Home რუბრიკები ეკონომიკა 20 ლარის ნომინალის ვერცხლის საკოლექციო მონეტის შეძენა უკვე შესაძლებელია

20 ლარის ნომინალის ვერცხლის საკოლექციო მონეტის შეძენა უკვე შესაძლებელია

696

ლარის 20 წლის იუბილის აღსანიშნავად, საქართველოს ეროვნულმა ბანკმა 20 ლარის ნომინალის ვერცხლის საკოლექციო მონეტა გამოუშვა. 20 ლარის ნომინალის, 28.28-გრამიანი მონეტა დამზადებულია 925 ვერცხლის სინჯით. მონეტის ესკიზის ავტორია მხატვარდიზაინერი ბაჩა მალაზონია

“მონეტის ავერსის დიზაინის მთავარ კომპოზიციას წარმოადგენს მზე, რომელიც სიმბოლურად გამოსახავს მარადიულობას და სიცოცხლეს, ხოლო მზის სხივების მეწამული ფერი ეხმიანება ეროვნულ სიმბოლიკას და ასევე არის ძალაუფლების, სიძლიერისა და სიმამაცის ფერი. მონეტის ცენტრში გამოსახულია ახალდამკვიდრებული ლარის გრაფიკული ნიშანი, რომელსაც წრიულად გასდევს წარწერა “საქართველოს ეროვნული ბანკი”, ასევე _ ლარის შემოღებიდან დღემდე პერიოდის აღმნიშვნელი თარიღები – ლარი 20 წელს ითვლის.

რევერსზე, მონეტის ცენტრალურ ნაწილში, განთავსებულია საკასო ცენტრის შენობა, რომელიც თანამედროვე არქიტექტურის ნიმუშია და წარმოადგენს ეროვნული ვალუტის _ ლარის შენახვისა და უსაფრთხოების სიმბოლოს, ხოლო მის ქვედა ნაწილში განთავსებულია ნომინალის აღმნიშვნელი რიცხვი “20” და წარწერა “ლარი” ქართულ ენაზე. მონეტის ზედა ნაწილში, ასევე, დატანილია ინგლისურ ენაზე წარწერა  National bank of Georgia, _ ნათქვამია  საქართველოს ეროვნული ბანკის განცხადებაში.

მონეტა პოლონეთის ზარაფხანაში მოიჭრა და ათასხუთასიანი ტირაჟით გაიყიდება. მონეტის სარეალიზაციო ფასი 95 ლარია და მათი შეძენა შესაძლებელი იქნება, როგორც ეროვნული ბანკის საკასო ცენტრსა და ყვარლის ფულის მუზეუმში, ისე ეროვნული ბანკის ვებგვერდზე განთავსებული ონლაინმაღაზიის მეშვეობით.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here