Home რუბრიკები საზოგადოება ვანო მერაბიშვილი: ჩვენს დროს ციხეში უკანონოდ არც ერთი ადამიანი არ დარჩენილა

ვანო მერაბიშვილი: ჩვენს დროს ციხეში უკანონოდ არც ერთი ადამიანი არ დარჩენილა

486

ოხერი რამეა ქართული გრამატიკა! მიაქციეთ ყურადღება, რას ამბობს შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრი და შემდგომ არჩევნების წინა პერიოდის პრემიერმინისტრი მის დროს ციხეებში არსებულ ვითარებაზე.

არც ერთი უკანონო პატიმარი არ “დარჩენილაო”!

ახლა ზოგიერთმა შეიძლება დაუწყოს გამოკიდება, _ როგორ არ იყო თქვენს დროს უკანონო პატიმრები, მაგის მეტი რა იყოო…

არა! შემთხვევით კი არ მიხსნებია ქართული გრამატიკა… არ ყოფილაო, _ არ უთქვამს ადამიანს, არამედ _ არ დარჩენილაო, _ ამბობს, ანუ გავჟუჟეთ ყველაო, დავხოცეთ, ვაწამეთ და დედა ვუტირეთო!

ციხეებიდან შუაღამით გვამები რომ გამოჰქონდათ მანქანებით, აღარ გახსოვთ?

ანუ, სხვანირად რომ ვთქვათ, ვანო მერაბიშვილს უნდოდა, ეთქვა: ჩემს დროს ციხეებში არც ერთი უკანონო პატიმარი არ გადარჩენილაო!

თუმცა, ღვთის მადლით, ცდებით, ბატონო ვანო!

მაინც გადარჩნენ!

პრინციპში, გადარჩებოდა ბევრი, აბა, რა იქნებოდა _ იმდენი გყავდათ, ყველას გაჟუჟვას, თქვენ კი არა, ჰიტლერის გამოცდილი გესტაპოელები და ესესელები ვერ აუვიდოდნენ

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here