Home რუბრიკები საზოგადოება ირაკლი ღარიბაშვილი: ჩვენ არ გვაქვს ნავთობი, მაგრამ გვაქვს უფრო ძვირფასი, ვიდრე ნავთობი

ირაკლი ღარიბაშვილი: ჩვენ არ გვაქვს ნავთობი, მაგრამ გვაქვს უფრო ძვირფასი, ვიდრე ნავთობი

499

საქართველოშიუფრო უკეთესებისადაუფრო ძვირფასებისეპოქა გრძელდება. დიდი დრო არ გასულა მას შემდეგ, რაც მიხეილ სააკაშვილმა გვახარა, _ ნატოს სამიტზე მაპზე უკეთესი მოგვცესო. მას შემდეგ გვაქვს და გვაქვს ესმაპზე უკეთესიდა, როგორც ჩანს, სწორედ ამიტომ აღარ გვაძლევენ მაპს.

ევროპა და ამერიკა დაბნეულია _ ამ ხალხს უკვე მივეცით “მაპზე უკეთესი” და ახლა, მაპი რომ მივცეთ, ხომ მოგვეჭრა თავი?! მოდი, რამე “მაპზე უკეთესზე უკეთესი” მოვიფიქროთო.

ამასობაში კი, აგერ უკვე ახლანდელმა პრემიერმა გაგვახარა, _ თურმე ნავთობი არა, მაგრამ “ნავთობზე უფრო ძვირფასი” გვქონია.

ამბობენ, პრემიერი წყალს გულისხმობსო… ანუ იმას, რომ მთელ რიგ ქვეყნებში წყალს სასიცოცხლო მნიშვნელობა აქვს და შეიძლება, იქ წყალი ნავთობზე უფრო ძვირადაც კი გაასაღო. ირაკლი ღარიბაშვილი რატომღაც იმაზე აღარ საუბრობს, რომ მსოფლიო სავაჭრო ბაზრის ეს ნიში, უკვე დიდი ხანია, დაკავებული აქვს რამდენიმე ჩვენს “მეგობარ” დასავლეთის ქვეყანას და უმალ კიდევ რამდენიმე “მისტრალს” დაუმზადებს რუსეთს, ვიდრე საქართველოს ასეთ სარფიან ბაზარზე შეუშვებს…

დაუჯერებელია, ეს საქართველოს პრემიერმინისტრმა არ იცოდეს…

აბა, ამხელა კაცი ხომ არ მოიტყუება?! ამიტომ ახლა ექსპერტები თავს იმტვრევენ იმის გასარკვევად, თუ წყალს არა, მაშ, რას გულისხმობდა ირაკლი ღარიბაშვილი.

ნავთობზე ძვირფასი რაც გვაქვს, ეს, ალბათ, კაცობა, მეობა, გაგება და ჩახუტებააო, _ ასკვნიან ისინი.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here