Home რუბრიკები ბლოგი ოლეგ ბასილაშილი უკრაინლებზე: „სულელურ სიებს სულელი ადამიანები ადგენენ“

ოლეგ ბასილაშილი უკრაინლებზე: „სულელურ სიებს სულელი ადამიანები ადგენენ“

878

რუსმა ჟურნალისტებმა გამოკითხეს უკრაინის ე.წ. „თეთრ სია“-ში ჩართული  რუსეთის თეატრისა და კინოს მსახიობები, საიდანაც ირკვევა, რომ მრავალი მათგანი არ მიესალმება უკრაინის ახალი ხელისუფლების პოლიტიზირებულ გადაწყვეტილებას დაყონ რუსული საზოგადოება პოლიტიკური ნიშნით, ზოგიერთი მათგანი კი საერთოდ საქმის კურში არ აღმჩნდა აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით.

 

კერძოდ, საბჭოთა და რუსმა მსახიობმა ოლეგ ბასილაშვილმა, რომელიც უკრაინის მეგობრების თეთრ სიაში მოხვდა, განაცხადა, რომ ისეთი სიებისადმი ნეგატიურად არის განწყობილი, რომლებშიც კულტურის მოღვაწეები შეჰყავთ.

 შეგახსენებთ, რომ უკრაინის კულტურის სამინისტრომ ის ეგრეთწოდებულ „თეთრ სია“-ში შეიყვანა, რომელიც წარმოადგენს უცხოელი მსახიობების ჩამონათვალს, რომლებმაც უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობას დაუჭირეს მხარი და დაგმეს „რუსული აგრესია“,- გადმოცემს გამოცემა „აპოსტროფი.“

”ეს უღირსი საქმეა-  სიების შევსება, რომლებშიც ვიღაც რაღაცის მომხრეა, ვიღაც – წინააღმდეგი, ეს მინიმუმ სულელობის ნიშანია. სულელურ სიებს კი სულელი ადამიანები ადგენენ”, – განაცხადა ბასილაშვილმა.

მსახიობის აზრით, ერთადერთი რაც შეძლებს რუსეთსა და უკრაინას შორის ურთიერთობის გამყარებას, ეს ამ ქვეყნების კულტურის წარმომადგენლების მჭიდრო ურთიერთობებია.

რუსი მსახიობი მიხაილ ეფრემოვი «Русской службе новостей»-ს გამოუტყდა,ვერ ხვდება თუ რატომ მოხვდა ამ სიაში. მისთვის ჩვეულ ირონიულ მანერაში ეფრემოვმა განაცხადა რომ ერთადერთი რასაც ამ სიაში მოხვედრა მას მოუტანს, ესაა მეუღლესთან შესაძლო დაპირისპირება.

აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით საკმაოდ ფრთხილი კომენატრი გააკეთა  ცნობილმა რუსმა სატირიკოსმა მიხაილ ჟვანეცკიმ,  რომელიც შიშობს რომ აღნიშნულ სიაში ჩართვა გავლენას იქონიებს მის პროფესიონალურ მოღვაწეობაზე და შეუქმნის ზედმეტ უხერხულობებს:

„ჩემი პუბლიკა, კონცერტები- ეს ყველაფერი  რუსეთშია. მე უნდა ყველაფერი კარგად ავწონ-დავწონო, გავიგო რას უნდა ნიშნავდეს ეს და რა შედეგები შეიძლება მოყვეს.“

ამავდროულად, ჟურნალისტის კითხვაზე: ხომ არ უწევს ეს ფაქტი, აღნიშნულ სიაში ჩართული კულტურის მოღვაწეების „ხალხის მტრებად“ შერაცხვას, სატირიკოსმა უპასუხა: „დიახ, უწევს, ნუ მიფუჭებთ ხასიათს. მუდამ არის მცდელობები ჩემი ნების საწინააღმდეგოდ ჩართონ პოლიტიკაში“.

შეგახსენებთ, რომ სიაში 34 კულტურის მოღვაწეა შეტანილი, მათ შორის: მიხაილ ეფრემოვი, ოლეგ ბასილაშვილი, ბორის აკუნინი, ზემფირა და ანდრეი მაკარევიჩი, არნოლდ შვარცნეგერი, ჯორჯ ქლუნი, მილა იოვოვიჩი და სხვები. აღნიშნულია ასევე, რომ ეს ადამიანები მაქსიმალურ მხარდაჭერას მიიღებენ უკრაინის ტერიტორიაზე საკუთარი შემოქმედებითი პროექტების განხორციელებისას.

კონსტანტინე ჩიკვილაძე

 

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here