Home რუბრიკები ეკონომიკა საქართველოს საგარეო ვალი 14.1 მლრდ დოლარს შეადგენს

საქართველოს საგარეო ვალი 14.1 მლრდ დოლარს შეადგენს

617

საქართველოს მთლიანმა საგარეო ვალმა, 2015 წლის 30 ივნისის მდგომარეობით, 14.1 მლრდ აშშ დოლარი (31.8 მლრდ ლარი) შეადგინა, რაც ბოლო ოთხი კვარტლის მშპ 90.9 პროცენტია

საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, 2015 წლის მეორე კვარტალში საქართველოს მთლიანი საგარეო ვალი 437.4 მლნ აშშ დოლარით გაიზარდა, სახელმწიფო საგარეო ვალმა შეადგინა 5.9 მლრდ აშშ დოლარი (13.3 მლრდ ლარი), რაც მშპ-ს 38.1 პროცენტია, რომლიდანაც სამთავრობო სექტორის ვალია 4.3 მლრდ აშშ დოლარი (9.6 მლრდ ლარი; მშპ-ს 27.3 პროცენტი), ეროვნული ბანკის ვალდებულებები _ 233.0 მლნ აშშ დოლარი (524.0 მლნ ლარი; მშპ-ს 1.5 პროცენტი), ხოლო სახელმწიფო საწარმოების ობლიგაციები და სესხები, შესაბამისად _ 837.7 მლნ აშშ დოლარი (1.9 მლრდ ლარი; მშპ-ს 5.4 პროცენტი) და 605.5 მლნ აშშ დოლარი (1.4 მლრდ ლარი; მშპ-ს 3.9 პროცენტი). კერძო საგარეო ვალმა კი შეადგინა 8.2 მლრდ აშშ დოლარი (18.5 მლრდ ლარი; მშპ-ს 52.8 პროცენტი), აქედან, საბანკო სექტორის საგარეო ვალმა შეადგინა 2.8 მლრდ აშშ დოლარი (6.3 მლრდ ლარი; მშპ-ს 17.9 პროცენტი), კერძო საწარმოების საგარეო ვალმა _ 2.5 მლრდ აშშ დოლარი (5.7 მლრდ ლარი; მშპ-ს 16.3 პროცენტი) და კომპანიათაშორისო ვალმა _ 2.9 მლრდ აშშ დოლარი (6.5 მლრდ ლარი; მშპ-ს 18.6 პროცენტი).

საქართველოს ეროვნული ბანკის ინფორმაციით, საქართველოს წმინდა საგარეო ვალმა, 2015 წლის 30 ივნისის მდგომარეობით, 9.1 მლრდ აშშ დოლარი (20.5 მლრდ ლარი) შეადგინა, რაც ბოლო ოთხი კვარტალის მშპ-ს 58.6 პროცენტია. აქედან სახელმწიფო სექტორის წმინდა საგარეო ვალი 3.4 მლრდ აშშ დოლარია (7.7 მლრდ ლარი), რაც მშპ-ს 21.9 პროცენტია. 2015 წლის მეორე კვარტალში საქართველოს ეროვნული ბანკის საგარეო ვალი 1.0 მლნ აშშ დოლარით გაიზარდა.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here