Home რუბრიკები პოლიტიკა ჯონ მაკკეინი ბაღდადში 4 ქვეყნის ერთობლივი ცენტრის შექმნას აშშ-ის გავლენის შესუსტების მაგალითად...

ჯონ მაკკეინი ბაღდადში 4 ქვეყნის ერთობლივი ცენტრის შექმნას აშშ-ის გავლენის შესუსტების მაგალითად მიიჩნევს

494

ამერიკელმა სენატორმა ჯონ მაკკეინმა განაცხადა, რომ აშშ სტრატეგიის გარეშე მოქმედებს ახლო აღმოსავლეთის რეგიონში, რუსეთის ხელისუფლებას კი შემუშავებული აქვს მკაფიო სტრატეგია _ რეგიონში გავლენის გაძლიერება.

“ხელშეკრულება სადაზვერვო ინფორმაციის გაცვლის თაობაზე, რომელიც ერაყის ხელისუფლებამ გააფორმა რუსეთთან, ირანსა და სირიასთან, ნათელი მაგალითია იმისა, რომ რეგიონში აშშ-ის გავლენა მცირდება”, _ განაცხადა სენატორმა ჯონ მაკკეინმა ტელეარხ MSNBC -ის ეთერში.

რუსეთმა რადიკალური დაჯგუფება “ისლამური სახელმწიფოს” წინააღმდეგ საბრძოლველად სირიასთან, ერაყთან და ირანთან ერთად შექმნა ცენტრი, რომლის ძირითადი ფუნქციები იქნება ახლო აღმოსავლეთში “ბოევიკების” წინააღმდეგ საბრძოლველად სადაზვერვო მონაცემების მოპოვება, შეგროვება და გაანალიზება, შემდეგ კი ამ ინფორმაციის გადაცემა აღნიშნული ქვეყნების გენერალური შტაბებისთვის.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here