Home რუბრიკები საზოგადოება ქართველი ემიგრანტებისთვის ორმაგი მოქალაქეობის მიღება შესაძლებელი იქნება

ქართველი ემიგრანტებისთვის ორმაგი მოქალაქეობის მიღება შესაძლებელი იქნება

714

საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა აშშში ქართულ დიასპორასთან შეხვედრისას განაცხადა, რომ ქართული ემიგრაციისთვის ორმაგი მოქალაქეობა პრობლემა აღარ იქნება. ამჟამად, აშშის მოქალაქეობის აღების შემთხვევაში, ქართველი ემიგრანტები ავტომატურად კარგავენ საქართველოს მოქალაქეობას და ამიტომ პრეზიდენტს კანონში ცვლილებების გატარება სთხოვეს.

“როდესაც იღებ სხვა ქვეყნის მოქალაქეობას, ავტომატურად კარგავ საქართველოს მოქალაქეობას, მაგრამ ავტომატურად ღიაა კარი ორმაგი მოქალაქეობისთვის. ეს არის კანონი, რომლის ფარგლებშიც ჩვენ ვმუშაობთ და, რომლის ფარგლებშიც ქართული ემიგრაციისთვის კარი ორმაგ მოქალაქეობაზე გახსნილია. შესაძლებელია, თქვენ მიგაჩნიათ, რომ კანონი სხვანაირად უნდა იყოს, კი, ბატონო, შესაძლებელია, ამაზეც ვიფიქროთ, როგორ შეიძლება სხვანაირად იყოს ფორმულირებული კანონი”, _ განაცხადა პრეზიდენტმა. გიორგი მარგველაშვილის თქმით, ვისაც უნდა ორმაგი მოქალაქეობა, პროცედურების გავლის შემდეგ მიიღებს.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here