Home რუბრიკები საზოგადოება გიგა ბოკერია: საზოგადოება შეთანხმებული ვართ, რომ ბიძინა უნდა წავიდეს!

გიგა ბოკერია: საზოგადოება შეთანხმებული ვართ, რომ ბიძინა უნდა წავიდეს!

მოკლედ, მაგარიგანტევების ვაცი ვყავართ ხოლმე ამ პოლიტიკოსებს! ჩაიფიქრებენ, მოინდომებენ ან, სულაც, გააკეთებენ რაღაც სისულელეს და გვაბრალებენ მერე ჩვენ _ ხალხსა და საზოგადოებას

მიდი და უმტკიცე, რომ ჩვენთვის არც არავის არაფერი უკითხავს, არც არავინ არაფერზე შეგვთანხმებია და, მით უმეტეს _ არავისთვის არაფერი დაგვივალებია!

დიახ, არ გახსოვთ, ამას წინათ ჩვენმა დიდმა სარდალმა თინა ხიდაშელმა სრულიად უტიფრად რომ განაცხადა, კოჰაბიატაცია ქართველმა ხალხმა დაგვავალაო?

ამოდენა “ქართველ ხალხში” ერთი ადამიანიც კი ვერ მოიძებნა, რომელიც იტყოდა და აღიარებდა, _ კი, კაცო, მე, პირადად დავავალე თინას კოჰაბიტაცია და ის ჩემს დავალებებს ასრულებს, რა ჰქნას, თვითონ არ უნდა, მაგრამ ჩემს დავალებულს ხომ ვერ გადაუხვევსო?!

დაახლოებით ასეა გიგა ბოკერიას საქმე! რომელ “საზოგადოებას” შეუთანხმდა, რომ “ბიძინა უნდა წავიდეს”, სად და რა ვითარებაში, კაციშვილმა ვერ დაადგინა.

კაი, ჯანდაბას, რომც აღიაროს საზოგადოებამ, ბოკერიასთან შეთანხმებით, ბიძინას წასვლა მსურსო, ძალიან საინტერესოა, ნეტავ, იმაზე თუ არის გიგა საზოგადოებასთან შეთანხმებული, ივანიშვილი რომ წავა, მერე ვინ უნდა მოვიდეს?

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here