Home რუბრიკები სამართალი აუდიტის სამსახურმა სასჯელაღსრულების სამინისტროს შემოწმების მასალები პროკურატურას გადაუგზავნა

აუდიტის სამსახურმა სასჯელაღსრულების სამინისტროს შემოწმების მასალები პროკურატურას გადაუგზავნა

587

ვინაიდან სასჯელაღსრულების სამინისტროს შემოწმების შედეგად გამოვლენილი დარღვევები დანაშაულის ნიშნებს შეიცავს, შესაბამისი მასალები დღეს პროკურატურას გავუგზავნეთ”, _ განაცხადეს სახელმწიფო აუდიტის სამსახურში.

მათივე ინფორმაციით, მასალები მოიცავს როგორც უწყების თანამშრომლებზე 2013-2014 წლებში გაცემულ პრემიებთან დაკავშირებულ ფაქტებს, ისე კვებითი მომსახურების შესყიდვის მიზნით ჩატარებული ტენდერების შესახებ ინფორმაციას.

სახელმწიფო აუდიტის სამსახურის შეფასებით, სასჯელაღსრულების სამინისტროში 2013-2014 წლებში მიღებული გადაწყვეტილებები თანამშრომლებზე პრემიების გაცემის შესახებ ხშირად დაუსაბუთებელია. ასევე, აღნიშნულ პერიოდში სასჯელაღსრულების დეპარტამენტის კვებითი მომსახურების შესყიდვის მიზნით 14 ტენდერი ჩატარდა და ყველა ტენდერში შპს G.M.M.-მ გაიმარჯვა.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here