Home რუბრიკები საზოგადოება ვინ დაიცავს ჟურნალისტის სიცოცხლეს?

ვინ დაიცავს ჟურნალისტის სიცოცხლეს?

6 აგვისტოს ერთი წელიწადი შესრულდა მას შემდეგ, რაც უკრაინის დონეცკის ოლქის ქალაქ სნეჟნოესთან სარედაქციო დავალების შესრულებისას დაიღუპა ტელეკომპანიაროსია სეგოდნიასფოტოკორესპონდენტი ანდრეი სტენინი, 33 წლის ახალგაზრდა კაცი.

 

მოკლეს უკრაინის სამხედროების მიერ მოხალისეთა წინააღმდეგ განხორციელებული სპეცოპერაციის დროს, ანუ სამოქალაქო ომში.

დადგენილია, რომ უკრაინის შეიარაღებული ძალების 79-ე აერომობილური ბრიგადის მებრძოლებმა მძიმე ტექნიკის გამოყენებით ცეცხლი გაუხსნეს კოლონას, რომელშიც ჟურნალისტი იმყოფებოდა. სტენინთან ერთად კიდევ ორი ჟურნალისტი იყო, ინტერნეტსაიტ icorpos-ის თანამშრომლები: ანდრეი ვიაჩელო და სერგეი კორენენკოვი.

ავტოკოლონა მშვიდობიანი მოქალაქის იყო.

“როცა ჩვენ, მისმა კოლეგებმა, ის-ის იყო ვიპოვეთ ანდრეი, ირგვლივ 20-მდე სამოქალაქო ავტომანქანა დავთვალეთ… სტენინი დაიღუპა ეპიზოდში, რომელსაც დარწმუნებით შეიძლება ვუწოდოთ სამხედრო დანაშაული… უკრაინელმა სამხედროებმა მოკლეს არა მხოლოდ ანდრეი, ნიჭიერი რეპორტიორი, არამედ დახოცეს მშვიდობიანი მოქალაქეები, რომლებიც ცდილობდნენ საომარ მოქმედებათა ზონიდან გამოსვლას. მსოფლიოში ამას ერთადერთი სახელი ჰქვია _ “სამხედრო დანაშაული”, _ ამბობს ჟურნალისტი და ტელეწამყვანი არკადი მამონტოვი. იგი დარწმუნებულია, რომ უკრაინაში ჰყავთ სპეციალური ადამიანები, რომლებსაც ჟურნალისტების ნეიტრალიზაციას ავალებენ.

ქილერები?

შეიძლება ასეც ითქვას.

“როცა ჩვენი ამქრის რომელიმე წევრი იღუპება… დაუცველობის განცდა გიპყრობს; განსაკუთრებით ისეთ პირობებში, როცა ადამიანებს, რომლებიც შენს მოკვლას ცდილობენ, კარგად ესმით, რატომ აკეთებენ ამას: კლავენ, ხმა რომ ჩააკმენდინონ, არ ათქმევინონ ჟურნალისტს სიმართლე რეალური სიტუაციის თაობაზე, რომელიც შექმნილია, კერძოდ, უკრაინაში”, _ ასეთია მისი პოზიცია. ჟურნალისტიკა სახიფათო პროფესიაა, განსაკუთრებით იმ ქვეყნებში, რომლებშიც სახელმწიფო გადატრიალება ხდება: უკრაინაში გაზეთ “ვესტის” ჟურნალისტი აბობოქრებულ კიევის მაიდანზე მოკლეს, ჯერ კიდევ გასულ თებერვალში. მასმედიის კიდევ 7 თანამშრომელი დაიღუპა სამხრეთ-აღმოსავლეთ უკრაინაში მიმდინარე ბრძოლების დროს. მედიის თავისუფლების საკითხებში ეუთოს წარმომადგენლის _ დუნია მიატოვიჩის ცნობით, შარშან 200-ზე მეტი ჟურნალისტი ძალადობრივი ქმედების მიზეზით დაზარალდა.

შარშან უკრაინაში დაღუპული კოლეგების რაოდენობა ერაყში მსხვერპლთა რაოდენობას დაემთხვა: რვა ჟურნალისტი _ უკრაინაში, რვა _ ერაყში. 2014 წელს კი მსოფლიოში პროფესიულ საქმიანობას 118 ჟურნალისტი შეეწირა, რაც წინა წელთან შედარებით 13-ით მეტია. მედიის თანამშრომელთა უმეტესობა პაკისტანსა და სირიაში მოკლეს _ 14 და 12 შესაბამისად, ავღანეთსა და პალესტინაში, ორივეგან _ 9-9.

ექსპერტების გამოთვლით, შარშანდელი ნოემბრისთვის უკრაინა ლიდერობდა გატაცებული და დაპატიმრებული ჟურნალისტების რაოდენობით.

ამ ვითარებაში ბუნებრივად დგება მასმედიაში დასაქმებულთა უსაფრთხოების უზრუნველყოფის საკითხი.

რუსეთის ჟურნალისტთა კავშირის თავმჯდომარემ ვსევოლოდ ბობროვმა აღიარა, რომ ეს პრობლემა, ანუ საშიშროება, რომელიც ჟურნალისტს ცხელ წერტილში მივლინებისას ემუქრება, სამწუხაროდ, დამსაქმებლებს მაინცდამაინც არ აწუხებთ, ამიტომ ამ საკითხს განსახილველად უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოში დააყენებენ.

“სექტემბერში, როცა სახელმწიფო სათათბირო არდადეგების შემდეგ განაახლებს საქმიანობას, ჩვენ აუცილებლად დავუბრუნდებით ამ საკითხს, _ განაცხადა მან, _ ვილაპარაკებთ ხელშეკრულებაზე, რომელიც აუცილებლად უნდა დაიდოს ჟურნალისტსა და დამსაქმებელს შორის კორესპონდენტის ცხელ წერტილში მივლინების წინ… ყველაფერს გავაკეთებთ ჟურნალისტების უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად”.

“საშინელმა აგვისტომ”, როგორც მას სამხედრო ჟურნალისტმა ევგენი პოდდუბნიმ უწოდა, ეს პრობლემა, როგორც იქნა, მკვდარი წერტილიდან დაძრა.

რუსსკაია ვესნასმიხედვით

 

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here