Home რუბრიკები საზოგადოება წაგვიკითხეთ! არ დაგვზოგოთ!

წაგვიკითხეთ! არ დაგვზოგოთ!

დიახ, დიახ! ღირსები ვართ! ნაცვლად იმისა, რომ საქართველოში ჯერ არნახული მანიაკიზმის, შეუბრალებლობის, უსამართლობისა და განუკითხაობის შემოქმედნი და მათი მხარდამჭერ-”გამპრავებელნისაზოგადოებრივი წნეხის შიშით ქუჩაში ცხვირს ვერ ყოფდნენ, ისინი არათუ ქალაქში დანავარდობენ თავისუფლად, არამედ საჯარო ლექციებსაც კი კითხულობენ.

ჯანდაბას! გვესმის, რომ რომელიმე დარგის სპეციალისტი, ნებსით თუ უნებლიეთ, გვერდით დაუდგა მანიაკებს, მაგრამ თავის სფეროში მაინც ძლიერი სპეციალისტია და ლექციების კითხვას განაგრძობს, დავუშვათ, კვანტური ფიზიკის განხრით ან მიკრობიოლოგიის, ან რამე სხვა სამეცნიერო დისციპლინის…

მაგრამ ამ კონკრეტულ შემთხევვაში, აბა, ნახეთ, ვინ კითხულობს და რას:

ნიკა გვარამია _ “მედია და დამოუკიდებლობა”;

გია ბუღაძე _ “ზნეობა და სამართალი”.

ხომ “ჟღერს”, არა?

არ გამოტოვოთ! ეს ლექციები კოაბიტაციის კიდევ ერთ შესანიშნავ სიმბოლოში _ “მიხეილ სააკაშვილის საპრეზიდენტო ბიბლიოთეკაში” გაიმართება.

სულ მალე, როგორც ჩანს, ასევე, მომსწრენი გავხდებით შემდეგი საჯარო ლექციებისა:

ვანო მერაბიშვილი _ “პოლიცია და გვამისთვის იარაღის შეჩეჩების ესთეტიკური ასპექტები”;

ბაჩო ახალია _ “ჯარისკაცის მუნდირის ღირსების შეგნება დედის გინების ზეგავლენით”;

მეგის ქარდავა _ “კასრების როლი დემოკრატიის დონის ამაღლებაში”;

მიხეილ სააკაშვილი _ “პოლიტიკური ოპონენტების პატივისცემა ჩარეცხვის შემდეგ”;

ნუგზარ წიკლაური _ “სამშობლოს მედგარი დაცვა წითელ ხიდზე გადარბენის მეთოდით”;

გიგა ნასარიძე _ “ვაზელინის პირდაპირი დანიშნულება და მისი ბანალური გამოყენება”;

გოგა ხაჩიძე _ “ბელადის ქება-დიდება მეტეოროლოგიური პირობების მიუხედავად”;

კოტე კუბლაშვილი _ “სასამართლო სისტემის შეურყვნელობა მოსამართლეთა მიჩმორების გზით”

და ა.შ. და ა.შ.

რომელი ერთი ჩამოგითვალოთ?!

და, დაე, გვიკითხეთ, გვიკითხეთ, გვიკითხეთ, გვიკითხეთ, ამინ!

არ დაგვზოგოთ, ღირსები ვართ!

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here