Home რუბრიკები ბლოგი ვლადიმირ პუტინი: ვეკითხები ამ სიტუაციის შემქმნელებს: თქვენ მაინც თუ ხვდებით...

ვლადიმირ პუტინი: ვეკითხები ამ სიტუაციის შემქმნელებს: თქვენ მაინც თუ ხვდებით რა ჩაიდინეთ?

630

რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტ ვლადიმ პუტინ გაეროს გენერალურ ასმბლეაზე სიტყვით გამოვიდა. მინდა შემოგთავაზოთ მისი გამოსვლის ფრაგმენტების ამსახველი ვიდეო და ტექსტური მასალა, აგრეთვე გაგაცნობთ რას წერს მის გამოსვლასთან დაკავშირებით მსოფლიო პრესა:

“უკრაინის დღევანდელმა ხელისუფლებამ მოსახლეობის გარკვეული ნაწილის უკმაყოფილება სათავისოდ გამოიყენა მოქმედი ხელისუფლების (იანუკოვიჩის)  წინააღმდეგ და გარე ძალების დახმარებით მოახდინა შეიარაღებული გადატრიალების პროვოცირება , რის შედეგად სამოქალაქო ომი გაჩაღდა ქვეყანაში. უკრაინაში გარე ძალების მიერ განხორციელდა შეიარაღებული გადატრიალება, რამაც სერიოზული გეოპოლიტიკური კრიზისი გამოიწვია .

გეკითხებით, რა საჭიროა ნატოს გაფართოების პოლიტიკ, თუ ვარშავის ბლოკი აღარ არსებობს და საბჭოთა კავშირი დაიშალა.  რატომ აყენებთ პოსტსაბჭოთა ქვეყნებს ყალბი არჩევანის წინაშე- დასავლეთი თუ აღმოსავლეთი? ადრე თუ გვიან, ასეთი კონფრონტაციული პოლიტიკა სერიოზულ გეოპოლიტიკურ კრიზისს გამოიწვევს, რაც მოხდა კიდეც უკრაინაში, მუქარით, იარაღის ძალით, უკრაინის მთლიანებას ვერ უზრუნველყოფთ.”

რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტმა ვლადიმ პუტინმა  დასავლეთის მიერ ახლო აღმოსავლეთსა და აფრიკის ქვეყნებში განხორციელებული  სადამსჯელო ოპერაციების და ე.წ. ისლამური სახელმწიფოს“ შესახებაც ისაუბრა, კერძოდ მან  განაცხადა:

„აგრესიულმა გარე ჩარევამ გამოიწვია ის, რომ რეფორმების ნაცვლად, სახელმწიფო ინსტიტუტები, უბრალოდ ცხოვრების წესი, უცერემონიოდ დაინგრა, დემოკრატიისა და პროგრესის ზეობის ნაცვლად- ძალადობა, სიღარიბე, სოციალური კატასტროფა გამეფდა.  ადამიანის უფლებებს,  თავად  ცხოვრების უფლებაც კი, აღარაფერში  აგდებენ . მინდა ვკითხო ამ სიტუაციის  შემქმნელებს: თქვენ მაინც თუ ხვდებით რა ჩაიდინეთ? ვშიშობ, ეს კითხვა ჰაერში დარჩება, რადგან თავდაჯერებული პოლიტიკოსები დარწმუნებულები არიან   საკუთარ განუმეორებლობაში,  დაუსჯელობაში და ამას არაფრად დაგიდებენ.

უკვე ნათელია, რომ  ახლო აღმოსავლეთსა და აფრიკის რიგ სახელმწიფოებში წარმოქმნილმა სახელისუფლებო ვაკუუმმა, მიგვიყვანა ანარქიამდე და  უბედურების ახალი  ზონების შექმნამდე.

 ისური სახელმწიფო“ ათობით ათას მებძოლს ითვლის, მათ შორის ყოფილი ერაყელი თუ ლიბიელი   სამხედრო მოსამსახურეები, იმ სახელმწიფოს მოქალაქეები არიან, რომლებიც თქვენ დაანგრიეთ. პირფერობაა გლობალურ ტერორიზმზე საუბარი და პარალელურად თვალის დახუჭვა მსგავსი  ორგანიზაციების დაფინანსების წყაროებზე.  მაგრამ, თქვენ ჯერ იყენებთ მათ საკუთარი პოლიტიკური მიზნების  მისაღწევად, არასასურველი პოლიტიკური კონკურენტების თავიდან მოსაშორებლად, შემდეგ კი უბრალოდ ანადგურებთ. თუმცა, ჯერ კიდევ საკითხავია, ვინ ვის იყენებსრეალურად,  ისლამური სახელმწიფოს“  წინააღგმდეგ   სირიის,  ასადის სახელმწიფო არმიის და ქურთთა გაერთიანებების გარდა არავინ იბრძვის“,- განაცხადა ვლადიმირ პუტინმა.

ვიდეომასალა:

ვლადიმირ პუტინის და ალექსანდრე ლუკაშენკოს გამოსვლა:

https://www.youtube.com/watch?v=OoKRJZWCMCM

ვლადიმირ პუტინის გამოსვლა:

https://www.youtube.com/watch?v=nLGkfWC48l4

მსოფლიო საზოგადოება მოუთმენლად ელოდა რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის ვლადიმირ პუტინის გამოსვლას გაერთიანებული ერების ორგანიზაციის გენერალურ ასამბლეაზე.

CNN-ის წამყვანი კრისტინ ამანპური აცხადებს, რომ რუსეთის პრეზიდენტმა, რომელიც ბოლო ათი წლის განმავლობაში არ წვევია გაერთიანებული ერების ორგანიზაციას, რამდენიმე წლის განმავლობაში გარიცხულიც კი იყო G7 რიგებიდან,  ააფეთქაამერიკის შეერთებული შტატები. წამყვანის აზრით, რუსეთის ლიდერს გონივრული ხედვა აქვს სირიის კრიზისთან დაკავშირებით.

Christian Science Monitor წერს შემდეგს: “ძალიან შემცდარა, თუ ვინმეს ეგონა, რომ ვლადიმირ პუტინი შეხვედრაზე შემრიგებლური განწყობით მოვიდოდა. პუტინის გამოსვლა უფრო პროკურორისას გავდა , ვიდრე პოლიტიკოსის და ნაკლებად სავარაუდოა, რომ მან წარმატებას მიაღწიოს ამ საკითხთან დაკავშირებით მოლაპარაკებისას ბარაკ ობამასთან . უფრო მეტიც, პუტინის მკაცრი ტონი განკუთვნილი იყო, არა იმდენად საერთაშორისო აუდიტორიის, არამედ საკუთარი მოსახლეობის მიმართ, რათა მათ უფრო მტკიცედ დაუჭირონ მხარი პუტინს”. – წერს გამოცემა.

The New York Times -მა პარალელი გაავლო ვლადიმირ პუტინისა და ბარაკ ობამას გამოსვლებს შორის. ისინი, ფაქტობრივად პირდაპირი ურთიერთთავდასხმით იყვნენ დაკავებულნი და ერთმანეთს ადანაშაულებდნენ სირიის ომში თუ ლტოლვილების მოდინებაში.

იგივეს  იმეორებს The Wall Street Journal:  ვლადიმირ პუტინის და ბარაკ ობამას საჯარო სიტყვიერმა დუელმა“, სირიის კონფლიქტის გამო, სხვა სახელმწიფოთა მეთაურთა თვალწინ, უფრო გაურკვეველი გახადა ამ სახელმწიფოს მომავალი. 
– „ეს არის ურთიერთბრალდებების დრამატიზმით აღსავსე დღე, როცა, ორივე ლიდერი თავის ნათქვამის სისწორეს დაჟინებით ამტკიცებდა.“- წერს გამოცემა.

The Independent:  “პროგნოზები, რომ პუტინი გაეროს გენერალურ ასამბლეაზე ცარიელი ხელებით არ მოვიდოდა გამართლდა. პუტინის თანმიმდევრული და დეტალურად გაწერილი სიტყვის მთავარი კოზირი, ისლამური სახელმწიფოს წინააღგმდეგ გაერთიანებული ძალებით შეტევით გამოსვლის წინადადება იყო“.

The Guardian ორესპონდენტი შონ უოკერი მიიჩნევს, რომ პუტინის ინტონაციებით გაჯერებული გამოსვლაუხუცესი ბრძენისგამოსვლას მოგაგონებდა.

ავსტრიული გაზეთი Süddeutsche Zeitung წერს, რომ ნობელის პრემიის ლაურეატმა ბარაკ ობამამ იჩქარა, როცარეგიონული მოთამაშეუწოდა პუტინს.

 ფრანგული გაზეთი „Figaro“:  „ ბარაკ ობამა საუბრობს, ვლადიმირ პუტინი აკეთებსმთელი მსოფლიო ყურადღებით უსმენდა რუსეთი პრეზიდენტს, რომელიც გახდა დირიჟორი თამამ, ადრე ბევრისთვის უხილავ სირიის კონფლიქტის პარტიტურაში“. 

 Le Monde:  „პუტინს დასჭირდა მხოლოდ ნახევარი დღე, რათა დაეჩრდილა ამერიკის პრეზიდენტი ობამა,   გაეროს მწვანე მარმარილოს კათედრიდან განეცხადებინა რუსეთის სიძლიერის შესახებ დამშვიდობისმყოფელისროლში დაებრუნებინა რუსეთი მსოფლიო პოლიტიკის საჭადრაკო დაფაზე“.

იტალიური Il Giornale: ” ობამას პენსიაზე ფიქრის გარდა არაფერი დარჩენია, რადგან პუტინმა, რუსეთს სსრკ დაშლის შემდგომ უძლეველი დერჟავის როლი დაუბრუნა“.

პოლონური გამოცემა Newsweek: „ძნელია იპოვო ამერიკელი ანალიტიკოსი, რომელიც თვლის, რომ ობამა უკეთესი სტრატეგია, ვიდრე ვლადიმირ პუტინი. აშშის პრეზიდენტმა სირიის ბედი კრემლს ჩააბარა“.

პოლონური გამოცემა  Obserwator Polityczny:პუტინის გამოსვლამ მსოფლიოს ახალი იმედი გაუჩინა. პრეზიდენტი არავის ემუქრებოდა, არავის აშინებდა, არავის უქნევდა თითს, რუსეთი მზად არის ითანამშრომლოს მსოფლიოსთან, მიუხედავად დასავლეთის უარყოფითი დამოკიდებულებისა.“

კონსტანტინე ჩიკვილაძე

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here