ავტორის შესახებ
გრიგორი კლიმოვი იგორ ბორისის ძე კალმიკოვის ლიტერატურული ფსევდონიმია. დიდი სამამულო ომის მონაწილე ომის დამთავრების შემდეგ მსახურობდა ბერლინში საბჭოთა სამხედრო ადმინისტრაციაში, 1947 წელს გაიქცა დასავლეთ გერმანიაში, 1949-1950 წლებში მონაწილეობდა ჰარვარდის პროექტში, რომელიც აშშ–ის ცენტრალური სადაზვერვო სამმართველოს ეგიდით ხორციელდებოდა; ზოგიერთი მკვლევარის აზრით, იყო ცენტრალური სადაზვერვო სამმართველოსა და სსრკ–ის სახელმწიფო უშიშროების ორმაგი აგენტი, გარდაიცვალა 2007 წლის 10 დეკემბერს ნიუ იორკში, 89 წლისა.
50 წლის განმავლობაში ამუშავებდა ე.წ. უმაღლესი სოციოლოგიის (დეგენერალოგიის) მარგინალურ კონცეფციას, რომელიც ისტორიისა და სოციოლოგიის ინტერპრეტაციის სახით იყო წარმოდგენილი.
დაწერილი და გამოცემული აქვს წიგნები: “ტერორის მანქანა” (1951 წ.), “ამა სამყაროს თავადი”, “საქმე 69” (1970 წ.), “ჩემი სახელი ლეგიონია” (1975 წ.), “საბჭოელ ბრძენთა ოქმები” (1981 წ.), “წითელი კაბალა” (1996 წ.), “ღმერთის ხალხი” (1997 წ.).
_ შესაძლებელია, რომ რუსეთს ჰყავდეს ნორმალური მთავრობა?
_ თქვენმა შეკითხვამ რუსეთის მთავრობის შესახებ (ან ნებისმიერი სხვა სახელმწიფოს მთავრობაზე) მიგვიყვანა საუბრის მეორე ნაწილამდე.
პირველ ნაწილში გავარკვიეთ, რომ არსებობს დეგენერატების მრავალრიცხოვანი კლასი _ ნორმალური ადამიანებისთვის აბსოლუტურად უცნობი ფაქტი. ამ საუბრის მეორე ნაწილში შევიტყობთ, რომ დეგენერატების კლასი არაერთგვაროვანია.
დეგენერატები შეიძლება იყვნენ კარგები, ცუდები და საზიზღრები; უფრო ზუსტად: კარგები–გადაგვარებულები, ცუდები–დეგენერატები და საზიზღრები–გადაგვარებულები.
კვლავ, უკვე მერამდენედ, ხაზი მინდა გავუსვა, რომ ტერმინ დეგენერატს ვიყენებთ, როგორც სამედიცინო ტერმინს (გადაგვარებული) და არ უნდა აღვიქვათ, როგორც შეურაცხმყოფელი სიტყვა.
უმაღლეს სოციოლოგიაში დეგენერატი ბიოლოგიური ცნებაა. ბიოლოგიურად გადაგვარებულები ზოგჯერ ჩვენი მეგობრები და მოკავშირეები შეიძლება გახდნენ.
მაგალითად, პეტრე ჩაიკოვსკი იყო კარგი-გადაგვარებული. არანორმალური სქესობრივი ცხოვრება და უშვილობა მისი მოდგმის (გვარის) გადაგვარების აშკარა მაჩვენებელია. მაგრამ იგი ქმნიდა გასაოცარ მუსიკალურ ნაწარმოებებს, იყო მშვიდი და კარგად აღზრდილი ადამიანი. მისი მუსიკა არ იყო დეკადენტური, იგი ხელოვნებაში დეკადენტობის წახალისების წინააღმდეგი იყო. ამასთანავე, რაც უკვე აღვნიშნე, შვილები არ ჰყავდა. ეს ყველაფერი უფლებას გვაძლევს, მივაკუთვნოთ იგი კარგ-გადაგვარებულებს.
ვხედავ, რომ გსურთ, მკითხოთ _ უშვილობა რა შუაშია?
გეტყვით. დედაც და მამაც კარგი-დეგენერატები თუ იყვნენ და ბევრი სიკეთე ჰქონდათ დათესილი ცხოვრებაში, დეგენერაციის დემონებთან ბრძოლაში, არავითარი გარანტია არ არსებობს, რომ მათი შვილები გააგრძელებენ ამ საქმეს. პირიქით, აშკარა დეგენერატების შვილები, როგორც წესი, სრულად ანადგურებენ ყველა იმ სიკეთეს, რომელიც მათმა მშობლებმა შექმნეს, უფრო მეტიც _ ისინი ბოლომდე მიჰყვებიან თავიანთ გამანადგურებელ გზას. გახსოვთ ლილიან ვოინიჩის ცნობილი წიგნი “კრაზანა”? მამა არქიეპისკოპოსი იყო, შვილი კი რევოლუციონერი გახდა, და ეს ყველაფერი ტრაგედიით დასრულდა. ტიპური ისტორიაა. აი, რატომ ითვლება უშვილობა უაღრესად მნიშვნელოვან კრიტერიუმად მავანის კარგი-დეგენერატის კატეგორიაში მოსათავსებლად.
როგორც კი გაერკვევით ამაში, შევძლებთ, მივუბრუნდეთ თქვენს შეკითხვას ნორმალური მთავრობის შესახებ.
მაშ, ასე: შეუძლია თუ არა ადამიანს, რომელსაც ფეხის კუნთები განვითარებული აქვს, როგორც ყველას, მონაწილეობა მიიღოს სირბილში გამართულ შეჯიბრებაში.
დიახ, შეუძლია სასკოლო გუნდის დონეზე.
დიახ, შეუძლია მონაწილეობა, შეუძლია კიდეც გაიმარჯვოს საქალაქო შეჯიბრების დონეზე.
დიახ, შეუძლია მონაწილეობა მიიღოს, მაგრამ არავითარი შანსი არ აქვს, გაიმარჯვოს ქვეყნის პირველობის დონეზე.
მსოფლიოს პირველობაში კი მას მონაწილეობაც არ შეუძლია, გამარჯვებაზე რომ არაფერი ვთქვათ.
ხვდებით, საით მიმყავს ლაპარაკი?
საკავშირო და მსოფლიო მნიშვნელობის შეჯიბრებებში გამარჯვების მოპოვება შეუძლია ადამიანს, რომელსაც ფეხის კუნთები არანორმალურად აქვს განვითარებული.
იგივე პრინციპები ესადაგება პირველობას თავისუფალ ჭიდაობაში… ძალაუფლების მოსაპოვებლად.
მხოლოდ ძალაუფლების არანორმალურად განვითარებული წყურვილით დაავადებულ ადამიანს (დათრგუნვილ სადისტ ჰომო–მანიაკს) შეუძლია გაიმარჯვოს ძალაუფლებისთვის გამართულ ჩხუბში.
ასეთია დეგენეროლოგიის აქსიომა…
მაშასადამე, დეგენერატების კლასი ერთგვაროვანი არ არის. დეგენერატები შეიძლება იყვნენ კარგები, ცუდები და საზიზღრები.
კარგი დეგენერატები ყოველთვის იყვნენ, არიან და იქნებიან ჩვენი მეგობრები და მოკავშირეები. მთავრობაში ისინი ყოველთვის შეებრძოლებიან საზიზღარ დეგენერატებს ისე, როგორც პოლიციელები ებრძვიან კრიმინალურ ელემენტებს.
ცუდი-დეგენერატები მთავრობაში ისე მოიქცევიან, თითქოს არაფერი ხდება. არც კი შეეცდებიან საზიზღრების შეჩერებას ნორმალური ადამიანების კლასზე შეტევის დროს.
საზიზღარი-დეგენერატები ყოველთვის იწყებენ კარგ-დეგენერატებზე შეტევით, რადგან კარგ-დეგენერატებს, როგორც ორგანიზმის დამცავ სისტემას, შეუძლიათ, სწრაფად გამოააშკარავონ და გააუვნებლონ საზიზღარ-დეგენერატთა ქმედება. მთავრობაში კარგი-დეგენერატების დამარცხების შემდეგ, საზიზღარი-დეგენერატები, როგორც წესი, დაუყოვნებლივ იწყებენ სრულმასშტაბიან ომს ნორმალური ადამიანების კლასის წინააღმდეგ.
მარქსისტულ-ლენინურ ფილოსოფიაში ამ პროცესს ეწოდება დაპირისპირებულთა ერთიანობისა და ბრძოლის კანონი, რომელიც ისტორიული პროგრესის მამოძრავებელი ძალაა. ორი ათასი წლის წინათ კი რომაელებმა ეს კანონი ასე ჩამოაყალიბეს: Similia similibus curantur, ანუ მსგავსი მსგავსითვე შეიცნობა (უფრო ზუსტად _ მსგავსი მსგავსითვე განიკურნება).
მაშ, როგორ გავარკვიოთ _ არიან კი კარგი დეგენერატები მთავრობაში?
ზუსტად იმავე წესით, როგორც გავარკვიეთ _ არის კი კატა საწოლის ქვეშ. შევუშვებთ თაგვს ოთახში და კატა, თუკი არის, თაგვს დასაჭერად დაედევნება.
მოდი, შევუშვათ ჩვენი თაგვები…
როგორ რეაგირებს მთავრობა პედერასტების უფლებების დაცვაზე?
როგორ რეაგირებს მთავრობა დეგენერატი დამნაშავეების სიკვდილით დასჯაზე?
როგორ იცავს მთავრობა ნორმალური მშრომელების ინტერესებს?
როგორ იცავს მთავრობა დეგენერატების პარაზიტული კლასის ინტერესებს?
მარტივი შეკითხვებია. პასუხებიც მარტივია. ტესტიც მარტივია.
იგივე მეთოდიკა შეიძლება გამოვიყენოთ ნებისმიერი სხვა სტრუქტურის მიმართ: მეცნიერებაში, ხელოვნებაში, არმიაში, პრესაში, ტელევიზიაში, ეკლესიაში…
ეს ტესტი ნათელ წარმოდგენას შეგვიქმნის, რომელი განყოფილებები აქვთ სრულად დაპყრობილი საზიზღარ-დეგენერატებს, ცუდ-დეგენერატებს დამორჩილებული რომელი განყოფილებები არის უძრაობის მდგომარეობაში და რომლებს აკონტროლებენ კარგი-დეგენერატები, ამასთან, იცავენ ნორმალური მშრომელების მთელ კლასს საზიზღარი-დეგენერატების გააფთრებული შეტევებისგან.
ხშირად მეკითხებიან _ შეიძლება კი ხელისუფლების სათავეში იდგნენ ნორმალური ადამიანები? ჩემი პასუხი თეორიულად არის _ დიახ! მაგრამ პრაქტიკულად, თუ ნორმალური ადამიანი ხელისუფლებაში მივა, იქ დიდხანს ვერ გაძლებს…
_ როგორ აფასებთ “სისხლის სიწმინდისთვის” მებრძოლებს?
_ მაღალ ღმერთს სძულს რასიზმი, ნებისმიერი ფორმით გამჟღავნებული. სძულს თვით იდეა, რომლის მიხედვით, რომელიმე ხალხს შეეძლება, ღვთის რჩეულად გამოაცხადოს საკუთარი თავი…
ნებისმიერი ადამიანი, რომელიც შეეცდება, შეინარჩუნოს “სისხლის სიწმინდე” შერეული ქორწინების აკრძალვით სხვა ეროვნების ნორმალურ ადამიანებზე, რისკავს, დააჩქაროს თავისი ერის დეგენერაციის პროცესი, განსაკუთრებით _ თუ მცირე ერია.
კვლავ ხაზს ვუსვამ _ აქ ჩვენ ვლაპარაკობთ ნორმალური ადამიანების დაქორწინებაზე.
_ რა დამოკიდებულება გაქვთ გადაგვარებულთა ქორწინებაზე და “ახალი ერის” აღდგენაზე (შექმნაზე)?
_ წარმოიდგინეთ, რომ ვიღაც დეგენერატიული სექტის წევრებს ერთ ადგილზე დაუწყებს შეგროვებას, მაგალითად… კუნძულ მადაგასკარზე (არადა, იყო ასეთი პროექტი 30-იანი წლების ბოლოს)…
იქ თავს მოიყრიან დეგენერატები აშშ-დან, რუსეთიდან, კანადიდან, ეთიოპიიდან, ერაყიდან, ინგლისიდან, საფრანგეთიდან… ადრე თუ გვიან ისინი ერთმანეთზე დაქორწინდებიან. როგორი იქნება მათი შეუღლების შედეგი? ნორმალური ბავშვები დაიბადებიან?
ასეთია ჩემი პასუხი თქვენს შეკითხვაზე დეგენერატიული სექტის წევრების დაქორწინებისა და მშრომელთა “ახალი ერის” შექმნის თაობაზე.
სულ სხვა პრობლემა წარმოიქმნება შერეული ქორწინებისას დეგენერატიული სექტის წევრებსა და ადგილობრივ მოსახლეობას შორის.
დეგენერატებს უჭირთ, გააგრძელონ თავიანთი მოდგმა. აქედან მოდის მათი სახელწოდებაც _ გადაგვარებულები, გადაგვარებული…
ამრიგად, თუ დეგენერატი გადაწყვეტს, იქორწინოს ადგილობრივ ქალზე, ნორმალური ქალი დიდხანს ვერ გაუძლებს მის პათოლოგიურ ორგიებში მონაწილეობას. მხოლოდ ახალგამომცხვარი დეგენერატი მკვიდრი ქალი დაუკმაყოფილებს მოთხოვნებს.
დეგენერატიული სექტა, როგორც ღრუბელი, მუდმივად შეიწოვს ყველა ადგილობრივ დეგენერატს. ისინი მუშაობენ, როგორც მსოფლიო სიბინძურეთა ჩასადენი თხრილი, რომელიც თავს უყრის მსოფლიოს ყველა ერის ნარჩენებს.
დეგენერატიული სექტის წევრებისა და ადგილობრივი მოსახლეობის შერეული ქორწინების უმრავლესობა ორი დეგენერატის _ ძველისა და ახალგამომცხვარის _ შეუღლებად წარმოგვიდგება.
ამ ბიწიერი ციკლიდან ერთადერთი გამოსავალი უშვილობა ან ნაშვილები ბავშვებია, მაგრამ ეს სხვა თემაა.
_ რელიგიასთან რა დამოკიდებულება გაქვთ?
_ მე ვარ რუსი, მონათლული ადამიანი და, როგორც რუსების უმრავლესობას, მართლმადიდებლად მიმაჩნია საკუთარი თავი…
რელიგია რთული და წინააღმდეგობრივი თემაა, ისეთივე, როგორც დეგენერალოგია, ამიტომ რელიგიურ თემებზე დისკუსიებში მონაწილეობისგან თავი შორს მიჭირავს…
დეგენერაცია ცხოვრების ციკლის განუყოფელი ნაწილია. ათასობით წელია, რაც ეს პროცესი მიმდინარეობს, ოღონდ უწინ მას სხვა სახელი ერქვა.
როცა ახალი, ახალგამომცხვარი დეგენერატი მიხვდება, რომ იგი სხვა, ნორმალური ადამიანებისგან განსხვავებულია, მას არჩევანის საშუალება ეძლევა. შეუძლია, გახდეს კარგი–გადაგვარებული, ცუდი–დეგენერატი ან საზიზღარი–გადაგვარებული.
განვიხილოთ ეს მომენტი უბრალო მაგალითის მოშველიებით.
როცა სადისტური ჰომომოზარდი პირველად იგრძნობს დეგენერაციის დემონების არსებობას (დომინირების, თავდასხმის, მკვლელობის მოთხოვნილებას), მას შეუძლია:
1. შევიდეს ადგილობრივ ქუჩის ბანდაში (ან შექმნას თავისი) და დაიწყოს ადგილობრივი ნორმალური ადამიანების ძარცვა და მკვლელობა.
2. შევიდეს შინაგან საქმეთა სამინისტროს სკოლაში. გახდეს პოლიციელი და დაიწყოს ადგილობრივი კრიმინული ბანდების წევრების დახოცვა.
განსხვავებას ხედავთ?
იგივე ითქმის რელიგიაზე.
თუ ჰომოყმაწვილმა იგრძნო დეგენერაციის დემონების არსებობა, მას შეუძლია, გაერთიანდეს ბერების ნებისმიერ საძმოში, სადაც დეგენერაციის საკითხებში გარკვეული ბერები დაეხმარებიან ამ დემონების განდევნაში. ბერების საძმოებს ამ ბოროტებასთან ბრძოლის ათასწლოვანი გამოცდილება აქვთ. თქვენ იცით, რაზეც ვლაპარაკობ _ მარხვა, ლოცვა, მძიმე ფიზიკური შრომა, მდუმარება და მთავარი _ ცელებატი (უქორწინობა).
ბერებს შორის მხოლოდ ისინი, რომლებიც დაძლევენ დეგენერაციის დემონებთან მრავალწლიანი ბრძოლის გამოცდას, ამაღლდებიან საეკლესიო იერარქიის უფრო პასუხსაგებ თანამდებობაზე (ყოველ შემთხვევაში _ უწინ ასე იყო)… რელიგიების უმეტესობის ღვთისმსახურები ძალიან კარგად ერკვევიან დეგენერალოგიის საკითხებში და ამიტომ ცდილობენ, დაეხმარონ ადგილობრივ, ახალგამომცხვარ დეგენერატებს, მიიღონ სწორი გადაწყვეტილება. სწორი არჩევანი გააკეთონ ღმერთსა და ეშმაკს შორის.
როცა მღვდელი აღსარებას ისმენს, წვრილმან ცოდვებს მცირე ყურადღებას უთმობს, მაგრამ, როგორც კი აღმოაჩენს დეგენერატიული ქცევის ნებისმიერ ნიშანს, დაუყოვნებლივ იწყებს საუბარს მოზარდთან და, ამასთანავე, დაჟინებით ურჩევს, შევიდეს ბერების ადგილობრივ საძმოში.
კვლავ ვიმეორებ: ეს ყველაფერი დიდად არის გაუბრალოებული, მაგრამ, მგონი, დაგეხმარებათ, მოხაზოთ პრობლემის საერთო კონტურები და მისი მოგვარების გზები.
ეს კარგია.
მეორე მხრივ, ჰომომოზარდი შეიძლება შევიდეს დეგენერატების კლუბებში (ილუმინატები, მასონები, როტარები და ა.შ. და ა.შ.), რომლებიც დეგენერატიული სექტების ლიდერების მიერ ორგანიზებულია, რათა ადგილობრივ დეგენერატ მკვიდრთა გამანადგურებელი ენერგია წარმართონ ნორმალური ადამიანების, თავიანთი სახელმწიფოს ნორმალური სტრუქტურების წინააღმდეგ.
ეს საშინელება იქნება.
მაშინ რაღაა ცუდი?
ცუდი იქნება მაშინ, როცა ეს მოზარდი ღმერთს ზურგს შეაქცევს, შეეცდება თვით ღმერთის მოტყუებას ნორმალურ ქალზე დაქორწინებით, რითაც სრულად გააქარწყლებს მის ოცნებას ბედნიერ ოჯახსა და ჯანმრთელ ბავშვებზე.
კარგად დაიმახსოვრეთ _ არჩევანი ყოველთვის თქვენზეა, არჩევის საშუალება ყოველთვის გაქვთ.
გაგრძელება იქნება