Home რუბრიკები საზოგადოება უტა ივანიშვილი _ “ქართული ოცნების” საპარლამენტო სიის პირველი ნომერი?

უტა ივანიშვილი _ “ქართული ოცნების” საპარლამენტო სიის პირველი ნომერი?

628

თავიდანვე უნდა ვთქვათ, რომ ამ ინფორმაციის დადასტურება ჯერჯერობით არ ხერხდება, თუმცა იგი მნიშვნელობით მსოფლიო დონის ნიუსებს გაუტანაბრდა

21-ე საუკუნის საქართველოში ხელისუფლების მემკვიდრეობით გადაცემის მოწინააღმდეგეთა არგუმენტები სავსებით გასაგებია, ამიტომ, მოდი, ამჯერად მის უტა-ვმოყვარეო მომხრეებს მოვუსმინოთ:

*”ამ ქვეყანაში უტავბოლობა საბოლოოდ უნდა დასრულდეს! სწორედ ამიტომ მალე ამ ქვეყანას ერთ პატარა კაცი უტამადებს!

*ეს განაჩენი ჩვენ საქართველოს უკვე გამოვ-უტა-ნეთ!

*გპირდებით, ვინც მას გვერდით დაუდგება უტანამდებოდ არ დარჩება!

*ვინც შეგვეწინააღმდეგება, ცოტა უტა-ქტობა კი გამოგვდის, მაგრამ პირდაპირ უნდა გაგაფრთხილოთ, რომ ნუ უტა-კებთ თქვენ ამ კარგ და განათლებულ ბიჭს!

*ნუ ხართ ასეთი უტანლები და გაუტანლები!

*შეიძლება ყველაფერი ბოლომდე კარგად არ მიდის, მაგრამ უნდა იცოდეთ, რომ იოლად და უტა-ნჯველად არაფერი გამოდის ცხოვრებაში!

*ამიტომ ზოგიერთს უტანალი ნუ უტანტალებს და წყნარად იყოს!

თორემ თუ გავბრაზდით უტა-ტა-ტა-ტა-ტაააა”-ო, _ აცხადებენ ისინი.

ჩვენი მხრიდან დავამატებთ: ნურავის დაავიწყდება, რომ, რაც უნდა იყოს, სამშობლო მაინც ყველაზე უტა-ვრესია და, თუკი ვიღაც-ვიღაცები ძალიან ამოვიდნენ ყელში, ხალხი მათ იმისთანას უტა-ვაზებს, რომ მერე ნახონ, ვისი უტა-ტა-ტა-ტა-ტა აჯობებს!

ბაკურ სვანიძე

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here