Home რუბრიკები ბლოგი USAID-ის წუხილი კავკასიაზე

USAID-ის წუხილი კავკასიაზე

955

ბოლოდროინდელმა მოვლენებმა ამიერკავკასიის  რესპუბლიკებში ნათლად დაგვანახა, რომ მსოფლიო ახალი გადანაწილების, ახალი მსოფლიო წესრიგის ამერიკულ გეგმის ნაწილს,   ამიერკავკასიის    მონაკვეთზე   ხარვეზები გაუჩნდა . 

 

ის რომ ამერიკელები არც მალავენ რომ უკმაყოფილები არიან  იმ არასამთავრობო ორგანიზაციების მუშაობით რომლებიც ფინანსდება  აშშ- ს სახელმწიფო ორგანიზაციის  USAID-ის  მიერ ამერკავკაშიაში .  კერძოდ სომხეთში  ფინანსური, პოლიტიკური  და მედია მხარდაჭერის მიუხედავად  ვერ მიაღწიეს  სომხური , გინდაც ოპოზიციური ისტებლიჩმენტის    შეფუცხუნება     რათა ეკონომიური ( დენის გაძვირება) პრობლემების შედეგად წარმოშობილი სახალხო საპროტესტო გამოსვლები  პოლიტიკურ, წინასარევოლუციო ( ფერადი რა თქმა უნდა) ტალღად გადაექციათ  .  ამას ადასტურებს იუსაიდის მისიის ხემძღვანელის  კარენ ხილიარდის წერილი ვანაძორის ჰელსინკის

კავშირის ხემძღვანელის მიმართ სადაც ის წერს  :   

გწერთ თქვენ იმ მიზნით რათა გამოვხატო წუხილი ხალხის საპროტესტო აქტივობის დაცემასთან დაკავშირებით ერევანში. იმისდა მიუხედავად რომ თქვენ არაერთხელ განაცხადეთ სომხური საზოგადოების მზადყოფნის შესახებ თავის ინტერესების დაცვის საქმეში, შეიმჩნევა საპროტესტო მასის შემცირება. ასევე მკაცრი, უკომპრომიოსო  რიტორიკიდან  მთავრობასთან დიალოგზე გადასვლაზე და პოლიტიკური მოთხოვნების უარყოფაზე წავიდნენ  .აშკარაა რომ თქვენ ვერ შძელით ადეკვატურად გამოგეყენებინათ თქვენს განკარგულებაში არსებული რესურსები . შედეგი თქვენი მუშაობის შესახებ შეიძლება შეფასდეს როგორც სუსტი , ხოლო ძირითადი პროექტის მიზანი მიუღწეველი . ამისდა მიუხედავად ჩვენ მიგვაჩნია მიუღებლად სასომხეთში პროექტის გაჩერება რადგან ამან შეიძლება გამოიწვიოს ღონისძიებათა კოორდინაციის მოშლა რომელიც ასევე დაგეგმილია აზერბაიჯანში . თქვენ მაქსიმალური ძალისხმევა უნდა გამოიყენოთ რათა სახალხო პროტესტი გააქტიუროთ .

პატივისცემით  კარენ ხილიარდი 

ეს წერილი სრულიად ადასტურებს, რომ ყველაფერი რაც სასომხეთში ხდებოდა საპროტესტო აქციების დროს და როგორც ეს ყველა დანაჩენ ქვეყანაში ხდება სადაც ასე თუ ისე ფერადი რევოლუციების ნიავი უბერავს იმართება კონკრეტულ ქვეყანაში არსებული ამერიკის საელჩოს და ცსს -ს დაქვემდებარებაში მყოფი არასამთავრობო ორგანიზაციებიდან

აზერბაიჯანის სიტუაცია ცოტათი განსხვავებულია.  აზერბაიჯ-ანის ხელისუფლებასა და  აშშ-ს შორის დაიძაბა მაშინ როდესაც სახელმწიფო დეპარტამენტმა თავის ყოველწლიურ მოხსენებაში აზერბაიჯანის ხელისუფლება დაადანაშაულა რელიგიური თავისუფლების შეზღუდვაში. ისინი რეგულარურად აკრიტიკებდნენ აზერბაიჯანს  რადიკალური, არატრადიციული  რელიგიური ჯგუფების შეზღუდვასა და მათ დევნაში იმ რადიკალური ჯგუფებისა რომლერბსაც თვითონ აფინანსებენ .  ზუსტად ეს გახდა საფუძველი აზერბაიჯანის პარლამენტის მიერ მიღებული  რელიგიის კანონისა  რომელმაც გარკვეულწილად შეუზღუდა  ვაშინგტონს და ევროპულ ქვეყნებს რადიკალური რელიგიური ჯგუფების ფინანსური დახმარების  საშუალება და დაიწყო მათი სამართლებრივი დევნა, ვაჰაბისტთა მეჩეთების დახურვა  ან იქიდან რადიკალური იმამების განდევნა .ამ კანონით  ასევე აიკრძალა  იმ ლიტერატურის თუ ბეჭდვითი ორგანოს გამოშვება რომლებიც ფინანსდებოდნენ საზღვარგარეთიდან და  რომლებიც ძირს უთხრიდნენ აზერბაიჯანის სახელმწიფოებრიობას . ყველა ამ ღონისძიების გატრებამ, მართალია რა დაიმსახურა აშშ-ს გან „შავი ნიშანი“, საშუალება მიეცა აზერბაიჯანს  გარკვეულწილად თავიდან აეცილებინა რადიკალური ისლამიზაციის საფრთხე , უმაღლეს დონეზე ჩაეტარებინა პირველი ევროპული  ოლიმპიადა , ეკონომიურადაც მომძლავრებულიყო  რომ გაეტარებინა დამოუკიდებელი საგარეო  და საშინაო  პოლიტიკა  რაც საბოლოო ჯამში ევროპასთან ასოცირების  კაბალური ხელშეკრულების ხელმოწერის  დელიკატური უარის საფუძველი გახდა  გარედან დიდი ზეწოლის მიუხედავად  .

რაც შეეხება საქართველოს აქ სიტუაცია ტრადიციულად რთულია  ჩვენივე მენტალობიდან გამომდინარე ,მაგრამ იმასთან შედარებით თუ რა  რესურსებია დახარჯული   და რა გავლენები გააჩნია ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტს არამარტო მედიაზე ,არამართო არასამთავრობო ორგანიზაციებზე, არამარტო   ოპოზიციის დიდ ნაწილზე  არამედ თვით ხელისუფლებაზეც,  ხალხის ანტიამერიკულ-ანტიევროპული განწყობილებები მატულობს. რასაც NDI-ის მიერ ჩატარებულმა საზოგადოებრივი კვლევის -„საზოგადოების განწყობა საქართველოში „ შედეგების გამოქვეყნებიდან გამოჩნდა სადაც მოსახლეობის 31 %  ევრაზიის კავშირში გაწევრიანება მისაღებად ჩათვალა ( ჩემი პირადი აზრით ეს შედეგი ორი ათეული  პროცენტით დაწეულია).

ასე რომ განწყობები იცვლება,  მაგრამ   ის გეგმა რომელსაც  აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტი წლების განმავლობაში ამუშავებდა  ცოტა დამუხრუჭების  მიუხედავად ნელ ნელა  მაინც მიმდიონარეობს და  რომლის   მოკლევადიან მიზანში   კავკასიის რეგიონში მასიური დესტაბილიზაციის კერების გაღვიძება და მუდმივი ქაოსის შექმნაა .

ვიქტორ ცაავა

 
 

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here