარეობა. სტალინი განსაკუთრებით დაინტერესდა ჩერნიახოვსკის არმიის ბრძოლისუნარიანობით და ვასილევსკის მოსთხოვა სრული ანალიზი. მეხუთე სატანკო არმიისადმი სტალინის დაინტერესება იმით იყო გამოწვეული, რომ, რაც შეიძლება სწრაფად გადაელახათ მდინარე ბერეზინა და გაეთავისუფლებინათ ქალაქი ბორისოვო.

22 ივნისს, გამთენიისას, ბალტიისპირეთის პირველმა ფრონტმა გახსნა ცეცხლი, რომელმაც უსწრაფესად გაანადგურა მოწინააღმდეგის ყველა გამაგრებული ფუნქტი და საბჭოთა მეომრები 7-8 კილომეტრით შეიჭრნენ ფრონტის სიღრმეში. ბელორუსიაზე შეტევის სრულად აღწერა შეუძლებელია, რადგან ცა და დედამიწა ერთმანეთში იყო არეული. საარტილერიო ჭურვების განუწყვეტელი გრუხუნი კარგს არაფერს უქადდა არათუ იქაურობას, არამედ დედამიწასაც კი.

ფრონტებმა სტალინისაგან მიიღეს დაშიფრული ტელეგრამა _ “აიღეთ მინსკი!”. გერმანელებს უკვე დაკარგული ჰყავდათ 25 დივიზია და საომარი ტექნიკის ძირითადი ნაწილი. ტყვედ აყვანილთა და დაღუპულთა სახით დანაკლისი 300 000 კაცს შეადგენდა. ერთი კვირის შემდეგ კი ტყვეთა რაოდენობა 100 000 კაცით გაიზარდა, მათი უმრავლესობა უფროსი ოფიცერი იყო, საბჭოთა მეომრებმა, აგრეთვე, ტყვედ ჩაიგდეს 12 გენერალი. მინსკი, სტალინის ბრძანებით, ერთ დღეში უნდა აეღოთ და სწორედ ერთი დღის შემდეგ, 3 ივლისს, სტალინის დავალება ბრწყინვალედ შესრულდა.

ჰიტლერმა მოხსნა “ცენტრის” დაჯგუფების სარდალი ბუში და მის ადგილას გენერალ-ფერდმარშალი ფონ კლუგე დანიშნა. 26 ივლისს გამარჯვების სალუტის გუგუნში ბელორუსიის მესამე ფრონტის სარდალ ივანე ჩერნიახოვსკის გააცნეს სტალინის ბრძანებულება, რომ მას მიენიჭა არმიის გენერლის მაღალი წოდება, ხოლო 28 ივლისს, როდესაც წითელ მოედანზე აღლუმი ტარდებოდა, ლევიტანი ბობრუისკის აღების გამო კონსტანტინე როკოსოვსკისათვის საბჭოთა კავშირის მარშლის წოდების მინიჭების ბრძანებულებას გადასცემდა რადიოთი მსოფლიოს გასაგონად.

სტალინი კმაყოფილი იყო ჩატარებული ოპერაციით და მიღწეული წარმატებით, მაგრამ თითოეული ფრონტის სარდალს, მიუხედავად დაჯილდოებისა, უამრავი შენიშვნა და საყვედური ჩაუწერა პირად წერილებში. ფრონტის სარდლები გაოგნებულები ეკითხებოდნენ ერთმანეთს _ რა გზით, რა მეთოდებით მიდიოდა სტალინის ყურამდე გადაცდომისა თუ გმირობის ყველა წვრილმანი.

აგვისტოს დასაწყისში წითელი არმია პოლონეთის საზღვარს მიადგა. გენერალ-მაიორმა ფონ ბუტლარმა დეპეშა გაგზავნა ბერლინში:

ცენტრისარმიის განადგურებამ შეწყვიტა წინააღმდეგობის გაწევის შანსი წითელი არმიის წინააღმდეგ აღმოსავლეთში”.

ჰიტლერმა “ცენტრის” არმიის სარდლობიდან სასწრაფოდ გადააყენა ფონ კლუგე და მის ნაცვლად ფერდმარშალი ოტო მოდელი დანიშნა, რომელიც თავდაცვითი ომების მამამთავრად ითვლებოდა. სტალინი კმაყოფილი იყო საბჭოთა ჯარების წარმატებით და სიამაყეს გვრიდა მტრის ზურგში არეულობა, მაგრამ ერთი რამ არ ასვენებდა: 1941 წლის შემოდგომაზე უამრავი გერმანელი ნატრობდა მოსკოვის ნახვას, იმხანად, რა თქმა უნდა, ეს ვერ შეძლეს, მაგრამ ხომ შეიძლება, გერმანელებს ეს სურვილი დღეს დავუკმაყოფილოთ და მოსკოვი დავათვალიერებინოთ?

ამიტომაც, 1944 წლის 17 ივლისს სტალინმა ბრძანება გასცა, მინსკის აღების გამო ბელორუსიის ტერიტორიაზე დატყვევებული 57 000 გერმანელი ჯარისკაცისა და ოფიცრისთვის მიეცათ შესაძლებლობა, დაეთვალიერებინათ ქვეყნის დედაქალაქი მოსკოვი.

მოსკოვის ყველა ძირითად ქუჩაზე გამოჩნდნენ თავიანთი მუნდირებითა და ჩინ-მედლებით, მწყობრი ნაბიჯით, სამხედრო სვლით მიმავალი ნაწილები. მოსკოველები გაოცებას ვერ ფარავდნენ, რომ საბჭოეთის დედაქალაქის ქუჩებში უწყვეტ ნაკადად მოდიოდა მსოფლიოში ესოდენ საზიზღარი ფაშისტური გერმანიის მხედრობა. მოსკოველები იმან გაამხიარულა, რომ კოლონებს ბოლოს ნაგვისა და სახანძრო მანქანები მოჰყვებოდა, რათა დასიცხულ ქუჩებში ნაძირალების ნაკვალევი არ დარჩენილიყო.

ტრიუმფალური გამარჯვებებით აღფრთოვანებული საბჭოთა მხედრობა, რომელიც პოლონეთის საზღვარზე შეაჩერეს, მოსვენებას აკარგვინებდა მსოფლიოს. პოლონეთის საზღვართან დგომა სტალინისათვის ბეწვის ხიდზე გავლა იყო, რადგან შეიძლებოდა, წყალში ჩაყრილიყო მისი ყველა პოლიტიკური და დიპლომატიური წარმატება.

ვარშავის აღების ბრძანებას სამ საათში შეასრულებდა წითელი არმია. რას ელოდებოდა სტალინი? _ ეს გამოცანა თქვენ ან მე, ან სხვას რომ ამოეხსნა, მაშინ სწორედ თქვენ ან მე, ან სხვა იქნებოდა სტალინი! პოლონეთის საზღვართან სტალინის გაჩერება დღესაც ამოუხსნელია. სტალინის გვერდით მდგომი “ჭკვიანი” ჟუკოვი კი ისე შორს იდგა სტალინის “ხანგრძლივი დროის პოლიტიკისაგან”, რომ პოლონეთის საზღვარზე სტალინის გაჩერებას თითქმის სრულად შესწირა თავისი მხედრული “დიდება”.

პოლონეთის საზღვართან სტალინმა წუთშესვენება აიღო, განა იმიტომ, რომ მხედართმთავრებს დათათბირებოდა, _ არა. ის ელოდებოდა, სად დაუშვებდნენ მოკავშირეები შეცდომას, რომ მათთვისსუფთად მოეგო”.

გენიოსმა გორელმა უშეცდომოდ შეასრულა ქართული კვანტი, რომელსაც კლასიკურ ჭიდაობაშიც იყენებენ და პოლონურ აბგაში მთელი ევროპა ჩაალაგა, შემდეგ კი დიდი ნაალაფარით მოსკოვს დაბრუნდა.

მოგვიანებით, როდესაც უინსტონ ჩერჩილი ცოცხალი აღარ იყო, მისი შვილი რენდოლფ ჩერჩილი მსოფლიოს პრესას გულწრფელად ეუბნებოდა:

“ხშირად ვსაყვედურობდი მამას, რატომ ჩაუდეთ “ბიძია ჯოს” ჯიბეში მთელი ევროპა-მეთქი, რაზეც ის მიპასუხებდა ხოლმე:

_ სტალინის პირისპირ დგომა და საუბარი, გაღიმებული ნიანგის პირისპირ დგომას ნიშნავდა. გიღიმის იმიტომ, რომ არ გადაგყლაპავს, ან გიღიმის იმიტომ, რომ გემრიელი ლუკმა ხარ და გადაგყლაპავს”.

(გაგრძელება იქნება)

1 COMMENT

  1. მათ, ვისაც არ აწყობთ მსოფლიოში ეკონომიკურად ძლიერი სახელმწიფოები, ამ სახელმწიფოების თავკაცებს დიქტატორებად ნათლავენ და ამხობენ მათივე ხალხის გამოყენებით.

  2. ამ ტიტანური გონების მფლობელი პიროვნების არაღიარება და არდაფასება, სრული უმეცრების, უნჭობის და შურით შეპყრობილობის ტოლფასია. განსაკუთრებით ქართველებისგან. 🙁

  3. ამ გენიოსის შეფასების უფლება ჩვეულებრივ მოკვდავებს ნამდვილად არ გაგვაჩნია, განსაკუთრებით მათ ვისაც, არც წაუკითხავთ და არც სურვილი აქვთ სიმართლე იცოდნენ სტალინის შესახებ. სტალინის შესაძულებლად მთელი უმადური მასა დაირაზმა მისი სიკვდილის მერე, მაგრამ ეს კაცუნები ხრუშჩოვის თამადობით ისეთ უსუსურ არგუმენტებს ეფუძნებოდნენ, რომ სასაცილოც კი იყო მათთან საუბარი. მთავარი ხომ საქმეა ,,საქმემან შენმან გამოგაჩინოსო\\\”.

  4. მოიხსენიოს უფალმა მისი სული თავის სასუფეველში და უდღეგრძელოს ყველა კეთილად მომგონებელი

  5. ტექსტი ИОСЕБ СТАЛИНИ,зецидан моевлина планета дедамицас. Ман шекмна цители ИМПЕРИА ану социалурад самартлиани самкаро!Дгес квела нормалур адамианс есмис,ратом ебрдзвиан сталинизмис циамгдег..Мтели мсоплиос десталинизатореби хутжер моацкес сталинизмис дамахинджеб маграм арапери гамоувида да арц гамоуват. Имитом ром СТАЛИНИ мартладац удидеси гавленас ахденс дгесац да хвалац.РусИ либерастеби рогорц картвели отхмезуреби,дзалиан ганицдиан тавиант марцхс.Асе симартле гаимарджвебс.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here