Home რუბრიკები ბლოგი …და დაიპყრობენ მუსულმანები ევროპას!

…და დაიპყრობენ მუსულმანები ევროპას!

973

„დაიპყრობენ მუსულმანები ევროპას და განავრცობენ თავიანთ რელიგიას. გაჩაღდება რელიგიური ომი. შემდეგ ორი დიდი სახელმწიფო, რომელთაც მანამდე განხეთქილება ექნებათ, „ჩასჭიდებენ ერთმანეთს ხელს“ და დაამარცხებენ მუსულმანებს“, – ასეთი წინასწარმეტყველება დაგვიტოვეს ნოსტრადამუსმა და ვანგამ.

არ არის აუცილებელი წინასწარმეტყველი იყო, ან ზედმიწევნით გჯეროდეს წინასწარმეტყველების, რომ განსჭვრიტო მოვლენების შემდგომი განვითარება ევროპაში.

მუსულმანური სამყარო ბოლო დროის ევროპას არც აქამდე აკლდა. დღეს კი, „ისლამური სახელმწიფოს“ ტერორმა, ასიათასობით მუსულმანი იძულებული გახადა ევროპისთვის შეეფარებინა თავი – სირიიდან, ავღანეთიდან, ერაყიდან. მალე ისინი სრულფასოვანი ევროპელები გახდებიან. გაევროპელებული მუსულმანებისთვის კი, ახალი მეჩეთების აშენება გახდება საჭირო. საუდის არაბეთმა უკვე შესთავაზა გერმანიას მეჩეთების საკუთარი ხარჯით აშენება.

თუკი მხვედველობაში მივიღებთ, რომ დღეს ევროპაში მოდაშია ფსევდოტოლერანტობის საფარქვეშ გარყვნილი ცხოვრების პროპაგანდა და ევროპელების ერთსქესიანთა ქორწინება, გავითვალისწინებთ, რომ ბევრი ევროპული ოჯახი, უმეტეს შემთხვევაში, მხოლოდ ერთი შვილის გაჩენით კმაყოფილდება (და მათი ქალიშვილიც ხშირად მუსულმანს მიჰყვება ცოლად), სახეზეა ძირძველი ევროპელი მოსახლეობის აშკარა შემცირება. ევროპელებისგან განსხვავებით, მუსულმანებს სულ სხვა ცხოვრების წესი აქვთ – ერთ ოჯახს რამდენიმე შვილი ჰყავს, თავიანთ ტრადიციებს მკაცრად იცავენ და ე.წ. „ტოლერანტულ ურთიერთობებს“ სასტიკად გმობენ.

ასე რომ, არ უნდა გაგვიკვირდეს, თუკი რამდენიმე წელიწადში, გამუსულმანებულ ევროპას მივიღებთ. მუსულმანებით შევიწროებულ ევროპელებში კი, ნაციონალიზმის საკითხი უფრო მწვავედ იჩენს თავს და ევროპელ ულტრანაციონალისტებსაც საასპარეზო მიეცემათ. თუ რამდენად სახიფათო შეიძლება აღმოჩნდეს ნაციონალური ექსტრემიზმის დაპირისპირება მუსულმანთა ფეთქებად ხასიათთან, ძნელი წარმოსადგენი არაა.

რამდენიმე დღის წინ, ანგელა მერკელმა განაცხადა, რომ გერმანია მზადაა წლის ბოლომდე ერთი მილიონი მიგრანტი მიიღოს. ის იძულებულია ასე მოიქცეს და არ ჩაკეტოს ქვეყნის საზღვრები, რადგან ამით წააქეზებს სხვა სახელმწიფოებსაც, რაც ევროკავშირის არსებობას საფრთხეს შეუქმნის. გერმანელებმა, ამის გამო, მერკელს „ერის მოღალატე“ უწოდეს.

ევროპას უკვე თავისი გასჭირვებია, და როცა ეს გაჭირვება უფრო ძლიერ თავისტკივილად გადაიზრდება, მას ისეთი ქვეყნის პრობლემების მოგვარებისთვის, როგორიც საქართველოა, აღარ ეცლება.


… და რა საფრთხის ქვეშ შეიძლება აღმოჩნდეს მუსულმანური სამყაროთი გეოგრაფიულად ისედაც გარშემორტყმული ჩვენი პატარა ქვეყანა? „ისლამური სახელმწიფოს“ გეგმებში არა მხოლოდ ევროპა, არამედ საქართველოც შედის. ვინ დაიცავს პატარა საქართველოს? შევძლებთ დამოუკიდებლად გავუმკლავდეთ ურიცხვ მტერს? რამდენი ქართველი ვაჟკაცი შეეწირება უთანასწორო ბრძოლას? ვისი იმედი უნდა გვქონდეს, თუ არა ისევ ერთმორწმუნე მძლავრი სახელმწიფოსი?

ფაქტის წინაშე დამდგარი გაბრიყვებული ქართველები მხოლოდ მაშინ გავიხსენებთ ერეკლე მეფეს, ვიტყვით, რა შორსმჭვრეტელი ყოფილა, როცა ერთმორწმუნე რუსეთთან მეგობრობის ტრაქტატს აფორმებდაო.

„რუსეთმა ხომ ტერიტორიები წაგვართვა და ყოველდღე მცოცავი ოკუპაციის მომსწრე ვართ, რანაირად უნდა ვიმეგობროთ მტერთან?“ – დასვამენ კითხვას ოპონენტები.

ყოველ ქმედებას თავისი მიზეზი აქვს. ბირთვულ სახელმწიფოს, რომლის ტერიტორია დედამიწის ხმელეთის ერთ მერვედს მოიცავს, რა გასაკვირია საკუთარი ინტერესები გააჩნდეს. მისი უსაფრთხოების ინტერესია, არ არსებობდეს ისეთი სამხედრო ორგანიზაციის ბაზები, როგორიც ნატოა (რომელიც სწორედ რუსეთის წინააღმდეგ შეიქმნა) მის სახელმწიფო საზღვრებთან. საქართველოს კი, უფრო სწორად, ჩვენს „პატრონებს“ სურთ ჩვენი ქვეყნის ნატოში გაწევრიანება და ამით თავიანთი ბაზების რუსეთის საზღვრებთან ახლოს განლაგება.

ახლა რაც შეეხება თავად ნატოს წესდებას… ნატო არც არასამთავრობო ორგანიზაცია, და არც შპს არ გახლავთ, – ეს სხვადასხვა სუვერენული სახელმწიფოს სამხედრო კავშირია, რომლის წესდებაშიც არაორაზროვნად წერია, რომ სახელმწიფო, რომელსაც არ აქვს ტერიტორიული მთლიანობის საკითხი მოგვარებული, არ შეიძლება გახდეს ნატოს ახალი წევრი ქვეყანა.

იქნებ სწორედ ესაა მიზეზი რუსეთის აგრესიისა და ჩვენი ქვეყნის ტერიტორიების ოკუპაციისა?

აქვე დავფიქრდეთ, რამდენად გულწრფელნი არიან ის პოლიტიკოსები თუ არასამთავრობო ორგანიზაციების ხელმძღვანელები, როდესაც გვეუბნებიან, რომ საქართველო, სულ მალე, ნატოს წევრი გახდება? არიან მზად ისინი აფხაზეთი და სამაჩაბლო დამოუკიდებელ ქვეყნებად აღიარონ? ფიქრობენ, რომ ამას ქართველი ხალხი ოდესმე დაუშვებს? არის ეს საკუთარი მოსახლეობის შეგნებულად მოტყუება თუ მართლა „რუსეთის დაშლის“ იმედი აქვთ?

ამ არასამთავრობო ორგანიზაციების ხელმძღვანელებს ქვეყნის პრეზიდენტის და პრემიერმინისტრის ხელფასზე მაღალი ხელფასები აქვთ, – მათ სხვა, უცხო ქვეყნის ხელისუფლება და სპეცსამსახურებს დაქვემდებარებული ე.წ. „ინსტიტუტები“ აფინანსებენ… არ იციან არც ისტორია, და არც დღევანდელი რეალობის შეფასება შეუძლიათ. ფულით მოხიბლულნი, საქართველოს ბედს ეთამაშებიან! ჩვენ კი, მათგან „დაჩმორებული“ საზოგადოება, დუმილს ვამჯობინებთ!

უცხო ქვეყნის ინტერესების გამტარებლების ნაკლებობას არც დღევანდელი ხელისუფლება განიცდის – საკმარისი იყო პარლამენტარ თამაზ მეჭიაურს სიტყვა „ენჯეოშნიკი“ ეხსენებინა პრეზიდენტის საქსოვ ჩხირებთან ერთად, რომ ხელისუფლებაში მოკალათებულებმა თვითლუსტრაცია განიცადეს და დაგვანახეს, თუ რამდენი, უცხო ქვეყნის „ინსტიტუტების“ მიერ დაფინანსებული, „ენჯეოშნიკი“ ადმიანია ჩვენს ხელისუფლებაში. აქვე უნდა აღვნიშნოთ, რომ თამაზ მეჭიაურს გამონათქვამი, რატომღაც, არავინ ჩაუთვალა „გამოხატვის თავისუფლებად“ – ეს უფლება მხოლოდ პატრიარქის, მართლმადიდებლობის და ქართული ტრადიციების მაგინებლების პრეროგატივაა.

დღეს „ნაციონალურ მოძრაობას“ ბევრ რამეში ადანაშაულებენ, მაგრამ მათ მთავარ დანაშაულს არავინ ამბობს, – უცხო ქვეყნის ფინანსებით წახალისებულებმა, მთელი თავიანთი მოღვაწეობის მანძილზე, საქართველო, ქართველი ხალხი რუსეთს დაგვაპირისპირეს, მოგვისპეს არა მხოლოდ ეკონომიკური განვითარების პერსპექტივა, არამედ ქვეყნის თავდაცვისუნარიანობა საგარეო გამოწვევების წინაშე.

„რუსეთი მტერია!“ – დღესაც გაიძახიან ისინი, არადა „რუსეთის მტრობა“, რატომღაც, არც ერთ მათგანზე არ ასახულა. „რუსეთის მტრობას“ ჩვენ, ხალხი განვიცდით, „რუსეთის მტრობა“ გაჭირვებული საქართველოს მოსახლეობას, გაჭირვებულ გლეხს ეტყობა, რომელსაც მოსავალი ულპება და სახელმწიფოს თხოვს, მასზე გაწეული დანახარჯი მაინც აუნაზღაუროს. „რუსეთის მტრობა“ არ ეტყობა არც სააკაშვილს, რომელსაც აღარც ადარდებს 2008 წელს მისი ბრძანებით დასაღუპად განწირული ქართველი ჯარისკაცები.

რაში გამოიხატება ქვეყნის დამოუკიდებლობა? პასუხი მარტივია – როცა ქვეყანას მისი მოსახლეობის მიერ არჩეული, დამოუკიდებელი ხელისუფლება ჰყავს, რომელიც ქვეყნის განვითარებაზე, საკუთარ მოსახლეობაზე ზრუნავს. და რამდენად ამართლებდა ამ თეზისს ან „ნაციონალური მმართველობა“ (სადაც სიტყვა „ნაციონალური“ აშკარად უადგილოა), ან რამდენად ამართლებს დღევანდელი ხელისუფლება?

რა არის საჭირო ქვეყნის განვითარებისთვის? პასუხი აქაც მარტივია – ქვეყნის ეკონომიკური წინსვლა.

ფსევდოდაპირება, რომ ქართველი გლეხები მოსავალს ევროპაში გაყიდიან, სასაცილოა, თუკი გავიხსენებთ, როგორ აჩერებდნენ, ამ ზაფხულს, ფრანგი ფერმერები ესპანეთიდან მიმავალ ბოსტნეულით დატვირთულ ტრაილერებს და, პროტესტის ნიშნად, ცლიდნენ შუა ტრასაზე, ანადგურებდნენ ევროსტანდარტების სრული დაცვით მოყვანილ ესპანურ ბოსტნეულს… გავიხსენებთ ბელგიელი, გერმანელი ფერმერების საპროტესტო გამოსვლებს… ამ ფონზე კი, ევროპელებს, რატომღაც, ქართული ბოსტნეულის იმპორტი უნდა გაუხარდეთ, რომელიც ევროსტანდარტებს ისეა დაშორებული, როგორც დედამიწა – მარსს.

საქართველოში მოსული მოსავლის გასაღების მთავარი ბაზარი რუსეთია. ჩვენი ხელისუფლება ამ სახელმწიფო ინტერესს, უფრო ზუსტად კი, საკუთარი მოსახლეობის ეკონომიკურ განვითარებას, თმობს სხვა, უცხო ქვეყნის ინტერესის სასარგებლოდ. არის კი ჩვენი ქვეყნის ხელისუფლება დამოუკიდებელი თავის ქმედებაში და ასახავს ის საკუთარი მოსახლების ინტერესებს?

P.S.

როგორც წინასწარმეტყველებაშია აღნიშნული, „ორი დიდი სახელმწიფო, რომელთაც მანამდე განხეთქილება ექნებათ, ჩასჭიდებენ ერთმანეთს ხელს“… ადვილი მისახვედრია, თუ რომელი ორი სახელმწიფო უნდა ვიგულისხმოთ – აშშ და რუსეთი. დიახ, ურთიერთდაპირისპირების მიუხედავად, მათ შეუძლიათ ერთმანეთს ჩასჭიდონ ხელი და მოკავშირეები გახდნენ, – ეს პოლიტიკაა, ინტერესების თანხვედრა. ჩვენ კი, პატარა საქართველოს, არ შეგვწევს ძალა, ისევ ჩვენი, სახელმწიფო ინტერესებიდან გამომდინარე, არ შევასრულოთ რუსეთის წინააღმდეგ მიმართული „საბრძოლო იარაღის“ როლი. საამისო არც განათლება, და არც თავმოყვარეობა გაგვაჩნია…

გავა დრო და ქართულ-რუსული მეგობრული ურთიერთობები კვლავ აღდგება… ამ განვლილ წლებს კი, ჩვენი შთამომავლობა „ერთ დიდ გაუგებრობის პერიოდად“ მონათლავს, ხოლო ჩვენს თაობას – სირცხვილი შეგვაწუხებს…

ლევან ზანგურაშვილი

 

დასასრულ, გთავაზობთ ფოტოკოლაჟს, რომელიც ზედაპირულად ასახავს ევროპაში მიმდინარე პროცესებს:

მიგრანტთა ექსპანსია
მიგრანტთა ექსპანსია

მიგრანტთა ექსპანსია

მიგრანტთა ექსპანსია

მიგრანტთა ექსპანსია

მიგრანტთა ექსპანსიამდე (წინა წლები):
 
საფრანგეთი (პარიზი)
მიგრანტთა ექსპანსია

მიგრანტთა ექსპანსია

ინგლისი (ლონდონი)
მიგრანტთა ექსპანსია

მიგრანტთა ექსპანსია

 მიგრანტთა ექსპანსია

ჰოლანდია
მიგრანტთა ექსპანსია 

დანია
მიგრანტთა ექსპანსია 

იტალია (რომი)
მიგრანტთა ექსპანსია

მიგრანტთა ექსპანსია

 მიგრანტთა ექსპანსია

ევროპელთა საპროტესტო აქციები ისლამიზაციის წინააღმდეგ
მიგრანტთა ექსპანსია

ევროპელთა საპროტესტო აქციები

 ევროპელთა საპროტესტო აქციები

ევროპელთა საპროტესტო აქციები

ევროპელი ნაციონალისტების მიერ შექმნილი პლაკატი, წარწერით „დავინახავ თქვენს ჯიჰადს და მოგიწყობთ კიდევ ერთ ჯვაროსნულ ლაშქრობას“
ჯვაროსნული ლაშქრობა

1 COMMENT

  1. saintereso! pozitiurad damafiqrebeli statiaa, arada rac aq ceria islamtan dakavshirebit, saqrangetshi sruli katastrofaa, dgiti dge, autaneli xdeba aq cxovreba, qvela qalaqsa tu sofelshi eklesiebi muzeumebad gadaaqcies, mrevli, dz: mcire raodenobit dadis…..chven! me piradad, chem ojaxtan ertad male daubrundebi chem qveyanas rata, aris sashishroba imisi tu, chveni shvilebi da shvilishvilebi,( musulmanebis mxridan) vegar gaudzleven cinaagmdebobas agitaciasa da propagandas! rac aginishneba yvelgan, quchashi tu samsaxurebshi, gmerti faravdes chem saqartvelos…..Amin!

  2. სრულიად მართალი ბრძანდებით ბატონო ლევან.იქნებ ამ სტატიის გამოქვეყნების შემდეგ გონს მოეგოს ჩვენი ერი და მიხვდნენ საით მივექანებით.რომ აუცილებელია მეზობელ სახელმწიფოსთან კეთილგანწყობა

  3. და ვინ გინდათ რომ გონს მოეგოს? ვინც ეკლესიის კარებს გინგრევს? სარწმუნოებას გიგინებს? ათასი სჯულის სექტანტების ხელშია საქართველო, სანამ ქვეყნის გარედან შემოსული დიტექტივების შემსრულებლები, ქვეყნის მტრებად არ გამოცხადდებიან და მოქმედების თავისუფლება (როგორც მეხუთე კოლონას )არ შეეზღუდებათ, სანამ მთავრობა და პარლამენტი პასუხისმგებელი არ გახდება ხალხისა და ქვეყნის წინაშე, ქვეყანას არ ეშველება!

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here