Home რუბრიკები სამართალი “დეპარტამენტი ბიზნესწილების ხელში ჩაგდების ფაქტებს იძიებს და დასკვნებს უახლოეს მომავალში გამოაქვეყნებს”

“დეპარტამენტი ბიზნესწილების ხელში ჩაგდების ფაქტებს იძიებს და დასკვნებს უახლოეს მომავალში გამოაქვეყნებს”

542

 მთავარ პროკურატურაში სამართალწარმოების პროცესში ჩადენილი დანაშაულის გამოძიების დეპარტამენტის ხელმძღვანელი ირაკლი ნადარეიშვილი აცხადებს, რომ გამოძიება უკვე დასკვნით ეტაპზეა და, გარდა ავტომანქანებისა და ოქროულობისა, დაზარალებულებს, შესაძლოა, ბიზნესწილებიც დაუბრუნდეთ

“დეპარტამენტში მიმდინარეობს გამოძიება რიგ საქმეებზე, რომლებიც  ბიზნესწილების ხელში ჩაგდებას, მათ გამოძალვასა და მსგავს დანაშაულებრივ ეპიზოდებს შეეხება. ამ კუთხით გამოძიება აქტიურად მუშაობს. მინდა, საზოგადოებას ვამცნო, რომ უახლოეს მომავალში, ასევე, იგეგმება რამდენიმე ასეთი საქმის შედეგების წარდგენა. ეს საქმეები, ფაქტობრივად, დასკვნით ეტაპზეა”, _ აღნიშნა ნადარეიშვილმა საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში პირდაპირი ჩართვისას.   

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here