Home რუბრიკები ეკონომიკა „ეროვნული ბანკი მიზანმიმართულად აუფასურებს ეროვნული ვალუტას“

„ეროვნული ბანკი მიზანმიმართულად აუფასურებს ეროვნული ვალუტას“

745

საქართველოს ეროვნული ბანკი ყოველ შესაძლო მომენტს იყენებს ეროვნული ვალუტის გასაუფასურებლად. ასეთი თამამი განცხადების გაკეთების საშუალებას კი გვაძლევს ბოლო 11 თვის მანძილზე მათ მიერ განხორცილებული არათანმიმდევრული პოლიტიკა”, _ მიიჩნევს თსუ ანალიზისა და პროგნოზირების ცენტრის დირექტორი ვახტანგ ჭარაია, რომელიც ლარის დევალვაციის მეზეზებზე საგანგებო განცხადებას ავრცელებს:

„იმ მომენტში, როდესაც ეროვნული ვალუტის გაუფასურების ობიექტური მიზეზები არ არსებობს და ლარი უფასურდება აჟიოტაჟისა და სპეკულაციის ხარჯზე, ეროვნული ბანკი კიდევ უფრო ამძაფრებს მდგომარეობას და უბიძგებს ლარს მომდევნო დევალვაციისკენ. კერძოდ, 17 სექტემბრის მდგომარეობით, საქართველოს ეროვნულმა ბანკმა (მუდმივმოქმედი) რეფინანსირების სესხის ოდენობა კვლავ გაზარდა, თუმცა ამჯერად არა რამდენიმე ათეული მილიონით, არამედ მთელი 212 მილიონით (22%-ით), რაც აუცილებლად აისახება ეროვნული ვალუტის კურსზე უკვე მომდევნო კვირიდან.

ეროვნული ბანკის თანახმად, მან ეს ნაბიჯი გადადგა კომერციული ბანკების ლიკვიდობის მხარდასაჭერად, თუმცა კომერციული ბანკების ლიკვიდობის პრობლემა არ არის ეროვნული ბანკის მთავარი საზრუნავი, უფრო მეტიც, ამ შემთხვევაში გარკვეულწილად ირღვევა მომხმარებლების უფლებებიც. ვგულისხმობ, რომ კომერციული ბანკები მათი ლიკვიდობის უზრუნველყოფას არა ეროვნული ბანკიდან აღებული სესხით, არამედ ანაბრებზე უფრო მაღალი პროცენტების დაწესების გზით უნდა იზიდავდნენ, სადაც მომხმარებელიც და ბანკიც მოგებულები დარჩებიან და არა ცალმხრივად მხოლოდ ბანკები, როგორც ეს დღეს ხდება. უფრო მეტიც, მსგავსი ნაბიჯებით ეროვნული ბანკი ეწინააღმდეგება თავის ერთ-ერთ უშუალო ვალდებულებასაც _ ინფლაციის მაჩვენებლის მიზნობრივ დონეზე შენარჩუნებას, რასაც ასეთი ხერხებით ის ნამდვილად ვერ უზრუნველყოფს.

აღსანიშნავია, რომ ეროვნული ბანკის ნაბიჯები ხშირად ემთხვევა ქვეყნაში პოლიტიკური ტალღების აგორებას!” _ ნათქვამია განცხადებაში.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here