Home რუბრიკები ბლოგი ევროკავშირი, რომელიც სახელმწიფოების კავშირს წარმოადგენდა, ხალხების ციხედ აქციეს

ევროკავშირი, რომელიც სახელმწიფოების კავშირს წარმოადგენდა, ხალხების ციხედ აქციეს

721

მემარცხენეთა პარტიის თავმჯდომარის მოადგილის სარა ვაგენკნეხტის (Sahra Wagenknecht) გამოსვლა გერმანიის ბუნდესტაგში.

 

სარა ვაგენკნეხტი ბუნდესტაგის ტრიბუნიდან პირდაპირი ტექსტით გამოთქვამს ყველაფერს რასაც ფიქრობს საბერძნეთის კრიზისიდან გამოყვანის და რეფორმების გეგმასთან დაკავშირებით, რომელიც მას საერთაშორისო კრედიტორებმა შესთავაზეს, ხოლო გერმანიამ მხარი დაუჭირა.

სარა ვაგენკნეხტი მიმართავს რა ანგელა მერკელს და გერმანიის სხვა ხელმძღვანელებს, პირდაპირ აცხადებს:

„ ევროკავშირი ოდესღაც სახელმწიფოების კავშირს წარმოადგენდა, ახლა კი ის ხალხების ციხედ გადააქციეს. ციხედ იმ ქვეყნებისთვის, რომლებსაც საიმედოდ აკავებენ ვალების სადავეებით, და მათ არა აქვთ არანაირი საშუალება განთავისუფლდნენ იმ ბორკილებისგან, რომლებიც მათ საერთაშორისო კაპიტალისტებმა დაადეს.

დააკვირდით საბერძნეთისთვის თავსმოხვეულ ხელშეკრულებებს, ესაა იმ ბოლო 5 წლის საშინელი პოლიტიკის გაგრძელება, რომელმაც საბერძნეთის ეკონომიკის მეოთხედი გაანადგურა, შეიყვანა რა ის რეკორდულ უმუშევრობაში, უბედურება დაატრიალა ქვეყანაში, და ეს უბედურება ახლაც გრძელდება, რადგან საბერძნეთის ვალი ყოველდღე იზრდება….და ქალბატონო მერკელ, თქვენ სწორედ ამ პოლიტიკას აგრძელებთ!!!

საბერძნეთი 2010 წლიდან მოყოლებული ვალებში იხრჩობა, და თქვენ უნდა იცოდეთ, რომ ვისაც ვალები ახრჩობს, არ შველის დამატებით კიდევ ახალი ვალების აღება, არამედ მას მხოლოდ ვალების ჩამოწერა თუ გადაარჩენს!“

მასალა თარგმნა და მოამზადა კონსტანტინე ჩიკვილაძემ

კონსტანტინე ჩიკვილაძე

 

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here