Home რუბრიკები პოლიტიკა ვიქტორ ორბანი: მიგრანტები ევროპის საზღვრების არსებობას საფრთხეს უქმნიან

ვიქტორ ორბანი: მიგრანტები ევროპის საზღვრების არსებობას საფრთხეს უქმნიან

502

უნგრეთის პრემიერმინისტრ ვიქტორ ორბანის შეფასებით, მიგრანტები ევროპის საზღვრების არსებობას საფრთხეს უქმნიან, ამიტომ ევროკავშირმა ამ საკითხზე ერთობლივი პოზიცია უნდა შეიმუშაოს. ამის შესახებ ურბანმა უნგრეთის პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა

პარალელურად, უნგრეთის პარლამენტმა კანონი მიიღო, რომელიც მთავრობას უფლებას აძლევს, მიგრაციის კრიზისის მოსაგვარებლად რეგულარული ჯარი გამოიყენოს. კერძოდ, სამხედროებს უფლება მიეცემათ, მიგრანტების წინააღმდეგ რეზინის ტყვიები, ცრემლმდენი გაზი და სხვა არალეტალური იარაღი გამოიყენონ.

წლის დასაწყისიდან ევროკავშირის ტერიტორიაზე 500 000-ზე მეტი მიგრანტი ჩავიდა. ევროკომისიის განცხადებით, მიგრაციული კრიზისი ყველაზე მასშტაბურია მეორე მსოფლიო ომის შემდეგ.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here