Home რუბრიკები საზოგადოება თქვენ გეკითხებით, ძმებო “ზუმბებო”!

თქვენ გეკითხებით, ძმებო “ზუმბებო”!

ლადო ასათიანის ლექსის ეს პერიფრაზი ყველაზე კარგად ასახავს იმ დამოკიდებულებას, რომელიც გამიჩნდა უკვე ასე ძალიან გავრცელებული ფრაზის _ “სამშობლომ არ დამაფასა”- _ მიმართ!

 

კიდევ ერთი “დიდი ხელოვანი”, რომელმაც “სამშობლო მთებს თავი მიანება”, გახლავთ ზაზა კორინთელი, იგივე ზუმბა.

რა თქმა უნდა, ყველას აქვს უფლება, სადაც უნდა, იქ წავიდეს და მოსინჯოს ძალები კარიერის გასაგრძელებლად, მაგრამ საქმე ის არის, რომ უკვე ძალიან თვალშისაცემია საეჭვო დონისა და გაქანებისხელოვანთამხრიდან სამშობლოს დადანაშაულება უყურადღებობაში.

ამას არაერთხელ ავარიდე თვალი და ყური, მაგრამ, როდესაც ვაშლის გამყიდველის უკმაყოფილო კლიენტმაც იგივე განცხადება გააკეთა “ფეისბუქის” მეშვეობით, ცოტა შევფიქრიანდი…

ქვეყანაში, სადაც მოგვიწოდებენ, რომ ნოდარ დუმბაძე და ჭაბუა ამირეჯიბი არ დავაფასოთ და ფეხებზე დავიკიდოთ, უცებ ზუმბა და მისნაირები აცხადებენ პრეტენზიას, რომ ისინი თურმე არავის სჭირდება და იძულებულნი არიან, უცხოეთში გადაიხვეწონ

არა, რა თქმა უნდა, საქმის გარჩევას არ ვაპირებ და მხოლოდ ერთადერთი კითხვა-რეპლიკით შემოვიფარგლები _ რა გიჩენთ, ადამიანებო, ამხელა ამბიციას? რა გაგიკეთებიათ?

ფანდურფანდურგიტარაგიჩხაკუნებიათ და ამიტომ მოითხოვთ სამშობლოსგან დაფასებას?!

ან რაღაც ოროდე სიტყვა დაგიჯღაბნიათ და ამიტომ გინდათ, რომ ქვეყანა ზედ გადაგყვეთ?!

ის, რომ სახელმწიფო თოთოეულ მოქალაქეზე თანაბრად უნდა ზრუნავდეს, რა თქმა უნდა, სხვა თემაა!

მესმის, ვინმეს პრეტენზია ჰქონდეს მინიმალურ სოციალურ დახმარებაზე, პენსიის ოდენობაზე, ჯანდაცვის დაზღვევაზე ან მსგავს რამეზე

მაგრამ, ამიხსენით, თუ ღმერთი და სამშობლო მართლა გწამთ, ასეთ განსაკუთრებულ მოპყრობას რატომ, რის საფუძველზე მოითხოვთ?

ლადო ასათიანის ლექსის პერიფრაზით დავიწყე და გეტყვით, რატომაც:

რომ ვდგავარ ახლა თბილისის კართან,

შენ გეკითხები, ცაო, ნათელო!

ამ უხეირო ლექსების გარდა

რას გავუკეთებ მე საქართევლოს?

რომ ვდგავარ ახლა თბილისის კართან

თქვენ გეკითხებით, ძმებო მგოსნებო!

ამ უხეირო ლექსების გარდა

დაგვრჩა საფიქრი და საოცნებო?”

აი, ეს არის ხელოვანი, აი ეს არის მიდგომა და სწორი აზროვნება _ რას გამიკეთებს მე საქართველოო კი არა, მე თავად რას გავუკეთებ სამშობლოსო?

ამას კითხულობს ლადო ასათანი და ამავეს ეკითხება თავის თანამოძმეებს, მგოსნებს, “კოლეგებს”, როგორც გნებავთ, ისე უწოდეთ!

ასეთი თვალით უყურებს გენიოსი პოეტი ამ თემას და საკუთარ ლექსებს არარაობად მიიჩნევს სამშობლოს წინაშე ვალდებულებასთან შედარებით.

თქვენ კი, ზუმბებო და მისთანანო, რა გაწვალებთ, ბოლოს და ბოლოს?

სამშობლომ პრივილეგიურ მდგომარეობაში არ ჩაგაყენათ და ამის გამო ბრაზობთ? მიდიხართ, მაგრამ ისე, რომ სამშობლოს საკუთარ თავს აყვედრით?

სხვებზე უკეთესი მატერიალური მდგომარეობა გსურთ? წინა ხელისუფლების პირობებში რა პრივილეგიებიც გქონდათ, იმის დაკარგვა გაწვალებთ ანუ?

კიდევ ერთხელ მივმართოთ ლადოს და ის გეტყვით, წესით, მართლა ქართველს, მართლა პატრიოტს და მართლა კაცს რაც უნდა აწვალებდეს:

რა ქართველი ხარ და რა ჭაბუკი,

თუ მამულს თავი არ ანაცვალე?

ეს აწვალებდა ცოტნე დადიანს,

მეც ქართველი ვარ და ეს მაწვალებს!”

მაგრამ რა, თქვენ ქართველობა, მამულიშვილობა, ვაჟკაცობა და პატრიოტობა სოციალურ ქსელებში პუტინის დედის გინება გგონიათ

ცოტნე დადიანი? ეგ ვიღას დაჰკარგვია, ეგ ბნელი და ჩამორჩენილი _ რას მიდიოდა და გვერდით უწვებოდა ძმაკაცებს მათსავით თაფლწასმული, თაკარა მზეზე?!

ალბათ, უნდა გაქცეულიყო და სტრასბურგის სასამართლოში ეჩივლა, _ ჩემი ძმაკაცების უფლებებს ლახავენოან სულაც ეყვირა, სამშობლომ არ დამაფასაო და სადმე ინდოეთში გადაკარგულიყო

ბაკურ სვანიძე

 

1 COMMENT

  1. რა სასიამოვნოა როცა სიმართლეს მოისმენ და წაიკითხავ,თითოეულ აქ დაწერილ სიტყვას ვეთანხმები !!!!!!!!!!!!!!!

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here