Home რუბრიკები პოლიტიკა ევროტყუილი! _ მოკლე ფეხითა და გრძელი ეთერით

ევროტყუილი! _ მოკლე ფეხითა და გრძელი ეთერით

774

დღევანდელ საქართველოში ტყუილს მოკლე ფეხი, მაგრამ გრძელი ეთერი აქვს, განსაკუთრებით იმ ტყუილს, რომელიც .. ქვეყნის ანტიდასავლური კურსის მიმდევართა მძლავრ პროპაგანდას შეეხება და რომელიც უკვე ისე აშფოთებთ უცხოურ დაფინანსებაზე შემჯდარ .. არასამთავრობოებსა თუ მედიას, რომ ამ თითიდან გამოწოვილ თემას უკვე სპეციალურ გადაცემებსაც კი უძღვნიან.

 

ეს შეშფოთება იქამდეც კი მივიდა, რომ “ნაციონალების” ყველაზე ბინძური დაკვეთების შემსრულებელმა “ჟურნალისტმა” ეკა კვესიტაძემაც კი თავისი მანიაკურ-პროპაგანდისტული გადაცემა, რომელსაც, წესით, “განსხვავებული აქცენეტები” კი არა, “მიშას და ვანოს აქცენტები უნდა ერქვას”, სწორედ ამ თემას მიუძღვნა.

პრინციპში, თემა ჩემთვის, რა თქმა უნდა, ახალი სულაც არ არის და, რადგან მსგავსი სისულელეებისთვის ადრეც არაერთხელ გამიცია პასუხი, ახლა ყურადღებას არც კი მივაქცევდი, რომ არა ერთი ფრიად მნიშვნელოვანი ე.წ. მესიჯი, რომელიც კვესიტაძის გადაცემით მიეწოდა საქართველოს მოსახლეობას.

რა არის პრორუსული პროპაგანდა? _ რა და, ყველაფერი ის, რაც ანტიდასავლურია!” _ აი, ასეთი სიბრძნე გადმოიფრქვარუსთავი 2”-ის ეთერიდან და, როგორც ჩანს, ეს ფრაზა ისე მოეწონათჟურნალისტკვესიტაძესა და მის პატრონებს, რომ ანონსში დღეში ოცჯერ ატრიალეს გადაცემის გასვლამდე ერთ კვირის განმავლობაში.

აი, ეს სასწაულად სულელური ფორმულა არის სწორედ იმის გამოძახილი, რაც ამ გადაცემამდე პირადად მე და ჩემმა მართლა საღად მოაზროვნე კოლეგებმა დავწერეთ და ვუპასუხეთ ასეთ ვითომრუსულ პროპაგანდასთან მებრძოლ”, სინამდვილეში კი მსხვილი გრანტების მომლოდინე .. არასამთავროებსა და .. ჟურნალისტებს.

გავიხსენოთ მოკლედ:

ეტაპი I _ ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტმა გამოაცხადა, რომ პოსტსაბჭოთა ქვეყნებში მომძლავრებული რუსული პროპაგანდის საწინააღმდეგოდ გამოყოფს 40 მილიონ დოლარს.

ეტაპი II _ არ გასულა ერთი კვირაც კი და ირაკლი ალასანიამ განაცხადა, საქართველოში რუსული პროპაგანდა “გლეჯს” ყველაფერს და აუცილებელია მის წინააღმდეგ გაცხოველებული ბრძოლაო.

ეტაპი III _ ათეულობით ქართული არასამთავრობო ორგანიზაცია ტეხს “განგაშს”, რომ საქართველოში რუსული პროპაგანდის ბუმია! ეს მაშინ, როდესაც ასეთი რამ მხოლოდ ორ-სამ გაზეთს შეიძლება დაბრალდეს და ისიც მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუკი ადამიანი ძალიან შარზე იქნება.

ეტაპი IV _ ე.წ. არასამთავრობოებს მხარს უბამს ე.წ. მედია. აქ ყველაზე სასაცილო არის ის, რომ მედიასაშუალებების 99 პროცენტი უბამს მხარს ამ განგაშს, თითქოს საქართველოში “რუსული პროპაგანდა” ყვავის, ანუ გამოდის, რომ ეს “აყვავებული რუსული პროპაგანდისტული მედია” მხოლოდ დარჩენილი 1 პროცენტია! და როგორ აყენებს “გამანადგურებელ დარტყმებს” ეს 1 პროცენტი, ანუ მძიმე ფინანსურ კრიზისში მყოფი ორიოდე ბეჭდური გამოცემა იმ 99 პროცენტ გაფუფუნებულ, უახლესი ტექნიკით აღჭურვილ, მილიონიანი ღირებულების პროექტების მწარმოებელ, ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე მაუწყებელ ათეულობით ტელევიზიას, ეს მსოფლიოს მერვე საოცრებაა!

სწორედ ამ ეტაპების გავლისა და გაანალიზების შემდეგ მეც და ზოგიერთმა ჩემმა კოლეგამ დავსვით უმარტივესი ლოგიკური შეკითხვა:

_ თუკი საქართველოში რუსული პროპაგანდა ყვავის, რაში გამოიხატება ის? ვინ და სად დაწერა, თქვა ან მოუწოდა ხალხს რუსეთის ქვეშევრდომობის მიღებისკენ? ამ უსაფუძვლო პანიკის ამწევებმა, თუკი მათ რეალური მიზანი იმ 40 მილიონის ათვისება არ არის, მიგვითითონ კონკრეტული ფაქტები!

როგორც ჩანს, ამ მათთვის გამანადგურებელი, მარტივი და ლოგიკური შეკითხვის უსუსური “პასუხი” იყო კვესიტაძის გადაცემა და სწორედ ამიტომ შეიქნა საჭირო ეს, პირდაპირ ვიტყვი, დებილური განმარტება, რომ თურმე ყველაფერი ის, რაც დასავლეთის კრიტიკას შეიცავს, “პრორუსული” პროპაგანდაა!

ანუ, თუკი ჩვენ რამე არ მოგვეწონა დასავლეთისა _ რომელიმე მოქმედება ან ნათქვამი, ან კანონი, ან თუნდაც რეკომენდაცია და გავაკრიტიკეთ, გამოვთქვით მოსაზრება, რომ ამ კონკრეტულ რაღაცაში დასავლეთს არ ვეთანხმებით, მორჩა! უკვეპრორუსები”, “პუტინისტები”, “ოკუპანტის მეხოტბეებიგამოვდივართ!

საინტერესოა! ეს “დასავლური დემოკრატიის სტანდარტების” მოტრფიალე ხალხი ასე უხეშად, შანტაჟისა და ცილისწამების ფორმით გვიკრძალავს ხმის ამოღებას, სიტყვის თქმას, საკუთარი მოსაზრების გამოხატვას!

აკი, “მედასავლეთეთა” ძირითადი არგუმენტი საბჭოთა კავშირის წინააღმდეგ სწორედ ის არის, რომ საბჭოთა კავშირი “აკრძალვებზე” იყო დაფუძნებული, ხოლო ადამიანის გონება ვერ იტანს “აკრძალვებს”! მაშ, თვითონ რატომღა ითხოვენ ასე ძალუმად “ანტიდასავლური” თვალსაზრისის აკრძალვას? სამწუხაროდ, ფაქტია, რომ ამ შემთხვევაშიც, ისევე, როგორც სხვა არაერთი თემისა და პრობლემის განხილვისას, ისევ და ისევ მათთვის ასე დამახასიათებელ “სავიზიტო ბარათთან” _ ორმაგ სტანდარტთან გვაქვს საქმე: თუ სხვა კრძალავს, ეს საშინელებაა, ხოლო, თუკი თვითონ კრძალავენ, მაშინ ეს მისაღებია და აუცილებელიც კი!

ამიტომ სავსებით ლეგიტიმურია შეკითხვა _ ეს ადამიანები რეალურადრუსულ პროპაგანდასხედავენ სადმე და მის წინააღმდეგ ბრძოლა სურთ თუ, უბრალოდ, იმისთვის იბრძვიან, რომ აშშის სახელმწიფო დეპარტამენტის მიერნაწყალობევი” 40 მილიონი დოლარიდან რაც შეიძლება, მეტი შეხვდეთ?

აკი, ბუნებრივია, რომ, რაც უფრო აპოკალიფსურ სურათს დახატავენ საქართველოშირუსული პროპაგანდისტული ვეშაპისარსებობის შესახებ, მის წინააღმდეგ საბრძოლველადაც მეტი ფულის მოთხოვნის საბაბი ექნებათ!

და ამ “ვეშაპის” ხატვის სურვილი ისე დიდია, რომ ნამეტანი მონდომებისაგან ზოგჯერ ისეთ ტუტუცურ რამეს წამოისვრიან, შეიძლება, სიცილით გულიც კი შეგიწუხდეს.

ამის მაგალითად მათგან ერთ-ერთი ქართული ბეჭდური გამოცემის იმაში დადანაშაულებაც კმარა, რომ მას თურმე რუსული პროპაგანდის საწარმოებლად 1 200 (დიახ, დიახ! ათას ორასი) დოლარი გადაურიცხეს.

დამეთანხმებით, ასეთი “ასტრონომიული” თანხებით დაფინანსებული ბეჭდური გამოცემების წინააღმდეგ ბრძოლა ერთობ რთული საქმეა! მით უფრო, წელიწადში “სულ რაღაც” რამდენიმე ასეული მილიონის დამხარჯავი ტელევიზიისთვის.

წეღან ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტი ვახსენე და, კვესიტაძისგადაცემაშედევრისკიდევ ერთი სიდებილე იყო ის, რომპრორუსულგამოცემებს სწორედ ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტისთვისსახელის გატეხაშიდასდო ბრალი.

კერძოდ, კვესიტაძისა და მისი არანაკლებ სულელი რესპონდენტების განცხადებით, თურმე “ქართული პრორუსული გამოცემები” აშშ-ის მთავრობას ცილს სწამებენ, თითქოს ისინი სრულიად მსოფლიოში ლობირებენ “ერთსქესიანთა ქორწინებას”…

არადა, თეთრმა სახლმა ოფიციალურად განაცხადა _ “პირობას ვდებთ, რომ მალე ერთნაირსქესიანთა ქორწინება მსოფლიოს ყველა ქვეყანაში დაკანონდება!”-.

და რადგან მე და კიდევ არაერთ ჩემს კოლეგასა თუ თანამოქალაქეს ამერიკელთა ეს ამპარტავნული, “მსოფლიოს მპყრობელურიგანცხადება არ მოგვეწონა და გავაკრიტიკეთ, ესე იგი რუსეთზე ვგიჟდებით?!

მაშინ იქნებ კვესიტაძემ ან მისმა რომელიმე რესპონდენტმა, რომელიც 40 მილიონიდან მსუყე ნაჭერს ელოდება, დაასახელოს, სად და როდის გავამართლეთ კრემლის რომელიმე ანალოგიური განცხადება? და თუ დავუდებ ჩემ მიერ გამოქვეყნებულ კონკრეტულ მასალებს, რომლებშიც მკაცრად ვაკრიტიკებ კრემლის წარმომადგენელთა მსგავს განცხადებებს, გამოდის, რომ პროდასავლელი და პროამერიკელი ვარ?!

აკი, ლოგიკა იგივეა _ თუკი ამერიკისა და დასავლეთის კრიტიკოსი უპირობოდ პრორუსია, მაშინ რუსეთის კრიტიკოსი ხომ ავტომატურად პროდასავლელი და პროამერიკელი უნდა იყოს?

აი, ასე გამოვდივარ მე ერთდროულად პრორუსიცა და პროდასავლელიც!

აი, ასე ხეთქს ქვას კვესიტაძისა და მისნაირთა შესაშური ლოგიკა!

ისე, მართლა საინტერესოა, ეს ადამიანები რეალურად ფიქრობენ, რომ, თუკი ტყუილს ბევრ საეთერო დროს დაუთმობენ, ამ ტყუილს მაყურებელი ასე მარტივად “შეჭამს”?

მაგალითად, უკვე კარგა ხანია, ქართულ ტელეარხებზე გადის ევროკავშირის რეკლამები.

ამ რეკლამების სიუჟეტები აწყობილია სხვადასხვა კონკრეტული ქვეყნის მაგალითებზე, ანუ იმაზე, როგორი ჩამორჩენილი და უბედური იყო ესა თუ ის ქვეყანა და როგორი განვითარებული და ბედნიერი შეიქნა მას შემდეგ, რაც ევროკავშირში შევიდა…

სიმართლე ითქვას, ცოტა უხერხულიც კია ამ ტიპის რეკლამების გაშვება საბერძნეთში მიმდინარეევრომოვლენებისფონზე და, პრინციპში, სათქმელიც აღარაფერია, მაგრამ მაინც გამაოცა ასეთმა ტექსტმა:

რუმინეთი საბჭოთა პერიოდში ჩამორჩენილი, ეკონომიკურად გაჩანაგებული ქვეყანა იყოევროკავშირში შესვლის შემდეგ კი რუმინეთის ეკონომიკა შეუქცევად ზრდას განიცდის…”

სიმართლე გითხრათ, ზუსტად ვერ გეტყვით, ამჟამად რას განიცდის რუმინეთი და მისი ეკონომიკა, მაგრამ ეს პირდაპირი ტყუილი, რომ თურმე რუმინეთი საბჭოთა პერიოდში ძალიან ჩამორჩენილი ქვეყანა იყო, მართლა ვის რაში სჭირდება, ძალიან გაუგებარია.

სინამდვილეში, რიგითი საბჭოთა მოქალაქეები რიგში იდგნენ, რათა ორგანიზაციებიდან რუმინული წარმოების ავეჯი თუ სხვა საყოფაცხოვრებო საგნები გამოეტანათ თავიანთი ბინებისთვის. რუმინული პროდუქცია ერთერთი მოწინავე იყო .. სოციალისტურ ბანაკში და ეს ქვეყანა წარმატებულ ინდუსტრიულ ქვეყნად ითვლებოდა.

მაგრამ _ არა, უნდა შევჩერდეთ! სიმართლე არ უნდა ვთქვათ, რადგან იმწამს “რუსეთუმეებად” გაგვასაღებენ კრებითი “კვესიტაძეები”!

უნდა დავეთანხმოთ, რომ რუმინეთი იყო ჩამორჩენილი, ჩასვრილი, გაპარტახებული ქვეყანა და რუმინელებს სული სძვრებოდათ შიმშილით!

ერთი ეგ არის, ვერ გამიგია, რისთვის სჭირდება აყვავებულ და ზე დემოკრატიულ ევროპას ჩვენნაირი ქვეყნების მისაზიდად ასეთი მოკლეფეხიანი, მაგრამ გრძელეთერიანი ტყუილები?

კითხვა, მგონი, რიტორიკულია

ბაკურ სვანიძე

 

1 COMMENT

  1. სად არის რუსული პროპაგდა-საქართველოში??? — ცრუსთავი2 -ს და ყველა ტელევიზიის!!– კონტრპროდუქტიულ!!-ისტერიულ რუსოფობიაში!!– ფიცი მწამს! ბოლო კი მაკვირვებს!!– ბუმერანგი!!– რაც ყველაზე კარგად იცინ!!–კრებითმა კვესიტაძეებმა!!– მათ სულ ერთ ადგილზე კიდიათ ამერიკა!! მთავარია!!იყოს ძია სემის მიერ, მსუყედ დაფინანსებული– ბიზნესი__ იოლი და სარფიანი!!ისტერიული რუსოფობია!!– სულ მალე ძია სემი დაიწყებს !! კიდევ უფრო დიდ!!– ისტერიულ! პარანოიკულ! ჩინაფობიას!! ასე რომ “ბიზმესმენო” -რუსოფობებო!! დარეგისტრირდით და მოერგეთ ამ უფრო სარფიან “ბიზნესსაც””— მთავარია მანი !! მანი!! არ დაკეტოს სემმა კრანი!!!

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here