Home რუბრიკები საზოგადოება რაც დაგვა-კელი-თ, მიდით, აწი აგვი-კელი-თ!

რაც დაგვა-კელი-თ, მიდით, აწი აგვი-კელი-თ!

ხიდაშელი _ სირია! _ ეს ორი ფაქტორი მართლაც საეჭვოდ დაემთხვა საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ახალი ელჩის ჩამოსვლას. აკი, იან კელიმ თავის “სეფე-სიტყვაში” სწორედ ამ ორ ფაქტორს გაუსვა ხაზი: სირიაში რუსეთის, მისი აზრით, გაუმართლებელ მოქმედებებს და ამავე რუსეთის უკანონო მოქმედებების წინააღმდეგ გადასადგმელ ნაბიჯებს საქართველოსა და, საერთოდ, კავკასიაში, რომლებიც, თავის მხრივ, სწორედ საქართველოს თავდაცვის მინისტრმა თინა ხიდაშელმა უნდა უზრუნველყოს. 

ვერ გეტყვით, რატომ ურჩევნია ამერიკის შეერთებულ შტატებს სირიაში ბაშარ ალ-ასადის ე.წ. რეჟიმს ესოდენ გათავხედებული და აშკარად ტერორისტული “ისლამური სახელმიფო” და მისი გაძლიერება, თუმცა ამ მასალის მიზანი საერთაშორისო მიმოხილვა ნამდვილად არ არის და ამიტომ მოდი, ისევ ჩვენს ბედკრულ სამშობლოს დავუბრუნდეთ.

ჩვენს ბედკრულ სამშობლოში კი ხდება ის, რომ ჩვენმა ბრძენმა თავდაცვის მინისტრმაბიბისისეთერში რუსეთის ფაქტორზე საუბრისას არნახულადბრძნულიდარიგება მისცა სრულიად საქართველოს, ქართველ ერს და, ფაქტობრივად, ამოწყვეტისაკენ მოუწოდა.

“ცნობილია, რომ თქვენ არ იწონებთ წინა ხელისუფლების მოქმედებებს. როგორც თავდაცვის მინისტრი, რას მოიმოქმედებთ თავად, თუკი საქართველოსა და რუსეთს შორის ურთიერთობამ კვლავ კრიტიკულ ზღვარს მიაღწია და საქართველოში 2008 წლის მსგავსი მოვლენები განვითარდა?” _ ჰკითხა უცხოელმა კორესპონდენტმა საქართველოს თავდაცვის მინისტრს.

ნორმალური ადამიანი, რა თქმა უნდა, იფიქრებს, რომ აქ მინისტრმა დინჯი, გააზრებული, გაწონასწორებული პასუხი უნდა გასცეს; თქვას, რომ საქართველო, თავის მხრივ, ყველაფერს შეეცდება, რათა ასეთი მოვლენები აღარ განმეორდეს; რუსეთის მხრიდან აგრესიის განმეორების შემთხვევაში, შეეცდება, თავი აარიდოს პირდაპირ სამხედრო კონფრონტაციას, გამონახოს სხვადასხვა გზა და ა. შ.

მაგრამ, როგორც ჩვენი ყოფილი ბელადი იტყოდა, ნურას უკაცრავად!

თუკი საქართველოში 2008 წლის მსგავსი მოვლენები განვითარდა და ევროპა და ამერიკა ისევ ისეთ ნაკლებ ყურადღებას და მხარდაჭერას გამოიჩენენ, ჩვენ, ყველანი, გმირულად დავიღუპებით!” _ განაცხადა თინა ხიდაშელმა.

პირდაპირ ვიტყვი: საქართველოს ისტორიას არ ახსოვს მსგავსი იდიოტური განცხადება ასეთი რანგის სახელმწიფო მოღვაწისგან. ასეთი ტუტუცობა, შესაძლოა, რომელიმე ოდიოზურმა პოლიტიკანმა ანდა ქუჩაში მორბენალმა უტვინომოპატრიოტოელემენტმა დააბრეხვოს, მაგრამ, როდესაც ქვეყნის თავდაცვის მინისტრი ამას აცხადებს, ეს უკვე საგანგაშოა!

რა უფლება აქვს თანამდებობის “დათრევით” აშკარად ამჩატებულ და აცანცარებულ თინას, რომ მთელ ერს “დაღუპვას” სთხოვს? ან ვინ ეკითხება ამ მართლაც უცხო ქვეყნის პირდაპირ ემისარს (ნუ დაგვავიწყდება ქართველებს, რომ “უცხო ქვეყანა” მხოლოდ რუსეთი არ არის), მე, ჩემი შვილი ან თუნდაც ჩემი მეზობელი თამაზა “გმირულად დავიღუპებით” თუ ცოტა მეტი ტვინი აღმოგვაჩნდება და მთელი ერის თუნდაც “გმირულად” გაჟუჟვას ვამჯობინებთ თინასნაირი უტვინოებისთვის შესაფერისი ადგილის მიჩენას და ჩვენი ქვეყნის ფიზიკური გადარჩენისთვის გზების გამონახვას?

როგორც ჩანს, ამ მართლაც ტუტუცებს არა მხოლოდ ეს ქვეყანა და მისი ტერიტორია მიაჩნიათ პირად საკუთრებად, არამედ ამ ტერიტორიაზე მცხოვრები ადამიანებიც თავიანთიქონებაჰგონიათ და, როცა უნდათ, მაშინ ამოწყვეტენ და გაჟუჟავენ, თვითონ კიპატრიოტულადგადაიხვეწებიან უცხოეთში წინასწარ მომზადებულ, ხალხის ფულით ნაყიდ კომფორტულ კარმიდამოებში და მერე იქიდანტუფლებში ჩაყრილი ქართული მიწითაგვიჩუყებენ გულს.

ზუსტად ვიცი, ზოგიერთი “მოპატრიოტო” მატრაკვეცა ყოველივე ამის წაკითხვისას აუცილებლად წამოწევს უკვე ძალიან ბანალურად ქცეულ “ლაჩრობის”, “მონობის” და მსგავს თემებს. “რა ვქნათ, აბა, ჩექმები დავუკოცნოთ რუსებს?” _ ეს მძიმედ დემაგოგიური კითხვა, სამწუხაროდ, ჯერაც ახდენს შთაბეჭდილებას ქართველი საზოგადოების იმ ნაწილზე, რომელსაც საკუთარი პირადი “ვაჟკაცობის” მტკიცება საქვეყნო საქმეზე წინ დაუყენებია.

კარგი, დავიჯეროთ, რომ დიმიტრი თავდადებული “ლაჩარი” იყო, რადგან მტერთან მორჩილად გამოცხადდა _ მე რომ არ მივიდე და არ დავემორჩილო, მტერი ჩემს ქვეყანას მოაოხრებს”?!

დავიჯეროთ, რომ “ჩექმის მლოკველი” იყო გიორგი ბრწყინვალე, რომელიც ათწლეულების განმავლობაში “ეძმაკაცებოდა” მტრებს, რადგან მიაჩნდა, რომ ჯერ არ იყო დამდგარი მომენტი, როდესაც აზრი ექნებოდა რაიმე წინააღმდეგობას?!

მადლობა ღმერთს, რომ ასეთილაჩარიმოღვაწეები არაერთი იყო საქართველოს ისტორიაში, თორემ დღეს ქართველების ხსენებაც აღარ იქნებოდა დედამიწაზე, ისევე, როგორც ამოწყდა და სრულიად განადგურდა არაერთივაჟკაციერი და ქვეყანა. და მერე რაღას იზამდათინათინ თავდადებული”, როდესაცვაჟკაცურადამოსაწყვეტი და ამოსაჟლეტი არავინ ეყოლებოდა?

ეს, რაც შეეხება იმ მართლაც სახელმწიფო დამნაშავეებს, რომლებსაც დღეს რატომღაც ამ ქვეყნის ბედ-იღბალი აბარიათ.

რა თქმა უნდა, ურიგო არ იქნება, თუკი იმაზეც დავფიქრდებით, მოსალოდნელითუ არის, საქართველოში რეალურად მოხდეს ის, რისთვისაც ასე გულდაგულ ემზადება თინა-სპასალარი.

მოგეხსენებათ, ეს ადამიანები, პროამერიკელები კი არა, პირდაპირ ამერიკელები არიან ყოველგვარი პროს გარეშე. ისინი პირდაპირ ახორციელებენ ჩვენს რეგიონში ამერიკის ინტერესებს და, შესაბამისად, სიტყვასაც არ დაძრავენ თავიანთშეფებთანშეუთანხმებლად.

სწორედ ამიტომაც არის საეჭვო, რომ მთელი ესხიდაშელისირიაამბები სწორედ ამერიკის ახალი ელჩის საქართველოში ჩამოსვლას დაემთხვა. თავის მხრივ, ახალი ელჩის დანიშვნა, არანაკლებ საეჭვოდ დაემთხვა რუსეთის სამხედრო გააქტიურებას სირიის მიმართულებით და უკრაინის ხელისუფალთა ზედიზედ რამდენიმე უმწეო განცხადებას იმის თაობაზე, რომ მათ ქვეყანას უკვე აღარ შეუძლია ასეთ რეჟიმში ცხოვრება და სულს ღაფავს.

ანუ, უფრო გასაგებად რომ ვთქვათ, სირიულ არეულობას, ალბათ, რუსეთი საბოლოოდ მოუღებს ბოლოს და ავად თუ კარგად შეაჩერებს, “დააკონსერვებს” მას. მძიმე სამხედრო ავანტიურით ძალაგამოცლილი უკრაინა, უბრალოდ, მოდუნდება და დანებდება _ მალე ბრძოლისა და წინააღმდეგობის აღარც სურვილი ექნება და აღარც რესურსი.

ძია სემსკი რუსეთის შორიახლოს აუცილებლად ესაჭიროება გაგანია სამხედრო კონფლიქტი. რაღა თქმა უნდა, საამისოდ მორიგი, ყველაზე ეფექტურადასაფეთქებელიადგილი საქართველოა. მით უფრო, რომ ამ ქვეყნის სათავეში უპასუხისმგებლო და ტუტუცი ადამიანები არიან მოკალათებულნი.

დაახლოებით ასე შეიძლება აიხსნას იან კელის ელჩად დანიშვნისას წარმოთქმულისეფესიტყვა”, რომელშიც ბევრი იყო რუსეთისთვის აშკარად გამაღიზიანებელი გამოთქმები, ხაზგასმული _ ამერიკის მზადყოფნა, კიდევ უფრო გააქტიურდეს კავკასიასა და საქართველოში დამკაცრად შეზღუდოს და გააკონტროლოს რუსეთის თავხედობაამ რეგიონში.

მოკლედ _ ახლა ნახეთ, რაც აქამდე დაგა-კელი-თ, ერთბაშად აგინაზღაურებთ ყველაფერსო, _ გვპირდება ამერიკული დიპლომატია და, როგორც ჩანს, არც რუსეთი უნდა იყოს “კავკასიური კონფრონტაციის” გაღვივების წინააღმდეგი. აკი, ნებისმიერი კავკასიური კონფლიქტისას რუსეთი სახეიროს ყველთვის პოულობდა.

რუსეთიკავკასიური ომებიდან”, დროებითი უკანდახევის შემთხვევებშიც კი, მუდამ გამარჯვებული გამოდიოდა და ვგონებ, ამაზე დაფიქრება დღესაც საჭიროა!

მაგრამ, თუკი ვინმე თავისი ვაჟკაცობის დამტკიცების გუნებაზეა, კეთილი ინებოს, ეს სადმე უბანში ან სამეზობლოსა და საძმაკაცოში ამტკიცოს!

როდესაც საქმე სახელმწიფოს, ქვეყანას, ერს შეეხება, იქ გულზე მჯიღების ბრახუნი არ არის გამართლებული და მისაღები, რადგანკოლექტიური თავგანწირვისმოთხოვნა მუდამ და ყოველთვის ავანტიურისტების, დემაგოგებისა და მართლაც ლაჩრების საქმეა.

აკი, არაერთხელ ყოფილა როგორც უძველეს, ასევე უახლეს ისტორიაში ან თუნდაც ახლო წარსულში, როგორ უდურთიათ ხოლმე თავი გასაქცევად რეალური საფრთხის შემთხვევაში გულზე მჯიღების ყველაზე ხმამაღლა მობრახუნეებსა და მამულისთვის ყველაზე უფროთავგანწირულებსშეშინებული შეძახილით: “მე უკვე მომკლეს, ბაბუ!”.

ბაკურ სვანიძე

1 COMMENT

  1. მართალია.ესენი სუფთა ამერიკელები არიან.პატრიოტი ადამიანი თავის შვილებს არ გაარიდებს თავის ქვეყანას.ღმერთმა არა ქნას და რამე რომ მოხდეს არც-ერთი აქ აღარ გაჩერდება.საქართველოს და საერთოდ მთელი მსოფლიოს პირველი მტერი ამერიკაა.აგერ რას უშვება ევროპას.ხომ შეუსია მუსლიმების მთელი არმია.რატომ არ მიყავს ლტოლვილები თავისთან.მეც და ბევრ სხვასაც გვეგონა რომ ეს მთავრობა მაინც გაარკვევდა ურთიერთობას რუსეთთან მაგრამ არა,ამერიკა ამას არ დაუშვებს რომ ჩვენ რუსეთთან კარგი ურთიერთობა გვქონდეს.რაში აწყობს.და ესენიც მათი ბოტასების მლოკველები არიან.

  2. თინა ხიდაშელს დ ი ი ი ი დ ი არანორმატიული და უხამსი ლექსიკის შემცველი კომენტარებით შევაგონებდი რომ მოცილდეს სავარძელს და სარეცელზე გადაინაცვლოს მეუღლესთან. იუსუპ ფაშა თუ რამე დაა-კელი ააუნაზღაურო იქნება?!

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here