Home ახალი ამბები საქართველო 7 მოთხოვნა, რომლებიც უნდა დააკმაყოფილოს ავტომობილმა ტექდათვალიერებისას და რა ეღირება ტექდათვალიერება

7 მოთხოვნა, რომლებიც უნდა დააკმაყოფილოს ავტომობილმა ტექდათვალიერებისას და რა ეღირება ტექდათვალიერება

3815
ტექდათვალიერება

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპსახმელეთო ტრანსპორტის სააგენტოსდირექტორ მიხეილ ხმალაძის განცხადებით, ტექდათვალიერებისას ავტომობილმა უნდა დააკმაყოფილოს 7 მნიშვნელოვანი პარამეტრი. ესენიამუხრუჭები, საჭის მექანიზმი, სავალი ნაწილი, ხილვადობა, მაშუქები ანუ ფარები, გამონაბოლქვი და საბურავები.

ავტომობილების პერიოდული ტექნიკური ინსპექტირების დაწყებიდან, ანუ 2018 წლის პირველი იანვრიდან 2 წლის განმავლობაში საქართველოში ავტოპარკი შემოწმდება.

“პირველ ტესტირებას დავიწყებთ 2018 წლიდან. ეს იქნება ორწლიანი პროცესი, შემდეგ უკვე გადავდივართ ევროპულ სტანდარტზე, რაც არის 4+2+1. ეს იმას ნიშნავს, რომ ახალი მანქანა 4 წლამდე არ გადის სავალდებულო ტესტირებას, შემდეგ 4-დან 6 წლამდე მანქანა 2 წელიწადში ერთხელ შემოწმდება, ხოლო 6 წლის შემდეგ აბსოლუტურად ყველა ავტომობილი სავალდებულო ტესტირებას წელიწადში ერთხელ გაივლის”, _ განაცხადა ხმალაძემ.

ავტოსატრანსპორტო საშუალებების სავალდებულო ტექნიკური ინსპექტირება 2018 წლის 1 იანვრიდან დაიწყება. რაც შეეხება ტექდათვალიერების ფასს, ის, დაახლოებით, 60 ლარის ფარგლებში ეღირება.

1 COMMENT

  1. თქვენ რომ ითხოვთ იმას მარტო თუ გაივლის ახალი მანქანა თქვენ გაქვთ 1000 სობით ხელფასები მემგონია ეს შეიწირავს ქართული ოცნების ხელისუფლებას.ხალხისთვი რამეს გაკეთებდნენ მეგონა კარგს და იქით ყვლიფავენ ხალხს

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here