Home რუბრიკები ბლოგი აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტს რუსეთში რევოლუციის მოწყობა გაურთულდება

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტს რუსეთში რევოლუციის მოწყობა გაურთულდება

711

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა სავსებით მოსალოდნელი კომენტარი გაუკეთა რუსეთის ფედერაციის გენპროკურატურის გადაწყვეტილებას  არასასურველად სცნოს, უცხო ქვეყნის  არასამთავრობო ორგანიზაცია, „დემოკრატიის მხარდამჭერი ნაციონალური ფონდი“-ს (NED) საქმიანობა რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე.

სახელმწიფო დეპარტამენტში განაცხადეს, რომ ეს გადაწყვეტილება ზღუდავს სამოქალაქო საზოგადოების განვითარებას რუსეთის ფედერაციაში, რითაც აშშ შეშფოთებულია.  ამის შესახებ ნათქვამია სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენლის მარკ ტონერის, მიერ გავრცელებულ წერილობით განცხადებაში:

„ეს აქცია, წარმოადგენს რუსეთის მთავარობის მორიგ შეტევას  დამოუკიდებელ ადამიანებზე, ზეწოლას მათ ხმებზე. ასეთ ქმედებებს რუსეთის მოქალაქეები მთელი მსოფლიოსგან იზოლაციისკენ მიჰყავს. რუსეთის მოქალაქეები იმსახურებენ იმას, რომ მათ ქვეყანაში არსებობდეს იდეების თავისუფალი გავცლა-გამოცვლის საშუალება, ღია და  ანგარიშსავალდებულო მმართველობა, ყველას თანასწორობა კანონის წინაშე და საკუთარი უფლებებით სარგებლობის საშუალება ყოველგვარი მორიდებისა და შიშის გარეშე.

შეგახსენებთ, რომ 28 ივლისს რუსეთის ფედერაციის გენერალურმა პროკურატურამ სცნო არასასურველად უცხო ქვეყნის  არასამთავრობო ორგანიზაცია „დემოკრატიის მხარდამჭერი ნაციონალური ფონდი“-ს (NED) საქმიანობა რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე. კანონის მოთხოვნიდან გამომდინარე აღნიშნული გადაწყვეტილება გადაგზავნილია იუსტიციის სამინისტროში აღნიშნული ორგანიზაციის შესაბამის  ნუსხაში ჩასართავად.

 ამ გადაწყვეტილების მიღების მიზეზი კი რეალურად გახდა ის ფაქტი, რომ აღნიშნული „ასო“, მის კონტროლქვეშ მყოფ კომერციულ და არაკომერციული ორგანიზაციებზე დაყრდნობით, ახორციელებდა სხვადასხვა სახის სამუშაოებს და ახდენდა ქმედებებს, რომლებიც რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ იყო მიმართული, მისი საქმიანობა  ძირგამომთხრელი და მავნებლური იყო რუსეთის სახელმწიფოს მიმართ.

კერძოდ, ეს ორგანიზაცია ატარებდა სხვადასხვა სახის სამუშაოებს  საარჩევნო კამპანიების შედეგების არალეგიტიუმურად ცნობის განსახორციელებლად, აწყობდა პოლიტიკურ აქციებს ხელისუფლების ორგანოების გადაწყვეტილებებზე ზემოქმედების მოხდენის მიზნით, აგრეთვე, ახდენდა რუსეთის ფედერაციის შეიარაღებულ ძალებში სამსახურის დისკრედიტაციას.

ორგანიზაციის მიერ მხოლოდ ამ მიზნებისთვის დახარჯული თანხა,  2013-2014 წლებში, შეადგენდა 5,2 მილიონს.

თავის დროზე, ფონდის პრეზიდენტი კარლ გერშმანი ასე ხსნიდა ფონდის ჩამოყალიბებას: „მსოფლიოს დემოკრატიული წრეები“ არასასურველად მიიჩნევენ დაფინანსების პირდაპირ ЦРУ-დან (ცენტრალური სადაზვერვო სამმართველო)  მიღებას, ამიტომაც შეიქმნა აღნიშნული ფონდი“.

ფონდის ერთ-ერთი დამფუძნებელი ალენ ვაინშტეინი, ჯერ კიდევ 1991 წელს აღნიშნავდა, რომ ფონდის საქმიანობის მრავალი მიმართულება, ადრე სწორედ ცენტრალური სადაზვერვო სამმართველოს პრეროგატივა იყო.

2011 წელს ვიკილიქსმა გამოააშკარავა  იმის დამადასტურებელი მონაცემები, რომ სწორედ  აღნიშნული ფონდი ახორციელებდა რიგი  არაბული ახალგაზრდული მოძრაობების მხარდაჭერას, რომლებმაც შემდგომ მიიღეს აქტიური მონაწილეობა რევოლუციებში, რომლებიც თავს დაატყდა ახლო აღმოსავლეთს 2011 წელს.

ამიტომაც, არაფერია გასაკვირი იმაში, რომ „დემოკრატიის მხარდამჭერი ნაციონალური ფონდი“ (NED) აღმოჩნდა ფედერაციების საბჭოს მიერ დამტკიცებულ,  ე.წ. „პატრიოტულ სტოპ-ლისტ“-ში, რომელშიც 12 საერთაშორისო არაკომერციული ორგანიზაცია შევიდა, რადგან მათი საქმიანობა აშკარად პოლიტიკურ ხასიათს ატარებს.

არც ისაა მოულოდნელი, რომ რუსული ოპოზიცია, რომელიც სწორედ დასავლეთიდან ფინანსდება, ერთხმად აღშფოთებულია „დემოკრატიის შელახვით“, იმით რომ ფონდმა რუსეთში მუშაობა შეაჩერა. ერთმა მართლაც შეაჩერა, მაგრამ დარჩა კიდევ მრავალი სხვადასხვა ორგანიზაცია, მათ შორის „დაგეგმილი მაიდნის აქტივისტები“, რომლებიც კვლავ ფინანსდებიან სხვადასხვა სქემებით, თუმცა შეიძლება ითქვას, რომ მრავალი მათგანი უკვე ცნობილია რუსეთის პროკურატურისთვის.

ნამდვილად ღირს შეგახსენოთ ის ფაქტი, რომ 2014 წელს აშშ-ის ხელისუფლებამ გამოჰყო 9 მილიონი დოლარი „ რუსეთში დემოკრატიის განვითარებისთვის“.

ამ საქმით იყო დაკავებული სწორედ ეს ფონდი, რომლის ვიცე-პრეზიდენტია ნადია დიუკი- УПА-ს (სამამულო ომში, ჰიტლერის მხარეს მებრძოლი საჯარის ფორმირება) ჯარისკაცის პეტრო დიუკის შვილი.

NED – ესაა ფონდი, რომელიც 1983 წელს აშშ-ის კონგრესმა დააფუძნა, და ის აშშ-ის ბიუჯეტიდან ფინანსდება. თავად ფონდის ანგარიშის მიხედვით, მხოლოდ 2013 წლის განმავლობაში ფონდმა 85 ორგანიზაცია დააფინანსა, მათი საქმიანობის 9 სხვადასხვა მიმართულებით, ხოლო 2014 წელს ფონდის გრანტები უკვე 96 ორგანიზაციას ერგო..თუ ამ ყველაფერს დავუმატებთ აშშ-ის ადმინისტრაციის მიერ გამოყოფილ 160 000 000 დოლარს, რუსეთის ოპოზიციურ მედიასაშუალებებისთვის, არასამთავრობოებისთვის და 25 000 000-ს ოპოზიციური ბლოგერებისთვის, ნათლად დავინახავთ თუ რა მსხვილმაშტაბიან შეტევას ახორციელებს აშშ რუსეთის წინააღმდეგ.

ისიც ნუ დაგვავიწყდება, რომ მაიდანის წინა პერიოდში აშშ-მა უკრაინის არასამთავრობო სექტორს 5 000 000 დოლარი გადასცეს.

ეს ყველაფერი ხდება, რუსეთის არასაპარლამენტო ოპოზიციის შიგნით გამოაშკარავებების და სკანდალების ფონზე. ისინი ხომ ჯერ კიდევ 2011 წელს საჯაროდ ადანაშაულებდნენ ერთმანეთს- „რეჟიმთან ბრძოლისთვის“ მიღებული თანხების არარაციონალურ ხარჯვაში.

ცხადია, რომ რუსეთის ეს გადაწყვეტილება აშშ-თვის სასურველი ვერ იქნება, თუმცა მისი გამომწვევი მიზეზები დღესავით ნათელია და ამას ვერსად გავექცევით.

კონსტანტინე ჩიკვილაძე

1 COMMENT

  1. ერთი რუსი პოლიტიკოსი იძახოდა, რას გადაგვეკიდა ეს პინდოსტანი, მაინცდამაინც ვაშინგტონში უნდა ჩავატაროთ პარადი, რომ შეგვეშვას, ერთხელ და სამუდამოდო?!

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here