Home რუბრიკები საზოგადოება თქვენ რომ დაემუქრებით და თქვენი რომ შეეშინდება, ის ხალხი არ ვართ ჩვენ,...

თქვენ რომ დაემუქრებით და თქვენი რომ შეეშინდება, ის ხალხი არ ვართ ჩვენ, თქვე წუპაკო დემო(ტ)რაკებო!

1081

სათაურში გამოტანილი ტერმინიდემო()რაკები”, ალბათ, ეხამუშა კიდეც ტრადიციულ წესჩვეულებებზე აღზრდილ ჩვენს მკითხველს, მაგრამ იმ მოვლენის დასახასიათებლად, რომელიცდემოტრაკიისცნებაში იგულისხმება, სხვა უფრო შესაფერისი ტერმინი არ მეგულება. იგი ქართულ მედიასივრცეში შესანიშნავმა პუბლიცისტებმა _ დავით მხეიძემ და ბაკურ სვანიძემ შემოიტანეს და დაამკვიდრეს კიდეც. არ ვიცი, რომელმა მოიფიქრა იგი პირველად, რადგან ჩემთვის ფრიად პატივსაცემი გაზეთის ერთსა და იმავე ნომერშია დაბეჭდილი მათი სტატიები, რომლებშიც პირველად დაიწერადემოტრაკია”…

 

აბა, მითხარით, რა შეიძლება ეწოდოს იმ ქვეყნის საზოგადოებრივ-პოლიტიკურ წყობასა და ზნეობრივ იდეოლოგიას, რომლის პრეზიდენტი კაცობრიობის წინაშე აცხადებს, ჩემი უმთავრესი მიზანი ერთნაირსქესიანთა ქორწინების (“კაცი კაცთანა, კაცოო!”) დაკანონება იყო და მე დღეს ბედნიერი ვარ, რომ ეს მიზანი ჩემს სახელმწიფოში მიღწეულიაო. ის კი არ იყო ჩემი მიზანი, სიღატაკესა და შიმშილს შევჭიდებოდი, რომელიც ნახევარ მსოფლიოში მძვინვარებს, არამედ ის, კაცის კაცთან ჟიმაობა კანონიერ და ღირსეულ საქციელად ჩათვლილიყოო.

იმ ქვეყნის მეორე კაცმა, სახელმწიფო მდივანს რომ უწოდებენ, “დაგვაიმედა”: ეს ჩვენი მაგალითი სრულიად მსოფლიომ უნდა გაიზიაროს და ამაზე ჩვენ ვიზრუნებთო.

ჰოდა, თუ ეს არის დემოკრატია, მაშინ იმას რა ჰქვია, ძველი წელთაღრიცხვის მეხუთე საუკუნეში საბერძნეთში რომ დაამყარა პერიკლემ, მისი ცნობილი რეფორმების საშუალებით (“დემოკრატია” ხომ ბერძნული წარმომავლობის ტერმინია), ან მმართველობის რა ფორმა იყო ის, ოლივერ კრომველმა რომ დაამყარა ინგლისში თავისი პოლიტიკური ზეობის პირველ პერიოდში?

“დემოკრატია” იყო ის, რაც იმ დიდმა კაცებმა უჩვენეს და გამოცდილებად დაუტოვეს კაცობრიობას, ხოლო ის, რასაც ასე აგრესიულად და ზღვარგადასული აქტიურობით ამკვიდრებს დასავლური ლიბერასტული იდეოლოგია, სწორედაც რომდემოტრაკიაა”.

რა ზუსტი განსაზღვრება მოუძებნეს ამ კარგი დედმამიშვილებმა იმ ჭირსა და ბეღუთურს, რომელიც ასე გამალებით მოიწევს ჩვენკენ.

მოიწევს კი არა, მოსულიც არის! დაკანონებაღა აკლია მხოლოდ! დაკანონებას რაღა შეუშლის ხელს, ნეტავ? ის ქართული გულარხეინობა ხომ არა, რომელიც ათადან-ბაბადან მოგვდგამს; პედარასტები ცოტანი არიან, უმრავლესობა ჩვენ ვართ და რას გვიზამენო, _ ფიქრობენ გულარხეინი ქართველები.

ჰო, აბა! კანონის სახით განა ცოტა რამე მოუხვევიათ ჩვენთვის თავზე ისეთი, უმრვალესობას რომ არ უნდოდა?! მოგვახვევენ ახლაც, თუ ფხიზლად არ ვიქნებით, რადგან ჩათლახები ცოტანი კი არიან, მაგრამ გაერთიანებულნი, ზნეობრივი ადამიანები კი _ გათითოკაცებულნი. ისინი ერთი ძუძუთი არიან გამოზრდილნი, ახლაც იმ გამზრდელის ძუძუ უდევთ პირში, ამიტომ არიან აგრესიულად სოლიდარულები დემოტრაკიის დამკვიდრებისთვის ბრძოლაში.

ბოლო ხანს, საყოველთაო ზნეობრივი თუ ეკონომიკური გაჭირვების ჟამს, ერთი სასიკეთო ამბავი ჩვენშიც მოხდა, როგორც იტყვიან, “ზოგი ჭირი მარგებელიაო”: ქართველმა დემოტრაკებმა საბოლოოდ ჩამოიხსნეს ნიღბები და ვიცით, უკვე ვინ ვინ არის! როცა იცი, საფრთხე საიდან მოდის, ის უკვე, თუ ბრიყვი არ ხარ, ისე საშიში აღარ არის.

ქართველი დემოტრაკების ლუსტრაცია გამოიწვია აშშში ერთნაირსქესიანთა ქორწინების დაკანონებამ ყველა შტატში და ამ საკითხზე საქართველოში გაკეთებულმა განცხადებებმა, რომ, “სტრატეგიული პარტნიორობისმიუხედავად, ამერიკის პედარასტული გამოცდილების ჩვენს ქვეყანაში გადმონერგვას არ დავუშვებთ. რა კანონებიც უნდა მიიღოს აშშ-ის კონგრესმა და რა გადაწყვეტილებებიც უნდა გამოიტანოს მათმა უზენაესმა სასამართლომ, ჰომოსექსუალიზმი ნორმალური მოვლენა არ არის, რადგან იგი ბუნების კანონების საწინააღმდეგოა, ანომალიაა. ეს იმას არ ნიშნავს, რომ ჰომოსექსუალი მაინცდამაინც უნდა დავსაჯოთ. არა! მას უნდა დავეხმაროთ, თუ საამისო სურვილი აქვს, თუ არადა, _ ჩუმად, სხვათა თვალთაგან შორს, რაც უნდა, ის ქნას, მხოლოდ ძალადობისა და შეცდენის გარეშე!

ეს არის ცივილიზებული, ჰუმანური, დემოკრატიის ერთგული ადამიანის კრედო, მაგრამ ქართველი დემოტრაკები ასე როდი ფიქრობენ…

აი, მაგალითი იმისა, ძია სემის ძღვენით გათავხედებული ქართველი დემოტრაკები რას ბედავენ, როგორ ემუქრებიან მსახიობ მიშა გომიაშვილს, რომელიც, ბევრისგან განსხვავებით, საჯაროდ გამოხატავს თავის კაცურ პოზიციას. მოვუწოდებთ ყველა დამსაქმებელს, _ წერენ დემოტრაკები, _ დაუყოვნებლივ შეწყვიტონ ბატონ გომიაშვილთან ყოველგვარი თანამშრომლობა იქამდე, ვიდრე ის არ გააცნობიერებს ლგბტ კოლეგების წინააღმდეგ გადმონთხეული სიძულვილის მავნებლობას. წინააღმდეგ შემთხვევაში, ვიზრუნებთ იმაზე, რომ მისი ნებისმიერი დამსაქმებლისათვის ამიერიდან შეუძლებელი გახდეს ჰომოფობი დასის წევრებთან ერთადგარყვნილ დასავლეთშიგასტროლებით ტკბობა. ამიერიდან, ბატონ გომიაშვილსაც შეეძლება მსხვერპლად წარმოაჩინოს თავი”.

ვისი იმედით იმუქრებიან? გაღმელი ძიების იმედით, არა? აბა, ჩვენ ვინღა ვგდივართ და გვაქვს კი უფლება არსებობისა, თუ ეს ვიგინდარები და უცხოქვეყნელთა ძღვენჭამიები, ჩვენს შანტაჟირებას ცდილობენ. მიშა გომიაშვილისა და სხვა მისნაირთა მიმართ გამოთქმული მუქარა ყველა ჩვენგანისაკენ მიმართული მუქარაა და ამას უნდა შევეგუოთ? არა! მათ მე ასე შევუძახებ, დათასავით: თქვენ რომ დაემუქრებით და თქვენი რომ შეეშინდება, ის ხალხი არა ვართ ჩვენ, თქვე წუპაკო დემოტრაკებო!

ძალიან სამწუხაროა, რომ ამ ძღვენიჭამია (გრანტიყლაპია) არასამთავრობო ორგანიზაციებთან (რომლებსაც მე ერის სხეულზე მისეულ მკბენარებას ვუწოდებ) ერთად, ჩვენში ისეთებიც არიან, რომლებიც თითქოს ეროვნულ ინტერესებს იცავენ და ირიბად დემოტრაკიასაც ეკეკლუცებიან. აბა, რა განცხადებაა ეს, რომელსაც ბევრი ჩვენი “წესიერი” პარლამენტარი და პარლამენტს გარეთ მყოფი მოღვაწე აკეთებს: “არა, ჩვენ ერთსქესიანთა ქორწინების დაკანონებას მხარს არ დავუჭერთ. ჩვენი საზოგადოება ჯერ ამისათვის მზად არ არის”-ო, ჯერო! ანუ რაო? მე იმიტომ არ დავუჭერ მხარს, რომ ჩვენი საზოგადოება საამისოდ არ არისო მზად, თორემ, მე კაი ხანია, მომწიფებული ვარო. დემოტრაკიის მიმდევრობა სხვა არაფერია, პატივცემულო დეპუტატებო და სხვებო! ამას წინათ სრულიად სამართლიანად გირჩიათ ბატონმა თამაზ წივწივაძემ: “თუ შეიძლება, ტრაკი დააყენეთ, ძვირფასო დეპუტატებო, ოღონდ კენჭისყრაზე კი არა… შარვალში!” დაუჯერეთ ამ რჩევას, თორემ ერთხელაც იქნება, საზოგადოება გაგაგებინებთ, როგორი მოუმზადებელია იგი.

ნამდვილად ღვთის რისხვაა ის, რაც საზოგადოებას თავს დაატყდა ბოლო ხანს ჩვენშიც და სხვაგანაც. აბა, სხვა რა უნდა ეწოდოს გრიპის სახადივით გავრცელებულ სოციალურ-პოლიტიკურ სიბრიყვეს, რომლითაც ისინიც კი დასნებოვნდნენ, ჭკუის საკითხავ კაცებად რომ მიაჩნია ზოგიერთს დღესაც.

ამას წინათ ერთ-ერთი პოპულარული ქართული გაზეთი თავის მუდმივ ექსპერტ-ფილოსოფოსს საგაზეთო ინტერვიუში ეკითხება, აშშში ერთნაირ სქესიანთა ქორწინება რომ დააკანონეს, ამან ჩვენში ანტიამერიკული განწყობების გააქტიურება გამოიწვია და ეს ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორთან ურთიერთობაზე ხომ არ იმოქმედებსო? _ კიო, _ იმფილოსოფოსმა”, ეს პუტინისტური ძალების გააქტიურებააო. რუსული პროპაგანდა, რა თქმა უნდა, სათავისოდ გამოიყენებს აშშში ერთნაირ სქესიანთა ქორწინების დაკანონებისადმი ჩვენი საზოგადოების ერთი ნაწილის ტრადიციონალისტურ განწობებსო. ეს აზრი იყო მის ნათქვამში, რომელიც ბრჭყალებში იმიტომ არ ჩავსვი, რომ მეტი საქმე არ მაქვს, ახლა მისი ნაბჟუტურევი სიტყვასიტყვით გადმოვცე.

მაინც რა მინდაო, იმ ფილოსოფოსმა, როგორია ჩემი ანალიტიკური ჭკუის შემფასებლური დასკვნაო? როგორი და, თუ კაცის კაცთან ჟიმაობა ნორმალურ საქციელად არ მიგაჩნია, მაშინ პუტინისტური პროპაგანდის ტყვეობაში ხარ მოქცეულიო, ხოლო თუ ამ სიბინძურის დაკანონებას ტაშისკვრით ხვდები და იმასაც ნატრობ, ახ, ნეტავი ეს ხმა ტკბილი, გამაგონა ჩემს მამულშიო, მაშინ ხარ დემოკრატი და, მაშასადამე, ევროპელიო.

ეს ჩემის ფილოსოფოსი იმას ვერ ხვდება, რომ კულტურულპოლიტიკური ორიენტაციები ადამიანის გულსა და გონებაში გადის და არა ტრაკზე? ხვდება, ალბათ, მაგრამ ისიც უცხოური ძღვენის ჭამაზეა დაგეშილი და ამიტომაც უკმევს გუნდრუკს დემოტრაკიას. ისიც იცის, ალბათ, რომ უზნეობა, რომელმაც დასავლური სამყარო მოიცვა, წარმავალია, უკვალოდ გადაშენდება და თან გაიყოლებს მოუსავლეთში თავის ერთგულ მიმდევრებს, როგორც ეს რომსა და ბიზანტიას დაემართა, ბევრ სხვასთან ერთად, მაგრამ ამ დემოტრაკიის აქაურ თუთიყუშს დღევანდელი კვერცხი ურჩევნია და მისი “ფილოსოფიური” თავი იმაზე ვეღარ ფიქრობს, ეს კვერცხი ქათმის არის თუ ბუსი. ისე არჩევანზე თუ მიდგა საქმე, სულაც არ უნდა გაგვიკვირდეს, თუ დემოტრაკები ბუს კვერცხებს ამჯობინებენ ქათმისას.

ღმერთი კაცს რომ გაუწყრება, ჯერ ჭკუას გამოაცლისო, _ ნათქვამია. დღევანდელ სამყაროში ისე აირია ყველაფერი, ისე აითქვიფა ერთმანეთში ზოგადსაკაცობრიო და საბაზრო ღირებულებები, რომ აგერ ნახსენები ანდაზის ჭეშმარიტებაში ეჭვს ვეღარ შეიტანს კაცი. განვითარებადი აფრიკის ერთერთი სახელმწიფოს პრეზიდენტმა ერთნაირ სქესიანთა ქორწინების, ანუ კაცთან კაცის ჟიმაობის დაკანონებით აღფრთოვანებული უგანვითარებულესი და უძლიერესი სახელმწიფოს პრეზიდენტს წერილობით, მსოფლიოს გასაგონად, მიმართა ცოლად გამომყევიო, ანუ შენი გაჟიმვა მწადიაო. ამ სარკასტული ხუმრობით მან თავისი და თავის თვისტომთა კაცობა და ვაჟკაცობა უჩვენა მსოფლიოს, ხოლო ევროპის უგანვითარებულესი და დიდი ისტორიის მქონე სახელმწიფოში რაინდის წოდება და ლორდის ტიტული მიანიჭეს კაცს, რომელმაც კაცი შეირთო ცოლად (თუ ქმრად). მართალია ის კაცი _ ქმარი თუ ცოლი, კარგად მღერის, მაგრამ ამისათვის არსებობს მაღალი ჰონორარები და მქუხარე აპლოდისმენტები, რაინდობა კი არაფერ შუაშია. ამ ქვეყნის დიდი შვილები _ რიჩარდ ლომგული, ოლივერ კრომველი ან ადმირალი ნელსონი რომ გაცოცხლდნენ, სამეფო ტახტს მისი ვერც ერთი მემკვიდრე ვერ შერჩებოდა. ასე იქნებოდა ეს, უეჭველად!

ერთნაირსქესიანთა ქორწინების მოწინააღმდეგეებს ჰომოფობებს (კაცთმოძულეებს!) უწოდებენ ეს ნაძირალა დემოტრაკები. როგორც ამას წინათ თამაზ წივწივაძემ მოსწრებულად იხუმრა, კაცის კაცთან ხახუნის შედეგად მხოლოდ ოფლის სუნი შეიძლება დადგეს, შთამომავლობა არასგზით გაჩნდებაო, ანუ ერთნაირსქესიანთა ქორწინება ერის გადაშენების გზააო. ვაი, თქვენს ახლანდელ და ყოფილ პატრონებს, ლგბტ-ს აპოლოგეტო ლიბერასტებო!

ანომალიური სქესობრივი ორიენტაციის ადამიანების უფლებათა დამცველი ორგანიზაციები რომ არსებობს, ჯანმრთელობის ანომალიური მდგომარეობის მქონე ადამიანთა უფლებებს რატომ არავინ იცავს? რატომ არავინ გამოდის საწინააღმდეგო აქციებით იმ შეზღუდვების აღსაკვეთად, რომლებიც დაწესებულია ჭლექიანების, ტიფიანების, ქოლერიანების, მუნიანების და ა. შ. წინააღმდეგ? თუმცა რა გასაკვირია, როდესაც ჰომოსექსუალიზმი დაავადებათა ნუსხიდან ამოიღეს, ხოლო იმ ნუსხაში შეიტანეს… სიყვარული… ჰო, ჰო, სიყვარული!

ეჰ, ადრე მაინც სცოდნოდათ ეს, ხომ ასცდებოდა იმდენ ჭირსა და ვაგლახს ტარიელი, არც ოტელო დაახრჩობდა მშვენიერ დეზდემონას. იგი ყოველგვარი პათეტიკის გარეშე იტყოდა: თუნდაც მთელი ვენეცია ყოფილიყო დეზდემონასთან, რა ჩემი ფეხები დამაკლდებოდაო ამით (შექსპირთან ბოდიში!). მაგრამ იმხანად გაბლატავებული არ იყვნენ დემოტრაკები და რა ექნათ!

შეატყობდა ჩვენი გაზეთის გონიერი მკითხველი, რომ, მიუხედავად ზოგიერთი ილინცური პასაჟისა, ეს წერილი სახუმაროდ არ დამიწერია, თუმცა ახლა ერთ-ორ სიტყვას ნამეტნავი სერიოზულობით ვიტყვი:

ძალიან რთული და სახიფათო ვითარებაა დღეს ჩვენში. ჯერ ერთი, იმიტომ, რომ ის ქვეყანა, რომელშიც ერთნაირსქესიანთა ქორწინება დააკანონეს და დიდი ზეიმითაც აღნიშნეს ესღირსშესანიშნავი თარიღი”, ჩვენი ახალაგზრდობისათვის მისაბაძი სახელმწიფოა სიმდიდრით, ცივილიზაციის დონითა და ძლიერებით. ცუდ საქმეში მიბაძვა ყველაზე მეტად ეხალისება და ხელეწიფება ადამიანს. ამასთანავე, სოციალური უმწიფრობის გამო, მოზარდმა თაობამ შეიძლება დაასკვნას (ძალიან დიდია ამის ალბათობა), რომ აშშ წარმატებები და ცხოვრების მაღალი დონე სწორედ ანომალიური (პათოლოგიური) სექსუალური ორიენტაციის ადამიანების დამსახურებაა და სწორედ ისინი არიან მიბაძვის ღირსნი. ვისაც ფსიქოლოგიასა და ფიზიოლოგიაში რაიმე გაეგება, ეცოდინება, რომ ჰომოსექსუალიზმი არა მხოლოდ თანდაყოლილი პათოლოგიური მდგომარეობაა, არამედ გარყვნილების შედეგიც არის, ანუ ინტოგენეზში შექმნილი თვისებაც შეიძლება იყოს. ამიტომ, ცხადია, რა რისკთანაც გვაქვს საქმე.

მეორე მიზეზი არის ის, რომ გარკვეული ძალები ფულს არ იშურებენ . . არატრადიციული სექსუალური ორიენტაციის პროპაგანდისა და გავლენის აგენტების დასაფინანსებლად. ჩვენში (ალბათ, სხვაგანაც) ფულზე დახარბებული ადამიანების მონახვა ძნელი როდია _ როგორცდათა თუთაშხიაშიამბობენ, “ხუთ მანეთად ფოთის პოლიცმაისტერიც კი გაიხდის”. ამ საყოველთაო ანტიადამიანური კამპანიის მიზანი ცხადია: უნდა შემცირდეს მსოფლიოს მოსახლეობა, უფრო კონკრეტულად კი, შეწყდეს გამრავლების ტემპი. დემოგრაფიული პრობლემების მოგვარების ეს გზა მილიარდიან ერებს თუ სასიკეთოდ წაადგებათ, ჩვენთვის და ჩვენნაირებისთვის ხომ დამღუპველია?! აცნობიერებენ ამას ჩვენი ლიბერასტები? უცხოური გრანტების ანუ ძღვენის ჭამას რომ მიეჩვევა კაცი, მერე ის ქვეყნის პერსპექტივებსა თუ უპერსპექტივობაზე ვეღარ იფიქრებს. არც ფიქრობენ, ხომ ხედავთ?!

მესამე მიზეზი არის ის, რომ რუსეთმა მიიღო კანონი ჰომოსექსუალიზმის პროპაგანდის ასი წლით აკრძალვის შესახებ. კი მაგრამ, ეგ კანონი განა ჩვენს წისქვილზე არ ასხამს წყალს? _ იკითხავს მავანი. ასხამს, მაგრამ გამოვიყენებთ მათ დასხმულ წყალს? ჩვენი ხელისუფლება ხომ რუსეთთან უბრად არის საკუთარი უჭკუობისა და “გაღმელი პატრონების” წაქეზებით, ანუ მუდამ ოპოზიციურ რეჟიმშია ამ დიდ მეზობელთან. ჩვენი ოპოზიციონერობა კი ისეთია, ერთმა გურულმა რევოლუციონერმა რომ აუხსნა თავის ახალგაპოლიტიკოსებულ მეზობელს ერთ ქართულ სპექტაკლში: ახალგაპოლიტიკოსებული ეკითხება უფრო სტაჟიან პოლიტკოსს: ქე გვითხრეს, ჩვენ ოპოზიციაში ვართ იმათთანო, მარა, რაია მაი ოპოზიცია, თუ იცი შენ? _ ოპოზიაციაში ყოფნა იგია, ისინი რო იტყვიან, “კიო”, შენ უნდა იყვირო, “არაო”, იმათ თუ “არა” თქვეს, შენ “კი” უნდა თქვაო.

აი, ასე!

რუსეთუმეობა არ დამწამონო და ჩვენი ბევრი “პოლიტიკოსი” მხარს სწორედ ლგბტ-ს ფერებად აჭრელებულ თეთრ სახლს დაუჭერს მხარს. ამნაირ “პოლიტიკოსს” თუ ჰკითხავ, შენც პედარასტი ხომ არ ხარო, ნამეტანი იხუებს, ანუ განაწყენდება.

ჩვენი ერის არსებობა ახლანდელი თაობის ზნეობრივ სიმტკიცეზეა დამოკიდებული და ვინ რას იხუებს და ვის რა მოექავება, ჩვენთვის ამას მნიშვნელობა აღარ აქვს უკვე.

ზურაბ ცუცქირიძე

 

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here