Home რუბრიკები პოლიტიკა გია ვოლსკი: “ოცნებიდან” გარკვეული ჯგუფი “ნაციონალებთან” დადგება

გია ვოლსკი: “ოცნებიდან” გარკვეული ჯგუფი “ნაციონალებთან” დადგება

479

მმართველი პარტიის ერთერთი ლიდერი გია ვოლსკი სკანდალურ განცხადებას აკეთებს. მისი თქმით, იმ შემთხვევაში, თუ უმრავლესობა დაეთანხმება ოპოზიციის მოთხოვნას და გააუქმებს მაჟორიტარულ არჩევნებს, ამან, შესაძლოა, უმრავლესობის დაშლა გამოიწვიოს და ქვეყანაში ცუდი პროცესები დაიწყოს.

„უმრავლესობა გვაქვს იმ შემთხვევაში, თუ ჩვენმა პარტიამ, 46-მა კაცმა, ერთი პოზიცია დაიკავა, “ნაციონალურ მოძრაობასა” და “თავისუფალ დემოკრატებთან” ერთად. ეს მორალურად გაუმართლებელია და პრაგმატულადაც არასწორია. ამ პოზიციას, შესაძლოა, უმრავლესობის დეპუტატების დიდი ნაწილი დაუპირისპირდეს და საპარლამენტო კოალიცია დაიშალოს. ეს საპარლამენტო უმცირესობასაც გააქრობს და არჩევნების წინ პარლამენტში ქაოსური ვითარება შეიქმნება. ეს ქვეყანასაც არ სჭირდება, რადგან პარლამენტს, არჩევნების გარდა, სხვა უამრავი საკითხი აქვს განსახილველი. ამგვარი ვითარება კი ყველაზე მეტად “ნაციონალურ მოძრაობას” აძლევს ხელს. ეს საკითხი დღის წესრიგში რომ დადგეს, “ოცნებიდან” გარკვეული ჯგუფი “ნაციონალებთან” დადგება. საბოლოოდ 113 ხმას მაინც ვერ შეაგროვებენ და საკითხს ვერ გაიტანენ, მაგრამ ქაოსსა და არეულობას შექმნიან“, _ განაცხადა გია ვოლსკიმ გაზეთ „ვერსიასთან“ ინეტრვიუში.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here