Home რუბრიკები პოლიტიკა ლია მუხაშავრია: ზურაბ ადეიშვილის განკარგულებები დღესაც ძალაშია

ლია მუხაშავრია: ზურაბ ადეიშვილის განკარგულებები დღესაც ძალაშია

500

2015 წლის 17 სექტემბრის პროცესზე, რომელიც თბილისის საქალაქო სასამართლოში თითქმის საათ-ნახევრის დაგვიანებით დაიწყო და რამდენიმე საათს გრძელდებოდა, დედაქალაქის ყოფილი მერი გიგი უგულავა წინასწარი პატიმრობიდან გაათავისუფლეს. 

სასამართლომ იხელმძღვანელა საკონსტიტუციო სასამართლოს 16 სექტემბრის გადაწყვეტილებით საქმეზეგიორგი უგულავა საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ”, რომლის თანახმადაც, საკონსტიტუციო სასამართლომ დაადგინა, რომ წინასწარი პატიმრობის ვადა არც ერთ შემთხვევაში არ უნდა აღემატებოდეს 9 თვეს, გიგი უგულავა კი წინასწარ პატიმრობაში უკვე 14 თვეზე მეტ ხანს იმყოფებოდა. ზუტად 24 საათის შემდეგ თბილისის საქალაქო სასამართლომ თბილისის ყოფილ მერს, გიგი უგულავას, 4 წლითა და 6 თვით პატიმრობა შეუფარდათბილსერვისისსაქმეზე, ხოლო რიყის ტერიტორიის გასხვისების საქმეში გაამართლეს ისევე, როგორც საქართველოს თავდაცვის ყოფილი მინისტრი დავით კეზერაშვილი. გადაწყვეტილებები 18 სექტემბერს, დაახლოებით 22:30 საათზე, გამოაცხადა მოსამართლე ლაშა ჩხიკვაძემ. ეს საქმე ასე რომ დასრულდებოდა და ყოფილი თავდაცვის მინისტრის _ ბაჩანა ახალაიას საქმეც მიჰყვებოდა, ამაზე გაზეთსაქართველო და მსოფლიოსთანრამდენიმე ხნის წინათ ისაუბრა უფლებადამცველმა ლია მუხაშავრიამ. მას ინტერვიუ ამჯერადაც ვთხოვეთ.

_ თბილისის ყოფილი მერი გიგი უგულავა ჯერ გამოუშვეს, შემდეგ ისევ დააპატიმრეს. ჩვენს გაზეთთან ინტერვიუში თქვით, უგულავა საქმეს საკონსტიტუციო სასამართლოში მოიგებსო და ახდა კიდეც თქვენი პროგნოზი

_ საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება სწორი იყო, რადგან წინასწარ პატიმრობაში 9 თვეზე მეტი ხნით ადამიანის ყოფნა არ შეიძლება, პატიმრობა უნდა შეწყდეს და შეწყდა კიდეც. შემდეგ დადგა გამამტყუნებელი განაჩენი და ყოფილი მერი ისევ დააპატიმრეს, თანაც უკვე სხვა საქმეზე.

_ ყველამ იცოდა, რომ უგულავა საკონსტიტუციო სასამართლოს მოიგებდა, მაგრამ ზომები არ გატარდა და ის გამართლდა. როგორ ფიქრობთ, იყო თუ არა ზეწოლა საკონსტიტუციო სასამართლოზენაციონალებისმხრიდან? ყოველ შემთხვევაში, პოლიტოლოგები ასე ვარაუდობენ. თქვენ, როგორც იურისტი, როგორ შეაფასებთ მომხდარს?

_ კი, ნაციონალებისზემოქმედებით, საკონსტიტუციო სასამართლომ გადაწყვეტილება ფორსირებულად მიიღო, ჩვენ დღემდე არ გვაქვს სრული გადაწყვეტილების ტექსტი და მხოლოდ სარეზოლუციო ნაწილს ვიცნობთ, რომელშიც ეწერა, რომ უგულავა დაუყოვნებლივ უნდა გათავისუფლდეს.

როდესაც საქალაქო სასამართლომ იმსჯელა უგულავას პატიმრობიდან გათავისუფლებაზე, მხოლოდ სარეზოლუციო ნაწილი რატომ გამოიყენა?! მათ არ ჰქონდათ საკონსტიტუციო სასამართლოს დასაბუთება, ანუ გადაწყვეტილების ტექსტი, ხოლო ის, რაც სარეზოლუციო ნაწილში ეწერა – “დაუყოვნებლივ გათავისუფლდეს”, ისედაც მკაფიო და ნათელი იყო მე-18 მუხლის მე-4 პუნქტში, რომ არ შეიძლება წინასწარი პატიმრობის ვადა აღემატებოდეს 9 თვეს. უგულავა მართლაც 9 თვეზე მეტ ხანს იმყოფებოდა წინასწარ პატიმრობაში. საქალაქო სასამართლომ სხვა არაფერი მოითხოვა და მიიღო გადაწყვეტილება, ყოფილი მერი გაეთავისუფლებინა იმავე ღამეს.

_ ქალბატონო ლია, თქვენ ხშირად ამბობთ, რომ თავდაცვის ყოფილი მინისტრის _ ბაჩანა ახალაიას დაპატიმრებაც დარღვევებით მოხდა.

_ დიახ, ახალაიას დაპატიმრებისას დარღვევები იყო, ისევე, როგორც ვანო მერაბიშვილის შეთხვევაში.

ყველა ამ ადამიანს, რომელთა გარშემოც ხმაურია ატეხილი, დანაშაული ერთ პერიოდში აქვთ ჩადენილი. ისინი იყვნენ თანამდებობებზე და გამოძიება მათ რატომღაც ულუფაულუფა უყენებს ბრალს, თანაც ისე, რომ დანაშაულებში მართლდებიან: ხან _ ერთში, ხან _ მეორეშიპროკურატურის ასეთი მუშაობა შთაბეჭდილებას ტოვებს, რომ ქვეყანაში ადამიანების მიმართ პოლიტიკური დევნა ხორციელდება.

პროკურატურა ვალდებულია, წინასწარ განსაზღვროს, განჭვრიტოს, დაამუშავოს ბრალდების ყველა ვერსია. პროკურორებს არავინ აჩქარებდა, ცალცალკე და ნაწილნაწილ წაეყენებინათ ბრალი ამ ადამიანებისთვის. სწორედ ამიტომ არის, რომ საერთაშორისო ორგანიზაციებინაციონალური მოძრაობისმაღალჩინოსნებს პოლიტპატიმრებს უწოდებენ, რაც ლოგიკურია.

9 თვე პატიმარს საპყრობილეში ამყოფებ, ბრალს ვერ უმტკიცებ, რომ არ გამოუშვა _ სხვა ბრალს უყენებ და იმასაც ვერ უმტკიცებ. ასე, შესაძლებელია, ადამიანი 9 წელი ამყოფო პატიმრობაში, მაგრამ ის მუდამ უკანონო პატიმარი იქნება.

ჩვენდა სამწუხაროდ და ქვეყნის იმიჯის საზიანოდ, ის ოდიოზური ადამიანები, რომლებიც ციხეებში სხედან, პოლიტპატიმრებად ითვლებიან.

_ რატომ ხდება ასე? პროკურატურაში არაპროფესიონალები არიან თუ რაიმე გარიგებასთან გვაქვს საქმე?

_ არა, პირიქით, პროფესიონალები არიან. ეს პროკურატურის დანაშაულებრივი სქემის ნაწილია, ზურაბ ადეიშვილის მიერ შემუშავებული სქემის. როდესაც პროკურატურა ყველასთან ერთსა და იმავეშეცდომასუშვებს, ამას ორგანიზებული, შეგნებული დანაშაული ჰქვია. ისინი ყველაფერს მიზანმიმართულად აკეთებენ და შედეგიც შესაბამისია. ესნაცმოძრაობისძალისხმევის შედეგია. სწორედ მათი დამსახურებაა, რომ დღეს ქვეყანას პოლიტპატიმრები ჰყავს.

სამწუხაროა ის, რომ არავინ ისჯება. ეს ხელისუფლება ამ პროცესებში, სავარაუდოდ, ჩართულია და გარიგებულიც. არადა, ყოველ მათგანს ძალიან მაღალ ხელფასს ვუხდით _ ადამიანებს, რომლებიც ქართულ მართლმსაჯულებას ძირს უთხრიან.

_ ადეიშვილი, სამ წელიწადზე მეტია, აღარ არის თანამდებობაზე, უფრო მეტიც, ის ქვეყანაშიც არ არის

_ პროკურატურაში ისევ მისი დანიშნული ხალხია, ზურაბ ადეიშვილის განკარგულებები დღესაც ძალაშია. ამის თქმის უფლებას მაძლევს ის, რომ ამ წლების განმავლობაში უფლებადამცველების არც ერთი შენიშვნა არ იქნა გაზიარებული, ყურს არავინ გვიგდებდა. პროკურორებს პასუხს არავინ სთხოვს, ხელისუფლება მათთან გარიგებულია ან მეტისმეტად ბრიყვები არიან.

_ რა იქნება შემდეგი ნაბიჯი? ამბობენ, პრეზიდენტმა, შეიძლება, ახალაია და მერაბიშვილი შეიწყალოსო

_ პრეზიდენტს აქვს მსჯავრდებულის შეწყალების ექსკლუზიური უფლება. უფრო მეტიც, ეს საერთაშორისო არენაზე კეთილშობილურ ჟესტადაც შეიძლება ჩაითვალოს, საქართველოს სახელი ამით არ შეილახება, მაგრამ ეს დაკავშირებული არ არის იმასთან, რაზეც ახლა ვსაუბრობთ. პროკურატურის დანაშაული სულ სხვა საქმეა.

_ გასაგებია, რომ პრეზიდენტს უფლება აქვს, ვინც უნდა, ის შეიწყალოს, მაგრამ თქვენ, როგორც იურისტი, რას ფიქრობთ, დამნაშავეები უნდა გაათავისუფლოს, ამის მორალური უფლება აქვს?

_ ხელისუფლების შეცვლის შედეგ ძალიან ცოტა ადამიანის მიმართ განხორციელდა სამართლებრივი დევნა. ვფიქრობ, გაცილებით მეტი იყო დასასჯელი. არ ვარ მომხრე, სისასტიკე ჩაედინათ ამ ადამიანების მიმართ, მიუხედავად იმისა, რომ თვითონ მართლაც ჩაიდინეს სისასტიკე. დავუშვათ, ყველას ვერ დააპატიმრებდნენ, მაშინ აუცილებლად უნდა გაესაჯაროებინათ ამ ადამიანების დანაშაულები, გვცოდნოდა მათი გვარები, აკრძალათ მათთვის საჯარო სამსახურებში მუშაობა და მაღალი ტრიბუნიდან გამოსვლა. ეს ძალიან დიდი და ჰუმანური აქტი იქნებოდა, თუ მაინცდამაინც მათი ციხეებში გამომწყვდევა არ სურდათ. ეს იქნებოდა საუკეთესო გადაწყვეტილება, რომელიც მოგვცემდა საშუალებას, დღეს დამნაშავეებისთვის არ გვესმინა და ჩვენთვის ჭკუა არ დაერიგებინათ.

ყველა დამნაშავე, რომელთა დანაშაულიც ხელის გულზე დევს, მართლმსაჯულებას გაექცა.

_ ანუ თქვენ მომხრე იყავით, რომნაციონალურირეჟიმი გასამართლებულიყო?

_ ჩადენილი დანაშაულისთვის პასუხი ყველასთვის რომ მოეთხოვათ, ანდა დაედასტურებინათ ბრალი, რის შემდეგაც ავტომატურად მოხდებოდა რეჟიმის გასამართლებაც. დღეს რა ვითარებაა? ვიღაცებს წაუყენეს უსუსური ბრალი, რომელიც საერთაშორისო ორგანიზაციებმა არ ცნეს და ძებნაც არ დაიწყეს. დაზარალებულებისთვის არაფერი გაკეთდა, სამართალი არავისთვის აღსდგა.

ის, რაც ქვეყანაში ხდება, ძალიან საშიშ პროცესებამდე მიგვიყვანს. მოახლოებულ არჩევნებზე რა პირით უნდა გაუსწორონ თვალი ამომრჩევლებსქართული ოცნებისწევრებმა?!

ესაუბრა

ეკა ნასყიდაშვილი

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here