Home რუბრიკები საზოგადოება რომელ უფალს ემონები?

რომელ უფალს ემონები?

740

რატომ აიტაცეს ასეთი სიხარულით “17 მაისისსაიტმა და სხვა ლიბერასტებმა მამა პეტრე კვარაცხელიასთან ინტერვიუ?

 

მე, მამა პეტრეს “17 მაისისთვისმიცემულ ინტერვიუს, გავკადნიერდები დაბოროტ ნააზრევსვუწოდებ და თუ რატომ, ამას ქვემოთ აგიხსნით. (და ამისთვის ტექსტის თითქმის ზედმიწევნითი განხილვა და ციტირება დამჭირდება)

1. რა დონის ცოდვაა მამათმავლობა?

თუ ერთი ხელით მამა პეტრე თითქოს აფიქსირებს ეკლესიის სწავლებას, რომ მამათმავლობა უდიდესი ცოდვაა: “თუ ეს დანაშაული და ცოდვაა, თუ ეს მიუღებელი ცოდვაა და, რა თქმა უნდა, ეს ასეა”, მეორე ხელით, ის მის თითქოსდა შემსუბუქებას ეწევა.

მამათმავლობა გაყავს ჩვეულებრივ მრუშობაში:

“მამა პეტრე კვარაცხელია: _ როდესაც ჰომოსექსუალურ აქტს უკრძალავ, ეს ჩემთვის სავსებით გასაგები და მისაღებია, რადგან ჩვენ ვიცით – “არ იმრუშო” ათი მცნებიდან. როდესაც ეკლესიურად ცხოვრებას, ქრისტეს მიმდევრობას ვცდილობთ, ასეთ ცოდვაზე, რა თქმა უნდა, უარი უნდა ვთქვათ.”

ჩვეულებრივ მრუშობას მე ვუწოდებ ბუნებით ცოდვას, ხოლო მამათმავლობას უკვე ბუნების საწინააღმდეგოს. ეს მოსაზრება გაზიარებულია ბევრი წმინდა მამის მიერ და შეუძლებელია ეს მოძღვარმა არ იცოდეს.

2. მამა პეტრე ამბობს, რომ თუ ეკლესიურად ვცხოვრობთ, ქრისტეს მიმდევრობას ვცდილობთ, მაშინ გასაგებია, რომ ჰომოსექსუალურ აქტს ვეწინააღმდეგებითო.

ა) ჯერ ეს ერთი, ქრისტიანულად არა მარტო “ამ აქტს” მივიჩნევთ ცოდვად, არამედ უკვე თუნდაც ამ ცოდვის ნებისმიერ ხელშეწყობასაც და აფიშირებას. და პირიქით, ეს აქტის ჩადენაზე უარესიცაა.

ბ) მამათმავლობას რომ მიუღებლად თვლიდე, ამისთვის სულ არ არის საჭირო, რომ აუცილებლად მართლმადიდებელი იყო და ეკლესიურად ცხოვრობდე. ის იმდენად საძაგელი ცოდვაა, რომ თანაბრად მიუღებელია როგორც ქრისტიანისთვის, ისე ნებისმიერი ნორმალური ადამიანისთვის, თუნდაც ათეისტისთვისაც. და ის რომ ადამიანს შეიძლება ჰქონდეს მორალი და ზნეობა, მაგრამ არ გააჩნდეს მართალი სარწმუნოება და ცოცხალი რწმენა, ესეც უდავოდ ცნობილი უნდა იყოს მოძღვრისთვის.

3. მამა პეტრე თითქოს აბუნდოვნებს ცოდვის ობიექტურ მნიშვნელობას და მას სუბიექტური შეგრძნებებით განიხილავს: “ჩვენ ცოდვას გააზრებულად უნდა ვებრძოლოთ. ცოდვასთან გააზრებულ ბრძოლას, რაც არ უნდა ხანგრძლივი და რთული პროცესი იყოს, შედეგი მოაქვს, მაგრამ გაუაზრებელ ბრძოლას მხოლოდ იმიტომ, რომ ვიღაცამ გითხრა – იცი რა, ეს ცოდვაა და შეკითხვის უნარიც არ გაგაჩნია, თუ რატომ არის ცოდვა, ეს უკვე ნიშნავს იმას, რომ შენ ვერ გაგიგია, რა არის ცოდვა და რა – მადლი. აქედან გამომდინარე, ვერასდროს ვერ გაიაზრებ შენს სულიერ მდგომარეობას.”

რას ნიშნავს “ვიღაცამ გითხრა?”

ცოდვა რომაა, მაგალითად, კაცის კვლა, ამას რა, შენ სულში გააზრებით სჭირდება კიდევ დამატებით დადასტურება?

ამას მე დავარქმევდი ძალით “გასაწყლებულ” ნააზრევს.

და მართლაც, “17 მაისის” კორესპონდენტიც კი გაკვირვებული რჩება და, შესაბამისად, ასეთ შეკითხვას სვამს:

“_ და რა არის ცოდვა?”

(ანუ მამა პეტრეს პასუხიდან, მართლაც გაუგებარი იყო, ცოდვა ობიექტურობაა თუ პირადი შეგრძნებებია)

მამა პეტრეს პასუხი:

“_ ცოდვა არის ის, რაც მე მაწუხებს ღმერთთან მისასვლელ გზაზე; რაც მეღობება და დაბრკოლებას მიქმნის”.

კვლავ უზუსტობა და შერბილება (და შეუგნებელი? მე მგონი, შეგნებული).

რა თქმა უნდა, ჩვენ ცოდვა მართლაც გვაწუხებს და გვეღობება უფლის გზაზე, მაგრამ ეს არ არის საკუთრივ ცოდვის არსის გაგება.

ვინაიდან ღმერთთან მისასვლელ გზაზე, ჩვენ შეიძლება გვაწუხებდეს და დაბრკოლებებს გვიქმნიდეს არა მხოლოდ ცოდვა, არამედ სულ სხვა, ობიექტური გარემოც.

მაგალითად თუნდაც ის, რომ ჩვენ შეიძლება ვცხოვრობდეთ ქალაქში, სადაც არ არის ეკლესია და ეს გვაწუხებდეს და გვიქმნიდეს პრობლემას.

ასევე შეიძლება ეს არ იყოს გამოკვეთილი ცოდვა, მაგრამ იყოს ჩვენი პირადი ხასიათის სისუსტე, მაგალითად, მოუთმენლობა. და შეიძლება ვთქვათ, რომ ის გვაწუხებს და დაბრკოლებებს გვიქმნის, ან იმავე სტილში, შეიძლება ვთქვათ, რომ სიზარმაცე გვაწუხებს და გვაბრკოლებს უფლის გზაზე და ა.შ.

ანუ, თითქოსდა, მსუბუქ მსჯელობებზე გადავდივართ და ეს მას შემდეგ, როდესაც ცოტა ხნის წინათ ყველაზე საზარელ ცოდვაზე, სოდომიაზე იყო საუბარი. უცებ ასე “უვნებელ, მაღალ მატერიებში” გადავედით ცოდვასთან მიმართებაში.

და აკი “17 მაისის” კორესპონდენტის გაოცება კვლავ გრძელდება და იგი უკვე ასეთ ინტერპრეტაციაში გადადის:

“_ მაგრამ ამ მსჯელობის თანახმად, ცოდვის აღქმა ინდივიდუალური გამოდის, რამდენადაც ადამიანი ამას შინაგანი მორალური ღირებულებით განსაზღვრავს…”

მამა პეტრე, იმოწმებს რა ცდომილებაში მყოფ ცნობილ ფილოსოფოსს კანტს (სამწუხაროა მამა პეტრეს ციტირება, წმინდა მამების ნაცვლად, საეჭვო ფილოსოფოსების ნააზრევიდან რომ უნდება), დასძენს:

“_ კანტი ამბობს: ორი რამ მაოცებს _ ვარსკვლავებით მოჭედილი ცა და ზნეობრივი კანონი ჩემში. კანონის ნორმები შინაგანად თუ არ გაქვს, გარედან ვერასოდეს ვერ აითვისებ, თვითონ თუ არ თქვი პიროვნულად ცოდვაზე უარი, მღვდლის შიშით შეიძლება რაღაც ეტაპი გაძლო, მერე საბოლოოდ ადგები და წამოხვალ მისგან. ანუ საკუთარ თავს ვერ აუკრძალავ, თუ ეს აკრძალვა შინაგანად არ მოდის. ასეთი აკრძალვა იქნება ფასადური, ფარისევლური და დროებითი”.

ანუ თურმე, ზნეობრივი კანონი მხოლოდ ჩვენში ყოფილა, ხოლო გარეთ, ზემოთ ცაში, მხოლოდ ვარსკვლავებით მოჭედილი ცაა და არა უფალი.

ან რა შუაშია მღვდლის შიში?

ესეც სპეციალურადაა მოყვანილი, რომ თითქოს ადამიანი მხოლოდ საკუთარ თავს უნდა უჯერებდეს (“ზნეობრივი კანონი ჩემში”) და არა სხვა ადამიანს _ ანუ მღვდელს.

აქ სპეციალურად გავუსვი ხაზი ადამიანს.

თუმცა მამა პეტრემ შეუძლებელია, არ იცოდეს, რომ ადამიანს სინამდვილეში განა მღვდლის პიროვნული შიში აქვს, არამედ იმისი, ვისაც მღვდელი წარმოადგენს, ანუ ღმერთის. და ეს შიში არა ხელოვნურია, რომ “რაღაც ეტაპი გაძლო…”, არამედ თუკი ადამიანს მართლაც აქვს ღვთის შიში, ეს სათნოებაა.

ამის შემდეგ, ტექსტში კვლავ ყურადსაღები პასაჟია: “როგორც პავლე მოციქული ბრძანებს: რჯულის აღსრულება სიყვარულია, რელიგიამ ადამიანი არ უნდა დაიმონოს, რელიგიამ ადამიანი ყოველგვარი მონობისგან უნდა იხსნას, პირველ რიგში, საკუთარი თავისაგან.”

პავლე მოციქულის სიტყვები “რჯულის აღსრულება სიყვარულია”, რა თქმა უნდა, მართებულია, თუმცა ამას თითქოსდა ისევ პავლე მოციქულის სიტყვები გრძელდებოდესო, მოსდევს მამა პეტრეს, როგორც ადრე ვთქვი,” ბოროტი ნააზრევი”.

კერძოდ, რას ნიშნავს “რელიგიამ ადამიანი არ უნდა დაიმონოს”? რომელ რელიგიაზეა საუბარი, ცრუზე თუ ჭეშმარიტზე? თუ ჭეშმარიტზე, მაშინ ეს იგივეა, რომ თქვა, რომ ღმერთმა ადამიანი არ უნდა დაიმონოს, რაც თავისთავად აბსურდი და მკრეხელობაა.

ხოლო, თუ იმაზეა საუბარი, თუ ჩვენ ვის უნდა დავემონოთ, ცხადია, რომ ჩვენ უნდა დავემონოთ უფალს და არა მამონას.

ასევე გაუგებარია ტერმინი “რელიგიამ ადამიანი უნდა იხსნას საკუთარი თავისგან”. და აქაც ეჭვი მიჩნდება, რომ ეს ასოციაციურად, უფრო საკუთარი სინდისისგან გათავისუფლებაზე მიგვანიშნებს და არა თავსმოხვეული მანკიერებებისგან.

საბოლოოდ, ისეთ რაღაც ცრუ, მონათმფლობელურ როლში დახატა მამა პეტრემ რელიგია, რომ “17 მაისის” კორესპონდენტს კვლავ ბუნებრივი შეკითხვა დაებადა:

“_ ლგბტ თემს, რეალურად, ღმერთთან აქვს პრობლემა თუ ეკლესიასთან, როგორც ინსტიტუციასთან?”

ეს მართლაც ბუნებრივი შეკითხვა იყო, რადგან გაურკვეველი იყო მამა პეტრე რელიგიაში ეკლესიას მოიაზრებდა თუ თვითონ ღმერთს და ამით თითქოს კორესპონდენტმა მას დაუტოვა შანსი, რომ პირდაპირ ღმერთს კი არა, არამედ მხოლოდ ეკლესიას მაინც დაპირისპირდებოდა (თუმცა, რა თქმა უნდა, ეს ერთი და იგივეა).

და მამა პეტრე ამ შანსს იყენებს და პასუხობს, ეკლესიას:

“_ ეკლესიასთან. იცით, რატომ? საეკლესიო სწავლება არასდროს არ გულისხმობს ფიზიკურ შეურაცხყოფას. 2013 წლის 17 მაისს მე შემეშინდა. იმ დღეს, მე და არა მხოლოდ მე, ძალიან ბევრმა დავინახეთ ჩვენი მომზადების დონე. თურმე, სად ვყოფილვართ. ჩემთვის ყველაზე დიდი ცოდვაა სიძულვილი და აგრესია, როდესაც ქრისტიანობა არის სიყვარულის რელიგია. მე, მამა პეტრე, როცა შენთან მოვდივარ, არ მომეწონე და ცემა დაგიწყო, ეს ქრისტეს გაუხარდება?! აბსოლუტურად წინააღმდეგობრივია ეს ქრისტეს სწავლებასთან, მე ამას ვფიქრობ და ხმამაღლა ვამბობ. 17 მაისმა ეკლესიას აჩვენა ის, რომ ძალიან ბევრია გასაკეთებელი და კიდევ ის, რომ ჩვენ მართლმადიდებლობა, თურმე, არასწორად გვცოდნია. ჩემთვის ქრისტეს სახელით ძალადობა და აგრესია ძალიან მიუღებელია”.

ამ პასუხში შემდეგი ქვეტექსტი გამოსჭვივის:

1. ის, რომ ზოგადად ქართულმა ეკლესიამ გამოამჟღავნა არატოლერანტულობა (17 მაისს) მამათმავლების მიმართ და იგი მოძალადეა. თორემ, სინამდვილეში, ქრისტეს ეკლესია შემწყნარებელი და მოსიყვარულეა.

2. თურმე მამათმავლობაზე უარესი ცოდვებიც არსებობს, მაგალითად აგრესია.

ანუ ერთბაშად ორ კურდღელს კლავს: ერთი იმით, რომ მამათმავლებზე ბუნებრივ რისხვას ამტყუნებს და, მეორე, იმ აზრს გვიქარწყლებს, რომ მამათმავლობა ყველაზე უარესი ცოდვაა.

განიკითხავს რა ლგბტ კორესპონდენტის სტილში (ტაბურეტკიანი მამები) ხალხის სამართლიან აღშფოთებას, მთავრობისგან დაცული მამათმავლობის მოძალადე პროპაგანდისტების მიმართ, მამა პეტრეს, ბილწი ლგბტ თემი დამატებით ახალ ხარისხში აჰყავს:

“_ თუ თვლი, რომ ადამიანი ავადმყოფია, და ბევრი თვლის ასე, ის არ უნდა მოკლა, პირიქით _ უნდა უკურნო”.

ამ პასუხში მე შემდეგ მოსალოდნელ ქვეტექსტს ვხედავ:

1. რომ მამათმავლობა უკვე (შეუგნებლად? მე ვიტყოდი შეგნებულად) ცოდვად აღარ იხსენიება და მხოლოდ ავადმყოფობადაა წარმოდგენილი და თურმე “ბევრი თვლის ასე”.

2. (აქ მე მგონი, უკვე უბრალოდ გაუაზრებელი შეცდომაა)

ვინ თვლის, რომ ადამიანი მხოლოდ იმიტომ არ უნდა მოკლა, რომ ავადმყოფია, და ამიტომ უნდა უკურნო. რა, ავადმყოფი რომ არ იყოს და კურნება არ სჭირდებოდეს, ამიტომ შეგიძლია მოკლა? (ჩემი აზრით ეს ლაფსუსიც ზოგადად მამა პეტრეს ნაძალადევი, კვლავ განვმეორდები, “ბოროტი ნააზრევის” შედეგია).

ამ ბოლო, არაძალადობისა და კურნების პასაჟებით თითქოსდა დაკმაყოფილებულ კორესპონდენტს კვლავ ლეგიტიმური კითხვა უჩნდება:

“_ ლგბტ ადამიანებმა საკუთარი უფლებებისთვის უნდა იბრძოლონ?”

მამა პეტრეს პასუხი კვლავ მრავალმხრივი ბოროტაზროვნებითი შინაარსისაა:

“_ ადამიანმა პირველ რიგში საკუთარ თავთან უნდა იბრძოლოს, რომ მან აღიაროს, ვინ არის თვითონ; რომ მან დაინახოს, სად არის, როგორი დაიბადა და უკვე მეორე ეტაპია საკუთარი თავის შეცვლა უნდა თუ არა. მაგრამ თუ ის საკუთარ თავს გაურბის და ეს საკუთარ თავთან წინააღმდეგობა სხვისდამი აგრესიასა და ზიზღში გადასდის, დამერწმუნეთ ასეთი ადამიანი ბევრად უფრო საცოდავია და უბედურია, ვიდრე ის, ვინც ამ ცოდვაში იმყოფება, მაგრამ სინანული გააჩნია. იმიტომ, რომ მას არ ღებულობენ, რადგან თვითონ საზოგადოებაც არ არის ამისთვის მზად; შეიძლება, უფრო მეტად არ ღებულობენ ისინი, ვინც ასეთია და თვითონაც მალავს საკუთარ თავში”.

1. პასუხი “ადამიანმა პირველ რიგში საკუთარ თავთან უნდა იბრძოლოს, რომ მან აღიაროს, ვინ არის თვითონ”, უკვე თავისთავად მოიცავს პასუხს, რომ მეორე რიგში რატომაც არ შეიძლება იბრძოლოს ლგბტ უფლებებისთვის.

2. ხოლო ციტატის გაგრძელება”რომ მან დაინახოს, სად არის, როგორი დაიბადა და უკვე მეორე ეტაპია საკუთარი თავის შეცვლა უნდა თუ არა”, უკვე ლგბტ კულმინაციის ნიშნებს შეიცავს. აქ გაუცნობიერებელ მკითხველსაც კი გაუჩნდება ეჭვი, რომ “სქესის შეცვლაზე” შეიძლება იყოს მინიშნება. (შეუგნებლად? მე მგონი, შეგნებულად)

3. შემდგომ ტექსტში განიხილავს რა მამა პეტრე მამათმავლების (შემცდარ თუ შეუმცდარ) გრძნობებს, ბოლოს იმ დასკვნამდე მიდის, რომ მათ იმიტომ “არ ღებულობენ, რადგან თვითონ საზოგადოებაც არ არის ამისთვის მზად; შეიძლება, უფრო მეტად არ ღებულობენ ისინი, ვინც ასეთია და თვითონაც მალავს საკუთარ თავში”. აქაც, რა თქმა უნდა, ლგბტ ლოგიკაა, რომ ჩვენ, საზოგადოება, არ ვართ მზად იმისთვის, რომ სქესგამოცვლილი ადამიანები ბუნებრივად მივიღოთ (აღარ გავაგრძელებ, სამარცხვინოა).

კვლავ მივყვეთ ტექსტს:

“თუმცა, თუ ადამიანი რამე ცოდვას სჩადის, ამის აფიშირებას არ უნდა აკეთებდეს და არ უნდა მაიძულებდეს, მეც ამ ცოდვის თანაზიარი გავხდე.

მაგრამ, მეორე მხრივ, _ “საქართველოში სოდომის და გომორის ცოდვას არ დავუშვებთ” _ ამას გაჰყვირის ის ადამიანი, ქართველი ვაჟკაცი, მართლმადიდებელი და ჰომოსექსუალებს ებრძვის მაშინ, როცა ცოლს ღალატობს და სხვა ქალთან ცხოვრობს. ამიტომ, არ მესმის ცოდვასთან ბრძოლის მეთოდები. თუ ის ცოდვაა, რასაც შენ ქუჩაში გამოეკიდე და ხმამაღლა გაჰკივი, რომ ეს ცოდვაა და ამას შენს ქვეყანაში არ დაუშვებ და არ გაატარებ _ მივესალმები და ქედს ვუხრი, მაგრამ ამის თქმის მორალური უფლება უნდა გქონდეს. თუ ის ცოდვაა, რატომ შენი ცოდვა არ გახსოვს? საკუთარ ოჯახს რომ ღალატობ, საკუთარ მორალს, ზნეობას, შვილებს, სარწმუნოებას… თუ ის ნაკლები ცოდვაა, რომ უღალატო?! არა. ცოდვა ცოდვაა, ქრისტე გვეუბნება, არ იმრუშო და თუ ჰომოსექსუალობა ცოდვაა და საშინელი ცოდვაა, კი ბატონო, ამას ერთხმად აღვნიშნავთ, მაგრამ ის ცოდვა ცოდვა არ არის, რასაც შენ ემონები და ემსახურები?! ამიტომ, ჩვენ ვერ გავიაზრეთ, რა არის სოდომის და გომორის ცოდვა და იმიტომ გაჰკივიან ქუჩაში _ ჩვენ ვებრძვით სოდომს და გომორს. ამ დროს ყველა ჩვენთაგანი ქვეცნობიერად სოდომის და გომორის ცოდვას ვატარებთ.”

კვლავ იგივე ხდება, როდესაც მამა პეტრე ერთი ხელით მამათმავლობის აფიშირების და თანაზიარობაში ჩათრევის უარყოფით ქმედებებზე გვესაუბრება, იგი მეორე ხელით კვლავ მამათმავლობას არბილებს (მე ვიტყოდი ესარჩლება).

თურმე ცოლის ღალატი არ ყოფილა ნაკლები ცოდვა.

და, საერთოდ, თურმე სხვის ცოდვას როგორ აღნიშნავ, როცა შენ თვითონ ცოდავ, შვილებს რომ ღალატობო და ა.შ.

ამ ტექსტის დედააზრი შემდეგია (შეუგნებლად? მე მგონი შეგნებულად):

საერთოდ აღარ ვახსენოთ სოდომ-გომორი რომ ცოდვაა, ეს თემა დავივიწყოთ (თუ მივუშვათ?), იმიტომ რომ ჩვენ ხომ ყველა ცოდვილები ვართ. და შემდგომ, კიდევ უფრო დიდ მოტივაციას ნახულობს ჩვენი პასიურობისთვის, “ჩვენ ვებრძვით სოდომს და გომორს. ამ დროს ყველა ჩვენთაგანი ქვეცნობიერად სოდომის და გომორის ცოდვას ვატარებთ”-ო.

სასაცილოა, სატირალი რომ არ იყოს.

ანუ რა გამოდის, ჩვენ თუ სოდომიის ცოდვას ვატარებთ, მაშინ სხვებისგან რაღა გვინდა?

კი მაგრამ, მამა პეტრე, თუ ჩვენ სოდომიას ვატარებთ, მაშინ რომელ ცოდვას არ ვატარებთ? პედოფილიას ვატარებთ? მანიაკობას ვატარებთ? ჯადოქრობას ვატარებთ?

არც ერთ ცოდვას აღარ ვებრძოლოთ?

მამა პეტრემ არ იცის (შეუგნებლად? მე მგონი შეგნებულად), რომ ადამიანი თავისთავად ატარებს მხოლოდ მის წმინდა სულს. ხოლო ცოდვები,სოდომიები და ა.შ. არის არა ჩვენი არსი, არამედ გარედან მოხვეული, ეშმაკის მოქმედებაა?

მაგრამ მამა პეტრეს აზროვნება, ჩემი აზრით (შეუგნებლად? მე მგონი შეგნებულად), ერთბაშად კვლავ ორ კურდღელს კლავს:

1. იმას, რომ ჩვენ თვითონ ყველანაირი ცოდვა გვაქვს და ამიტომ სხვის ცოდვებს უნდა წავუყრუოთ (შეიძლება ეს მართალია, მაგრამ აქ ხომ მათ პირად ცოდვებზე არ არის საუბარი, არამედ დაპირისპირებაა იმ სოდომისტებთან, რომლებიც ამ ცოდვას გვიქადაგებენ და თავს გვახვევენ ჩვენ და ჩვენ შვილებს, მაგრამ ეს ნიუანსი მივიწყებულია).

2.  ა) რომ ჩვენ თუ სოდომ-გომორის ცოდვას ვატარებთ, ეს იმის ნიშანია, რომ მამათმავლობა ბუნებრიობაა და ის, ისევე როგორც ქალურობა ან კაცურობა, ადამიანში თავისთავად შეიძლება იდოს.

ბ) და რომ სოდომ-გომორი არ არის რაიმე არაბუნებრივი ცოდვა და ისევე შეიძლება იდოს ჩვენში, როგორც, მაგალითად, გემოთმოყვარეობა, მრუშობა, სიფიცხე და ა.შ.

გავდივართ რა ინტერვიუს ბოლოში, რომელი ინტერვიუც პრინციპში “თანაზიარს” ხდის ჰომოსექსუალობას, ლგბტ-ცნობიერებას ადამიანის ბუნებრიობასთან, ბოლო კითხვა ჩნდება, და ამის ყველაფრის მისაღწევად რა არის გასაკეთებელი.

შესაბამისია “17 მაისის” კორესპონდენტის ბოლო კითხვაც:

“_ როგორ წარმოგიდგენიათ საზოგადოებაში ამ პრობლემის დაძლევა?”

პასუხი გამაოგნებელია და მართლაც ლგბტ-აზროვნების ერთ-ერთ უდიდეს სიმაღლეს წარმოადგენს. და ვიტყოდი ბევრად უფრო სახიფათოს ვიდრე ეს შეიძლება მოდიოდეს, მაგალითად თუნდაც ლგბტეების პრეზიდენტის ირაკლი ვაჭარაძის მხრიდან, ვინაიდან მისი ავტორი მართლმადიდებელი მღვდელია.

“ცხვრის ტყავში გახვეული მგლისა” არ იყოს.

კონკრეტულად:

“ვფიქრობ, რომ პრობლემა მაინც არსებობს. იცით, რატომ? არც ერთი და არც მეორე მხარე არ ცდილობს მოლაპარაკების მაგიდასთან ჯდომას და ამაზე საუბარს. ამ თემას სიკვდილივით კი არ უნდა გავურბოდეთ, პირიქით – უფრო დაუფარავად უნდა ვმსჯელობდეთ, გამოსავალს ვეძებდეთ. უნდა დავიბაროთ, ვისაც ხელეწიფება, ვისაც ამის ინტელექტუალური ცოდნა, რწმენაც აქვს და მუშტი-კრივზე არ გადავა. თანამშრომლობა უნდა ხდებოდეს. როდესაც საზოგადოებაში ასეთი ადამიანები არსებობენ, ამასთან ბრძოლით, წინააღმდეგობით და გმობით პრობლემა არ მოგვარდება იმიტომ, რომ ბუნებაში ეს არსებობს, ასეთი ადამიანები ჩვენს გვერდით არიან რეალურად და იმაზე მეტი, ვიდრე ვინც გამოდის და საკუთარი უფლებების დაცვას ითხოვს. ამიტომ საპატრიარქოს, სასულიერო პირებს ყველაზე მეტად ხელეწიფებათ ასეთ ადამიანებთან ურთიერთობა; ოღონდ, რა თქმა უნდა, სარწმუნოების ყველა ინტერესებისა და უფლებების დაცვის ფარგლებში.”

1. გამოთქმაში “მაინც არსებობს”, უკვე თავის თავად იკითხება შინაარსი, რომ პრინციპში პრობლემა არ უნდა არსებობდეს.

და თურმე პრობლემა მხოლოდ იმაშია (და არა არსში), რომ “არც ერთი მხარე არ ცდილობს მოლაპარაკების მაგიდასთან ჯდომას.”

ანუ ამ პრობლემას ორი თანაბარე მხარე ჰყოლია. და ვინ არის ეს ორი მხარე?

თუ უტრირებას გავუკეთებთ, ეს არის ღმერთი (მისი მცნებების, სიწმინდის დამცველნი) და ეშმაკი (სიბილწის და გარყვნილების მქადაგებელნი). და როგორ ესახება (ღმერთმა შემინდოს ამ შედარებისთვის), მამა პეტრეს ღმერთი და ეშმაკი ერთად მსხდარნი მოლაპარაკებების მაგიდასთან? (საშინელი მკრეხელობაა).

(რა თქმა უნდა, აქ გასაგებია, რომ ადამიანებზეა ლაპარაკი, მაგრამ როდესაც ლგბტ-სა და ეკლესიას ორ მხარედ განიხილავ, რომლებიც მოლაპარაკების მაგიდასთან ერთად უნდა ისხდნენ, ასეთი ასოციაცია ბუნებრივია)

2. მამა პეტრეს შემდგომი ციტატა: “ამ თემას სიკვდილივით კი არ უნდა გავურბოდეთ”.

ამ კონტექსტში, კვლავ მამათმავლობის ცოდვის შემსუბუქების მცდელობა იკითხება. კერძოდ, რომ მამათმავლობა სასიკვდილო ცოდვა არაა, მას “სიკვდილივით კი არ უნდა გავურბოდეთ”.

3. კვლავ ბოროტებისა და სიკეთის თანამშრომლობაზე:

“თანამშრომლობა უნდა ხდებოდეს. როდესაც საზოგადოებაში ასეთი ადამიანები არსებობენ, ამასთან ბრძოლით, წინააღმდეგობითა და გმობით პრობლემა არ მოგვარდება იმიტომ, რომ ბუნებაში ეს არსებობს, ასეთი ადამიანები ჩვენს გვერდით არიან რეალურად და იმაზე მეტი, ვიდრე ვინც გამოდის და საკუთარი უფლებების დაცვას ითხოვს.”

საოცარი ლგბტ პასუხია.

სურათი ნათელია.

ასეთი ადამიანები არსებობენ, მათთან ბრძოლა, ან თუნდაც გმობა როგორ შეიძლება, იმიტომ რომ ისინი ბუნებაში არსებობენ (“იმიტომ, რომ ბუნებაში ეს არსებობს”) და ეს ბუნებრივია.

ეს უკვე, მე ვიტყოდი, “ოდაა ლგბტ თემის”, ჩვენდა სამარცხვინოდ, მართლმადიდებელი მღვდლის მიერ ნამღერი.

და, რა თქმა უნდა, ამ ყველაფრის ფონზე ცინიკურად და სარკასტულად გამოიყურება მამა პეტრეს მიერ ამ ინტერვიუს დამაბოლოებელი წინადადებაც:

“ამიტომ საპატრიარქოს, სასულიერო პირებს ყველაზე მეტად ხელეწიფებათ ასეთ ადამიანებთან ურთიერთობა; ოღონდ, რა თქმა უნდა, სარწმუნოების ყველა ინტერესისა და უფლების დაცვის ფარგლებში”.

დასასრულ, ეპილოგში (მიუხედავად იმისა, რომ, რა თქმა უნდა, მამა პეტრემ და ბევრმა თქვენგანმა ეს იცის) კიდევ ერთხელ მინდა დავამოწმო ეკლესიური სწავლების ორი გამორჩეული მაგალითი მამათმავლობის უდიდეს ცოდვად დადასტურების შესახებ:

რუის-ურბნისის ძეგლისწერა:

“მრავალგზის, მრავალი მოდგმის მიერ მრავალი და ურიცხვი ცოდვა ყოფილა ჩადენილი, როგორიცაა: მტრობა, შური, სიძულვილი, კაცისკვლა, მრუშობა, ცრუფიცობა, ბოლოს ყოველი ბოროტების საწყისი _ კერპთმსახურება და თაყვანისცემის გადატანა დამბადებლიდან დაბადებულთა მიმართ. მაგრამ არც ერთი ამათგანის გამო არ აღელვებულა აუღელვებელი ღმერთი, როგორც თვითონ უთხრა აბრაამს: ”სოდომისა და გომორის ღაღადება მოვიდა ჩემამდე და ჩამოვედი სანახავად, არის თუ არა მათი ღაღადებისამებრ მათი საქმეები” (შდრ. დაბ. 18, 20-21).”

წმ. იოანე ოქროპირი:

“სოდომია უფრო საშინელია, ვიდრე მრუშობა, რომელიც მართალია უკანონოა, მაგრამ ბუნებრივია, მამათმავლობა კი უსჯულოებაცაა და ამავე დროს, ბუნების წინააღმდეგ მიმართული ცოდვაც. რომ არ ყოფილიყო გეენა, მაშინ მამათმავლობა იქნებოდა ყველაზე დიდი სასჯელი… უკეთესია სიკვდილი, ვიდრე ასეთი სიბილწით ცხოვრება. მკვლელი სულსა და ხორცს გაჰყრის ერთმანეთისგან, მამათმავალი კი ღუპავს როგორც სულს, ისე სხეულს. არ არსებობს ცოდვა, რომელიც ამ უსჯულოებას შეედრება და მასში მყოფნი რომ ამ ცოდვის სიმძიმეს აცნობიერებდნენ, ამ სისაძაგლეში ჩავარდნას მრავალგზის სიკვდილს არჩევდნენ.”

და, ბოლოს, მამა პეტრე, შემინდეთ, კვლავ გავკადნიერდები (ვნახე რა, ამ ყველაფერთან ერთად, თქვენი ლამაზი ფოტოები, ყელყელაობით და ყაყაჩოებში ჩამუხლული) და ასე მოგმართავთ:

მამა პეტრე, თქვენ თქვენ სულიერ გარეგნობას მიხედეთ და ეს უმჯობესი იქნება ჩვენთვის, თქვენთვისაც და ყველასთვისაც.

ქრისტესმიერი სიყვარულით მართლმადიდებელი ეკლესიის მრევლი,

გურამ ფალავანდიშვილი

 

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here