Home რუბრიკები ბლოგი რას დაუშავებენ საქართველოს “ბნელი პრორუსული ძალები”, ანუ რა სარგებლობა მოაქვს თინას?

რას დაუშავებენ საქართველოს “ბნელი პრორუსული ძალები”, ანუ რა სარგებლობა მოაქვს თინას?

628

არა და არ ცხრება საქართველოში .. პრორუსული ძალების მომძლავრებისა და მათგან მოსალოდნელიქარიშხლისშესახებ პანიკა და ყურისწამღები მოთქმაგოდება. მიუხედავად იმისა, რომ მეც და სხვებმაც არაერთხელ კატეგორიულად მოვთხოვეთბრალმდებლებს”, კონკრეტულად დაესახელებინათ, კერძოდ, სად ხედავენ ამმძლავრ პრორუსულ ქარიშხალს” “ოდნავ მბჟუტავიამერიკული პროპაგანდის წინააღმდეგ, ისინი მაინც ასე, ზოგადი და მიდებმოდებითი ფრაზებით შემოიფარგლებიან.

რეალობა კი ის არის, რომ “ენ-დი-აის” ყბადაღებული 31 “პრორუსული პროცენტიცა” და საქართველოს მოსახლეობაში მართლაც ფეხმოკიდებული ე.წ. პრორუსული განწყობებიც სწორედ “პროამერიკელთა” უმძიმესი “ჩასვრით” არის გამოწვეული და არა რაიმე “პრორუსული ქარიშხლით” ან თუნდაც “ნიავით”.

საზოგადოება 25-წლიანიპროამერიკელობითადაპროდასავლურობით”, რომ გადაიღალა, ფაქტია, “ჩრდილოეთის მზის” “ჩრდილო ატლანტიკითჩანაცვლების მცდელობამ რომ სახარბიელო ჯერჯერობით ვერაფერი მოუტანა ჩვენს ქვეყანას, ამაში, მგონი, ყველაზე უნამუსომედასავლეთმეამერიკელეცვერ შემეკამათება. საქართველოს ნატოსკენ მისწრაფების საპირწონედ, რუსეთის მუქარებისმასხრად აგდებამბოლოს ვინ გააცინა და ვინ აატირა, ეგეც ვნახეთ.

ფაქტი და შედეგი ასეთია: განვითარებულ, წინწასულ, დამშვენებულ-დალაგებულ ევროპა-ამერიკას, ჩამოშლილმა, არეულმა და “დაჟანგულმა” რუსეთმა ნათლად დაანახვა, რომ “ძალა შესწევს ქადილისა” და აასრულა კიდეც ის, რასაც ქართველი “პრადვინუტი” ამერიკანელები დაუფარავი ირონიით უცქერდნენ _ აქაოდა, ახლა ოცდამეერთე საუკუნეა და რუსეთს მაგას ვინ გააბედვინებსო.

კისერიც ყველას უტეხია. ეს ქადილი რუსეთს დასავლეთის რომელიმე ქვეყნის ან თუნდაც აშშ-ის დაზარალების ხარჯზე რომ შეესრულებინა, საქმეც ეგ არის, რომ ისევ და ისევ საქართველო დაზარალდა, თორემ, ასე ვთქვათ, რუსეთის წინააღმდეგ ჩვენმაწამქეზებელმაქვეყნებმა მხოლოდ ტონი შეიცვალეს და მორჩა, სულ ეგ იყო მათიზარალი”.

აი, ჩვენ კი, დიდად საეჭვოა, რომ ან ძალიან დიდი ხნით, ან საბოლოოდ დავკარგეთ სოხუმი და ცხინვალი

სწორედ ამ ფონზე უკვე მართლაც სასაცილოა, ზოგიერთი ქართველი პოლიტიკური მოღვაწე “რუსული ძალების გააქტიურებით” რომ გვაშინებს.

კიდევ ჯანდაბას, როდესაც ასეთ უდონო სისულელეს თამარ კინწურაშვილი, ეკა გიგაური ან რომელიმე მსგავსი “დასავლეთით” ზედმეტად აღტყინებული ქალი გაიძახის.

მაგრამ, როდესაც ქვეყნის თავდაცვის მინისტრი ოფიციალურად აცხადებს: “საქართველოს მომავალ პარლამენტში რუსული ძალების უმრავლესობით მოსვლის საფრთხე აშკარაა”-, და მალევე უმატებს: “ვიდრე ცოცხალი ვარ, რუსეთი საქართველოში ვერ გაიჭაჭანებს”-, აქ ორი ვარიანტი გვრჩება:

1. თინა ხიდაშელი ამ სისულელეს იმიტომ აბრეხვებს, რომ დასავლეთიდან მეტი დაფინანსება მიიღოს რუსულ ქარის წისქვილთან საომრად;

2. 2016 წლის არჩევნებისთვის თინა ხიდაშელი ცოცხალი აღარ იქნება.

მეორე ვარიანტი, რა თქმა უნდა, გროტესკული და შავი ხუმრობაა, უფრო შავად და უბედურად ჩვენს ქვეყანას აქვს საქმე ასეთი ცანცარა და არასერიოზული თავდაცვის მინისტრის ხელში.

ნეტავ, რაბუააესბუა”, რომლითაც ასე გვაშინებენ ქალბატონი თინა და სხვანი? კი, ბატონო, სადღაც 90-იან წლებში რომ დაგვმუქრებოდა ვინმერუსული ძალებით”, კიდევ შეიძლება შევშინებულიყავით, მაგრამ ახლა, საინტერსოა, ნეტავ, რა უნდა დაგვიშავონ ამბუა”-პრორუსულმა ძალებმა?

როდესაც ასე ძალიან ცდილობ ადამიანების შეშინებას, ვფიქრობ, უფრო დამაჯერებლად საშიში არგუმენტები უნდა მოაყოლო! მაგალითად, ასეთი:

შემოვლენ რუსები და წაგვართმევენ კბილებით შენარჩუნებულ ცხინვალს!”

უჰ, არ გამოდგება? აჰ, ხო, ცხინვალი ხომ მაშინ დავკარგეთ, როდესაც ბალახს ვჭამდით, ბორჯომს ვაყოლებდით და აღტკინებულები “შავლეგოს” ვმღეროდით.

შემოვლენ რუსები და წაგვართმევენ კბილებით შენარჩუნებულ სოხუმს!”

არა, არც ეს გამოდგება? აჰ, ხო, სოხუმი ხომ ჯერ კიდევ “მედასავლეთუმეობის” გარიჟრაჟზე გავანიავეთ…

იქნებ _ შემოვლენ რუსები და წაგვართმევენ კბილებით შენარჩუნებულ კოდორსა და ახალგორს!”

არც ასე ვარგა? კოდორიც და ახალგორიც ნატოს ძახილსა და ჰალტსუხის ღეჭვისას დავკარგეთ.…

კაი, მაშინ ასე:

შემოვლენ რუსები და აღიარებენ აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობას!

ვაჰ! არც ეს ვარგა? აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობაც “პრონატოობის” პერიოდში ვაღიარებინეთ რუსეთს.

კაი, მაშინ:

“რუსები შემოვლენ და ყველა ჩვენს სტრატეგიულ ობიექტს მიითვისებენ!”

აააა! ეგ ობიექტები ისედაც მივყიდეთ ყველა, ხო?

ვაჰ! აბა, რაღა ჯანდაბა და დოზანა უნდა დაგვიშავონ ამ ასებუადდახატულმაპრორუსულმაძალებმა? ჰა, ამოთქვი, თინათინ, კიდევ რაღა გვაქვს დასაკარგი?

მგონი, აწი ერთადერთი, რაც რუსეთის საქართველოში შემოსვლით შეიძლებადაგვიშავდეს”, საქართველოს ისევ გაერთიანებაა რუსეთის სამხედრო სტრატეგიულ ინტერესებთან თანხვედრის გზით.

მართალია, ამ შემთხევვაში ვკარგავთპრადვინუტობას”, მაგრამ იქნებ მოვიგოთ ტერიტორია!

აკი, ფიზიკაში მექანიკის ოქროს წესია: მანძილი რომ მოიგო, ძალა უნდა დაკარგო და პირიქით _ ძალა რომ მოიგო, მანძილში უნდა წააგო! ყველაფრის მოგება ელემენტარულ ფიზიკაშიც კი გამორიცხულია, არათუ ურთულეს პოლიტიკაში და, მგონი, ეს ძალიან კარგად გვაქვს გასააზრებელი.

ხაზს ვუსვამ: .. რუსულ ორბიტაზე გასვლა ყველაფრით და ყველაფრამდე კარგი და გადასარევიაო, _ ასეთ სისულელეს არავინ ამბობს, მაგრამ უნდა ვიცოდეთ, რომ რუსეთისთვის, დავუშვათ, სამხედრო ბაზის განსათავსებლად ჩვენითავისუფლებისნაწილობრივი შეწირვით, იქნებ შევძლოთ, ტერიტორიები დავიბრუნოთ და უკეთეს დროს დაველოდოთ?

რა, ნუთუ ვინმეს მართლა ჰგონია, რომ ერეკელე მეორე ისეთი გულუბრყვილო იყო, არ იცოდა, რომ გეორგიევსკის ტრაქტატის პირობები დაირღვეოდა?

რა თქმა უნდა, იცოდა!

უბრალოდ, ეს იყო მაქსიმუმის მიღების მცდელობა! მაშინ და იმ ვითარებში უკეთესი გამოსავალი არ არსებობდა და დიდმა მეფემმინიმალური ზარალისპოლიტიკას მიმართა!

ქართლკახეთში მეფობას რუსეთი გააუქმებდა თუ ირანი _ აი, ამ არჩევანის წინაშე იდგა ის

სიტყვას მოჰყვა და, ამას წინათ სოციალურ ქსელში გადავაწყდი ასეთ ფარაზას: “300 არაგველი იმისთვის არ შეწირვია კრწანისის ომს, რომ შაჰ-აბასის რეჟიმზე უარესი მიეღო რუსული რეჟიმის სახით”- ო.

თავი დავანებოთ იმას, რომ ასეთი სულელური მოსაზრებების ავტორებმა ჯერ ისიც კი არ იციან, კრწანისის ბრძოლასთან შაჰ-აბასს არანაირი კავშირი რომ არ ჰქონდა…

უბრალოდ, მე ის მაინტერსებს, საიდან იციან ასეთმა ადამიანებმა, რომ რუსული რეჟიმიუარესიიყო, ვიდრეშაჰაბასის რეჟიმი”?

ასევე საინტერსოა მოსაზრებები, რომ თურმე, “გერმანელებს მეორე მსოფლიო ომში რომ გაემარჯვათ, საქართველო დამოუკიდებელი ქვეყანა გახდებოდადა ამის დამადასტურებლად მავან შტერს მოაქვს ჰიტლერის რაღაც განკარგულება თუ ბრძანებულება

არ ვიცი, რა შეიძლება ელაპარაკო ადამიანებს, რომლებსაც ტვინდაბნელებული, თვალდაბრმავებული და მსოფლიო ფაშიზმის მხარეზე მებრძოლი ქართველების მოსატყუებლად გამოცემული გაიძვერული “განკარგულებები” რაიმეს დამადასტურებელი არგუმენტი ჰგონიათ… გეგონება, ადოლფ ჰიტლერი შალვა მაღლაკელიძის შიშით ვერ დაარღვევდა საკუთარ ბრძანებულებებს იმაზე უფრო უხეშად, ვიდრე რუსეთის იმპერატორმა დაარღვია გეორგიევსკის ტრაქტატი

თუმცა, ზევითაც ვთქვი და ახლაც გავიმეორებ _ კიდევ არაფერი, როდესაც ვიღაც რიგით მოქალაქეებს უტრიალებთ მსგავსი მძიმედ იდიოტური აზრები

მაგრამ, აი, როდესაც ასე შეზღუდულად თვით ქვეყნის თავდაცვის მინისტრი აზროვნებს, აქ უკვე მართლაც აღარ არის სასაცილოდ საქმე

ტელეკომპანია “მაესტროზე” სტუმრად მყოფმა თინა ხიდაშელმა ყოვლად წარმოუდგენელი ფარაზა წარმოთქვა: “ახლა რომ სვამენ კითხვებს, რატომ ვიბრძვით საერთაშორისო მისიებში ამერიკელების მხარდამხარ, ჯერ კიდევ რამდენი საუკუნის წინათ იბრძოდა დავით აღამაშენებელი ჯვაროსნებთან ერთად და მაშინ არავის მსგავსი კითხვა აზრადაც კი არ მოსვლია!”

ვერ გეტყვით, ვის მიერ წარმოთქმულ რომელ სულელურ ფრაზას შეიძლება მივამსგავსოთ ქალბატონი თავდაცვის მინისტრის ეს ყოვლად უაზრო შედარება.

როგორც ჩანს, დიდი სარდალი თინასთვის ცნობილი არ არის, რომ მეფე დავითი უდიდეს მნიშვნელობას ანიჭებდა საგარეო ვითარებას და ერთ უმნიშვნელო ნაბიჯსაც კი არ დგამდა, ვიდრე მსოფლიოს სხვადასხვა კუთხიდან მსტოვრები საჭირო საერთაშორისო ცნობებს არ მოუტანდნენ!

რაც შეეხება რომელიმე მეზობელი ძლიერი სახელმწიფოს ქვეშევრდომობას, ეტყობა, დიადმა თინასარდალმა არც ის იცის, რომ მეფე დავითი ქრისტიანული სამყაროს იმჟამინდელი ცენტრის _ ბიზანტიის _იმპერატორთა ნაბოძებ ტიტულს ატარებდა და მათ ქვეშევრდომადაც ითვლებოდა.

სწორედ ასე, ჩრდილოეთიდან საშიშროების არარსებობისა და დასავლეთით ზურგის საბოლოოდ მომაგრებით შეძლო დავითმა არაბებზე პირდაპირი დარტყმა, ისიც 2-ათეულწლიანი ლოდინის შემდეგ, და თბილისის განთავისუფლება.

აი, ასეთი სარგებლობა მოაქვს ხოლმე ქვეყნისთვის ჭკვიან, დაკვირვებულ და არათავგაცხელებულ სარდალსა და მმართველს…

მაგრამ რა სარგებლობა მოაქვს თინას?

აი, ეს უკვე ისეთი ურთულესი კითხვაა, რომ მასზე პასუხის გასაცემად “იმერული ესკიზების” გმირი, კლასის უკანა კუთხეში მჯდომი, მთელი წელიწადი ხმა რომ არ ამოუღია, აი, ის ოროსანი ბიჭიც კი ვერ გაბედავს ორი თითის აწევას…

ბაკურ სვანიძე

1 COMMENT

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here