Home რუბრიკები პოლიტიკა “განდონების”, არაკაცებისა და “ინტელექტუალების” კოლექტიური coming out

“განდონების”, არაკაცებისა და “ინტელექტუალების” კოლექტიური coming out

969

ბოლო დღეებშინაციონალურისახეების მიერ ქართული მწერლობის განქიქების მცდელობას საზოგადოების გულისწყრომა მოჰყვა. პროვოკაციებს ჩვეულმა ადამიანებმა უმალ დასვეს კითხვარაში სჭირდებოდათ ამ რისხვის საკუთარი ნებით გამოწვევა? საზოგადოებამ სცადა, ღრმა აზრი დაენახა იქ, სადაც არანაირი აზრი არ ყოფილა და არც არის. ამ პერსონაჟების გამონათქვამებსა და საქციელში აზრის ნატამალი არც მომავალში უნდა ვეძიოთ. არ არის და მორჩა!

 

მაშ, ასე – დარჩიაშვილმა დაიწყო და ნოდიამ განაგრძო, თუმცა თანმიმდევრობით მივყვეთ და ბევრი რამ ნათელი გახდება. დავით დარჩიაშვილი: “ახლა ფბ-ზე, ვიღაც აშეარებს “თეთრი ბაირაღებიდან” პასაჟებს და წერს, გენიალურიაო. ვიღაც ულაიქებს, აბა, რა ავუხსნა, როგორ გავაგებინო, რომ ამ სიტყვების, პასაჟების დამწერი ნოდარ დუმბაძე სცოდავდა სინდისისა და ისტორიის წინაშე. რომ ვინმე ქურდი დევდარიანის სიტყვები მდარე ტომობრიობა და პოპულიზმია: “მიტომ გჯობივარ, რომ დევდარიანი ვარ…მილიონი რომ იშოვე, მეორე რაღად გინდა”… გენაცვალეთ, “თეთრი ბაირაღები” ტიპური ქართულ-საბჭოთა ნაწარმოებია, სტალინის ფილოსოფიის გადმომცემი, რომელშიც ქურდული და კომუნისტური ლოგიკა ერწყმის ერთმანეთს. მაგრამ ეგ ხომ სკოლაში და ოჯახში უნდა ისწავლოთ”.

გენაცვალეთიმიმართვა თავის დროზე სოროსის ფონდის დირექტორის პოსტზე დარჩიაშვილის წინამორბედ კახა ლომაიასთვის შეურაცხმყოფელი აღმოჩნდა იმ მარტივი მიზეზით, რომ ქართულთან მწყრალად იყო და სიტყვაბავშვისსწორად დაწერა არეკერკებოდა”. ეს თვისებები თვალსაჩინოდ გამოარჩევს სააკაშვილის მიერ დაწინაურებულ “ელიტას”, თუმცა ამ შემთხვევაში, საზოგადოდ, სინდისისა და ისტორიის წინაშე ცოდვილინაციონალურიკლანის წარმომადგენელი სინდისზე არ უნდა მიუთითებდეს მწერალს, რომელსაც ამ სოფელში პასუხის გაცემის საშუალება აღარ აქვს, თორემ ნახავდა დარჩიაშვილი სეირს! ტოტალიტარული რეჟიმის პერიოდში ნოდარ დუმბაძე ჩვეული ირონიით მიუჩენდა ხოლმე ამგვარ პერსონაჟებს ადგილს. ერთხელ მასთან მეზობლის _ პარტიული მუშაკის ბავშვი შევიდა და კედელზე ხატი რომ დაინახა, ჰკითხა, _ ძია ნოდარ, ცრუმორწმუნე ხართო? მან იქვე უპასუხა, _ ცრუმორწმუნე მამაშენია, მე მორწმუნე ვარო!

ცრუმორწმუნე დარჩიაშვილი 1980-იან წლებში კომკავშირის მდივანი იყო, მაგრამ დღეს ამ ფაქტს მის ბიოგრაფიაში ვერ ნახავთ. კითხვებზე, რატომ არის გამქრალი მისი ბიოგრაფიიდან ეს მონაკვეთი და მასაც ეხება თუ არა გია თორთლაძის მიერ ინიცირებული კანონილუსტრაციის შესახებ”, დარჩიაშვილმა პასუხის გაცემა არ მოისურვა.

დეპუტატი არც იმას გამორიცხავს, რომ “თეთრი ბაირაღები” დაკვეთის ან იმდროინდელ ნომენკლატურასთან შეთანმების შედეგად ახალგაზრდებზე გავლენისთვის არის შექმნილი. “იმ დროს ბიზნესის მიმართ რა დამოკიდებულება იყო, ცნობილია. ეს არის იქაც გადმოცემული, რომ საქმოსნობა არის საშინელება, ამ საშინელებაზე კი საუბრობს კრიმინალური ავტორიტეტი. საზიზღარ პერსონაჟად არის გამოყვანილი ის, ვინც საქმოსნობას ეწევა, კრიმინალური ავტორიტეტი მას უხსნის, ერთი მილიონი რომ იშოვე, მეორე როგორღა მოგინდაო?! ასეთი ლოგიკა არის აბსოლუტურად არასაბაზრო ეკონომიკისა და ამავე დროს არსენა ოძელაშვილის… ეს ახასიათებდა სტალინის ეპოქას და თვითონ სტალინს. ქურდული სამყაროს ჩამოყალიბება სწორედ სტალინის მიერ იყო სანქცირებული და მეორეს მხირვ იგი სოციალიზმს ქადაგებდა. ეს, ჩემი აზრით, ხატოვნად გაუთვითცნობიერებელი ახალგაზრდებისთვის გადმოცემულია “თეთრ ბაირაღებში”. ასეთ იდეოლოგიურ ნაწარმოებებს მძიმე შედეგები მოაქვს”.

დღევანდელი გადასახედიდან, ის ძალა, რომელიცკორუფციის დამარცხებასიჩემებს, ნოდარ დუმბაძეს ედავებასაქმოსნებს რატომ ერჩოდიო! თითქოს იმჟამადსაქმოსნობადღევანდელ ბიზნესს ნიშნავდა, ან თითქოს თვითონ პირდაპირ არ ართმევდნენ ქონებას ბიზნესმენებს და თავიანთ ახლობლებს არ უფორმებდნენ! მაშ, ვინ სცოდავს ბიზნესმენების წინაშენოდარ დუმბაძე თუნაციონალები”? მიხეილ სააკაშვილი თუ ლიმონა დევდარიანი? მართლაც მხოლოდ იმიტომაც გჯობიათ ლიმონა, რომ დევდარიანია, თქვენ კი _ სააკაშვილები და დარჩიაშვილები!

კიდევ ერთი კრებსითი სააკაშვილ-დარჩიაშვილი _ გია ნოდია ასე განაგრძობს თემას: “ეტყობა, coming out-ის დროა, ვის ვინ მოსწონს და არ მოსწონს “დიდ ქართველ მწერალთა” შორის”. ცნობისთვის: ტერმინი coming out, როგორც წესი, ლესბოსელების, გეების, ბისექსუალებისა და ტრანსსექსუალების (ლგბტ) მიმართ გამოიყენება, რომლებიც საჯაროდ აღიარებენ თავიანთ სექსუალურ ორიენტაციას. რაკი ნოდიამ სწორედ ეს ტერმინი გამოიყენა, ჩვენც ვცადოთ, ადეკვატურად აღვიქვათ მისი coming out და მივხვდებით, რომ ეს ტიპური აღიარებითი ჩვენებაა და არც ლიტერატურასთან და არც ინტელექტთან საერთო არაფერი აქვს.

ნოდია დარჩიაშვილთან ერთად აღიარებს, რომ მათთვის არავითარ ღირებულებას არ წარმოადგენს ის, რაც საზოგადოების უმრავლესობისთვის სასისოცხლოდ მნიშვნელოვანია. ამ შემთხვევაში ეს ლიტერატურულ “წიაღსვლებში” გამოიხატა, თორემ სხვა ყველა ღირებულების მიმართ, რომელიც საზოგადოებრივად აღიარებულია, ზუსტად ასეთი დამოკიდებულება აქვთ – რელიგია იქნება ეს, ცხოვრების ნირი, ზნეობის ნორმები თუ სამართლიანობის მოთხოვნა. თუმცა აქ მთავარი სულ სხვა რამ არის.

მაშ, ასე: ნოდიას აზრით, ნოდარ დუმბაძე ნიჭიერი მწერალი იყო მაგრამ, ამასთანავე, იყო ლპობის ეპოქაში შესული საბჭოთა ტოტალიტარიზმის იდეურ ლაბირინთებში ტრაგიკულად დაბნეული პიროვნება. ჭაბუა ამირეჯიბის პროზა ლიტერატურულად გაცილებით ნაკლებ ღირებული. “ჩემი აზრით, “დათა თუთაშხია” ძალიან სუსტი რომანია: საკმაოდ გამიჭირდა მისი პირველი ნაწილის ბოლომდე მიყვანა და თავს ვერ დავაძალე, მეორე ნაწილი (ან ამ მწერლის რომელიმე სხვა ტექსტი) წამეკითხა, ამიტომ დამაჯერებლად მეჩვენა ჭორები, რომ გრაფი სეგედის სახელით რომანის ტექსტში შეტანილი ნოველები (შედარებით უფრო საინტერესო) ვიღაც სხვის დაწერილი და ჭაბუას მითვისებულია (ცხადია, არ მაქვს პრეტენზია, რომ ამ ვარაუდის დამტკიცება შემიძლია)”.

ნოდიას ეს ვარაუდები ამით არ მთავრდება: “კონსტანტინე გამსახურდია რატომ ითვლება დიდ და გამოჩენილ მწერლად, საერთოდ არ მესმის. მახსოვს, “დიდოსტატის მარჯვენაში” რაღაც ადგილები მომეწონა, “მთვარის მოტაცებაში” _ გაცილებით ნაკლები, “დიონისოს ღიმილზე” ლამის ცუდად გავხდი (ლოგინად ვიყავი ჩავარდნილი და იმიტომ წავიკითხე საერთოდ), ხოლო “დავით აღმაშენებლის” წაკითხვის მცდელობა თავიდანვე ჩამივარდა: ეტყობა, ამ ცხოვრებაში ვეღარ წავიკითხავ, მერე ვნახოთ”.

ამ ციტატებიდან ჩანს, რომ ნოდიას კითხვა საერთოდ უჭირს, მაგრამ შეფასებებს წაუკითხავ რომანებზეცმშვენივრადაკეთებს! ასე იყო თავის დროზე, როცა სოლჟენიცინის მიმართ დევნა ხორციელდებოდა და ნოდიას მაგვარი საბჭოთაინტელექტუალებიამაყად აცხადებდნენ: _ არ წამიკითხავს, მაგრამ ვგმობო!

მხოლოდ კითხვის კი არა, ზოგადი განათლების მიმართ მწყრალად მყოფი ნოდია ისევე ურევს ერთმანეთში მოქანდაკეებს, როგორც მისი კერპი სააკაშვილი _ შოთა რუსთაველსა და გრიგოლ ორბელიანს, თუმცა ეს ხელს არ უშლის იმაში, რომ ორი ძეგლი ასე შეადაროს ერთმანეთს: “ჩემი აზრით, მერაბ ბერძენიშვილის მიერ შესრულებული მისი (კონსტანტინე გამსახურდიას) ქანდაკება ე.წ. გეგეშიძის ბაღში (თავისი გმირის მიმართ აშკარად ირონიული) კარგად გამოხატავს “კოწიას” პიროვნებას. (ბარემ ვიტყვი, რომ ამავე მოქანდაკის გამოძერწილი დავით აღმაშენებელი, სრულიად კონვენციური და უინტერესო, გაცილებით უფრო კარგად გამოიყურება დიღომში, ვიდრე “ივერიის” წინ, თუმცა ეს რა შუაშია)”.

ეს რა შუაშია, მაშინვე მიუთითეს ნოდიას _ რომ გამსახურდიას ძეგლი თენგიზ კიკალიშვილს ეკუთვნის, აღმაშენებლისა კი _ მერაბ ბერძენიშვილს. ნოდიამაც სწრაფადიპოვაგამოსავალი: “ჩემი ყოვლად სუბიექტური ლიტერატურული გემოვნების გამოვლენის გამო ბევრითბილისიტყა კი დავიმსახურე (ველოდი და ნორმად მიმაჩნია ჩვენ გარემოში), მაგრამ ერთი სარგებელიც მივიღე: გავიგე, რომ კონსტანტინე გამსახურდიას ძეგლი მოქანდაკე თენგიზ კიკალიშვილის ყოფილა და არა მერაბ ბერძენიშვილის, როგორც აქამდე მეგონა (სირცხვილი მე!). მაგრამ ჩემი გაუნათლებლობა ჯანდაბას: ჩავგუგლე ეს ადამიანი და სულ თითო-ოროლა ხსენება ამომიგდო, მათ შორის არც ერთი ინფორმაციული მასალა. სურათიც ერთი იყო, თან სხვა პიროვნებასთან ერთად, ვერ გაიგებ, კიკალიშვილი რომელია; დანარჩენი სურათები ან თენგიზ გუნავასია, ან თენგიზ მირზაშვილის, ან თენგიზ ვერულავას და ა. შ”.

არა მხოლოდ ნოდიას, არამედ მთელინაციონალურიკასტის უბედურებაც სწორედ ის არის, რომ მათ ინტერნეტი და საძიებო სისტემაგუგლიყოვლისმცოდნე არსება ჰგონიათ; თუ ვინმესგუგლშივერ იპოვიან, შესაბამისად, იგი ბუნებაშიც არ არსებობს! მართლაც, “ნაციონალურმარგინალებს გაცილებით მეტი ხსენება აქვთ ინტერნეტში, მაგრამ განა ეს მათ რაიმეს ჰმატებს? ნორჩი “ნაციონალებისგან” განსხვავებთ, ნოდიას კი აქვს ის ასაკი, რომ გამორჩეული ხელოვანი “გუგლის” გარეშეც იცოდეს, თუმცა მივყვეთ მის “ნააზრევს” და კიდევ არაერთ “მარგალიტს” აღმოვაჩენთ:

“გრიგოლ რობაქიძის მწერლური რეპუტაცია საერთოდ გამოცანაა: “გველის პერანგი” მხოლოდ მოვალეობის გამო წავიკითხე (უჭირს კითხვა, მაგრამ “მოვალეობის” გრძნობის გამო კითხულობს, რასაც “დავით აღმაშენებლის” შემთხვევაში ვერ ახერხებს _ ნ.დ.), ჩემი აზრით სრულიად უბადრუკი ტექსტია. ჯანდაბას, რომ ეს კაცი აშკარა ფაშისტი იყო (კარგ მწერლებსაც ხშირად ერევათ იდეოლოგიური რამსები: კომუნისტი შემოქმედები რომ უარვყოთ კომუნისტობისთვის, სად წავალთ? “ძირს პიკასო”!), მაგრამ საშინლად უნიჭო რომ იყო? მერე რა, რომ კომუნისტებს არ მოსწონდათ, ეს არ არის საკმარისი მისი განდიდებისთვის”.

რა ვიცი, ათასობით ადამიანი მიშას მმართველობის წლებში სწორედ იმიტომ გამოყარეს სამსახურებიდან, რომ მათ კომუნისტების დროს მოუწიათ მუშაობა, მაგრამ ნოდია იმხანად არ შეშფოთებულა.

კომუნისტი შემოქმედები რომ უარვყოთ კომუნისტობისთვის, სად წავალთ”?

სად და, სადაც წახვედით!

ახლა კი კიდევ ერთი ხელთუქმნელი მარგალიტი: “თუ არსებობს “ყველაზე დიდი ქართველის” ნომინაცია, ასეთი ჩემთვის ილია ჭავჭავაძეა. მაგრამ თუ შევაფასებთ მას, როგორც პოეტს, დიდი ვერაფერი პოეტი იყო. ამაში ლევან ბერძენიშვილის შეფასებას სრულიად ვიზიარებ (ძალიან სასაცილო პოსტი თუ კომენტი წავიკითხე დღეს ფეისბუქში: რომ ლევანს “შერჩა” ილიას როგორც მწერლის კრიტიკა. რას ნიშნავს, შერჩა? უნდა ჩაექოლათ?)”.

ჩაქოლვისა დაჩარეცხვისიდეოლოგები ახლა თავს იკატუნებენ, თუმცა მივყვეთ ნოდიას ნააზრევს და კიდევ ერთ დრამატურგიულ კვანძს გაგვახსნევინებს: “ძალიან გამეხარდა ნიკა გვარამიას პოსტი, დავით კლდიაშვილი ყველაზე მაგარი ქართველი მწერალიაო. მეც ვთვლი, რომ ძალიან მაგარი და დაუფასებელი მწერალია და არ ვიცოდი, რომ ჩემნაირად სხვებიც ფიქრობდნენ. “ბაკულას ღორები” ძალიან კარგად გამოხატავს ჩვენს სიტუაციას დღესაც და ისევ “ორნაქმარები და უშვილო” საცოლის ძიებაში ვართ ერი”.

აქაც ნათლად ჩანს, როგორი მკითხველი და ინტელექტუალია ნოდია _ “სამანიშვილის დედინაცვალსისე ურევსბაკულას ღორებში”, რომ თვალს არ ახამხამებს. მათ წრეში კაცი არ იყო ამ შეცდომის დამნახავი და მიმთითებელი და ამით გათამამებული ნოდია ისევ ისე განაგრძობს, როგორც განათლების სისტემას მოძღვრავდა სააკაშვილის მიერ მინისტრად ხელდასხმული.

კიდევ ერთი ყოფილი განათლების მინისტრი _ ნიკა გვარამია, რომელსაც ანაზდად დავით კლდიაშვილი შეუყვარდა, სწორედ იმ ლევან ბერძენიშვილს დაესხა თავს, რომელმაც ჯერ დარჩიაშვილს უწოდა ყველაზე ინტელექტუალი დეპუტატი, შემდეგ კი “რუსთავი 2”-ს _ ნაგავი. გვარამიამ, არც მეტი, არც ნაკლები, “განდონი” უწოდა, თან მოიბოდიშა _ აქამდე ვერ ვხვდებოდიო!

“რუსთავი 2” ნაგავია, მაგრამ სატელევიზიო სივრცეში მაინც უნდა იყოს”, _ ლევან ბერძენიშვილი.

“რუსთავი 2”-ის გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიას პასუხი: “ნამდვილად, ყველანაირი ნაგავი უნდა იყოს სატელევიზიო სივრცეში. ამიტომაც ყოველთვის ვწერთ თქვენს კომენტარებსაც”.

გვარამიას პოსტს “რუსთავი 2”-ის ჟურნალისტი თენგო გოგოტიშვილი გამოეხმაურა: “არ მივესალმოთ ამ კაცს? დავუმახსოვროთ მაინც”.

ნიკა გვარამია: “არც მივესალმოთ და არც დავუმახსოვროთ. თავისი ეყოფა მაგ კაცს. დეგრადირ-დემითოლოგიზირებულია”.

თენგო გოგოტიშვილი: “Я не злопамятный, отомщу и за­буду _ იქნებ ასე გვეცადა?”

ნიკა გვარამია: “კარგი, დაანებე თავი. ეგეთი მეასე ვიოლინო მაგ უმრავლესობაში იმდენია და ყველა ერთი და იგივე სისულელეს ბოდავს, მაგათ პასუხებზე თუ ავეწყვეთ, საქმე როდისღა ვაკეთოთ…

მაპატიეთ და ასეთი განდონიც არ მეგონა (პატიებას იმაზე ვითხოვ, რომ არ მეგონა).

ყოველივე ამას ლევან ბერძენიშვილმა ვრცელი პასუხი გასცა, რომლის დედააზრი ასეთია: “ნიკა გვარამია ჩემთვის ადამიანიც აღარ არის”!

ასე ამკობენ ერთმანეთს ყოფილი და დღევანდელი თანამოაზრეები და სხვების მიმართ უკეთესს ელით?

ყოველგვარი ლიტერატურული პრეტენზიის გარეშე კულტურის ყოფილი მინისტრი ნიკა რურუა კი გიგი უგულავას გულისხმიერად ულოცავს დაბადების დღეს: “ჩემს პოლიტპატიმარ მეგობარს, გიგი უგულავას, რომელსაც პირში ძირითადად “სქელ-ტრ..კას” და Godzilla-ს ვეძახდი, ვულოცავ მეორმოცე დაბადების დღეს! რა დასანანია, რომ აწი ასე ვეღარ მოვიხსენიებ ობიექტური სურათის ცვლილების გამო

უნდა-არუნდა, გიგი პოლიტპატიმარია და როგორც ასეთს, მეტ მხნეობას, მეტ ოპტიმიზმსა და მეტ იდეალიზმს ვუსურვებ! ასევე, მალე დაბრუნებას იქიდან, სადაც ყოფნამ ის ვერ მოტეხა და ვერც შეაშინა!!! Come back soon, man”!

ახლა ვინც ამათ მალე დაბრუნებას ელის, არ არის, მათივე ტერმინოლოგიით, დეგრადირდემითოლოგიზირებული?

აი, ასე გამოიყურება ერთ დროს მონოლითური, ტოტალიტარულბრიყვული დაინტელექტუალურირეჟიმის წარმომადგენელთა ცომინგ ოუტ. უსმინეთ მათ და დასკვნები გამოიტანეთრანი არიან და როგორ აფასებენ საკუთარ თავსაც და მეგობრებსაც! განა მათი აზრი კლასიკოსებზე ან მოკვდავებზე ვინმესთვის საინტერესოა? უვიცებო და ცრუმორწმუნეებო, მართლაც მხოლოდ იმიტომ გჯობივართ, რომ დევდარიანი ვარ, სახელის დაკონკრეტების გარეშე და იყვირეთ ახლა, რომ ესტომობრიობა და პოპულიზმია”!

ნანა დევდარიანი

 

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here