Home რუბრიკები პოლიტიკა აგრამუნტის არგუმენტი და მასტურბაცია, როგორც კიბოს წამალი

აგრამუნტის არგუმენტი და მასტურბაცია, როგორც კიბოს წამალი

1141

დემოგრაფიული განვითარების ფონდის დირექტორმა ზვიად ტომარაძემ ჯერ კიდევ ივნისში თავის ფეისბუქგვერდზე ასეთი სტატუსი გამოაქვეყნა: “ლატვიის დედაქალაქ რიგაში ამა წლის 19-20 მაისს გაიმართა აღმოსავლეთ პარტნიორობის კონფერენცია: “მედიის როლი აღმოსავლეთ ქვეყნებში”. კონფერენციაზე ტელეკომპანიატაბულასწარმომადგენელი თამარ ჩერგოლეიშვილი გამოვიდა. გაეცანით, თუ როგორ საუბრობს ეს ჭინკა მართლმადიდებელ ეკლესიასა და პატრიარქზე.

თამარ ჩერგოლეიშვილი: “უკვე ორი დღეა, ვსაუბრობთ იმაზე, თუ როგორ ვებრძოლოთ რუსულ პროპაგანდას. აშკარად იგრძნობა, რომ რუსული რბილი ძალის საფრთხის აღქმა ევროპაში გაძლიერებულია. საუბარი იყო არა მხოლოდ იმაზე, როგორ გავუმკლავდეთ რუსულ პროპაგანდას, არამედ რუსულენოვანი პროპაგანდის გავლენით წარმოებულ პროპაგანდას ადგილობრივ ენებზეც აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში. საუბედუროდ, საქართველოს წინააღმდეგ რუსების ერთერთი უძლიერესი იარაღია ქართული მართლმადიდებლური ეკლესია. საქართველოში ეკლესია წარმოადგენს ყველაზე მაღალი რეიტინგისა და გავლენის ინსტიტუციას ქვეყანაში და აქვს 87%-იანი რეიტინგი.

პატრიარქი საკმაო დოზით არის “ორი ბატონის მსახური” და მისი გზავნილები არის ორაზროვანი. ერთ დღეს ამბობს, რომ “ჩვენი გზა ევროპულია”, მეორე დღეს კი პირიქით: “ჩვენი ახალგაზრდები რომ მიდიან დასავლეთში სასწავლებლად, კარგავენ საკუთარ იდენტობასა და რელიგიას”. საერთოდ, ქართველი სასულიერო პირები აშკარად და ღიად აგზავნიან ანტიდასავლურ გზავნილებს მოსახლეობისთვის. დიდ ქართულ მედიაკომპანიებსა და ტელეკომპანიებს ეშინიათ ეკლესიის გაკრიტიკება.

არ ვიცი, ეს კომერციული ინტერესების გამო ხდება, თუ მათი ხელმძღვანელობის კურსია ასეთი, მაგრამ, მაგალითად, ჩემი კომპანია “ტაბულა”, ჩვენ ღიად ვაკრიტიკებთ, ყველასგან განსხვავებით, ეკლესიას და ღიად ვამბობთ, რომ ეკლესია ესხმის თავს რელიგიურ და სხვა უმცირესობებს. ჩვენ სპეციალური პროგრამა გვაქვს, სადაც ვსაუბრობთ ამ თემაზე და ვასწავლით საზოგადოებას ამ საკითხს.

ჩვენ გვიჭირს ფინასურად და ვერ ვპოულობთ სახსრებს, ამიტომ ძალიან მნიშველოვანია, დონორებისგან მივიღოთ ფინანსური დახმარება, რომ ადვილად შევძლოთ მუშაობა. ჩვენ არ უნდა ვიყოთ დამოკიდებული ფინანსურად მხოლოდ საკუთარ თავზე. ქართულ ბიზნეს კომპანიებს არ უნდათ, რომ რეკლამა განათავსონ ისეთ პროგრამებში, სადაც ეკლესიის კრიტიკა ისმის”.

ჩვენი საზოგადოების უდიდესი უმრავლესობისთვის, რომელსაც 87%-ად თვითონ “ტაბულა ბიცოლა” მოიხსენიებს, მისი ამ გამოსვლის გარეშეც კარგად არის ცნობილი, რას წარმოადგენს იგი მეუღლესა და მათ თანამოაზრეებთან ერთად, თუმცა ყველაზე საინტერესო არის ის, რომ ჩერგოლეიშვილის ამ მორიგ გამოხდომაზე ინფორმაცია არც მედიაში გასულა და, რაც მთავარია, არც თვითონ ჩერგოლეიშვილს უარუყვია. ამდენად, შეგვიძლია, მივიჩნიოთ, რომ მან სწორედ ასე მიმართა კონფერენციის მონაწილეებს და ფულიც მოითხოვა მართლმადიდებელი ეკლესიისკრიტიკისთვის”.

ახლა, თუ ვინმეს სჯერა, რომ “ტაბულა ბიცოლას” ფული შემოაკლდა, იმასაც გაიხსენებს, რომ მისი მთავარი სპონსორი კახა ბენდუქიძე, უკვე გარდაცვლილია, ხოლო მის მემკვიდრეობაზე ისეთი ამბავია ატეხილი, რომ ჩერგოლეიშვილს იქიდან არაფერი შეხვდება. მეორე მსხვილი დამფინანსებელი გიგი უგულავა, საკონსტიტუციო სასამართლოს “დროული” ჩარევის შედეგად, ციხიდან ტრიუმფალურად გამოსული, კვლავაც იქ მიაბრძანეს, სადაც ჯერ არს. ამას ვერც ბოკერიას მივარდნა შველის ივანიშვილის კარზე და ვერც ხმამაღალი განცხადებები. ბოკერიაჩერგოლეიშვილის წყვილი კი, თუნდაც იდეებისთვის, საკუთარი ჯიბიდან, ბოლო წლებში რომ ამოივსეს, ერთი თეთრის გამღებიც რომ არ არის, ესეც ცნობილია.

კიდევ ვიბძოლებ ეკლესიის წინააღმდეგ, ოღონდ ფულები გამოუშვით”, _ გაიძახის ბოკერიას კნეინა. ამ ფულს, ჩერგოლეიშვილის გარდა, სხვებიც ელიან და ამ ფლანგზე კონკურენცია გამწვავებულია. ისინი ცოტანი არიან, მაგრამ ფული ძალიან უყვართ, უფრო მეტად, ვიდრე საკუთარი ბოდვითი იდეები. რომ ჰკითხო, ისინი განათლებული ევროპისკენ ისწრაფვიან, მაგრამ ეს ისეთივე ოქსიმორონი, ანუ გონებამახვილური სისულელეა, როგორც სააკაშვილის დაპირებულიევროპულისინგაპური.

ევროპაში კი დიდი ძვრებია, იმდენად დიდი, რომ გუშინდელიშარლიებდოებიდღეს ფრანგულ სატირულ ჟურნალს ცინიზმისა და მკრეხელობის გამო ედავებიან. აქაურებდოებსპირში წყალი აქვთ ჩაგუბებული და დაღუპული სირიელების მაგივრად სექსუალურ უმცირესობებს იცავენ, “ისლამური სახელმწიფოსმომძლავრებისას კი კრიტიკის ობიექტად მართლმადიდებელი ეკლესია ჰყავთ შერჩეული.

უგულავას გამოშვებისას ჩერგოლეიშვილმა განაცხადა: ვაღიარებ _ დეგენერატი ვხდები, როცა მიხარია”! გარშემო მხოლოდ თავისნაირები რომ არ ჰყავდეს, ვინმე ყურში მაინც ეტყოდა, რომ, როცა არ უხარია, მაშინაც დეგენერატია. მაგალითების მოტანისთვის ნუღარ დამღლით, ზოგი იცით და ზოგსაც ინტერნეტში დაძებნით. ერთ-ერთი ბოლო “აღმოჩენა” ასეთია: “მასტურბაცია ნორმალურია… მასტურბაცია კიბოს (და სხვა დაავადებების) პრევენციაში გეხმარებათო, _ ამტკიცებენ ექიმები”. ეს უკვე დეგენერატობის საზღვრებსაც სცდება _ კიბოს წამალი აქვე, ხელში გიჭირავთ და ვერ მიმხვდარხართო! ამ დაავადებას სხვა სახელი ჰქვია, მაგრამ მე არ დავწერ _ კვალიფიციურ ექიმს გაესინჯოს. ისე, მაგ დაავადებას მასტურბაცია არ შველის!

თავი ვანებოთ დეგენერატებს და იმ ევროპას მივუბრუნდეთ, რომლისკენაც ესენი თითქოს ისწრაფვიან. ორიოდე კვირის წინათ გერმანიის კანცლერი ანგელა მერკელი მისთვის მინიჭებული საპატიო დოქტორის ხარისხის მისაღებად ბერნის უნივერსიტეტს ჯერ კიდევ 2009 წელს ეწვია. სტუდენტები მისი ჰუმანიზმით მოიხიბლნენ. სხვა მრავალ საკითხთან ერთად, ბოლო შეკითხვა დარბაზიდან ევროპის ისლამიზაციის საფრთხეს შეეხებოდა. “თქვენს მხრებზეა პასუხისმგებლობა ლტოლვილებსა და მიგრაციაზე, მაგრამ თქვენ, ასევე, მოვალე ხართ, დაიცვათ ევროპა, რადგან დღეს ძალიან ბევრი განიცდის შიშს ისლამისა და ისლამიზმის წინაშე”, _ მიმართა კანცლერს სტუდენტმა გოგონამ.

მერკელის პასუხი: “ჯერ ერთი, ევროპას თავად შეაქვს წვლილი ისლამიზმის მხარდაჭერაში, რადგან ისლამისტი რადიკალების რიგებში ბევრი სწორედ ევროკავშირის ქვეყნებიდან არის წასული; მეორეც – შიში ცუდი მრჩეველია; მესამე – გერმანიაში დღეს 4 მილიონი მუსლიმი ცხოვრობს, ამიტომ კამათი, არის თუ არა ისლამი ჩვენი ქვეყნის შემადგენელი ნაწილი, უკვე უადგილოა…

სწორედ ახლა დადგა ჭეშმარიტების მომენტი, როცა ჩვენ, ევროპელებს, შანსი გვეძლევა, გავერკვეთ დამოკიდებულებაში ჩვენი ქრისტიანული ფესვების მიმართ, როცა ჩვენ გვეყოფა სიმამაცე, მკაფიოდ განვაცხადოთ ქრისტიანული მრწამსისადმი კუთვნილება! თუმცა დღეს რომელიმე გერმანულ სკოლაში რომ იკითხოთ, რა არის სამება და რას აღნიშნავენ ქრისტიანები ამ დღეს, დამაკმაყოფილებელ პასუხს ვერ მიიღებთ.

ამიტომ სჯობს, ჩამოვბრძანდეთ “მორალური უპირატესობის მაღალი ცხენიდან”, თავი ვანებოთ ისლამის კრიტიკას და მისგან საფრთხის შექმნას. მინდა, მეტი ადამიანი ვნახო, რომელიც იტყვისმე ქრისტიანი ვარ”!.. დასავლეთ ევროპის ქრისტიანები რელიგიურ პრაქტიკას უნდა დაუბრუნდნენ”.

“წადი, წადი მონასტერში, მონასტერში ოფელია”! _ ასე იტყოდა შექსპირი. მერკელმა პროზაული პასუხი გასცა: “ისლამს კი ნუ ლანძღავთ, ეკლესიებს დაუბრუნდით!” ერთი სიტყვით, ყველაფერი იცვლება, მათ შორის, ფუნდამენტური საკითხების მიმართ დამოკიდებულებაც, ჩვენილიბერასტებიკი კვლავ ადამიანის უფლებების ნულ კლასში არიან და ერთსა და იმავეს იმეორებენ.

ადგილობრივ “ლიბერალებს” ისიც მწარედ ახსოვთ, რომ გასულ ზაფხულს მერკელმა ხაზგასმით განაცხადა: ქორწინება შეიძლება ეწოდოს მხოლოდ ქალისა და მამაკაცის კავშირს”. ჩვენი პოლიტიკოსებისგან განსხვავებით, ქალბატონი კანცლერი იმას ამბობს, რასაც ფიქრობს, მიუხედავად იმისა, რომ დღევანდელ ევროპაში ამგვარი გამონათქვამები კრამოლად აღიქმება. უფრო სწორად, დღემდე ასე აღიქმებოდა, ხვალ, როგორც ჩანს, სხვაგვარად იქნება.

კარგამოხურული ევროპა, საკუთარ კეთილდღეობაში გარინდული, უცხო კულტურის ხალხმა შეანჯანჯღარა. სირიის კრიზისის გამო, ძნელი სავარაუდოა, აფრიკიდან, ავღანეთიდან და სხვა ქვეყნებიდან ლტოლვილები ასე ორგანიზებულად თვითონ დაძრულიყვნენ მაინცდამაინც გერმანიისკენ. თავის დროზე სწორედ გერმანია ეწინააღმდეგებოდა ევროკავშირში თურქეთის შესვლას, მიუხედავად იმისა, რომ თურქეთი ნატოს წევრი ქვეყანაა (ჩვენგან განსხვავებით).

ახლა გერმანიაში მილიონობით თურქი ცხოვრობს. ისინი ინდივიდუალურად შევიდნენ ევროკავშირში და დღეს ანგარიშის გაწევას ითხოვენ. გერმანიას ახლა კიდევ დაემატება ლტოლვილები, რომელთა შენახვა კანონმორჩილ გერმანელ ბიურგერებს სულაც არ ეხალისებათ, მაგრამ თავს ზემოთ ძალა არ არის.

ამიტომ არ უნდა შეუვარდე სახლში სხვას, არ უნდა მოახვიო თავს შენი შეხედულებები, არ უნდა დაამხო არჩეული მთავრობები, არ უნდა დაეხმარო ისლამისტებს, ოღონდ კი მორიგიფერადი რევოლუციებისგანსახორციელებლად გამოიყენოდა კიდევ ბევრი რამ არ უნდა ჩაიდინო. მაგალითად, არჩავარდე შოკშიშენი მარიონეტების სამართლებრივი დევნის გამო.

და, რაც მთავარია, არ უნდა დაეყრდნოტაბულა ბიცოლებს”, რომელთათვისაც მასტურბაციაკიბოს წამალია”, არც მის პარტიულ მეგობრებს, რომლებიც ევროსაბჭოს კარზე არიან დაყუდებულნი და იქიდან ევროპის სახალხო პარტიის ბონზებისაღშფოთების წერილებითგვამარაგებს.

ბოლო მაგალითი: “ნაციონალური მოძრაობის” განმარტებით, ევროსაბჭოში ევროპის სახალხო პარტიის ჯგუფის თავმჯდომარე პედრო აგრამუნტი გიგი უგულავას ხელახლა დაპატიმრებას მისი გათავისუფლებიდან 24 საათზე ნაკლები დროის გასვლის შემდეგ “ბარბაროსულს” უწოდებს და აცხადებს, რომ, თუკი მისი გადახედვა არ მოხდება, საფრთხე შეექმნება ევროპაში საქართველოს რეალური ინტეგრაციის პერსპექტივებს.

რა არგუმენტები აქვს აგრამუნტის? _ რაცნაციონალურმა მოძრაობამუთხრა, მეტი არაფერი. დომინიკ სტროსკანის დაპატიმრებაზე არ უდარდია იმდენი უარგუმენტო აგრამუნტის, რამდენიც გიგი უგულავაზე, ბაჩო ახალაიასა და ვანო მერაბიშვილზე. შესაძლოა, მასაც სჯერა, რომ მასტურბაცია კიბოს კურნავს, ან ის დაიჯერა, რომ ქართულ მართლმადიდებელ ეკლესიასტაბულა ბიცოლასკრიტიკა დააკლებს რამეს.

რა ვიცი, რა ვიცი, ამბობენ, დედამიწა მრგვალიაო და, ასე თუ გააგრძელებთ, ეს “კიბოს მკურნალები” უმალ თქვენ “გიმკურნალებენ”, თორემ საქართველოში მათი ფასი კონა ათი შაური რომ არის, უკვე ყველამ იცის. ვერც “რუსულ საფრთხეზე” და “რბილ ძალაზე” ლაპარაკი შველის მაგ ამბავს და ვერც მათი სიტყვიერი მასტურბაცია.

თამარ დავითულიანი

1 COMMENT

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here