Home რუბრიკები ბლოგი ჰენრი კისინჯერი: რუსეთის დაშლა დასავლეთის მიზნად იქცა

ჰენრი კისინჯერი: რუსეთის დაშლა დასავლეთის მიზნად იქცა

2196

აღიარებული მსოფლიო ავტორიტეტი- აშშ-ის  ექს-სახელმწიფო მდივანი, ჰენრი კისინჯერი, დღევანდელობის საჭირბოროტო საკითხებთან დაკავშირებით, ვრცელ ინტერვიუს აძლევს ამერიკულ გამოცემა The National Interest-ს, რომელშიც საკმაოდ ვრცლად საუბრობს რუსეთთან დაკავშირებით.

მინდა შემოგთავაზოთ ყველაზე საინტერესო ფრაგმენტები ამ ინტერვიუდან:

დიპლომატის აზრით: უკრაინული კრიზისიდან გამოსავლის მოძებნა, ისევე, როგორც ზოგადად ევროპული უსაფრთხოების პრობლემების გადაწყვეტა, შეუძლებელია მოსკოვთან  სრულმაშტაბიანი დიალოგის გარეშე. ლოკალური პრობლემა გლობალურად იქცა, სწორედ იმის გამო, რომ ვაშინგტონი პასიურად იქცეოდა და რუსეთის აზრს არ ითვალისწინებდა. ამიტომ, მაიდანზე მომხდარი მოვლენების შემდეგ, მოსკოვში ვერ შეაფასებდნენ სიტუაციას სხვანაირად, თუ არა, როგორც დასავლეთის ჩარევას რუსეთის ინტერესების სფეროში.

„ ჩვენ ვთვლით, რომ რუსეთი, ესაა მძლავრი სახელმწიფო, ამდენად, ჩვენ,  უპირველეს ყოვლისა,  უნდა ვიფიქროთ იმაზე- შესაძლებელია თუ არა, ერთდროულად გავითვალისწინოთ, როგორც ჩვენი, ასევე რუსეთის ინტერესები. აუცილებელია, ნატოს საზღვრებსა და რუსეთს შორის, არაგასამხედროებული ფორმირებების განთავსების  ყველა შესაძლებელი ვარიანტის განხილვაც.

 დასავლეთის ქვეყნები, მაინცდამაინც, არ მოელიან საბერძნეთის კრიზისიდან გამოსვლას, ისევე, როგორც პროდასავლური უკრაინის შექმნას. ამდენად, როგორც მინიმუმ, აუცილებელია დასავლეთსა და რუსეთს შორის თანამშრომლობის ყველა შესაძლო გზების განხილვა, ნეიტრალური უკრაინის შიგნით.

უკრაინის კრიზისი, მსოფლიო მაშტაბის პრობლემა ხდება, იმიტომ, რომ მას შეუძლია სხვადასხვა ქვეყნის გრძელვადიანი პერსპექტივები,  მეორე პლანზე გადაწიოს,  ხოლო პირველ პლანზე კი უკრაინლების შებღალული ნაციონალური თვითშეგნება გამოდის,“ – განაცხადა ჰენრი კისინჯერმა.

ამასთან, ჰენრი კისინჯერმა, ამერიკის ხელისუფლება წინდაუხედაობაშიც დაადანაშაულა, რადგან ის, მისი აზრით, არ ცდილობს ევროპული უსაფრთხოების რაიმე ერთიანი კონცეფციის ჩამოყალიბებას, რის გამოც, სხვა ქვეყნებს არაფერი დარჩენიათ იმის გარდა, რომ გერმანიის ლიდერობას დათანხმდნენ, ხოლო რუსეთს და ჩინეთს- დაალაგონ ერთმანეთთან ურთიერთობები.

ვიდეო იხილეთ აქ:  https://www.1tv.ru/news/world/290514

კონსტანტინე ჩიკვილაძე 

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here