Home რუბრიკები პოლიტიკა თამარ კიკნაძე: ძალიან სამწუხარო იქნება, თუ პაატა ბურჭულაძე “შირმად” გამოაყენებინებს თავს

თამარ კიკნაძე: ძალიან სამწუხარო იქნება, თუ პაატა ბურჭულაძე “შირმად” გამოაყენებინებს თავს

534

საქართველოს პრემიერისა და პრეზიდენტის დელეგაციები ამერიკაში, გაეროს გენერალურ ასამბლეაზე იმყოფებიან და შეხვედრებს მართავენ.  “ნატოს გადაწყვეტილებით, საქართველო შეუერთდა სწრაფი რეაგირების ძალებს და მასში ქართული ასეული მიიღებს მონაწილეობას, _ განაცხადა საქართველოს პრემიერმინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა აშშის პრეზიდენტ ბარაკ ობამას მიერ ორგანიზებულ გაეროს სამშვიდობო ოპერაციების სამიტზე

კვირის უმნიშვნელოვანესი მოვლენა მაინც მსოფლიოში ცნობილი ბანის, პაატა ბურჭულაძის, პოლიტიკაში გადანაცვლების შესახებ აგორებული ჭორი აღმოჩნდა. საზოგადოებისთვის ეს ამბავი უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე ხელისუფლების ვიზიტი გაეროში, რადგან ყველას აინტერესებს, ვის სჭირდება პაატა ბურჭულაძის ფარად გამოყენება და ვის თამაშს ითამაშებს ის. მოსახლეობას კარგად ახსოვს პაატა ბურჭულაძის ბოლოდროინდელი აქტიურობარუსთავი 2”-ის საკითხზე, ახსოვს, ოდესის გუბერნატორად სააკაშვილის დანიშვნის აღსანიშნავ ღონისძიებაზე უკრაინის ამ ქალაქში მისი კონსპირაციული ჩასვლა და საზეიმო საღამოზე გამოსვლაც. შეეწირება თუ არა პაატა ბურჭულაძის ავტორიტეტი მსოფლიოში მიმდინარე ახალ ტენდენციებს და რა ტექნოლოგიებით იმუშავებენ მასზე? მსოფლიოსა და საქართველოში მიმდინარე საინტერესო პროცესებზე კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის პროფესორი თამარ კიკნაძე  გვესაუბრება.

_ ამერიკის ახალმა ელჩმა იან კელიმ უკვე მოასწრო, ღიად გამოეხატანაცმოძრაობისადმიკეთილგანწყობა დარუსთავი 2”-ის აღორძინებაზეც ისაუბრა. რა რეალობის წინაშე შეიძლება აღმოვჩნდეთ საპარლამენტო არჩევნების წინ?

_ “ნაციონალური მოძრაობაარ არის ქართული, ეროვნული ძალა და ბუნებრივია, მასზე აქცენტს უცხო ძალები აკეთებენ. “ნაციონალებიხომ სხვა ქვეყნის ინტერესების გამტარებლები არიან და მათ დესტრუქტიული ფუნქცია აკისრიათ. წინა ხელისუფლების წარმომადგენლებს კარგი ფინანსური მხარდაჭერაც აქვთ და კარგი ლობიც ჰყავთ, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ მათ ხელისუფლებაში მოსვლის შანსი აქვთ, ყოველ შემთხვევაში, უახლოეს მომავალში. ამჟამინდელმა ხელისუფლებამ გადამწყვეტი ნაბიჯები უნდა გადადგა, უგერგილო საქციელის დრო აღარ არის, წინააღმდეგ შემთხვევაში, მოსახლეობის უდიდესი უმრავლესობის დაკვეთა არ შესრულდება, რაც არჩევნების წინ “ოცნების” სასარგებლოდ არ იმუშავებს.

_ გასაგებია, რომ ხალხის დაკვეთა ეს არ არის, რაც ხელისუფლებამაც კარგად იცის, მაგრამ, რადგან ამერიკის ახალი ელჩიც ისეთივე პლატფორმაზე დგას, როგორზეც მისი წინამორბედი, წინააღმდეგობას ვინ გაუწევს?

_ ხელისუფლებაში არის ერთი შტო, რომელიც უფრო ზომიერია და მათი პოლიტიკური განცხადებები უფრო ფრთხილია, აგრეთვე, არის მკვეთრად გამოხატული პროდასავლური ძალა რესპუბლიკელების სახით, რომელთა ხედვები საგარეო პოლიტიკური ვექტორისა და ქმედებების შესახებნაციონალბისხედვისგან, ფაქტობრივად, არაფრით განსხვავდება. ამაზე მეტყველებს თინათინ ხიდაშელის განცხადებები. საზოგადოების აქტიურობაა საჭირო, ჩვენ დაუფარავად და მკვეთრად უნდა გამოვხატოთ ჩვენი განწყობა, მაგრამ, სამწუხაროდ, ხელისუფლების ინერტულობის გამო, დღეს საზოგადოებაში ნიჰილისტური განწყობაა. ადამიანები ინდივიდუალური გადარჩენის რეჟიმში ცხოვრობენ და ხსნას საზღვარგარეთ წასვლაში ხედავენ.

_ თინა ხიდაშელის მიერბიბისი”-სთვის მიცემულმა ინტერვიუმ დიდი ხმაური გამოიწვია. ძალიან საინტერესო იყო მისი ფრაზა, რომლითაც მან საერთაშორისო ორგანიზაციებს მიმართა, _ თუ ვარშავის სამიტზე საქართველოსთვის სასიკეთო გადაწყვეტილება არ იქნება მიღებული, ქვეყანაში პრორუსული ძალები მომრავლდებიანო. რატომ ეშინიათ პრორუსული ძალების?

_ როგორც ზემოთ აღვნიშნე, თინა ხიდაშელი მკვეთრად პროდასავლური განწყობით გამოირჩევა და დასავლური ძალების პოლიტიკის გამტარებელია, რაც ხშირად საქართველოს ინტერესებში არ ჯდება. მისი მკვეთრი ანტირუსული განცხადებები, რომლებიცბიბისი”-სთან გაკეთა, მისი აზრი ლენინგრადის ბლოკადაზეგასაოცარიიყო

რუსეთთან ურთიერთობა მოსაგვარებელია. ჩვენი ეკონომიკური სივრცე არის პოსტსაბჭოთა სივრცე. ვექტორი კი, რომელიც ავირჩიეთ, ქვეყნის გეოპოლიტიკური კოდის საწინააღმდეგოა. ადამიანები, რომლებიც მხოლოდ თავისი კერძო სიმპათია-ანტიპათიის ან გამორჩენის მიზნით მოქმედებენ და ქვეყნის რეალურ ინტერესებზე არ ფიქრობენ, სოციალურად უპასუხისმგებლონი არიან.

რაც შეეხება ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ჩვენს ინტეგრაციას, თხოვნები და მოთხოვნები ნამდვილად არ გაჭრის, თუ ეს მათ ინტერესებში არ შედის.

_ ბევრს საუბრობენ მსოფლიოში ცნობილი ბანის, პაატა ბურჭულაძის, პოლიტიკაში ჩართვაზე. როგორ ფიქრობთ, გამოიყენებენ მას იმისთვის, რომ ენდიაის კვლევებში ასახული პრორუსული ძალების ხმები გადაფარონ? ქართველი ამომრჩევლის 31% რუსეთთან დალაპარაკების მომხრეა. ეს ხმები არჩევნებში ვერ დაიკარგება, სანდო კაცი აუცილებელია. ჩვენ ვიცით, რომ ბურჭულაძე წლების განმავლობაში არ აპროტესტებდანაციონალებისქმედებებს და ახლა ის პირველი გამოვიდარუსთავი 2”-ის დასაცავად. გარდა ამისა, პაატა ბურჭულაძემ ოდესის გუბერნატორად სააკაშვილის დანიშვნის აღსანიშნავ ღონისძიებაშიც მიიღო მონაწილეობა. ამასთანავე, ცნობილია, რომ მსოფლიო ბანმა ფეხი სწორედ რუსეთის სცენაზე აიდგა და იქ კარგი ურთიერთობებიც აქვს საკმაოდ ცნობილ ადამიანებთან

_ გამორიცხული არაფერია. ბოლო პერიოდში ძალიან ხშირია საზოგადოებისთვის ცნობილი ადამიანების პოლიტიკაში გამოყენების ფაქტები. ეს იმიტომ ხდება, რომ დღეს პოლიტიკა ფასადურია. ეს ცნობილი ტექნოლოგიაა, მათ უკან კი სულ სხვა ადამიანები დგანან _ რეალური პოლიტიკის არქიტექტორები. პაატა ბურჭულაძე კარგი მომღერალია, ქველმოქმედი. ის საქართველოში უყვართ, ძალიან სამწუხარო იქნება, თუ პაატა ბურჭულაძე ვინმესშირმადგამოაყენებინებს თავს, პოლიტიკაში მოსვლის გამო ხალხის სიყვარულსა და პატივისცემას დაკარგავს.

გავიხსენოთ ბუბა კიკაბიძე, რომლის გამოყენებაც ძალიან კარგად შეიძლებოდა რუსეთ-საქართველოს ურთიერთობების მოგვარების საქმეში. ის ორივე ქვეყნაში მეტ-ნაკლებად პატივცემული ადამიანი იყო. მის იმიჯს გაფრთხილება სჭირდებოდა. ნორმალურ ქვეყანაში ასეთ ადამიანებს სახელმწიფო უფრთხილდება და კრიტიკულ მომენტებში იყენებს ხოლმე, მაგრამ ნაციონალებმაბევრი ადამიანი მოაქციეს დაპირისპირების ეპიცენტრში და იმიჯიც შეულახეს. ესეც ტექნოლოგია იყო. დღეს ჩვენ მანიპულაციებისა და ტექნოლოგიების მსხვერპლნი ვართ. კიდევ ერთხელ ვიტყვი: ძალიან ცუდი იქნება, თუ პაატა ბურჭულაძე ამ თამაშში ჩაებმება.

_ ყარაბაღში ვითარება ძალიან დაძაბულია, შესაძლოა, ომიც დაიწყოს. ვის აძლევს ხელს ომი ამ ტერიტორიაზე? აზერბაიჯანსა და სომხეთსაც რუსეთთან კარგი ურთიერთობა აქვთ

_ თუ თვალს მივადევნებთ მსოფლიოში მიმდინარე პროცესებს, ვნახავთ, რომ ყველაფერი დესტაბილიზაციისკენ არის მიმართული. ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე პროცესები, დევნილების ნაკადი _ ეს ყველაფერი მართვადი ქაოსის რეჟიმია და ვიღაცას აძლევს ხელს.

აზერბაიჯანში არჩევნები მოახლოებულია. ილჰამ ალიევმა საკმაოდ მკვეთრი განცხადებები გააკეთა ევროსტრუქტურების მისამართით. ესეც გასათვალისწინებელია. რაც შეეხება რუსეთს, ყველაზე მეტად სწორედ მას არ სურს არეულობა თავის საზღვართან.

_ დავუბრუნდეთ თინა ხიდაშელის განცხადებას, _ სანამ პირში სული მიდგას, საქართველოში რუსის ჯარი ვერ შემოვაორა იგულისხმა თავდაცვის მინისტრმა?

_ არ ვიცი, რა იგულისხმა. არც ის ვიცი, შეუძლია თუ არა მას საერთაშორისო პოლიტიკურ პროცესებზე ზემოქმედება. თინა ხიდაშელი ქვეყნის თავდაცვის მინისტრი რომ არ იყოს, რაც უნდა, ის ილაპარაკოს, მაგრამ დღეს ის ხელისუფლების წარმომადგენელია და მისი განცხადებები ქვეყნის უსაფრთხოებას უკავშირდება.

საერთოდ, მსოფლიოში დღეს ძალიან რთული ვითარებაა, ამიტომ ჩვენს ქვეყანას უნდა გავუფრთხილდეთ და ისე არ უნდა მოვიქცეთ, როგორც საბჭოთა კავშირის ნგრევის დროს…

ესაუბრა

ეკა ნასყიდაშვილი

1 COMMENT

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here