Home რუბრიკები საზოგადოება პოეტების კასტინგი პრეზიდენტთან

პოეტების კასტინგი პრეზიდენტთან

527

მარგველაშვილის შვლის ნუკრთან გადაღებული ფოტოს საიდუმლოება გახსნილია

რაო, არ გჯერათ? არადა, პირადად ვესწრებოდი!

დიახ, როგორც სანდო წყაროებმა აცნობეს ჩემი მეზობლის მამიდაშვილს, პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილს დაუწყია კვლევა, რატომ ჰქონდა პრეზიდენტ სააკაშვილს საზოგადოებაზე უფრო მეტი გავლენა, ვიდრე მას აქვს.

ვაკონკრეტებ _ აქ საუბარი არ არის დადებით ან უარყოფით გავლენაზე; საუბარია, უბრალოდ, გავლენაზე, როგორიც უნდა ყოფილიყო ის. როგორც საზოგადოებრივი აზრისპლოცკოგუბცითამოქაჩვის სამსახურმა პრეზიდენტს აუხსნა, ამის ერთერთი მთავარი მიზეზი ყოფილა ის, რომ მიშა ხალხს სულ ქართველი კლასიკოსი პოეტების ლექსებით ელაპარაკებოდა და, როგორც გახსოვთ, სრულიად შეუცდომლად და ზედმიწევნით ზუსტად მოჰყავდა მათი ლექსებიდან სტრიქონები.

ჰოდა, ახლანდელ პრეზიდენტსაც გადაუწყვეტია, რომ დღეიდან, თავისი ყოველი გამოსვლისას, ხალხს მხოლოდ დიდი პოეტების სტრიქონებით მიმართოს ხოლმე.

აი, მიზეზიც იმისა, რატომ გადაიღო მარგველაშვილმა ფოტო ძველ ქართულ სამოსში შვლის ნუკრთან, რომელიც ამ დღეებში ინტერნეტჰიტად იქცა.

მას გადაწყვეტილი ჰქონდა, საჯარო გამოსვლებისას ვაჟაფშაველას ფრაზებით ესაუბრა, მაგრამ, მოგეხსენებათ, მასაც და სრულიადქართულ ოცნებასაცფრიად ბრძენი და გამოცდილიპიარშიკებიჰყავთ და მათ ურჩიეს პრეზიდენტს, რომ მხოლოდ ერთი რომელიმე პოეტის ამოჩემება არ ივარგებდა.

სწორედ ამიტომ გასულ უქმეებზე (ეს შაბათ-კვირა არ გეგონოთ, უბრალოდ, სიტყვის მასალაა, თორემ მაგათთვის ხო ისედაც “პასტაიანნად” შაბათია), დუშეთის რეზიდენციაში, პოეტურ გარემოში, გიორგი მარგველაშვილმა მოაწყო კასტინგისაჯარო გამოსვლებისას პოეტების სტრიქონთა შერჩევის სპეციალისტისვაკანტურ თანამდებობაზე პრეზიდენტის აპარატში.

როგორ მოვხვდი მე იქ, ეს გრძელი ამბავია და თანაც არც ისე საინტერესო. უფრო საინტერესოა, გავეცნოთ ჩემს სტენოგრაფიულ ჩანაწერებს, რომელიც კასტინგზე შემოსულთა და პრეზიდენტ მარგველაშვილის დიალოგების მოსმენისას გავაკეთე:

შემოდის პირველი მონაწილე.

პრეზიდენტი: _ აბა, წარმოიდგინეთ, რომ მე მაქვს საახალწლო მილოცვა ტელევიზიით. რომელი ლექსებიდან მირჩევდით სტრიქონების წაკითხვას?

_ “მე, ქართველი პრეზიდენტი, ავლაბრის რეზიდენციაში ვდგავარ და არავინ არ გაბედოთ ჩემი გარეთ გამოთრევა…”

პრეზიდენტი: _ გაათრიეთ! ვინ მოათრია აქ ეს უტაქტო?

პრეზიდენტის მრჩეველი უხერხულად შეიშმუშნა. დაცვამ მეორე მონაწილე შემოაგდო. პრეზიდენტი უგუნებოდაა… ამიტომ შემოსულმა პირდაპირ დაიწყო:

_ “ისეთი ვეტო დავადო მინდა, რომ არ დამჭირდეს კვლავ ვეტოს დება”!

პრეზიდენტი: _ უჰ, შენ გაიხარე! იშოვება, ნეტა, ეგეთი ვეტო?

_ “პარლამენტარი, ზოგჯერ უვეტო, მაგრამ ათასი ვეტოს მძლეველი”! _ განაგრძობს წახალისებული მონაწილე… მაგრამ დაცვა პრეზიდენტის მოქცეული ყბიდან ამომავალ ბგერებს აღარ ელოდება და პირდაპირ ქეჩოში ავლებს ხელს მას…

შემოდის მესამე და რადგან დაინახა, რომ წინა ორი ქეჩოთი გაათრიეს, დაუყოვნებლივ რიხით იწყებს:

_ “კაცი ჯაბანი რითა სჯობს დიაცსა, ქსლისა მბეჭველსა?”…

პრეზიდენტის გაწამებული სახე კიდევ უფრო იმღვრევა და მრჩეველს ეკითხება: ეს რა გვარია?

მრჩეველი: _ მეჭიაური… მაინც მთის კაცის გვარი ჰქონდა და… ვიფიქრე, გამოდგებოდა…

პრეზიდენტმა თავზე იტაცა ხელები. წამოხტა და გადარეული გავარდა დერეფანში…

_ “არარაობავ, პრეზიდენტი უნდა გერქვას შენ!” _ მონდომებით შეჰღაღადა მას დერეფანში შემოფეთებულმა მეოთხე მონაწილემ, იმ იმედით, რომ ეგებ წინა სამი არ მოეწონათ და მე ამიყვანონ სამსახურშიო…

მეც წამოვდექი და რედაქციისკენ გამოვეშურე…

კარში გასვლისას გვერდით ჩავუარე მრჩეველს, რომელიც ნაწყენი ტონით ამბობდა:

_ “რა არ მოეწონა, ნეტა? იმდენი შერჩევა, გადარჩევა, ამორჩევა ჩავატარე, ვიდრე კასტინგის ამ ფინალისტებს ამოვარჩევდი და ვინ გიფასებს? _ წაივლო თავში ხელები და გავარდა! _ პრემიერმინისტრს ჩემნაირი მრჩეველი რომ ჰყავდეს, გვერდიდან არ მოიშორებდა…”

ბეჩა ბაბაია

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here