Home რუბრიკები საზოგადოება გივი სიხარულიძე: დღევანდელ პარლამენტში 90 პროცენტი მოღალატეა, ხოლო მთავრობაში _ 99

გივი სიხარულიძე: დღევანდელ პარლამენტში 90 პროცენტი მოღალატეა, ხოლო მთავრობაში _ 99

633

რატომ იზრდება საქართველოში ანტიდასავლური განწყობა?”

ბოლო ხანს ქართველ საზოგადოებაში ანტიდასავლური, განსაკუთრებით _ ანტიამერიკული, განწყობა ისე მომძლავრდა, რომ დასავლეთის მიერ ხელდასხმულ გრანტნაწოვ ენჯეოებს ერთი ადგილის ჟიმჟიმი აქვთ, _ “ღრუზინები” ბნელ წარსულში გვაბრუნებენო. 

 

საქმე იქამდეც მივიდა, რომ მავანი უკვე შავ სიებზე ალაპარაკდა და რუსეთთან ურთიერთობების რეგულირების მომხრე ორგანიზაციების კანონით აკრძალვას ითხოვს. ამას წინათ ერთერთმა მედასავლეთე ფსევდოჟურნალისტმა ლაშა ტუღუშმა ასეთი ინიციატივაც წამოაყენა: რუსული არხები საზოგადოებას წამლავს, ისინი ეწევიან სიძულვილის, ომის, ძალადობის პროპაგანდას და ეს არხები საქართველოში საერთოდ უნდა ავკრძალოთო. ეგ იყო და დანარჩენილიბერასტებიცმარტის კატებივით აკნავლდნენ, _ სასწრაფოდ ამოვქოლოთ რუსულიპროპაგანდასაქართველოში, თორემ ქართულ დემოკრატიას შავი დღე ადგას, ევროკავშირი თუ ნატო სათოფეზე არ გაგვიკარებსო.

ტუღუშმა და მისმა სულიერმა დებმა თუ ძმებმა შესანიშნავად იციან, რომ საქართველოში ანტიდასავლური განწყობის ზრდის მიზეზი არა რუსეთი და რუსული პროპაგანდა, არა კრემლის გავლენა, არამედ ის გაუგონარი გარყვნილებაა, რომელიც ამერიკამ ნორმად გამოაცხადა და ადამიანის ფუნდამენტურ უფლებად აღიარა. ცხადია, მათ იციან, რომ, ვიდრე საქართველო და ქართველი ხალხი სიმართლეს ისმენს დასავლურ “დემოკრატიაზე”, ევროპასთან დაახლოება არც ერთ საღად მოაზროვნე მოქალაქეს არ მოუნდება. ზუსტად ამ პოზიციიდან ამბობს ოცდაათ გრანტზე გაყიდული ტუღუში, _ რუსული არხები უნდა ავკრძალოთო, და არა იმის გამო, რომ საქართველოს მომავალზე ფიქრით ღამეები არ სძინავს. ისე, იმაზე მეტი დაცინვა რა უნდა იყოს, როცა ტუღუშისნაირი “დატრენინგებული” მედროვე გვიწყვეტს, რას უნდა ვუყუროთ და რას _ არა. საზოგადოების ამაზე მეტი აბუჩად აგდება, ალბათ, წარმოუდგენელია, თუმცა ნათქვამია, როგორიც ერი, ისეთი ბერიო, _ მოსახლეობა არ ეწინააღმდეგება ამგვარი სიმბიოზების არსებობას და პარაზიტებიც მრავლდებიან. ასე რომ არ იყოს, ტუღუშები და სხვა მსგავსი მეხუთეკოლონელი ფარსადანები არათუ იმის თქმას გაბედავდნენ, საზოგადოებას ინფორმაციის თავისუფლება უნდა შევუზღუდოთ და მხოლოდ “ლიბერასტული” პროპაგანდით უნდა ვკვებოთო, არამედ სოროდან ცხვირს ვერ გამოყოფდნენ.

კონკრეტულად რით არის განპირობებული საქართველოში ანტიდასავლური განწყობის მომძლავრება და ადეკვატურია თუ არა სახელმწიფოსა და არასამთავრობო ორგანიზაციების რეაქცია ამ პროცესზე?

საქართველო და მსოფლიომწერალსა და მსახიობს გივი სიხარულიძეს დაუკავშირდა და აღნიშნულ საკითხზე აზრის გამოთქმა სთხოვა.

_ ბატონო გივი, ბოლოდროინდელი სტატისტიკური მონაცემებით, ცხადია, რომ მოსახლეობაში სულ უფრო მატულობს სკეპტიკური განწყობა დასავლეთისადმი. ამას ყველა თავისებურად ხსნის, თქვენ როგორ ფიქრობთ, რა არის მიზეზი?

_ როგორ არის, იცით, როდესაც მშობელი დედა ბავშვს ზრდის და ძუძუს აწოვებს, მერე ხომ არ ამადლის, _ მე შენ ასე გივლიდი, ისე გივლიდიო? ჩვენ, იცით, რას გვიშვრებიან ევროპა და ამერიკის შეერთებული შტატები? პირდაპირ გვეუბნებიან: მიგიღებთ ნატოში, მაგრამ ორასი წლის შემდეგ, თუ თქვენთან, სახელმწიფოში, კაცი კაცს მოიყვანს ცოლად და ქალი ქალზე გათხოვდებაო. მე კი ვამბობ: წყეულიმც იყოს ის სულხანსაბას, შოთა რუსთაველის, გრიგოლ რობაქიძისა და ილია ჭავჭავაძის საქართველო, რომელიც ევროკავშირის წევრობას სოდომური ცოდვის დაკანონებითა და აღვირახსნილობის, გარყვნილების დამკვიდრებით მიაღწევს! წყეულიმც იყოს ის საქართველო და ქართველი ხალხი, რომელიც ამას დაუშვებს და გარე ძალების მიერ ნაკარნახევ უბედურებას უჩუმრად მიიღებს! ახლა ვისაც რა უნდა, ის თქვას, და როგორც სურს, ისე გაიგოს ჩემი ნათქვამი, არ მაინტერესებს ვიღაც ვაიუფლებადამცველთა აზრები და შეფასებები

_ პროდასავლური იდეოლოგიის ზოგიერთი ექსპერტი თვლის, რომ საქართველოში რუსული არხები უნდა აიკრძალოს. მათი აზრით, ეს შეამცირებს საზოგადოებაში ანტიდასავლურ განწყობას. რას ფიქრობთ ამ ყველაფერზე?

_ მე რომ მკითხოთ, რუსული არხები რაც შეიძლება მეტი უნდა იყოს და გეტყვით, რატომ: სიმართლე გითხრათ, პოლიტიკისა არაფერი მწამს, მაგრამ იმის შემდეგ, რაც პუტინმა განაცხადა, არ დავუშვებ ჩემს ქვეყანაში ჰომოსექსუალიზმს, კაცის კაცზე გათხოვებას და ქალის _ ქალზეო, მისდამი, როგორც სახელმწიფოს მეთაურის მიმართ, სიმპათია გამიჩნდა. ბედნიერი ვარ, რომ ჩვენმა პრემიერმაც იგივე გაიმეორა. ღარიბაშვილი ოჯახის შვილია, პატიოსანი ცოლი ჰყავს და მან უთხრა სრულიად საქართველოს, მე ვიცავ ოჯახის სიწმინდეს და ჩემთვის მთავარი ეს არისო.

რაც შეეხება იმ .. ლიბერალებს, რომლებსაც ასე ძალიან შესტკივათ გული ადამიანის უფლებებზე, თუ მათ დისკომფორტს უქმნით ის აზრი, რომ საზოგადოება უნდა იყოს ძლიერი და ჯანსაღი, თუ დისკომფორტს უქმნით ის, რომ სახელმწიფო უნდა იდგეს ტრადიციულ, წმინდა, ღირსეულ ოჯახზე, შეუძლიათ, აიბარგონ და წავიდნენ იქ, სადაც, მათი აზრით, უკეთ იგრძნობენ თავს. აქ ნამდვილად ვერ იქნებიან დაცული იმიტომ, რომ ქართველი კაცი არასოდეს დაუშვებს სოდომური ცოდვის დაკანონებას, ქართველი ხალხი ამას არ შეეგუება და ტყუილად ნუ გაირჯებიან

_ პრემიერის განცხადება ახსენეთ და ამ განცხადების გამო მას არასამთავრობო ორგანიზაციების მწვავე კრიტიკა დაატყდა თავს

_ მე თუ მკითხავთ, ყველა .. არასამთავრობო ორგანიზაცია უნდა შეკრიბო და წყალს გაატანო, არც ერთი რომ არ გადარჩეს. ეს არის ამერიკის შეერთებული შტატების მასონური ორგანიზაციების აგენტურა. ზუსტად ამათი ალაგმვით უნდა დაიწყოს საქართველოს გათავისუფლება ბნელი ძალებისგან და, დარწმუნებული ვარ, მერე ყველაფერი თავის კალაპოტში ჩადგება… ან ეს ვაიმწერლები რომ ავიღოთ _ ბურჭულაძე, თავის დედაზე რომ გაიძახის, მაგზნებსო, ან ქარუმიძეები, ბუღაძეები და სხვები… ესენი არიან ერის დამღუპველები, სწორედ ესენი ხრწნიან საზოგადოებას…

_ ვთქვათ, საქართველომ უარი თქვა იმ დირექტივების შესრულებაზე, რომლებსაც დასავლეთი გვიგზავნის ევროინტეგრაციის სანაცვლოდ და რომლებიც ქვეყნის საგარეო კურსის ფუნდამენტურ ცვლილებას გამოიწვევს. არის კი დღეს საქართველო ამისთვის მზად?

_ ნუ დაგვავიწყდება, რომ ჩვენ დიდწილად მუსლიმანური სახელმწიფოებისა და ერების რკალში ვართ მოქცეული, ამიტომ ვფიქრობ, რომ დღეს საქართველოს აქვს ერთადერთი გზა _ ყველანაირად უნდა ვეცადოთ, რომ ჩვენს მოძმე ქრისტიანულ რუსეთთან დავამყაროთ ძმური ურთიერთობა, მეგობრული და არა _ ვასალური, მაგრამ ამას სჭირდება პოლიტიკოსის ჭკუა.

_ ხედავთ ასეთ პოლიტიკოსებს?

_ სამწუხაროდ, ჩვენ დღეს პოლიტიკოსი არ გვყავს, ჩვენ გვყავს სხვადასხვა სახელმწიფოს მიერ მოსყიდული პოლიტიკანები; ისინი არიან სამშობლოს გამყიდველები, ძალაუფლებას დახამებული მედროვეები, რომელთათვისაც სულერთია, როგორ იქნება სახელმწიფოც და ხალხიც. ამათ ხელში, ცხადია, ვერაფრის იმედი ვერ გვექნება, ამათ ხელში, რაც გვაქვს, ისიც შეიძლება დავკარგოთ.

_ ამ განცხადებების გამო რიგმა არასამთავრობო ორგანიზაციებმა შეიძლება რუსეთის აგენტობა დაგწამოთ.

_ ჰოდა, მაგათ გასაგონად ვამბობ: აგენტებიც არიან, პედარასტებიც და ჩათლახებიც!

ასე დაწერეთ პირდაპირ. არავისი მეშინია და რადაც უნდათ, შემრაცხონ. მე რუსი ხალხი მიყვარს. კიდევ ვიმეორებ: ჩვენ გონს უნდა მოვეგოთ და ნორმალურად მოვექცეთ რუსეთს. ეს არის პოლიტიკა და არა ის, რომ გიჟმა სააკაშვილმა ცხინვალში ტანკები შეაგრიალა. მერე რაც მივიღეთ, ყველამ ვნახეთ, ასე რომ, ჩვენ გიჟების ჭკუაზე ვერ ვივლით. რამე რომ მოხდეს, ყველა თავის კაბინეტში შეიყუჟება და იქიდან შეშფოთდება. ეს არის მათი დახმარება, როცა ფაქტის წინაშე აღმოვჩნდებით. ეს არასამთავრობოები კიდევ, ასე ძალიან რომ გვაპირისპირებენ რუსებს და ცეცხლზე ნავთს ასხამენ, დაჰკრავენ ფეხს და თავიანთ დასავლელ მამა-მარჩენლებთან გაიქცევიან.

_ როგორ ფიქრობთ, რუსეთთან ნორმალური, ძმური ურთიერთობა არსებული ხელისუფლების პირობებში შესაძლებელია?

_ ჩვენი ხელისუფლება ძალიან უსუსური და უგერგილოა, პარლამენტი კიდევ _ მოღალატე. ამას სრული პასუხისმგებლობით ვამბობ და პირდაპირ ასე დაწერეთ: ამჟამინდელ პარლამენტში 90 პროცენტი მოღალატეა, ხოლო მთავრობაში _ 99. ერთადერთი იმის იმედი მაქვს, რომ ღარიბაშვილი თავის სიტყვას ბოლომდე გაიტანს და არ დაუშვებს ქვეყანაში გარედან მოხვეული გარყვნილების დამკვიდრებას; კიდევ _ საზოგადოების იმედი მაქვს. მართალია, ბოლო ხანს ჩვენი საზოგადოება მნიშვნელოვნად შეიცვალა და სააკაშვილის ცხრაწლიანი რეჟიმის დამანგრეველმა რეფორმებმა ხალხის ცნობიერებაზე დიდი გავლენა მოახდინა, მაგრამ, მიუხედავად ამისა, ჩვენ მაინც ქართველები ვართ. ეს იმას ნიშნავს, რომ ვერანაირი პროპაგანდა, ვერანაირი მეხუთე კოლონა და მათი მუხლჩაუხრელი მუშაობა ქართულ ცნობიერებას ვერ შეცვლის. ეს იმას ნიშნავს, რომ მათი საქმე ამთავითვე განწირულია და, რაც უნდა მილიონები ხარჯონ ამერიკის მასონურმა ძალებმა, რაც მათ უნდათ და რაზეც ოცნებობენ, საქართველოში ვერასოდეს ეღირსებიან…

ესაუბრა ჯაბა ჟვანია

P.S. ამას წინათ პრემიერმინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ამერიკის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში რიჩარდ ნორლანდი ოქროს საწმისის ორდენზე წარადგინა. იმავე დღეს პრემიერი საელჩოში ეწვია ნორლანდს და ჟურნალისტებთან საუბარში ასეთი სიტყვებით შეამკო: “ეს ადამიანი წარმოუდგენლად დიდ და მნიშვნელოვან საქმეს აკეთებს საქართველოსთვის”. შეგახსენებთ, რომ ზემოაღნიშნული ორდენით ჯილდოვდებიან უცხო ქვეყნის მოქალაქეები და მოქალაქეობის არმქონე პირები, რომლებმაც განსაკუთრებული წვლილი შეიტანეს სახელმწიფოს აღმშენებლობაში, მისი ეროვნული ინტერესების, სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის დაცვაში.

რაც შეეხება ნორლანდს, ეს ის ამერიკელი ემისარია, რომლის წყალობითაც სააკაშვილი და მისი კრიმინალური ბანდა დღემდე ხელუხლებელი დადის, ეს ის ამერიკელი ემისარია, რომლის წყალობითაც .. არასამთავრობო სექტორი ქვეყნის ფაქტობრივი მმართველია და ხელისუფლებას (და თვით ხელისუფლების პოლიტიკურ გარანტორ ბიძინა ივანიშვილსაც) შიშის ზარს სცემს; ანუ ნორლანდი ის კაცია, რომლის ხელითაც ვაშინგტონი დასავლურ სოდომსა და გომორში მიერეკება საქართველოს; ნორლანდი ის კაცია, რომელმაც ხელისუფლება რესპუბლიკელებს ჩააბარა, “ქოცებს” “ნაციონალებზეჯვარი დასწერა და ქვეყანა არნახულ კოაბიტაციას აზიარა

 

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here